8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 03047 Rx · რეცეპტით

ულცერონი

ULCERON

#14 ბლისტერი (14x3)

დან45.78 ₾ 2 აფთიაქში, ნახე ფასები →
ულცერონი, #14 ბლისტერი (14x3)
მწარმოებელი
ავერსი ფარმა, საქართველო
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
წყლულის სამკურნალო საშუალებები
იმპორტიორი საქართველოში
ავერსი ფარმა
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • PSP ყველაზე იაფი

    ულცერონი - Ulceron 14 ტაბლეტი

    3.27 ₾ / ც. × 14

    45.78 ₾

    53.86 ₾

    ყიდვა ↗
  • ავერსი

    ულცერონი-კიტი#14კომბ.ნაკრები

    3.34 ₾ / ც. × 14

    46.74 ₾

    54.99 ₾

    ყიდვა ↗

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: კლარითრომიცინი + ლანსოპრაზოლი + Tinidazole. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემადგენლობა

ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ლანსოპრაზოლი, ტინიდაზოლი, კლარითრომიცინი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
ლანსოპრაზოლი – გაუმჭვირვალე მყარი ჟელატინის კაფსულები თეთრი ფერის კორპუსითა და ნარინჯისფერი თავსახურით, შევსებული თეთრი ან მოთეთრო ფერის გრანულებით.
ტინიდაზოლი – ნარინჯისფერი, მოგრძო ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე შემოგარსული ტაბლეტები ჭდით.
კლარითრომიცინი – თეთრი ან მოთეთრო ფერის, მოგრძო ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე შემოგარსული ტაბლეტები ჭდით. შემადგენლობა:
თითოეული ნაკრები შეიცავს:
ლანსოპრაზოლის 1 კაფსულას
თითოეული კაფსულა შეიცავს:
ლანსოპრაზოლს – 30 მგ
(ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული გრანულების სახით);
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზა, კალციუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, მანიტოლი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, კალციუმის კარბონატი, ჰიპრომელოზა E5, მეტაკრილის მჟავას კოპოლიმერი, პოლისორბატი 80, დიეთილფთალატი, ტიტანის დიოქსიდი, გასუფთავებული ტალკი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი. ტინიდაზოლის 1 ტაბლეტს
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
ტინიდაზოლს – 500 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი, სიმინდის სახამებელი, ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, შემომგარსავი ნივთიერებების ნარევი Ready Mix Orange (ჰიპრომელოზა, პოლიეთილენგლიკოლი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), საღებავი Sunset Yellow FCF (E 110)).
კლარითრომიცინის 1 ტაბლეტს
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
კლარითრომიცინს – 250 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, შემომგარსავი ნივთიერებების ნარევი Ready Mix White (ჰიპრომელოზა, პოლიეთილენგლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი (E 171)).
გამოშვების ფორმა:
კომბინირებული ნაკრები: ლანსოპრაზოლი - კაფსულა 30 მგ, ტინიდაზოლი - შემოგარსული ტაბლეტი 500 მგ, კლარითრომიცინი – შემოგარსული ტაბლეტი 250 მგ.

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ულცერონი წარმოადგენს კომბინირებულ საშუალებას, რომელიც შეიცავს ლანსოპრაზოლს, ტინიდაზოლს და კლარითრომიცინს. გამოიყენება H.pylori-სთან ასოცირებული წყლულოვანი დაავადების კომპლექსური თერაპიის ჩასატარებლად და გათვლილია მკურნალობის 7-დღიან კურსზე. ლანსოპრაზოლი წარმოადგენს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალო საშუალებას, H+-K+ - ატფ-აზას სპეციფიკურ ინჰიბიტორს. იგი მეტაბოლიზდება კუჭის პარიესულ უჯრედებში აქტიურ სულფონამიდურ წარმოებულებამდე, რომლებიც ახდენენ H+-K+ - ატფ-აზას სულფჰიდრილური ჯგუფების ინაქტივაციას. ამდენად ლანსოპრაზოლი აბლოკირებს მარილმჟავას სინთეზის უკანასკნელ სტადიას და ამცირებს კუჭის წვენის ბაზალურ და სტიმულირებულ სეკრეციას, გააჩნია ციტოპროტექციული მოქმედება, ზრდის ბიკარბონატების სეკრეციას. მარილმჟავას პროდუქციის შეფერხება 30 მგ დოზაზე შეადგენს 80-97%. პრეპარატი არ ახდენს ზეგავლენას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკაზე. ლანსოპრაზოლის მაინჰიბირებელი ეფექტი იზრდება პირველი 4 დღის განმავლობაში. პრეპარატის გამოყენების დამთავრების შემდეგ მისი სეკრეტორული აქტივობა აღდგება მე-3-4 დღეს.
ტინიდაზოლი – ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული საშუალება. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია მგრძნობიარე მიკროორგანიზმების დნმ-ის სინთეზის დათრგუნვასა და მისი სტრუქტურის დარღვევასთან. ტინიდაზოლი აქტიურია უმარტივესების, ანაერობული ბაქტერიებისა და Helicobacter Pylori -ს მიმართ.
კლარითრომიცინი – მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი, ერითრომიცინ A-ს ნახევრადსინთეზური წარმოებული. გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება. იგი არღვევს ბაქტერიული უჯრედის ცილების სინთეზს 50შ რიბოსომულ სუბერთეულთან ურთიერთქმედების გზით.
კლარითრომიცინი ეფექტურია გრამდადებითი, გრამუარყოფითი, აერობული და ანაერობული ბაქტერიების, მათ შორის Helicobacter pylori- ს მიმართ. კლარითრომიცინის და მისი აქტიური მეტაბოლიტის, 14-ჰიდროქსიკლარითრომიცინის, მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაცია Helicobacter pyloris მიმართ შეადგენს 0.03 მკგ/მლ და 0.06 მკგ/მლ შესაბამისად.

03

ფარმაკოკინეტიკა

ლანსოპრაზოლი პერორალური მიღების შემდეგ სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება ამცირებს პრეპარატის აბსორბციასა და ბიოშეღწევადობას, მაგრამ არ იწვევს მისი მოქმედების მექანიზმის დარღვევას. 30 მგ ლანსოპრაზოლის პერორალური მიღებისას მისი მაქსიმალური კონცენტრაცია (0.75-1.15 მგ/ლ) აღინიშნება 1.5-2.2 სთ-ის შემდეგ. პრეპარატის 97.7-99.4% უკავშირდება პლაზმის ცილებს. მეტაბოლიზდება ღვიძლში. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1.3-1.7 სთ-ს. გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით თირკმელების (14-23%) და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის საშუალებით. ღვიძლის უკმარისობის დროს და ხანდაზმულ პაციენტებში ლანსოპრაზოლის გამოყოფა შენელებულია. ტინიდაზოლის აბსორბცია მაღალია. მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 100%. პერორალური მიღებისას მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 2 სთ-ის შემდეგ. პლაზმის ცილებს უკავშირდება პრეპარატის 12%. გადის ჰემატოენცეფალურ და პლაცენტარულ ბარიერებს. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 12-14 სთ-ს. გამოიყოფა ნაღვლის საშუალებით – 50%, თირკმელებით – 25% (უცვლელი სახით) და 12% (მეტაბოლიტების სახით) თირკმლის მილაკებში რეაბსორბციის ხარჯზე.
კლარითრომიცინი პერორალური მიღების შემდეგ სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მისი აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 50%. საკვების მიღება ოდნავ ანელებს პრეპარატის აბსორბციის დაწყებას, მაგრამ არ ახდენს გავლენას მის ბიოშეღწევადობაზე. ღვიძლში “პირველადი გავლისას’’ კლარითრომიცინის დაახლოებით 20% მეტაბოლიზდება აქტიური მეტაბოლიტის 14-ჰიდროქსიკლარითრომიცინის წარმოქმნით. მაქსიმალური კონცენტრაცია უზმოზე მიღებისას აღინიშნება 2 სთ-ის შემდეგ და შეადგენს კლარითრომიცინისა და მისი აქტიური მეტაბოლიტისთვის 0.6 და 0.7 მკგ/მლ. პრეპარატი კარგად ნაწილდება ორგანიზმში. პლაზმის ცილებს უკავშირდება 42-70%. კლარითრომიცინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3-4 სთ-ს. 20% გამოიყოფა უცვლელი სახით, 15% - 14-ჰიდროქსიკლარითრომიცინის სახით შარდთან ერთად

04

ჩვენებები

ულცერონი გამოიყენება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ქრონიკული გასტრიტის დროს (H.pylori- ს ინფექციის მკურნალობის და ერადიკაციული თერაპიის მიზნით).

05

მიღების წესი და დოზირება

ულცერონის თითოეული ნაკრები შეიცავს ლანსოპრაზოლის 1 კაფსულას (30 მგ), ტინიდაზოლის 1 ტაბლეტს (500 მგ), კლარითრომიცინის 1 ტაბლეტს (250 მგ) და გათვლილია ერთ მიღებაზე. ულცერონი ინიშნება პერორალურად, 1 კაფსულა ლანსოპრაზოლი, 1 ტაბლეტი ტინიდაზოლი და 1 ტაბლეტი კლარითრომიცინი ორჯერ დღეში, დილით და საღამოს. ლანსოპრაზოლის კაფსულა მიიღება მთლიანად (კაფსულა არ უნდა დაიღეჭოს ან გაიხსნას).
თითოეული კოლოფი შეიცავს 14 ნაკრებს, რაც უზრუნველყოფს თერაპიას 7 დღის განმავლობაში.

06

გვერდითი მოვლენები

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, აბდომინალური ტკივილი, ანორექსია, პირის სიმშრალე, ლითონისებრი გემო პირში, სტომატიტი, გლოსიტი, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მატება.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება.
სხვა: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, მიკროორგანიზმების მეორადი მდგრადობის განვითარება, თრომბოციტოპენია, ანემია. ტინიდაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს გარდამავალი ლეიკოპენია.

07

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ლანსოპრაზოლის, ტინიდაზოლის ან კლარითრომიცინის მიმართ, ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები, სისხლის პათოლოგიური ცვლილებები, ღვიძლის ან/და თირკმლის უკმარისობა, პორფირია, ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი.

08

ორსულობა და ლაქტაცია

ულცერონის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

09

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატ ულცერონის კომბინირებული თერაპიის კურსის ჩატარებისას არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მოხმარება, რადგან ტინიდაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს დისულფირამის მსგავსი რეაქცია ალკოჰოლთან. აგრეთვე პრეპარატის შემადგენლობაში შემავალმა ტინიდაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს შარდის გამუქება.
არ არის რეკომენდებული ულცერონის დანიშვნა ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაავადებების დროს. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის დროს. აუცილებელია ფსევდომემბრანოზული კოლიტის არსებობის შესაძლებლობის გათვალისწინება იმ პაციენტებში, რომლებიც მიიღებენ ანტიბაქტერიულ პრეპარატებს. მკურნალობის დაწყების წინ აუცილებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილების ავთვისებიანი დაავადების არსებობის გამორიცხვა, რადგან ლანსოპრაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს დაავადების სიმპტომატიკის მასკირება და დიაგნოსტიკის გაძნელება. არ არის რეკომენდებული ლანსოპრაზოლის დანიშვნა 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, რადგან არ არსებობს კლინიკური მონაცემების საკმარისი რაოდენობა, რომლებიც ადასტურებენ ამ პრეპარატის მოხმარების უსაფრთხოებასა და ეფექტურობას ამ ასაკობრივ ჯგუფში.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
ზოგიერთ შემთხვევაში ტინიდაზოლმა შესაძლოა მოახდინოს გავლენა იმ ქმედებებზე, რომლებიც მოითხოვენ ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.

10

ჭარბი დოზირება

ლანსოპრაზოლი: სიმპტომები – მონაცემები არ არსებობს; მკურნალობა - რეკომენდებულია დაკვირვება, შემანარჩუნებელი და სიმპტომური თერაპიის ჩატარება. ჰემოდიალიზი არაეფექტურია.
ტინიდაზოლი: სიმპტომები - შესაძლებელია გვერდითი მოვლენების გაძლიერება; მკურნალობა - სიმპტომური თერაპიის ჩატარება. სპეციფიური ანტიდოტები არ არსებობს. გამოდევნა ხორციელდება დიალიზის საშუალებით.
კლარითრომიცინი: სიმპტომები - გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა; მკურნალობა - არააბსორბირებული პრეპარატის გამოდევნა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და სიმპტომური თერაპიის ჩატარება. ჰემოდიალიზი და პერიტონეალური დიალიზი არ ახდენს არსებით გავლენას კლარითრომიცინის დონეზე შრატში

11

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ლანსოპრაზოლი თრგუნავს იმ პრეპარატების გამოყოფის პროცესს, რომლებიც განიცდიან მეტაბოლიზმს ღვიძლში (დიაზეპამი, ფენიტოინი, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტები). აგრეთვე ამცირებს თეოფილინის კლირენსს 10%-ით. ერთდროული გამოყენებისას ლანსოპრაზოლი მოქმედებს იმ პრეპარატების pH- დამოკიდებულ აბსორბციაზე, რომლებიც მიეკუთვნებიან სუსტი მჟავების ჯგუფს და ფუძეებს. სუკრალფატი 30%-ით ამცირებს პრეპარატის ბიოშეღწევადობას. ერთდროული გამოყენებისას ანტაციდები თრგუნავენ ლანსოპრაზოლის აბსორბციას.
ტინიდაზოლი აძლიერებს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ეფექტს. შეთავსებადია სულფანილამიდებსა და ანტიბიოტიკებთან
(ამინოგლიკოზიდები, ერითრომიცინი, რიფამპიცინი, ცეფალოსპორინები). ეთიონამიდთან მისი ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული. ფენობარბიტალი აჩქარებს ტინიდაზოლის მეტაბოლიზმს. იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ტინიდაზოლს, ეთანოლმა შეიძლება გამოიწვიოს დისულფირამის მსგავსი ეფექტი.
კლარითრომიცინისა და თეოფილინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თეოფილინის პლაზმური კონცენტრაციის მატება. ტერფენადინთან ერთდროული მიღებისას იზრდება ტერფენადინის პლაზმური კონცენტრაცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს QT- ინტერვალის გახანგრძლივება და გულის რითმის დარღვევა. კლარითრომიცინისა და პერორალური ანტიკოაგულანტების (ვარფარინი) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ანტიკოაგულანტების მოქმედების პოტენცირება. კლარითრომიცინისა და კარბამაზეპინის, ციკლოსპორინის, ფენიტოინის, დიზოპირამიდის, ლოვასტატინის, ვალპროატის, ციზაპრიდის, პიმოზიდის, ასტემიზოლის, დიგოქსინის ერთდროული მიღებისას აღინიშნება ამ უკანასკნელი პრეპარატების კონცენტრაციის მატება. რადგან კლარითრომიცინი მოქმედებს ზიდოვუდინის აბსორბციაზე, ამ პრეპარატების მიღება უნდა მოხდეს დროის ინტერვალის დაცვით

12

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა :
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

13

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა რეცეპტით.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ლანსოპრაზოლი, 30მგ ტაბლეტი #10

ლანსოპრაზოლი

LANSOPRAZOLE

30მგ ტაბლეტი #10

ლანსოპრაზოლი ნეოფარმი, საქართველო
დან5.92 ₾
დეგასტროლი, 15მგ მიკროპელეტების შემცველი მყარი კაფსულა №28 ფლაკონში

დეგასტროლი

Degastrol

15მგ მიკროპელეტების შემცველი მყარი კაფსულა №28 ფლაკონში

ლანსოპრაზოლი DEVA Holding, თურქეთი
დან10.80 ₾
ლანზოპტოლი, 30მგ კაფსულა №14

ლანზოპტოლი

LANZOPTOL

30მგ კაფსულა №14

ლანსოპრაზოლი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან13.69 ₾
ლანტოროლი, 30მგ მყარი ჟელატინის კაფსულა №14

ლანტოროლი

Lantorol

30მგ მყარი ჟელატინის კაფსულა №14

ლანსოპრაზოლი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან13.69 ₾
ნოვალანსი, 30მგ გასტრორეზისტენტული კაფსულა №14

ნოვალანსი

NOVALANS

30მგ გასტრორეზისტენტული კაფსულა №14

ლანსოპრაზოლი Special Product's Line, იტალია
დან13.70 ₾
ლანსოპრაზოლი (ლოპაზი), 30მგ კაფსულა №20

ლანსოპრაზოლი (ლოპაზი)

30მგ კაფსულა №20

ლანსოპრაზოლი სლავია ფარმა, რუმინეთი
დან15.41 ₾
კლარიტრომიცინი ბიოგარანი, 500მგ ტაბლეტი №10

კლარიტრომიცინი ბიოგარანი

500მგ ტაბლეტი №10

კლარითრომიცინი ბლუფარმა ინდუსტრია ფარმაცეუტიკალსი, პორტუგალია
დან21.44 ₾
SR კლარენი, 500მგ ტაბლეტი №7

SR კლარენი

500მგ ტაბლეტი №7

კლარითრომიცინი ეჯ ფარმა, ინდოეთი
დან23.63 ₾
ფრომილიდ, 500მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი №14

ფრომილიდ

Fromilid

500მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი №14

კლარითრომიცინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან23.65 ₾
ლან-30, კაფსულა #30

ლან-30

LAN-30

კაფსულა #30

ლანსოპრაზოლი ავერსი ფარმა, საქართველო
დან26.22 ₾
ლან-30/ლანსოპრაზოლი, 30მგ კაფსულა №30

ლან-30/ლანსოპრაზოლი

30მგ კაფსულა №30

ლანსოპრაზოლი ავერსი-რაციონალი, საქართველო
დან26.22 ₾
დეკლარიტი, 500მგ ტაბლეტი 14 ტაბლეტი №14

დეკლარიტი

500მგ ტაბლეტი 14 ტაბლეტი №14

კლარითრომიცინი
დან28.86 ₾
ტრიო, ტაბლეტი+კაფსულა №42

ტრიო

ტაბლეტი+კაფსულა №42

ამოქსიცილინი + კლარითრომიცინი + ლანსოპრაზოლი დევა ჰოლდინგი, თურქეთი
დან53.12 ₾
კლარიტრომიცინი-APO, 500მგ ტაბლეტი ქილა №100

კლარიტრომიცინი-APO

500მგ ტაბლეტი ქილა №100

კლარითრომიცინი აპოტექსი, კანადა
დან189.64 ₾
კლარითრომიცინი -APO, 500მგ ტაბლეტი №100

კლარითრომიცინი -APO

CLARITHROMYCIN-APO

500მგ ტაბლეტი №100

კლარითრომიცინი Apotex, კანადა
Rx · რეცეპტით
კლარიქსი, 500მგ შემოგარსული ტაბლეტი №10

კლარიქსი

CLARIX

500მგ შემოგარსული ტაბლეტი №10

კლარითრომიცინი ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ლანსოლი ®, 30მგ კაფსულა #10

ლანსოლი ®

LANSOL ®

30მგ კაფსულა #10

ლანსოპრაზოლი ჯი-ემ-პი, საქართველო
ურეცეპტო
ლეკოკლარი, 125მგ/5მლ 60მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებელი გრანულები ფლაკონი №1 საზომ კოვზთან ერთად

ლეკოკლარი

Lekoklar

125მგ/5მლ 60მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებელი გრანულები ფლაკონი №1 საზომ კოვზთან ერთად

კლარითრომიცინი SC SANDOZ SRL, რუმინეთი
ურეცეპტო
ლეკოკლარი, 500მგ გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტი #7; #14

ლეკოკლარი

Lekoklar

500მგ გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტი #7; #14

კლარითრომიცინი SC SANDOZ SRL, რუმინეთი
Rx · რეცეპტით

ლეკოკლარი

Lekoklar

250მგ გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტი #7; #14

კლარითრომიცინი SC SANDOZ SRL, რუმინეთი
Rx · რეცეპტით
ლოენზარი სანოველი, 30 მგ მიკროგრანულებიანი კაფსულა #14

ლოენზარი სანოველი

LOENZAR - Sanovel

30 მგ მიკროგრანულებიანი კაფსულა #14

ლანსოპრაზოლი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
ურეცეპტო
ლოენზარი-სანოველი, 15 მგ მიკროგრანულებიანი კაფსულა #30

ლოენზარი-სანოველი

LOENZAR-sanovel

15 მგ მიკროგრანულებიანი კაფსულა #30

ლანსოპრაზოლი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
ურეცეპტო

მერისტატი მრ სანოველი

Meristat MR Sanovel

500მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების შემოგარსული ტაბლეტი #7 და #14

კლარითრომიცინი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
მერისტატი-სანოველი 125, 125მგ/5მლ 70მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელი გრანულები ფლაკონი №1

მერისტატი-სანოველი 125

Meristat - Sanovel 125

125მგ/5მლ 70მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელი გრანულები ფლაკონი №1

კლარითრომიცინი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით

მერისტატი-სანოველი 250

Meristat-sanovel 250

250 მგ შემოგარსული ტაბლეტი #10 და #14

კლარითრომიცინი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
მერისტატი-სანოველი 500, 500მგ შემოგარსული ტაბლეტი #5 და #14

მერისტატი-სანოველი 500

Meristat-sanovel 500

500მგ შემოგარსული ტაბლეტი #5 და #14

კლარითრომიცინი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
პროგასტი, 30მგ ნაწლავში ხსნადი კაფსულა №14

პროგასტი

Progast™

30მგ ნაწლავში ხსნადი კაფსულა №14

ლანსოპრაზოლი DEVA Holding, თურქეთი
Rx · რეცეპტით

ფრომილიდ უნო

Fromilid

500მგ გახანგრძლივებული მოქმედების შემოგარსული ტაბლეტი №7

კლარითრომიცინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.