მონოგრაფია Nº 03096 ურეცეპტო
ვალომენთი
Valomenthum
130გ სიროფი #10
დან7.14 ₾ 2 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მწარმოებელი
- ნეოფარმი, საქართველო
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ფიტოპრეპარატები
- იმპორტიორი საქართველოში
- ნეოფარმი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
130გ · 130გრ
-
PSP ყველაზე იაფი
ვალომენთი - Valomenthum სიროფი 130გ
ყიდვა ↗7.14 ₾
8.40 ₾
-
PSP
ვალომენთი - Valoment სიროფი 130გ
ყიდვა ↗8.50 ₾
130მლ · 130მლ
-
ავერსი
ვალომენთი 130მლ ფლ (ნეოფ)*
ყიდვა ↗7.22 ₾
8.50 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: Mentha + Valeriana. ჯერ ყველაზე იაფი.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
130გ-ზე:
აქტიური სუბსტანციები: კატაბალახას სქელი ექსტრაქტი – 1,3 გ; პიტნის ნაყენი – 3,25 მლ; პიტნის ზეთი – 0,0052 მლ;
დამხმარე სუბსტანციები: სორბინის მჟავა ან მეთილპარაბენი, 95% ეთილის სპირტი, შაქრის სიროფი.
,,ვალომენთი’’ შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთერზეთებს (მენთოლი, ბორნეოლი, ბორნეოლიზოვალერიანატი, იზოვალერიანის მჟავა), ფლავონოიდებს, ტრიტერ¬პენულ საპონი¬ნებს, ვალეპოტრიატებს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ახასიათებს სედაციური, სპაზმოლიზური და ტკი¬ვილგამაყუ¬ჩებელი მოქმედება. აძლიერებს შეკავების პროცესებს თავის ტვინის კორტიკალური და სუბკორტიკალური სტრუქტურების ნეირონებში, ამცირებს რეფლექტორულ აგზნებადობას ნერვული სისტემის ცენტრალურ ნაწილებში, ახანგრძლივებს საძილე პრეპარატების მოქმედებას, რეფლექსურად აფართოვებს თავის ტვინის სისხლძარღვებს, ხსნის შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმს, აძლიერებს ნაღვლის გამოყოფას, პერის¬ტალტიკას, საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას, აქვს სუსტი ანტისეპტიკური ეფექტი.
ჩვენებები
- სხვადასხვა ფორმის ნევროზი, ისტერია, ნევრასთენია;
- აგზნებულობა, შიში, დაძაბულობა;
- ხელს უწყობს ბუნებრივი ძილის დადგომას;
- შაკიკის მსგავსი თავის ტკივილი;
- ნეიროგენული არითმია;
- ღვიძლის და სანაღვლე გზების დაავადებები;
- კუჭ-ნაწლავის სეკრეტორული ფუნქციის დარღვევა;
- მეტეორიზმი, გულისრევა.
მიღების წესი და დოზირება
მიიღება პერორალურად.
ბავშვებში 6 თვიდან 1 წლამდე: 2,5მლ სიროფი 3-ჯერ დღეში.
ბავშვებში 1-დან 3 წლამდე: 5მლ სიროფი 3-ჯერ დღეში.
ბავშვებში 3-დან 6 წლამდე: 10მლ სიროფი 2_ჯერ დღეში.
ბავშვებში 6-დან 12 წლამდე: 10მლ სიროფი 3-4-ჯერ დღეში.
მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლიდან: 15მლ სიროფი 3-4-ჯერ დღეში;
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად ექიმის მიერ.
დოზის გამოტოვება:
დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება. შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე ან პირვანდელი სქემის მიხედვით.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატის დიდი დოზებით ხანგრძლივად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა.
უკუჩვენებები
- შაქრიანი დიაბეტი.
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის ხანგრძლივად დიდი დოზებით მიღებისას შესაძლებელია ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის შემცირება. ამ შემთხვევაში სიფრთხილის დაცვაა საჭირო ავტოტრანსპორტის მართვისას და ისეთ მექანიზმებთან მუშაობისას, რომლებიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრირებას.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატის მიღების შემთხვევაში სიფრთხილის დაცვაა საჭირო ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის დროს, რადგან გავლენას ახდენს ყურადღების კონცენტრირებისა და სწრაფი რეაგირების უნარზე.
სიფრთხილე: პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ჭარბი დოზირება
დიდი დოზებით ხანგრძლივად მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის შემცირება.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
დასაშვებია სხვა სედაციურ საშუალებებთან ერთად გამოყენება, აძლიერებს საძილე და ცნს-ის დამთრგუნველი პრეპარატების მოქმედებას.
შენახვის პირობები
ვარგისობის ვადა: 2 წელი;
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვა: ინახება 15-25oC ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ვალერიანის ექსტრაქტი
20მგ ტაბლეტი №50
ვალერიანის ნაყენი
25მლ ნაყენი 1 ფლაკონი №1 25 მლ
ვალერიანი-სვია-პიტნა
დრაჟე 50 დრაჟე №50
ვალერიანი პიტნით
დრაჟე 60 დრაჟე №60
ვალერიანი
30მგ ტაბლეტი №30
ვალერიანი ერთჯერადი
პაკეტი 1 პაკეტი №20
ვალერიანი ერთჯერადი პაკეტი
პაკეტი 20 პაკეტი №20
სომნა-რიცი® ფორტე
SOMNA-RITZ® FORTE
კაფსულა #10
ვალერიანა მაქსი
200მგ ტაბლეტი №20
ნევრომედი
NEUROMED
კაფსულა N15
არდეისედონი
ARDEYSEDON
შემოგარსული ტაბლეტები 20ც
ვამელანი
VAMELAN
კაფსულა №30
ფლორანს-WM
კაფსულა №30
ენრელაქსი
სპრეი 24 კაფსულა №24
სუენო აკილია
ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30
არკორელაქსი ძილი
Arkorelax Sleep Fort 8H
ტაბლეტი #15
კატაბალახა პიტნით
Valerianae cum menthae
ტაბლეტი #40
კატაბალახას ექსტრაქტი პიტნით
Extractum valerianae cum menthae
ტაბლეტი #40
კატაბალახას ფესვები და ფესურები
Rhizoma cum Radicibus Valerianae
25 მლ. ხსნარი ფლაკონში მუყაოს შეფუთვით,50 გრ. გრანული მოთავსებული ქილაში მუყაოს შეფუთვით, 50 გრ. მცენარე მუყაოს კოლოფში
სეპტოლეტე
Septolete
პასტილა №30
სომნა-რიცი
SOMNA-Ritz
კაფსულა №30
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.