მონოგრაფია Nº 01740 ურეცეპტო
ლანსოლი ®
LANSOL ®
30მგ კაფსულა #10
- მოქმედი ნივთიერება
- ლანსოპრაზოლი (Lansoprazole)
- მწარმოებელი
- ჯი-ემ-პი, საქართველო
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
- იმპორტიორი საქართველოში
- ჯი-ემ-პი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ლანსოპრაზოლი. ჯერ ყველაზე იაფი.
ლანსოპრაზოლი
LANSOPRAZOLE
30მგ ტაბლეტი #10
დეგასტროლი
Degastrol
15მგ მიკროპელეტების შემცველი მყარი კაფსულა №28 ფლაკონში
ლანზოპტოლი
LANZOPTOL
30მგ კაფსულა №14
ლანტოროლი
Lantorol
30მგ მყარი ჟელატინის კაფსულა №14
ნოვალანსი
NOVALANS
30მგ გასტრორეზისტენტული კაფსულა №14
ლანსოპრაზოლი (ლოპაზი)
30მგ კაფსულა №20
ლან-30
LAN-30
კაფსულა #30
ლან-30/ლანსოპრაზოლი
30მგ კაფსულა №30
ლოენზარი სანოველი
LOENZAR - Sanovel
30 მგ მიკროგრანულებიანი კაფსულა #14
ლოენზარი-სანოველი
LOENZAR-sanovel
15 მგ მიკროგრანულებიანი კაფსულა #30
პროგასტი
Progast™
30მგ ნაწლავში ხსნადი კაფსულა №14
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების - ლანსოპრაზოლის 30 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
ლანსოლი ბენზიმიდაზოლიდან წარმოებული პრეპარატია, რომელიც აქვეითებს კუჭში მარილმჟავას სეკრეციას. ლანსოპრაზოლი კუჭის პარიეტალურ უჯრედებში მეტაბოლიზდება და ახდენს სულფონჰიდრილური ჯგუფების H+- K+- ატფ-აზის ინაქტივაციას, რითაც აბლოკირებს მარილმჟავას წარმოქმნის ბოლო სტადიას. ამცირებს პეფსინის გამომუშავებას, განსაკუთრებით პრეპარატის ძილის წინ მიღებისას. კუჭის ლორწოვანი გარსის ოქსიგენაციის გაუმჯობესებითა და ბიკარბონატების სეკრეციის გაზრდით, ახორციელებს დაცვით ფუნქციასაც. ლანსოლი არ მოქმედებს საჭმლის მონელების პროცესზე, მაგრამ ახასიათებს ანტიჰელიკობაქტერიული აქტივობა. ლანსოლის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში აღინიშნება 1,5-2,2 სთ-ის განმავლობაში. საკვების მიღება ამცირებს პრეპარატის აბსორბციას, მაგრამ არ იწვევს მისი მოქმედების მექანიზმის დარღვევას. ლანსოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში, გამოიყოფა თირკმლებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის საშუალებით.
ჩვენებები
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;
- რეფლუქს - ეზოფაგიტი;
- ზოლინგერ - ელისონის სინდრომი;
- სტრესული წყლულები;
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, კუჭის ლორწოვან გარსში Helicobacter pylori-ს აღმოჩენისას.
მიღების წესი და დოზირება
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისა და სტრესული წყლულების შემთხვევაში ინიშნება 30 მგ დღეში (ერთ მიღებაზე დილით), 2-4 კვირის განმავლობაში. კუჭის წყლულოვანი დაავადებისა და ეროზიულ - წყლულოვანი ეზოფაგიტის დროს ინიშნება 30 მგ დღეში, 4-8 კვირის განმავლობაში. საჭიროებისას შესაძლებელია დოზის გაზრდა 60 მგ-მდე დღეში. კუჭის ლორწოვანში Helicobacter pylori-ს აღმოჩენისას ინიშნება 30 მგ ორჯერ დღეში ანტიბიოტიკებთან (კლარითრომიცინი, ამოქსიცილინი) კომბინაციაში, 10-14 დღის განმავლობაში. ზოლინგერ - ელისონის სინდრომის დროს დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, მჟავიანობის 10 მმოლი/სთ-ში დონის მიღწევამდე.
გვერდითი მოვლენები
დიარეა, მუცლის ტკივილი, იშვიათად - შეკრულობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ფარინგიტი, რინიტი, კანზე გამონაყარი, დეპრესია, მიალგია.
უკუჩვენებები
- პრეპარატისადმი მაღალი მგრძნობელობა;
- ორსულობა;
- ლაქტაცია.
განსაკუთრებული მითითებები
მკურნალობის დაწყებამდე და მის შემდეგ საჭიროა ენდოსკოპიური კვლევის ჩატარება ავთვისებიანი წარმონაქმნების გამოსარიცხად, რადგან ლანსოლით თერაპიამ შესაძლებელია დაავადების კლინიკური სურათის წაშლა გამოიწვიოს. სიფრთხილეა საჭირო ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში. ალუმინისა და მაგნიუმის ჰიდროჟანგის შემცველი ანტაციდები ინიშნება ლანსოლის მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ. ლანსოლი არ ახდენს გავლენას დიაზეპამის, პროპრანოლოლის, ვარფარინის, პრედნიზოლონის, ფენიტოინისა და თეოფილინის მეტაბოლიზმზე. პერორალურ კონტრაცეპტივებთან კომბინაციაში არ იწვევს ენდოგენური ჰორმონების დონის ცვლილებას. ლანსოლის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში შესწავლილი არ არის.
შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ექიმის რეცეპტის მიხედვით!
რეგისტრაციის ნომერი და თარიღი
წს N რ - 000483 08.08.2005
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ულცერონი
ULCERON
#14 ბლისტერი (14x3)
ულცერონი-კიტი
30მგ+500მგ+500მგ ტაბლეტი+კაფსულა №14
ტრიო
ტაბლეტი+კაფსულა №42
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.