8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 02997 Rx · რეცეპტით

ტორვიტინი ®

TORVITIN ®

10მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #20

დან8.34 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
ტორვიტინი ®, 10მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #20
მოქმედი ნივთიერება
ატორვასტატინი (Atorvastatin)
მწარმოებელი
ჯი-ემ-პი, საქართველო
იმპორტიორი საქართველოში
ჯი-ემ-პი
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • GPC ყველაზე იაფი

    ტორვიტინი ტაბლეტი 10მგ #20

    0.42 ₾ / ც. × 20

  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    ტორვიტინი ტაბლეტი 10მგ #20

    0.42 ₾ / ც. × 20

  • PSP ყველაზე იაფი

    ტორვიტინი - Torvitin 10მგ 20 ტაბლეტი

    0.42 ₾ / ც. × 20

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ატორვასტატინი. ჯერ ყველაზე იაფი.

ატორვასტატინი, 10 მგ №30

ატორვასტატინი

10 მგ №30

ატორვასტატინი
დან4.36 ₾
რატიზოლი, 10მგ ტაბლეტი №30

რატიზოლი

10მგ ტაბლეტი №30

ატორვასტატინი ავერსი-რაციონალი, საქართველო
დან6.98 ₾
ატორვასტატინი ნორმოგენი, 40მგ ტაბლეტი №28

ატორვასტატინი ნორმოგენი

40მგ ტაბლეტი №28

ატორვასტატინი ლაბ. ნორმონი, ესპანეთი
დან7.42 ₾
ათეროქსი, 10მგ ტაბლეტები #30

ათეროქსი

Ateroks™

10მგ ტაბლეტები #30

ატორვასტატინი Ali Raif İlaç Sanayi A.Ş., თურქეთი
დან7.90 ₾
ატორისი, 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ატორისი

Atoris

10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ატორვასტატინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან7.90 ₾
ატორისი, 20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ატორისი

Atoris

20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ატორვასტატინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან10.35 ₾
ვასატორი, 20მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ვასატორი

20მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ატორვასტატინი
დან10.38 ₾
ვოზოლიპი, 40მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ვოზოლიპი

40მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ატორვასტატინი
დან10.38 ₾
ათეროქსი, 20მგ ტაბლეტები #30

ათეროქსი

Ateroks™

20მგ ტაბლეტები #30

ატორვასტატინი Ali Raif İlaç Sanayi A.Ş., თურქეთი
დან11.13 ₾
რატიზოლი, 20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

რატიზოლი

RATIZOL

20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ატორვასტატინი ავერსი ფარმა, საქართველო
დან11.13 ₾
ამვასტანი, 20 მგ ტაბლეტი № 30

ამვასტანი

Amvastan

20 მგ ტაბლეტი № 30

ატორვასტატინი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან11.14 ₾
დროგსტატი, 20მგ №30

დროგსტატი

20მგ №30

ატორვასტატინი
დან11.14 ₾
ტორვიტინი, 20მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #20

ტორვიტინი

TORVITIN

20მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #20

ატორვასტატინი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან12.66 ₾
ათეროქსი, 40მგ ტაბლეტები #30

ათეროქსი

Ateroks™

40მგ ტაბლეტები #30

ატორვასტატინი Ali Raif İlaç Sanayi A.Ş., თურქეთი
დან15.68 ₾
ატორისი, 40მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ატორისი

Atoris

40მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ატორვასტატინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან15.68 ₾
რატიზოლი, 40მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

რატიზოლი

RATIZOL

40მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ატორვასტატინი ავერსი ფარმა, საქართველო
დან15.70 ₾
ლიპრიმარი, 10მგ ტაბლეტი #30;100, 20მგ ტაბლეტი #30, 40მგ ტაბლეტი #30

ლიპრიმარი

LIPRIMAR

10მგ ტაბლეტი #30;100, 20მგ ტაბლეტი #30, 40მგ ტაბლეტი #30

ატორვასტატინი ფაიზერი, აშშ
დან17.83 ₾
ატორვასტატინი - APO, 10მგ ტაბლეტი #100 20მგ ტაბლეტი #100

ატორვასტატინი - APO

Atorvastatin - APO

10მგ ტაბლეტი #100 20მგ ტაბლეტი #100

ატორვასტატინი Apotex, კანადა
დან22.62 ₾
ატორვასტატინ-ტევა, ტაბლეტი #30

ატორვასტატინ-ტევა

ATORVASTATIN-TEVA

ტაბლეტი #30

ატორვასტატინი ტევა, უკრაინა
Rx · რეცეპტით
ლიპიდონორმი, 20მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №20

ლიპიდონორმი

LIPIDONORM

20მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №20

ატორვასტატინი გამა, საქართველო
Rx · რეცეპტით

ლიპრიმარი ST

Liprimar ST

40 მგ ტაბლეტი №30, 20 მგ ტაბლეტი №30, 10 მგ ტაბლეტი №30, 80 მგ ტაბლეტი №30

ატორვასტატინი ფაიზერი, აშშ
Rx · რეცეპტით
რატიზოლი, 10მგ/10მგ შემოგარსული ტაბლეტი №30

რატიზოლი

RATIZOL

10მგ/10მგ შემოგარსული ტაბლეტი №30

ატორვასტატინი ავერსი ფარმა, საქართველო
Rx · რეცეპტით
ტორვიტინი ®, 40მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #20

ტორვიტინი ®

TORVITIN ®

40მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #20

ატორვასტატინი ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემადგენლობა

ტორვიტინის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - ატორვასტატინის 10 მგ-ს ან 40 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
სტატინების ჯგუფის ჰიპოლიპიდემიური საშუალება. ფერმენტ HMG-CoA-რედუქტაზას სელექციური კონკურენტული ინჰიბირებით, ატორვასტატინი თრგუნავს 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილკოენზიმ A-ს გარდაქმნას მევალონის მჟავაში. მევალონის მჟავა კი წარმოადგენს სტეროლების, მათ შორის ქოლესტერინის წინამორბედს. ქოლესტერინის (ქს) სინთეზის დათრგუნვა იწვევს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (დსლპ) რეცეპტორების რეაქტიულობის მატებას ღვიძლსა და ღვიძლგარე ქსოვილებში. აღნიშნული რეცეპტორები იერთებენ დსლპ-ს, გამოდევნიან მათ სისხლის პლაზმიდან და ამცირებენ სისხლში ქს/დსლპ-ის დონეს. ატორვასტატინი ამცირებს საერთო ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებისა და აპოლიპოპროტეინ B-ს, ასევე ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებისა (ძდსლპ) და ტრიგლიცერიდების დონეს, იწვევს მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (მსლპ) დონის არამდგრად მატებას. ატორვასტატინი ეფექტურია და ამცირებს ქოლესტერინის დონეს მემკვიდრული ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიით დაავადებულებში, რომელიც ჩვეულებრივ არ ექვემდებარება ჰიპოლიპიდემიური საშუალებებით მკურნალობას. პერორალურად მიღებული ატორვასტატინი კარგად (80%) შეიწოვება კნტ-დან. Cmax მიიღწევა 1-2 საათში. ღვიძლში “პირველადი გავლის” გამო ინტენსიური მეტაბოლიზმის შედეგად ატორვასტატინის ბიოშეღწევადობა 14%-ს შეადგენს. პლაზმის ცილებს 98% უკავშირდება. ატორვასტატინი არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. მეტაბოლიზაციას განიცდის უპირატესად ღვიძლში. ფერმენტ HMG-CoA-რედუქტაზაზე მეტაბოლიტების მაინჰიბირებელი მოქმედება 20-30 სთ გრძელდება. გამოიყოფა ნაღვლის გზით. T1/2 დაახლოებით 14 საათია. 46% გამოიდევნება ფეკალურ მასებთან ერთად, ხოლო 2%-ზე ნაკლები შარდის გზით.

02

ჩვენებები

  • პირველადი ჰიპერქოლესტერინემია (მემკვიდრული და არამემკვიდრული ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია) დიეტოთერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში;
  • შერეული ჰიპერლიპიდემია, მათ შორის ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში;
  • სისხლის შრატში ტრიგლიცერიდების მატება და დისბეტალიპოპროტეინემია (დიეტოთერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში);
  • მემკვიდრული ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია (დიეტასთან ერთად);
  • მეორადი პროფილაქტიკისათვის მიოკარდიუმის ინფარქტის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებით და/ან დისლიპიდემიით დაავადებულებში განმეორებითი სტენოკარდიის რისკის შემცირების მიზნით.
03

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი ინიშნება სტანდარტულ ჰიპოლიპიდემიურ დიეტასთან ერთად. პრეპარატი უნდა მიიღონ დღის ნებისმიერ მონაკვეთში ერთსა და იმავე დროს, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. პრეპარატის დოზის (10-80 მგ) შერჩევა ხდება დსლპ-ის საწყისი დონის, თერაპიის მიზნისა და ინდივიდუალური ეფექტურობის გათვალისწინებით. თერაპიის დასაწყისში და/ან დოზის მატებისას ყოველი 2-4 კვირის განმავლობაში საჭიროა პლაზმაში ლიპიდების დონის კონტროლი და შესაბამისად დოზის კორექცია. ტორვიტინის ყოველდღიური საწყისი რეკომენდებული დოზა 10 მგ-ია. ეფექტურობის მიხედვით შესაძლებელია დღიური დოზის 80 მგ-მდე გაზრდა. ტორვიტინის მოქმედება მიღებიდან 2 კვირის შემდეგ ვლინდება, მაქსიმალურ ეფექტს 4 კვირაში აღწევს. ამიტომ დოზის კორექცია პრეპარატის პირველი მიღებიდან 4 კვირის მანძილზე საჭირო არ არის. პირველადი (მემკვიდრული ჰეტეროზიგოტური და პოლიგენური) ჰიპერქოლესტერინემიის და შერეული ჰიპერლიპიდემიის დროს საწყისი დღიური დოზა შეადგენს 10 მგ-ს ერთხელ დღეში. პაციენტის რეაქციის მიხედვით 4 კვირის შემდეგ შესაძლებელია დოზის გაზრდა. მაქსიმალური დღიური დოზა 80 მგ-ია. მემკვიდრული ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის დროს საწყისი დოზაა 10 მგ/დღეში. ოპტიმალური ეფექტი მაქსიმალური დღიური დოზის - 80 მგ-ის მიღების შემთხვევაში აღინიშნება. ხანდაზმული პაციენტები დოზის კორექციას არ საჭიროებენ.

04

გვერდითი მოვლენები

ტორვიტინი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, მსუბუქი და გარდამავალი ხასიათისაა. ყველაზე ხშირად ზოგადი ხასიათის გვერდითი მოვლენები: დისკომფორტი და ტკივილი მუცლის არეში, დისპეფსია, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა ვითარდება. იშვიათად ვლინდება კუნთების კრუნჩხვა, მიალგიები, მიოზიტი, ასთენია, დიარეა, გამონაყარი, ქავილი.

05

უკუჩვენებები

  • ღვიძლის დაავადებები აქტიურ ფაზაში ან ტრანსამინაზების გაურკვეველი გენეზის აქტივობის მატება (ნორმის ზედა ზღვარზე 3-ჯერ მეტი);
  • რეპროდუქციული ასაკის ქალები, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეპციის ადექვატურ მეთოდებს;
  • ორსულობა;
  • ლაქტაცია (ძუძუთი კვება);
  • ბავშვთა და 18 წლამდე მოზარდთა ასაკი;
  • პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

სიფრთხილით გამოიყენება ალკოჰოლის ჭარბ მომხმარებლებსა და/ან ავადმყოფებში ანამნეზში ღვიძლის დაავადებებით.

06

განსაკუთრებული მითითებები

ტორვიტინი სიფრთხილით ინიშნება ელექტროლიტური დისბალანსის, ენდოკრინული და მეტაბოლური დარღვევების, ალკოჰოლიზმის, ანამნეზში ღვიძლის დაავადებების, არტერიული ჰიპოტენზიის, მძიმედ მიმდინარე მწვავე ინფექციების, არაკონტროლირებადი კრუნჩხვების, ქირურგიული ჩარევების, ტრავმების დროს. ატორვასტატინმა შესაძლებელია კრეატინფოსფოკინაზასა და ამინოტრანსფერაზას აქტივობის მატება გამოიწვიოს. ატორვასტატინის მიღების ფონზე შესაძლებელია ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მატება აღინიშნოს, რომელსაც, როგორც წესი, კლინიკური მნიშვნელობა არ აქვს. გასათავალისწინებელია, რომ ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების კონტროლი საჭიროა ატორვასტატინით მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალობის დაწყებიდან 6 და 12 კვირის შემდეგ, დოზის მომატების შემთხვევაში და პერიოდულად, პრეპარატით მკურნალობის მთელი პერიოდის მანძილზე. ასპარტატამინოტრანსფერაზასა და ალანინამინოტრანსფერაზას მაჩვენებლების 3-ჯერ მატების შემთხვევაში, რეკომენდებულია პრეპარატის მოხსნა ან დოზის შემცირება. ატორვასტატინით მკურნალობის ფონზე შესაძლებელია მიოპათიის განვითარება. მიოპათიის რისკი იზრდება ატორვასტატინთან ერთად ციკლოსპორინის, ფიბრატების, ერითრომიცინის, კლარითრომიცინის, აზოლის ჯგუფის ანტიმიკოზური საშუალებების (ფლუკონაზოლი, იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი), ნიკოტინის მჟავას ან ნიაცინის გამოყენებისას. ატორვასტატინისა და ფენიტოინის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია ატორვასტატინის ეფექტურობის შემცირება გამოიწვიოს. ანტაციდები (სუსპენზიები მაგნიუმისა და ალუმინის ჰიდროქსიდის შემცველობით) ამცირებენ სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის შემცველობას. ატორვასტატინის და დიგოქსინის განმეორებით მიღებისას პლაზმაში დიგოქსინის თანაბარი კონცენტრაცია 20%-ით იმატებს. პერორალურ კონტრაცეპტიულ საშუალებებთან (ნორეთინდრონისა და ეთინილესტრადიოლის კომბინაცია) ერთად ატორვასტატინის გამოყენება იწვევს კონტრაცეპტიული საშუალებების აბსორბციის გაძლიერებას და სისხლის პლაზმაში მათი კონცენტრაციის მატებას. ამიტომ ქალებში, რომლებიც ატორვასტატინით მკურნალობენ, საჭიროა კონტრაცეპტიული საშუალების შერჩევა. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა, ატორვასტატინით მკურნალობის დროს აუცილებელია კონტრაცეპციის საიმედო საშუალებებით ისარგებლონ. პრეპარატით მკურნალობის ფონზე მიუღებელია ალკოჰოლური სასმელების გამოყენება.

07

ჭარბი დოზირება

მკურნალობა: საჭიროებისას ტარდება სიმპტომური მკურნალობა. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

08

შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 20-25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

09

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ექიმის რეცეპტით!

10

რეგისტრაციის ნომერი და თარიღი

წს N რ - 002605 18.05.2007
წს N რ - 002606 18.05.2007

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

პოლიტორვა, 10მგ+10მგ+40მგ ტაბლეტი №30

პოლიტორვა

10მგ+10მგ+40მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ატორვასტატინი + რამიპრილი ბლუფარმა ინდუსტრია ფარმაცეუტიკალსი, პორტუგალია
დან31.94 ₾
ტრინომია, 100მგ/20მგ/2,5მგ კაფსულა №28 (4X7)

ტრინომია

Trinomia

100მგ/20მგ/2,5მგ კაფსულა №28 (4X7)

Acetylsalicylic acid + ატორვასტატინი + რამიპრილი Ferrer Internacional, S.A., ესპანეთი
დან47.00 ₾
ტორვაზინ პლუსი, 10მგ + 10მგ კაფსულა №30

ტორვაზინ პლუსი

Torvazin Plus

10მგ + 10მგ კაფსულა №30

ატორვასტატინი + Ezetimib Egis Pharmaceuticals PLC, უნგრეთი
დან48.17 ₾
ტორვაზინ პლუსი, 20მგ + 10მგ კაფსულა №30

ტორვაზინ პლუსი

Torvazin Plus

20მგ + 10მგ კაფსულა №30

ატორვასტატინი + Ezetimib Egis Pharmaceuticals PLC, უნგრეთი
დან51.47 ₾
ტორვაზინ პლუსი, 40მგ + 10მგ კაფსულა №30

ტორვაზინ პლუსი

Torvazin Plus

40მგ + 10მგ კაფსულა №30

ატორვასტატინი + Ezetimib Egis Pharmaceuticals PLC, უნგრეთი
დან55.80 ₾

კადუეტი

CADUET

5მგ/10მგ ტაბლეტი #30

ამლოდიპინი + ატორვასტატინი ფაიზერი, აშშ
Rx · რეცეპტით

კადუეტი

CADUET

10მგ/10მგ ტაბლეტი #30

ამლოდიპინი + ატორვასტატინი ფაიზერი, აშშ
Rx · რეცეპტით
რატიზოლი პლუსი, 10მგ/10მგ შემოგარსული ტაბლეტი №30

რატიზოლი პლუსი

RATIZOL PLUS

10მგ/10მგ შემოგარსული ტაბლეტი №30

ატორვასტატინი + Ezetimib ავერსი ფარმა, საქართველო
Rx · რეცეპტით

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.