მონოგრაფია Nº 02975 ურეცეპტო
ტობრიმედი
TOBRIMED
0.3% 5გ თვალის მალამო ალუმინის ტუბი №1
- მოქმედი ნივთიერება
- ტობრამიცინი (Tobramycin)
- მწარმოებელი
- World Medicine Ophthalmics
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ანტიბიოტიკები
- იმპორტიორი საქართველოში
- WM-Ophthalmics
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ტობრამიცინი. ჯერ ყველაზე იაფი.
ტობრექსი
Tobrex
0.3% თვალის წვეთები 5მლ ფლაკონი # 1
ტობრექსი
Tobrex
0.3% (3მგ/გ) 3.5გ თვალის მალამო ტუბი #1
ოფთამიცინი
0.003 წვეთები 1 ფლაკონი №1 5 მლ
ტორნაზა
0.3% მალამო თვალის ტუბი №1 5გრ
ტობრიმედი
TOBRIMED
0,3მგ/მლ (0.3%) 5მლ თვალის წვეთები პლასტიკური საწვეთურიანი ფლაკონი №1
ტობრასტილი
Tobrastil
0.3% 5 მლ თვალის წვეთები
ტობროსოპტი 0,3%
TOBROSOPT
0.3% თვალის წვეთები (ხსნარი)3მგ/მლ 5მლ ფლაკონში
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
წამლის ფორმა
თვალის მალამო.
აღწერილობა: ყვითელ-მოთეთრო ფერის ჰომოგენური ნახევრადმყარი მასა.
შემადგენლობა
თვალის მალამო:
პრეპარატის 1 გ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ტობრამიცინი 3,0 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლანოლინი, ქლორბუტანოლი, რბილი ყვითელი პარაფინი.
პრეპარატის ათქ კოდი S01AA12
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი მოქმედების ფართო სპექტრით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი. დაბალ კონცენტრაციებში მოქმედებს ბაქტერიოსტატიკურად (აბლოკირებს რიბოსომების 30შ სუბერთეულებს და არღვევს ცილების სინთეზს), ხოლო უფრო მაღალ კონცენტრაციებში – ბაქტერიციდულად.
მაღალაქტიურია Staphylococcus spp. - ს მიმართ (მ.შ. Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis /კოაგულაზა-უარყოფითი და კოაგულაზა-დადებითი/, აგრეთვე მეთიცილინის მიმართ მდგრადი შტამებისადმი); Streptococcus spp. (მ.შ. а-b-ჰემოლიზური სახეობები, ზოგიერთი არაჰემოლიზური სახეობები, Streptococcus pneumoniae); Pseudomonas aeruginosa, Escherichia coli, Klebsiella pneumoniae, Serratia spp., Providencia spp., Shigella spp., Citrobacter spp., Enterobacter aerogenes, Proteus mirabilis (ინდოლ-უარყოფითი) და ინდოლ-დადებითი სახეობები Proteus spp., Hemophilius influenzae, Hemophilius aegyptius, Moraxella lacunata, Acinetobacter calcoaceticus (Herellea vaginacola), ზოგიერთი სახეობები Neisseria spp. (в т.ч. Neisseria gonorrhoeae)).
ჩვენებები
ტობრიმედის მიმართ მგრძნობიარე გამომწვევებით გამოწვეული თვალის ზედაპირული ბაქტერიული დაავადებები:
- ბლეფარიტი, კონიუნქტივიტი, ბლეფაროკონიუნქტივიტი, დაკრიოცისტიტი, მეიბომიტი;
მიღების წესი და დოზირება
ტობრიმედი თვალის მალამო 0,3%: მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების შემთხვევაში 1 სმ სიგრძის მალამო თავსდება დაავადებული თვალის ქვედა ქუთუთოს უკან დღე-ღამეში 2-3-ჯერ; მძიმე ინფექციის დროს – ყოველ 3-4 საათში საჭირო ეფექტის მიღწევამდე, დაავადების სიმპტომების შემცირებისას პრეპარატის გამოყენების სიხშირეს ამცირებენ.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა ტობრამიცინისა და სხვა ამინოგლიკოზიდების მიმართ.
გვერდითი მოვლენები
ალერგია, მომატებული ცრემლდენა, კონიუნქტივალური შეშუპება, თვალის ტკივილი, თვალის გაღიზიანება, კერატიტი, მხედველობის დაბინდვა.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული კონტაქტური ლინზების ტარება. თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება პრეპარატის მიმართ არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების გამრავლების საშიშროების გამო.
ტობრიმედის უსაფრთხოება და ეფექტურობა 2 თვემდე ბავშვთა ასაკში შესწავლილი არ არის.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: წერტილოვანი კერატიტი, ერითემა, მომატებული ცრემლდენა, ქავილი და ქუთუთოს შეშუპება.
მკურნალობა: ტარდება სიმპტომური თერაპია.
ორსულობა და ლაქტაცია
ტობრიმედის გამოყენება ორსულებში და მეძუძურ დედებში შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ მოსალოდნელი სამკურნალო ეფექტი აჭარბებს გვერდითი ეფექტების განვიტარების რისკს.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვაზე
პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დროებითი დაქვეითება, ამიტომ არ არის რეკომენდებული ავტომობილის მართვა ან რთულ დანადგარებთან მუშაობა.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
ტობრიმედის თვალის მალამო 5 გ ალუმინის ტუბში.
ტუბი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება 30oC-ტემპერატურამდე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ტუბის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება ერთი თვის განმავლობაში!
ვარგისობის ვადა
2 წელი წარმოების თარიღიდან.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ტობრადექსი
TOBRADEX
(1მგ+3მგ)/გ 3.5გ ოფთალმოლოგიური მალამო ტუბი №1
ტობრადექსი
TOBRADEX
(1მგ+3მგ)/მლ 5მლ ოფთალმოლოგიური სუსპენზია ფლაკონი №1 საწვეთურ-დოზატორით Drop-Tainer®
ტორნაზა დექსი
(3მგ+1მგ)/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 10მლ
ტორნაზა დექსი
(3მგ+1მგ)/1მლ მალამო თვალის ტუბი №1 5გრ
ტორნაზა
3მგ/1მგ წვეთები 1 ფლაკონი №1
დექსამიცი
(3მგ+1მგ)/1მლ წვეთები თვალის №1 5მლ
ტოპიდექსოლი კომბი
(3მგ+1მგ)/1მლ წვეთები თვალის №1 5მლ
ტოპიდექსოლი კომბი თვ.წვ.5მლ
5მლ წვეთები 1 ფლაკონი №1
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.