მონოგრაფია Nº 01801 Rx · რეცეპტით
ლიპიდონორმი
LIPIDONORM
20მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №20
- მოქმედი ნივთიერება
- ატორვასტატინი (Atorvastatin)
- მწარმოებელი
- გამა, საქართველო
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ქოლესტერინის სინთეზის ინჰიბიტორები
- იმპორტიორი საქართველოში
- გამა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ატორვასტატინი. ჯერ ყველაზე იაფი.
ატორვასტატინი
10 მგ №30
რატიზოლი
10მგ ტაბლეტი №30
ატორვასტატინი ნორმოგენი
40მგ ტაბლეტი №28
ათეროქსი
Ateroks™
10მგ ტაბლეტები #30
ატორისი
Atoris
10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ტორვიტინი ®
TORVITIN ®
10მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #20
ატორისი
Atoris
20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ვასატორი
20მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30
ვოზოლიპი
40მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30
ათეროქსი
Ateroks™
20მგ ტაბლეტები #30
რატიზოლი
RATIZOL
20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ამვასტანი
Amvastan
20 მგ ტაბლეტი № 30
დროგსტატი
20მგ №30
ტორვიტინი
TORVITIN
20მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #20
ათეროქსი
Ateroks™
40მგ ტაბლეტები #30
ატორისი
Atoris
40მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
რატიზოლი
RATIZOL
40მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ლიპრიმარი
LIPRIMAR
10მგ ტაბლეტი #30;100, 20მგ ტაბლეტი #30, 40მგ ტაბლეტი #30
ატორვასტატინი - APO
Atorvastatin - APO
10მგ ტაბლეტი #100 20მგ ტაბლეტი #100
ატორვასტატინ-ტევა
ATORVASTATIN-TEVA
ტაბლეტი #30
ლიპრიმარი ST
Liprimar ST
40 მგ ტაბლეტი №30, 20 მგ ტაბლეტი №30, 10 მგ ტაბლეტი №30, 80 მგ ტაბლეტი №30
რატიზოლი
RATIZOL
10მგ/10მგ შემოგარსული ტაბლეტი №30
ტორვიტინი ®
TORVITIN ®
40მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #20
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
ერთი, ტაბლეტი შეიცავს 20მგ კალციუმის ატორვასტატინს
დამხმარე ნივთიერებების სახით თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
ლაქტოზა 0.056 გ
სახამებელი 0.016 გ
მაგნიუმის სტეარატი 0.001 გ
პოლივინილპიროლიდონი 0.0034 გ
ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა 0.00278 გ
ტალკი 0.0006 გ
ტიტანის დიოქსიდი 0.0002 გ
FD&C Blue No.1 საღებავი 0.00002 გ
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი ახდედნს 3-ჰიდროქსი-3-მეთილ-გლუტარილ-კოფერმენტ A-რედუქტაზას (HMG-CoA -რედუქტაზა) ინჰიბირებას. ეს ფერმენტი მონაწილეობს ქოლესტერინის სინთეზის კატალიზის დასაწყისში და შუალედში, რაც ხელს უშლის 3-ჰიდროქსი-3-მეთილ-გლუტარილ-კოფერმენტ A-ს გარდაქმნას მევალონის მჟავაში, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს სტეროლების მათ შორის ქოლესტერინის წინამორბედს.
პრეპარატი აქვეითებს საერთო ქოლესტერინის დონეს 30-46%-ით, ლიპოპროტეინებს დაბალი სიმკვრივით 41-61%-ით, აპოლიპროტეინ B-ს 34-50%-ით, და ტრიგლიცერიდებს 14-33%-ით.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1-2 საათის განმავლობაში. საკვები ამცირებს პრეპარატის შეწოვის სიჩქარეს, მაგრამ არ აქვეითებს პრეპარატის აქტივობას. ატორვასტატინი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში. თ1/2 შეადგენს 14 საათს. გამოიყოფა ძირითადად ნაღველის საშუალებით ღვიძლში მეტაბოლიზაციის შემდეგ. პრეპარატის 2% გამოიყოფა შარდის საშუალებით.
ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება მონოთერაპიის სახით ათეროსკლეროზული დისლიპიდემიის დროს. სისხლში იზოლირებულად ქოლესტერინის მაღალი მაჩვენებლის დასაწევად და აგრეთვე კომბინირებული ჰიპერლიპიდემიის დროს (სისხლში ტრიგლიცერიდების მაღალი დონის დასაწევად)
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატის მიღება არ არის დამოკიდებული კვების რეჟიმზე. დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად. საწყისი დოზაა 10-20 მგ დღეში ერთჯერ. პრეპარატის მიღებიდან ყოველი 4 კვირის შემდეგ იკვლევენ სისხლის ლიპიდურ შემადგენლობას და შედეგის გათვალისწინებით აზუსტებენ დოზას. მაქსიმალური დღიური დოზაა 80მგ. გამოტოვებული მიღების შემთხვევაში გააგრძელეთ მკურნალობა შემდეგი დოზით. ჭარბი დოზირების შემთხვევაში აუცილებელია კუჭის ამორეცხვა, სიმპტომური მკურნალობა.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ყაბზობა, მეტეორიზმი, დისპეფსია, მუცლის არეში ტკივილი, თავის ტკივილი, გულისრევა, მიალგია, ასთენია, დიარეა და უძილობა. იშვიათად - კუნთების კრუნჩხვები, მიოზიტი, მიოპათია, პარესთეზიები, პერიფერიული ნეიროპათია, პანკრეატიტი, ჰეპატიტი, ქოლესტატური სიყვითლე, ანორექსია, ღებინება, ალოპეცია, ქავილი, გამონაყარი, ჰიპერგლიკემია ან ჰიპოგლიკემია. Aამ ან სხვა გვერდითი მოვლენების გამოვლენისთანავე საჭიროა ექიმთან მიმართვა.
უკუჩვენებები
ღვიძლის დაავადებები აქტიურ სტადიაში, შრატში უცნობი გენეზის ტრანსამინაზების აქტივობის 3-ჯერ მომატება, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი, რეპროდუქციულ ასაკში მყოფი ქალები, რომლებიც არ იყენებენ საიმედო კონტრაცეპტივებს, პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატი არ ინიშნება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. არ ენიშნებათ პრეპარატი რეპროდუქციულ ასაკში მყოფი ქალებს, რომლებიც არ იყენებენ საიმედო კონტრაცეპტივებს,
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი არ ახდენს გავლენას პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალის შრომაზე. პრეპარატით მკურნალობის დასწყისში ან მის შემდეგ განსაკუთრებით ღვიძლის დაზიანების განვითარებისას, აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის შემოწმება. ტრანსამინაზების აქტივობის მომატებისას საჭიროა მათი ნორმალიზაცია. ალანინტრანსფერაზას და/ან ასპარაგინტრანსფერაზას აქტივობა თუკი მომატებულია 3-ჯერ ნორმაზე მეტად და იგი შენარჩუნებულია, მაშინ საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება ან მისი მიღების შეწყვეტა.
სიფრთხილე: პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულ პაციენტებში. მკურნალობის პერიოდში მიოპათიის სიმპტომების განვითარებისას საჭიროა კრეატინფოსფოკინაზას აქტივობის განსაზღვრა. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ უკანასკნელის მნიშვნელოვნად მომატებული დონე შენარჩუნებულია, მაშინ საჭიროა პრეპარატის დოზის დაქვეითება ან მისი მიღების შეწყვეტა.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
მიოპათიის განვითარების რისკი იზრდება ატორვასტატინისა და ციკლოსპორინის, ფიბრატების, ერითრომიცინის, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების, რომლებსაც მიეკუთვნებიან აზოლებსა და ნიაცინი, ერთდროული გამოყენებისას. რეპროდუქციულ ასაკში მყოფმა ქალებმა პრეპარატის გამოყენებისას უნდა მიიღონ საიმედო კონტრაცეპტული საშუალებები. ბავშვებში პრეპარატის დოზით 80 მგ/დღეში მიღების გამოცდილება შეზღუდულია. პრეპარატისა და დიგოქსინის განმეორებით გამოყენებისას აღინიშნება პლაზმაში დიგოქსინის კონცენტრაციის დაახლოებით 20%-ით მომატება. ატორვასტატინის და ერითრომიცინის ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაციის მომატება, ორალური კონტრაცეპტივების გამოყენების დროს - მათი კონცენტრაციის მომატება, ქოლესტირამინთან - ატორვასტატინის კონცენტრაციის დაქვეითება დაახლოებით 25 %-ით. ამავე დროს, აღნიშნული კომბინაციის დროს ჰიპოლიპიდემიური ეფექტი აჭარბებს თითოეული პრეპარატის ცალკე აღებულ ეფექტს. პერორალურად მისაღები სუსპენზია, რომელიც შეიცავს მაგნიუმის და ალუმინის ჰიდროქსიდს ამცირებს ატორვასტატინის კონცენტრაციას დაახლოებით 35%-ით.
შენახვის პირობები
შენახვის პირობები: მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ შეიძლება ტაბლეტის დაიღეჭვა ან გაიყოფა.
არ მიიღოთ მედიკამენტი, ვიზუალური დათვალიერებით დეფექტის აღმოჩენისას, და ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით
პრეპარატის შენახვის ვადაა წარმოებიდან 2 წელი.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
პოლიტორვა
10მგ+10მგ+40მგ ტაბლეტი №30
ტრინომია
Trinomia
100მგ/20მგ/2,5მგ კაფსულა №28 (4X7)
ტორვაზინ პლუსი
Torvazin Plus
10მგ + 10მგ კაფსულა №30
ტორვაზინ პლუსი
Torvazin Plus
20მგ + 10მგ კაფსულა №30
ტორვაზინ პლუსი
Torvazin Plus
40მგ + 10მგ კაფსულა №30
კადუეტი
CADUET
5მგ/10მგ ტაბლეტი #30
კადუეტი
CADUET
10მგ/10მგ ტაბლეტი #30
რატიზოლი პლუსი
RATIZOL PLUS
10მგ/10მგ შემოგარსული ტაბლეტი №30
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.