8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 03103 ურეცეპტო

ვამელანი

VAMELAN

კაფსულა №30

დან29.76 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
ვამელანი, კაფსულა №30
მოქმედი ნივთიერება
Melissa Peppermint Valeriana
მწარმოებელი
HASCO-LEK, სლოვენია
იმპორტიორი საქართველოში
World Medicine
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    ვამელანი კაფსულა #30

    0.99 ₾ / ც. × 30

    29.76 ₾

    35.01 ₾

    ყიდვა ↗
  • GPC ყველაზე იაფი

    ვამელანი კაფსულა #30

    0.99 ₾ / ც. × 30

    29.76 ₾

    35.01 ₾

    ყიდვა ↗
  • PSP

    ვამელანი - Vamelan 30 კაფსულა

    1.17 ₾ / ც. × 30

  • ავერსი

    ვამელანი #30კაფს

    1.17 ₾ / ც. × 30

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ინსტრუქცია

01

ზოგადი დახასიათება

წამლის ფორმა: რბილი ჟელატინის კაფსულები შიგნით მისაღებად.

ოვალური, მუქი მწვანე ფერის კაფსულები, კაფსულის შემცველობა – მუქი ყავისფერი ზეთოვანი სითხე ვალერიანის დამახასიათებელი სუნით.

02

შემადგენლობა

ვამელანის 1 კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: ვალერიანის მშრალი ექსტრაქტი 125 მგ, პიტნის მშრალი ექსტრაქტი 25 მგ, ბარამბოს მშრალი ექსტრაქტი 25 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სოიოს ლეციტინი, ფუტკრის ცვილი, ქოქოსის ზეთი, პალმის ზეთი, სოიოს ზეთი.
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცერინი, ტიტანიუმის დიოქსიდი, ქლოროფილი-ნის სპილენძის კომპლექსი, ყვითელი ქვინოლინი, რკინის შავი ოქსიდი.

პრეპარატის ათქ კოდი: N05CM

03

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ნერვული სისტემის სამკურნალო პრეპარატები. საძილე და სედაციური საშუალება.

04

ფარმაკოლოგიური თვისებები

ვამელანი კომბინირებული ფიტოპრეპარატია, რომელსაც გააჩნია სედაციური მოქმედება. მის შემადგენლობაში შედის სამი კომპონენტი – სამკურნალო მცენარეების: კატაბალახას, პიტნის, ბარამბოს ექსტრაქტები.
კატაბალახას ექსტრაქტს გააჩნია სედაციური თვისებები, ამცირებს დაძაბულობას და გაღიზიანებადობას, რაც ახასიათებს ფსიქიკურ გადაძაბვას და ნევრასთენიას. უძილობისას აღადგენს ნორმალურ ძილს. გააჩნია სპაზმოლიზური მოქმედება.
პიტნის ექსტრაქტს გააჩნია სპაზმოლიზური მოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვ კუნთებზე, ასევე ნაღვლმდენი და კარმინატიული მოქმედება, ეფექტურია მსუბუქი უძილობის დროს.
ეთერზეთების წყალობით, ბარამბოს ექსტრაქტს გააჩნია სპეციფიური სასიამოვნო სუნი და გემო. ბარამბოს ეთერზეთები ხსნიან ტკივილსა და კრუნჩხვებს. სწორედ ამ თვისების გამო, მელისა ფართოდ გამოიყენება როგორც სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი საშუალება ჭვალის დროს. ბარამბოს ეთერზეთებს გააჩნია ასევე დამამშვიდებელი მოქმედება, ხელს უწყობს მადის მომატებას, რაც ხშირად დაქვეითებულია ნევრასთენიის მქონე პაციენტებში.

05

ჩვენებები

როგორც დამამშვიდებელი პრეპარატი, ვამელანი ინიშნება:
_ მომატებული ნერვული აგზნებადობის დროს;
_ ნერვული გადაძაბვის დროს;
_ გაღიზიანებადობის დროს;
_ შფოთვის დროს;
_ ძილის დარღვევებისას, უძილობისას.

06

უკუჩვენებები

_ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
_ 12 წლამდე ასაკი.

07

გვერდითი მოვლენები

იშვიათად: ალერგიული რეაქციები, სისუსტე.
ხანგრძლივი გამოყენებისას – ყაბზობა.

08

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან ინიშნება 1-2 კაფსულა 2-3-ჯერ დღე-ღამეში.
უძილობის დროს პრეპარატის დოზა შეადგენს 1-2 კაფსულას ძილის წინ 1-2 საათით ადრე.

09

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: თავბრუსხვევა, სპასტიური ტკივილი მუცლის არეში, გუგების გაფართოება, მოჭერის შეგრძნება მკერდის არეში.
მკურნალობა: შესაძლებელია კუჭის ამორეცხვა, აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება სიმპტო-მური თერაპია.

10

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ერთდროული გამოყენებისას ვამელანი აძლიერებს ისეთი პრეპარატების მოქმედებას, რომლებიც ახდენენ დამთრგუნველ ზემოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

11

განსაკუთრებული მითითებები

ამ პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული. პრეპარატის მიღების შეწყვეტი-სას აბსტინენციის სინდრომი არ ვლინდება.
პრეპარატი გამოიყენება ძილის დარღვევისა და ნერვული აგზნების მსუბუქი ფორმების დროს.

ზემოქმედება ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ავტოტრანსპორტის მართვისას და სხვა ისეთი პოტენციურად საშიში საქმიანობისას, რომელიც მოითხოვს ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

12

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენება ოსრულობისა და ლაქტაციის დროს შეიძლება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

13

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

რბილი ჟელატინის კაფსულები.
15 რბილი ჟელატინის კაფსულა მოთავსებულია ბლისტერში.
მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

14

შენახვის პირობები

შეინახეთ 15-25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

15

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

16

აფთიაქიდან გაცემის პირობები

III ჯგუფი ურეცეპტოდ.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ვალერიანის ექსტრაქტი, 20მგ ტაბლეტი №50

ვალერიანის ექსტრაქტი

20მგ ტაბლეტი №50

Valeriana ბორისოვო, ბელარუსი
დან1.09 ₾
ვალერიანის ნაყენი, 25მლ ნაყენი 1 ფლაკონი №1 25 მლ

ვალერიანის ნაყენი

25მლ ნაყენი 1 ფლაკონი №1 25 მლ

Valeriana
დან1.15 ₾
ვალერიანი-სვია-პიტნა, დრაჟე 50 დრაჟე №50

ვალერიანი-სვია-პიტნა

დრაჟე 50 დრაჟე №50

Humulus lupulus + Mentha + Valeriana
დან1.92 ₾
ვალერიანი პიტნით, დრაჟე 60 დრაჟე №60

ვალერიანი პიტნით

დრაჟე 60 დრაჟე №60

Humulus lupulus + Mentha + Valeriana
დან2.20 ₾
ვალერიანი, 30მგ ტაბლეტი №30

ვალერიანი

30მგ ტაბლეტი №30

Valeriana
დან3.04 ₾
ვალერიანის ექსტრაქტი პიტნით, ტაბლეტი 100 კოლოფი №100

ვალერიანის ექსტრაქტი პიტნით

ტაბლეტი 100 კოლოფი №100

Mentha + Valeriana
დან3.24 ₾
ვალერიანი ერთჯერადი, პაკეტი 1 პაკეტი №20

ვალერიანი ერთჯერადი

პაკეტი 1 პაკეტი №20

Valeriana
დან5.90 ₾
ვალერიანი ერთჯერადი პაკეტი, პაკეტი 20 პაკეტი №20

ვალერიანი ერთჯერადი პაკეტი

პაკეტი 20 პაკეტი №20

Valeriana
დან6.40 ₾
ვალომენთი, 130გ სიროფი #10

ვალომენთი

Valomenthum

130გ სიროფი #10

Mentha + Valeriana ნეოფარმი, საქართველო
დან7.14 ₾
სომნა-რიცი® ფორტე, კაფსულა #10

სომნა-რიცი® ფორტე

SOMNA-RITZ® FORTE

კაფსულა #10

Crataegus + Humulus lupulus + Melissa + პასიფლორა + Valeriana ჯი-ემ-პი, საქართველო
დან9.21 ₾
ვალერიანა მაქსი, 200მგ ტაბლეტი №20

ვალერიანა მაქსი

200მგ ტაბლეტი №20

Valeriana სოფარმა, ბულგარეთი
დან12.20 ₾
ნევრომედი, კაფსულა N15

ნევრომედი

NEUROMED

კაფსულა N15

პასიფლორა + Valeriana VALENTIS, ლიეტუვა
დან15.28 ₾
არდეისედონი, შემოგარსული ტაბლეტები 20ც

არდეისედონი

ARDEYSEDON

შემოგარსული ტაბლეტები 20ც

Valeriana Ardeypharm, გერმანია
დან20.65 ₾
ქალმი, კაფსულა #30

ქალმი

CALM

კაფსულა #30

Mentha + Valeriana ავერსი ფარმა, საქართველო
დან26.54 ₾
ფლორანს-WM, კაფსულა №30

ფლორანს-WM

კაფსულა №30

Crataegus + პასიფლორა + Valeriana ვორლდ მედიცინ ევროპა, რუმინეთი
დან29.76 ₾
ენრელაქსი, სპრეი 24 კაფსულა №24

ენრელაქსი

სპრეი 24 კაფსულა №24

Crataegus + პასიფლორა + Valeriana
დან32.68 ₾
Forstres, ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30

Forstres

ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30

Melissa
დან34.78 ₾
სუენო აკილია, ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30

სუენო აკილია

ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30

melatonin + პასიფლორა + Valeriana
დან48.85 ₾
არკორელაქსი ძილი, ტაბლეტი #15

არკორელაქსი ძილი

Arkorelax Sleep Fort 8H

ტაბლეტი #15

Escholtzia + melatonin + პასიფლორა + Pyridoxine + Valeriana Arkopharma- არკოფარმა, საფრანგეთი
დან53.82 ₾

კატაბალახა პიტნით

Valerianae cum menthae

ტაბლეტი #40

Valeriana გამა, საქართველო
ურეცეპტო
კატაბალახას ექსტრაქტი პიტნით, ტაბლეტი #40

კატაბალახას ექსტრაქტი პიტნით

Extractum valerianae cum menthae

ტაბლეტი #40

Valeriana ნეოფარმი, საქართველო
ურეცეპტო
კატაბალახას ფესვები და ფესურები, 25 მლ. ხსნარი ფლაკონში მუყაოს შეფუთვით,50 გრ. გრანული მოთავსებული ქილაში მუყაოს შეფუთვით, 50 გრ. მცენარე მუყაოს კოლოფში

კატაბალახას ფესვები და ფესურები

Rhizoma cum Radicibus Valerianae

25 მლ. ხსნარი ფლაკონში მუყაოს შეფუთვით,50 გრ. გრანული მოთავსებული ქილაში მუყაოს შეფუთვით, 50 გრ. მცენარე მუყაოს კოლოფში

Valeriana ნატურფარმი, საქართველო
ურეცეპტო
სომნა-რიცი, კაფსულა №30

სომნა-რიცი

SOMNA-Ritz

კაფსულა №30

Humulus lupulus + პასიფლორა + Valeriana ჯი-ემ-პი, საქართველო
ურეცეპტო
სომნა-რიცი®, კაფსულა #10

სომნა-რიცი®

SOMNA-RITZ®

კაფსულა #10

Humulus lupulus + Melissa + პასიფლორა ჯი-ემ-პი, საქართველო
ურეცეპტო

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.