8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 03129 ურეცეპტო

ვენო - რიცი®

VENO-RITZ®

- 510მგ კაფსულა #30

ვენო - რიცი®, - 510მგ კაფსულა #30
მოქმედი ნივთიერება
Diosmin Hesperidin Rutin
მწარმოებელი
ჯი-ემ-პი, საქართველო
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ბიოფლავონოიდები
იმპორტიორი საქართველოში
ჯი-ემ-პი
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემადგენლობა

პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს ფლავონოიდების 450 მგ დიოსმინისა (Diosmin) და 50 მგ ჰესპერიდინის (Hesperidin) მიკრონიზირებულ ფრაქციებს და 10 მგ რუტინს (Rutin).
მოქმედების მექანიზმი
ვენო-რიცი მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატია.
ვენო-რიცის შემადგენელი კომპონენტები ბიოფლავონოიდებია, რომლებიც ხასიათდებიან ვენოტონური და ანგიოპროტექტორული თვისებებით. დიოსმინისა და ჰესპერიდინის კომბინაცია ამცირებს ვენების დაჭიმულობას და ვენურ სტაზს, აუმჯობესებს ვენების ტონუსს. ამცირებს კაპილარების კედლების გამტარობას და ზრდის მათ რეზისტენტობას, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ლიმფის დრენაჟს. რუტინი ანგიოპროტექტორია. მიეკუთვნება P ჯგუფის ვიტამინებს. ამცირებს კაპილარების კედლის გამტარობას, მათ შეშუპებას და ანთებას, აძლიერებს სისხლ ძარღვის კედლებს. ახასიათებს ანტიაგრეგანტული (შედედების საწინააღმდეგო) მოქმედება, რაც ხელს უწყობს მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას.

02

ჩვენებები

  • ქვედა კიდურების ორგანული და ფუნქციური გენეზის ქრონიკული ვენური უკმარისობა, რომელსაც ახლავს: კიდურებში სიმძიმის და დაღლილობის შეგრძნება, შეშუპება, ტკივილი, ტროფიკული დარღვევები, წვივის კუნთების კრუნჩხვები;
  • შეშუპებისა და ტკივილის სიმპტომების შემსუბუქება ვენების ვარიკოზული გაგა ნიერების დროს;
  • ქრონიკული ბუასილის და მწვავე ჰემოროიდული კრიზების ფუნქციური სიმპტო მების შემსუბუქება. ბუასილის გამწვავებისას ვენო-რიცი არ ცვლის ანორექტალური არის დაავადებების სპეციფიკურ სამკურნალო საშუალებებს.
03

მიღების წესი და დოზირება

ვენური უკმარისობის დროს ინიშნება 2 კაფსულა დღეში: თითო კაფსულა შუა დღისას და საღამოს ჭამის დროს. ვენო-რიცით 2 კვირიანი მკურნალობის კურსის შემდეგ მცირდება ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური უკმარისობისთვის დამახასიათებელი ორგანული და ფუნქციური გენეზის კლინიკური გამოვლინებანი. რეკომენდებულია პრეპარატით მკურნალობის გაგრძელება შეშუპების და სხვა სიმპტომების სრულ გაქრობამდე. ვენების ქრონიკული უკმარისობის დროს ვენო-რიცის სისტემატური გამოყენება უზრუნველყოფს ვენების ვარიკოზული წყლულებისა და ტროფიკული დარღვევების განვითარების რისკის შემცირებას. მწვავე ჰემოროიდული კრიზების დროს პირველი 4 დღის განმავლობაში ვენო-რიცი ინიშნება დღე-ღამეში 6 კაფსულა, მომდევნო 3 დღის განმავლობაში - 4 კაფსულა, კომბინირებულ თერაპიაში.

04

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია მცირედი დარღვევები საჭმლის მომნელებელი და ნეირო-ვეგეტატიური სისტემის მხრივ, რომელიც არ მოითხოვს პრეპარატის მოხსნას და სწრაფად ქრება მკურნალობის კურსის დამთავრებისთანავე.

05

უკუჩვენებები

  • ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი;
  • პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.
06

განსაკუთრებული მითითებები

ვენური სისხლის მიმოქცევის დარღვევის მქონე პაციენტები პრეპარატის და ნიშვნისას უნდა მოერიდნონ მზეზე დიდხანს ყოფნას, სასურველია სხეულის წო ნის დაკლება და სისხლის ცირკულაციის მარეგულირებელი სპეციალური წინდების გამოყენება. ვენო-რიცის შემადგენელი კომპონენტების ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და მათი დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.

07

შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

08

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ექიმის რეცეპტის გარეშე!

09

რეგისტრაციის ნომერი და თარიღი

წს N რ - 002730 25.06.2007

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ასკორუტინი, ტაბლეტი №50

ასკორუტინი

Ascorutin

ტაბლეტი №50

ascorbic acid + Rutin Altayvitaminy CJSC, რუსეთი
დან0.74 ₾
ფლებილი M, 50გ კრემ-გელი 1 კოლოფი №1

ფლებილი M

50გ კრემ-გელი 1 კოლოფი №1

Diosmin + Hesperidin + Menthol
დან20.29 ₾
დიოსპერიდინი, (450მგ+50მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

დიოსპერიდინი

Diosperidin

(450მგ+50მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

Diosmin + Hesperidin Help pharmaceuticals, საბერძნეთი
დან26.78 ₾
დეტრალექსი 1000 მგ, 1000მგ (900მგ+100მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

დეტრალექსი 1000 მგ

DETRALEX

1000მგ (900მგ+100მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

Diosmin + Hesperidin Les Laboratoires Servier Industrie, საფრანგეთი
დან27.71 ₾
ვენარუსი, 900მგ+100მგ ტაბლეტი №60

ვენარუსი

900მგ+100მგ ტაბლეტი №60

Diosmin + Hesperidin ალიუმი, რუსეთის ფედერაცია
დან28.20 ₾
ვენოდიოლი, 450მგ/50მგ/100მგ ტაბლეტი №30

ვენოდიოლი

VENODIOL

450მგ/50მგ/100მგ ტაბლეტი №30

ascorbic acid + Diosmin + Hesperidin ADIPHARM LTD, ბულგარეთი
დან29.76 ₾
ტურბომიკრონ G, 500მგ (450მგ+50მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ტურბომიკრონ G

ტურბომიკრონ G

500მგ (450მგ+50მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

Diosmin + Hesperidin KERN PHARMA, S.L, ესპანეთი
დან37.86 ₾
ფლებოდია, 600მგ ტაბლეტი №60

ფლებოდია

600მგ ტაბლეტი №60

Diosmin ინოტერა ჩუზი, საფრანგეთი
დან57.82 ₾

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.