მონოგრაფია Nº 00914 ურეცეპტო
დეტრალექსი 1000 მგ
DETRALEX
1000მგ (900მგ+100მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
დან27.71 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- Diosmin Hesperidin
- მწარმოებელი
- Les Laboratoires Servier Industrie, საფრანგეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- მიკროცირკულაციის გასაუმჯობესებელი პრეპარატები, ანგიოპროტექტორები
- იმპორტიორი საქართველოში
- სერვიე
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
900მგ+100მგ · №18
-
GPC ყველაზე იაფი
დეტრალექსი ტაბლეტი 900მგ+100მგ #18
1.54 ₾ / ც. × 18
ყიდვა ↗27.71 ₾
32.60 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
დეტრალექსი ტაბლეტი 900მგ+100მგ #18
1.54 ₾ / ც. × 18
ყიდვა ↗27.71 ₾
32.60 ₾
-
PSP
დეტრალექსი - Detralex 1000მგ 18 ტაბლეტი
1.70 ₾ / ც. × 18
ყიდვა ↗30.59 ₾
900მგ+100მგ · №30
-
GPC ყველაზე იაფი
დეტრალექსი ტაბლეტი 900მგ+100მგ #30
1.52 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗45.47 ₾
53.49 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
დეტრალექსი ტაბლეტი 900მგ+100მგ #30
1.52 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗45.47 ₾
53.49 ₾
-
PSP
დეტრალექსი - Detralex 1000მგ 30 ტაბლეტი
1.78 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗53.53 ₾
1000მგ · №18
-
ავერსი
დეტრალექსი 1000მგ #18ტ
1.70 ₾ / ც. × 18
ყიდვა ↗30.59 ₾
1000მგ · №30
-
ავერსი
დეტრალექსი 1000მგ #30ტ
1.78 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗53.53 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: Diosmin + Hesperidin. ჯერ ყველაზე იაფი.
დიოსპერიდინი
Diosperidin
(450მგ+50მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ვენარუსი
900მგ+100მგ ტაბლეტი №60
ტურბომიკრონ G
ტურბომიკრონ G
500მგ (450მგ+50მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ინსტრუქცია
შემადგენლობა
1. პრეპარატი დეტრალექსი და მისი დანიშნულება
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კაპილარების მასტაბილიზებელი საშუალებები, ბიოფლავონიდები.
ათქ კოდი: ჩ05ჩA53
თერაპიული ჩვენებები:
ქვედა კიდურების ფუნქციური და ორგანული ქრონიკული ვენური უკმარისობის სიმპტომების მკურნალობა:
სიმძიმის შეგრძნება ფეხებში;
ტკივილი;
ღამის კრამპები,
მწვავე ჰემოროიდულ შეტევასთან დაკავშირებული ფუნქციონალური სიმპტომების მკურნალობა.
უკუჩვენებები
დეტრალექსი არ მიიღება შემდეგ შემთხვევებში:
ჰიპერმგრძნობელობა მოქმედ ნივთიერებაზე ან ნებისმიერ დამხმარე ნივთიერებაზე.
პრეპარატის დეტრალექსი მიღებისას გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე
ჰოსპიტალიზირებული და იმობილიზებული პაციენტებისთვის ფლებიტის განვითარების რისკის თავიდან ასაცილებლად, ეს პრეპრატი შეიძლება საკმარისი არ იყოს.
ვენური უკმარისობის სამკურნალოდ შეიძლება საჭირო გახდეს სპეციალური ზომების მიღება, როგორიც არის ელასტიური წინდების გამოყენება.
ტკივილი და ანალური სისხლდენა, რომლებიც გრძელდება მკურნალობის მიუხედავად, შეიძლება გამოწვეული იყოს ბუასილის გარდა, სხვა დაავადებით: ასეთ შემთხვევებში საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
ანალოგიურად, 50 წელს გადაცილებულმა ნებისმიერმა პაციენტმა, რომელმაც შენიშნა უმიზეზო ანალური სისხლდენა, კონსულტაცია უნდა გაიაროს თავის მკურნალ ექიმთან.
ამ პრეპარატის მიღება მწვავე ბუასილის სიმპტომური მკურნალობისთვის არ გამორიცხავს სხვა ანორექტალური ზონის დაავადებების მკურნალობას.
თუ სიმპტომები მალე არ ქრება, აუცილებელია პროქტოლოგიური გამოკვლევის ჩატარება და მკურნალობის გადახედვა.
სხვა პრეპარატებთან ერთდროული მიღება
თუ თქვენ ღებულობთ ან ცოტა ხნის წინ ღებულობდით ნებისმიერ სხვა სამკურნალო საშუალებას, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემს, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ თქვენ ხართ ორსულად ან კვებავთ ბავშვს ძუძუთი, ვარაუდობთ ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეტ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ორსულობა
ორულობის დროს, უსაფრთხოების მიზნით, დეტრალექსის მიღება სასურველი არ არის.
ლაქტაცია:
იმის გამო, რომ პრეპარატის ლაქტატში გამოყოფის შესახებ მონაცემები არ არსებობს, საჭიროა ლაქტაციის პერიოდში მკურნალობისაგან თავის შეკავება.
სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა
დეტრალექსი არ ახდენს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე.
3. პრეპარატის დეტრალექსი მიღების მეთოდები
ყოველთვის მიიღეთ დეტრალექსი თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების ზუსტი შესაბამისობით. თუ თქვენ რაიმეში დარწმუნებული არ ხართ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
დოზირება
ვენების ქრონიკული დაავადებებისას:
ჩვეულებრივი დოზირება:
აპკიანი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი დღეში, უმჯობესია დილით, ჭამის დროს.
მწვავე ჰემოროიდული შეტევის დროს:
აპკიანი გარსით დაფარული 3 ტაბლეტი დღეში, 4 დღის განმავლობაში, (1 დილას, 1 სადილის დროს და 1 საღამოს), შემდეგ 2 ტაბლეტი დღეში, 3 დღის განმავლობაში (1 დილას და 1 საღამოს).
გამოყენების მეთოდი და მიღების გზა:
პერორალურად
თერაპიის ხანგრძლივობა
თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი შეგატყობინებთ მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ. არ შეწყვიტოთ მკურნალობა თქვენს ექიმთან წინასწარი კონსულტაციის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის გარეშე.
თუ თქვენ ღებულობთ პრეპარატის დეტრალექსი დოზას, რომელიც აჭარბებს დანიშნულს:
თუ თქვენ ღებულობთ პრეპარატის დეტრალექსი დოზას, რომელიც აჭარბებს დანიშნულს, ამის შესახებ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
დეტრალექსის ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები შეზღუდულია; არის ცნობები ისეთ სიმპტომებზე, როგორიც არის დიარეა, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, ქავილი და გამონაყარი.
თუ თქვენ დაგავიწყდათ დეტრალექსის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
ისევე როგორც ნებისმიერმა სამკურნალო საშუალებამ პრეპარატმა დეტრალექსი შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ უვითარდება ყველა პაციენტს, რომელიც იღებს ამ პრეპარატს.
ასეთ მოვლენებს მიეკუთვნება:
ხშირი გვერდითი მოვლენები (10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 100 პაციენტიდან 1-ზე მეტში): დიარეა, დისპეფსია, გულისრევა, ღებინება
არახშირი: (100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 1000 პაციენტიდან 1-ზე მეტში): კოლიტი
იშვიათი გვერდითი მოვლენები (1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 10000 პაციენტიდან 1-ზე მეტში): თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა, გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება
განვითარების სიხშირე უცნობია: სახის, ტუჩების, ქუთუთოების, იზოლირებული შეშუპება; ტკივილი მუცლის არეში. ერთეულ შემთხვევებში კვინქეს შეშუპება.
თუ თქვეენ აღნიშნავთ რომელიმე სერიოზულ გვერდით მოვლენას, ან თუ თქვენ შენიშნეთ ისეთი გვერდით ეფექტები, რომელიც ჩამოთვლილი არ არის ამ ფურცელ-ჩანართში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
5. პრეპარატის დეტრალექსი შენახვის მეთოდები
ინახება ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისობის ვადა: 4 წელი.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
ინახება არა უმეტეს 30°ჩ ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
პრეპარატის დეტრალექსი შემადგენლობა:
მიკრონიზებული გასუფთავებული ფლავონოიდური ფრაქცია 1000მგ, შემადგენლობით:
900მგ დიოსმინი
100მგ ფლავონოიდები, ჰესპერიდინის სახით.
დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებელ-გლიკოლატი, ტალკი, გლიცერინი, პოლიეთილენგლიკოლი 6000, ჰიპრომელოზა, რკინის წითელი ოქსიდი (E 172), ნატრიუმის ლაურილსულფატი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E 172).
პრეპარატის დეტრალექსი გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა:
გარსით დაფარული, ნარინჯისფერ-ვარდისფერი, წაგრძელებული ფორმის ტაბლეტები.
შეფუთვაში გარსით დაფარული 18, 30, 60 ტაბლეტი:
ბლისტერები, რომელთაგან თითოეული შეიცავს აპკიანი გარსით დაფარულ 10 ან 9 ტაბლეტს, პაციენტის ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ფლებილი M
50გ კრემ-გელი 1 კოლოფი №1
ვენოდიოლი
VENODIOL
450მგ/50მგ/100მგ ტაბლეტი №30
ფლებოდია
600მგ ტაბლეტი №60
ვენო - რიცი®
VENO-RITZ®
- 510მგ კაფსულა #30
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.