8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 03001 Rx · რეცეპტით

ტოქსივენოლი

TOXIVENOL

300მგ+3მგ შემოგარსული ტაბლეტი №30

დან53.57 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
ტოქსივენოლი, 300მგ+3მგ შემოგარსული ტაბლეტი №30
მოქმედი ნივთიერება
Carbazochrome ტროქსერუტინი (Troxerutin)
მწარმოებელი
World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
იმპორტიორი საქართველოში
როტაფარმი
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

300მგ+3მგ · №30

  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    ტოქსივენოლი ტაბლეტი 300მგ+3მგ #30

    1.79 ₾ / ც. × 30

    53.57 ₾

    63.03 ₾

    ყიდვა ↗
  • GPC

    ტოქსივენოლი ტაბლეტი 300მგ+3მგ #30

    1.79 ₾ / ც. × 30

    53.58 ₾

    63.04 ₾

    ყიდვა ↗
  • PSP

    ტოქსივენოლი - Toxivenol 300მგ+3მგ 30 ტაბლეტი

    2.10 ₾ / ც. × 30

300მგ/3მგ · №30

  • ავერსი

    ტოქსივენოლი 300მგ/3მგ #30ტ

    2.11 ₾ / ც. × 30

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: Carbazochrome + ტროქსერუტინი. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

ზოგადი დახასიათება

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება ან ჯგუფური დასახელება

ტროქსერუტინი + კარბაზოქრომი

Troxerutin + Carbazochrome

სამკურნალწამლო ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

აღწერა: მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, მოყავისფრო-რძის ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

02

შემადგენლობა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერებები: ტროქსერუტინი 300 მგ, კარბაზოქრომი 3 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, ტალკი, პოვიდონი K30, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსის შემადგენლობა: ოპადრი® კრემისფერი 85F270028 (ნაწილობრივ ჰიდროლიზებული პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, ტალკი, ყვითელი რკინის ოქსიდი, წითელი რკინის ოქსიდი, შავი რკინის ოქსიდი); ოპადრი® გამჭვირვალე 85F190000 (ნაწილობრივ ჰიდროლიზებული პოლივინილის სპირტი, მაკროგოლი, ტალკი).

პრეპარატის ათქ კოდი С05СА54

03

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ანგიოპროტექტორები. კაპილარების მასტაბილიზირებელი საშუალებები. ბიოფლავონოიდები. ტროქსერუტინი, კომბინაციები.

04

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი ტროქსერუტინით და კარბაზოქრომით.

ტროქსერუტინი (ტრიჰიდროქსიეთილრუტოზიდი), ასევე ცნობილია როგორც ვიტამინი P4, წარმოადგენს ბიოფლავონოიდს, რომელიც ზრდის სისხლძარღვთა რეზისტენტობას (კაპილაროპროტექტორული მოქმედება) და ამცირებს მათ გამტარობას, ხელს უშლის სისხლის თხევადი კომპონენტების ქსოვილებში გადაჭარბებულ შეღწევას

და უზრუნველყოფს შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებას.

მრავალფაქტორული ჰიპოთეზა განმარტავს ბიოფლავონოიდების მოქმედების მექანიზმს:

სისხლძარღვთა შემავიწროვებელი მოქმედება პრეკაპილარულ სფინქტერზე;

ადრენალინის მოქმედების პოტენცირება;

C ვიტამინის აქტივობის გაძლიერება არაპირდაპირი ანტიოქსიდანტური მოქმედების გზით;

ჰისტამინის ანტაგონიზმი;

ჰიალურონიდაზას დათრგუნვა.

ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც ტროქსერუტინი ხელს უწყობს ადრენალინის და მისი მოცირკულირე კონცენტრაციის ხანგრძლივად შენარჩუენებას, კატექინ-O-მეთილტრანსფერაზას მიერ ნეირომოდულატორის კატაბოლიზმის დათრგუნვის გზით, ამ დროისათვის ყველაზე მეტად იმსახურებს ნდობას. შესაბამისად, ადრენალინს შეუძლია პერიფერიული ვაზოკონსტრიქტორული მოქმედების გაგრძელება, კერძოდ, არტერიოლებსა და მეტაარტერიოლებზე, პრეკაპილარული სფინქტერის დახშობით, რის შედეგადაც აღინიშნება სისხლის ნაკადის მნიშვნელოვანი შემცირება შექმნილი ვაკუუმური სიცარიელის პირობებში, რაც ახდენს ქსოვილში პლაზმის ტრანსუდაციის ალბათობის განეიტრალებას.

ნორადრენალინის კატაბოლიზმზე ზემოქმედების გარდა, იგი აძლიერებს C ვიტამინის მოქმედებას, რომელიც ახდენს მემბრანის გამტარობის დაცვას და თრგუნავს ჰიალურონიდაზას, რომელიც გააქტიურების შემდეგ ახდენს ჰიალურონის მჟავას მეტაბოლიზირებას (მუკოპოლისაქარიდი, რომელიც პასუხისმგებელია სისხლძარღვთა კედლების სტაბილურობაზე). გარდა ამისა, იგი თრგუნავს ჰისტამინის გამოთავისუფლებას (ახდენს მისი სისხლძარღვთა გამაფართოვებელი და შეშუპების გამომწვევი მოქმედების დათრგუნვას), რითაც იწვევს კაპილარების რეზისტენტობის და გამტარობის გაუმჯობესებას.

კარბაზოქრომი (ადრენოქრომის სემიკარბაზონი), ორთოქინონი, რომელიც წარმოადგენს ადრენალინის წარმოებულს, მიიღება გვერდითი ჯაჭვების დაჟანგვისა და ციკლიზაციის გზით, სრულიად მოკლებულია სიმპათომიმეტურ მოქმედებას, ფუნქციური მეორადი ამინოჯგუფისა და ორთო-დიფენოლის ჯგუფის არარსებობის გამო, მოქმედებს სისხლდენის დროის შემცირებით, სისხლდენის ზონის წვრილ სისხლძარღვებზე ადგილობრივი ვაზოკონსტრიქციული მოქმედების გზით. ეს მოვლენა არ განაპირობებს არტერიული წნევის მატებას. ასევე დადასტურდა კარბაზოქრომის პირდაპირი მოქმედება კაპილარების რეზისტენტობაზე და გამტარობაზე, სისხლძარღვთა ტონუსსა და სისხლძარღვების კუმშვადობის უნარზე.

ტროქსერუტინი-კარბაზოქრომის კომბინაციის ფარმაკოლოგიური და თერაპიული ეფექტის ურთიერთშემავსებელი მოქმედება დასაბუთებულია, რომელიც უზრუნველყოფს სისხლდენის შეჩერებას და ანგიოპროტექციას.

05

ფარმაკოკინეტიკა

ტროქსერუტინი

პერორალური მიღების შემდეგ ტროქსერუტინი სწრაფად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან.

ტროქსერუტინის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (Cmax) მიიღწევა 1 საათის შემდეგ და შეადგენს 81,00 ± 2,94 ნგ / მლ, ნახევარგამოყოფის ბიოლოგიური პერიოდი შეადგენს 8,73 ± 0,88 საათს.

პლაზმის ცილებთან შეკავშირება დაახლოებით 30%-ს შეადგენს. ტროქსერუტინი მეტაბოლიზდება ღვიძლში მონო-, დი- და ტრიჰიდროქსიეთილრუტოზიდების, გლუკურონიდების და არილაცეტის მჟავას წარმოებულების აგლუკოგონურ ფორმებამდე. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 10-25 საათს. ტროქსერუტინის დაახლოებით 25% გამოიყოფა შარდით, ხოლო ნაღველით -დაახლოებით 70%.

კარბაზოქრომი

კარბაზოქრომის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ვლინდება მიღებიდან 10 წუთის შემდეგ. Cmax–ის საშუალო მნიშვნელობა შეადგენს 21,0 ± 8,4 ნგ / მლ, ხოლო Cmax– ის მიღწევის დრო შეადგენს 1,2 ± 0,5 საათს. კარბაზოქრომის ნახევარგამოყოფის პერიოდი, შეკავების საშუალო დრო და ფართობი მრუდის ქვეშ „კონცენტრაცია-დრო“ (AUC) 2 საათიდან 8 საათამდე შეადგენენ 2,5 ± 0,9 საათს, 4,1 ± 1,1 საათს და 65,9 ± 25,3 საათს × ნგ / მ, შესაბამისად.

06

ჩვენებები

ვენური უკმარისობის სიმპტომური მკურნალობა და მდგომარეობები, რომლებიც დაკავშირებულია კაპილარების მომატებულ სისუსტესთან.

07

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი მიიღება პერორალურად ჭამის დროს.

სადღეღამისო დოზა შეადგენს 2-4 ტაბლეტს მკურნალი ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.

არ არის რეკომენდირებული ორმაგი დოზის მიღება პრეპარატის გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

ბავშვები

პაციენტთა ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

08

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერებებისა და პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

გვერდითი რეაქციები

პრეპარატი, როგორც წესი, კარგად გადაიტანება. იშვიათ შემთხვევებში დაფიქსირდა კუჭ-ნაწლავის მხრივი მოვლენები გულისრევასთან ერთად.

შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ

მნიშვნელოვანია სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ, საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებები. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული გვერდითი რეაქცია სამკურნალო საშუალების მიმართ ან ახალი გვერდითი რეაქცია, რომელიც აღწერილი არ არის, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ამის შესახებ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

09

განსაკუთრებული მითითებები

აქამდე მიღებულმა გამოცდილებამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით არ აჩვენა მტკიცებულებები, რომლებიც შეზღუდავდნენ მის გამოყენებას.

პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე.

10

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის. პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში, ვინაიდან გამორიცხული არ არის მავნე ზემოქმედება ნაყოფსა და ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვზე.

11

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

პრეპარატი აძლიერებს ასკორბინის მჟავის მოქმედებას სისხლძარღვთა კედლის სტრუქტურასა და გამტარობაზე.

12

ჭარბი დოზირება

არ ყოფილა შეტყობინებები პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ.

13

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

10 ტაბლეტი ბლისტერზე

3 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

14

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25 ° C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ტროქსერუტინი დს /დანსონი, 2% გელი ტუბი №1 40გრ

ტროქსერუტინი დს /დანსონი

2% გელი ტუბი №1 40გრ

ტროქსერუტინი ვეტპრომი, ბულგარეთი
დან6.37 ₾
ტროქსერუტინის, 2% გელი ტუბი №1 40გრ

ტროქსერუტინის

2% გელი ტუბი №1 40გრ

ტროქსერუტინი სოფარმა, ბულგარეთი
დან6.93 ₾
ტროქსიმეთაცინი /ინდოვაზინი, 30მგ+20მგ გელი ტუბი №1 40გრ

ტროქსიმეთაცინი /ინდოვაზინი

30მგ+20მგ გელი ტუბი №1 40გრ

ინდომეტაცინი + ტროქსერუტინი ვეტპრომი, ბულგარეთი
დან7.82 ₾
ტროქსერუტინი სოფარმა, 40გ 2% გარეგანი გამოყენების გელი ტუბში

ტროქსერუტინი სოფარმა

TROXERUTIN SOPHARMA

40გ 2% გარეგანი გამოყენების გელი ტუბში

ტროქსერუტინი სოფარმა, ბულგარეთი
დან7.95 ₾
ტროქსერუტინი სოფარმა, 300მგ მყარი ჟელატინის კაფსულა N50

ტროქსერუტინი სოფარმა

TROXERUTIN SOPHARMA

300მგ მყარი ჟელატინის კაფსულა N50

ტროქსერუტინი სოფარმა, ბულგარეთი
დან17.67 ₾
გინკორ ფორტე, კაფსულა №30

გინკორ ფორტე

კაფსულა №30

გინკგო ბილობა + Heptaminol + ტროქსერუტინი ბოფურ იპსენ ინდუსტრია, საფრანგეთი
დან23.02 ₾
სერატინი, 10მლ წვეთები 1 ფლაკონი №1 10 მლ

სერატინი

10მლ წვეთები 1 ფლაკონი №1 10 მლ

ტროქსერუტინი
დან33.21 ₾

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.