8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 02974 Rx · რეცეპტით

ტობრიმედი

TOBRIMED

0,3მგ/მლ (0.3%) 5მლ თვალის წვეთები პლასტიკური საწვეთურიანი ფლაკონი №1

დან21.90 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
ტობრიმედი, 0,3მგ/მლ (0.3%) 5მლ თვალის წვეთები პლასტიკური საწვეთურიანი ფლაკონი №1
მოქმედი ნივთიერება
ტობრამიცინი (Tobramycin)
მწარმოებელი
World Medicine Ophthalmics
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტიბიოტიკები
იმპორტიორი საქართველოში
WM-Ophthalmics
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • GPC ყველაზე იაფი

    ტობრიმედი წვეთები თვალის 0.3% 5მლ ფლაკონი #1

    21.90 ₾

    25.77 ₾

    ყიდვა ↗
  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    ტობრიმედი წვეთები თვალის 0.3% 5მლ ფლაკონი #1

    21.90 ₾

    25.76 ₾

    ყიდვა ↗
  • PSP

    ტობრიმედი - Tobrimed თვალის წვეთები 0.3% 5მლ

  • ავერსი

    ტობრიმედი 0.3% 5მლ თვ.წვეთები

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ტობრამიცინი. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

ზოგადი დახასიათება

წამლის ფორმა
თვალის წვეთები.
აღწერილობა: უფერო ღია ყვითელი ფერის გამჭვირვალე სითხე.

02

შემადგენლობა

პრეპარატის 1 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ტობრამიცინი 3,0 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატ მონოჰიდრატი, უწყლო დინატრიუმის ფოსფატი, ნატრიუმის ქლორიდი, განზავებული ფოსფორმჟავა, საინექციო წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი S01AA12

03

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი მოქმედების ფართო სპექტრით.ფარმაკოდინამიკა
მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი. დაბალ კონცენტრაციებში მოქმედებს ბაქტერიოსტატურად (აბლოკირებს რიბოსომების 30შ სუბერთეულებს და არღვევს ცილების სინთეზს), ხოლო უფრო მაღალ კონცენტრაციებში – ბაქტერიოციდულად.
მაღალაქტიურია Staphylococcus spp. . - ს მიმართ (მ.შ. Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis /კოაგულაზა-უარყოფითი და კოაგულაზა-დადებითი/, აგრეთვე პენიცილინის მიმართ მდგრადი შტამებისადმი); Streptococcus spp. (მ.შ. а-b--ჰემოლიზური სახეობები, ზოგიერთი არაჰემოლიზური სახეობები, Streptococcus pneumoniae); Pseudomonas aeruginosa, Escherichia coli, Klebsiella pneumoniae, Serratia spp., Providencia spp., Shigella spp., Citrobacter spp., Enterobacter aerogenes, Proteus mirabilis (ინდოლ-უარყოფითი) და ინდოლ-დადებითი სახეობები Proteus spp., Hemophilius influenzae, Hemophilius aegyptius, Moraxella lacunata, Acinetobacter calcoaceticus (Herellea vaginacola), , ზოგიერთი სახეობები Neisseria spp. . (Neisseria spp. (в т.ч. Neisseria gonorrhoeae).

04

ფარმაკოკინეტიკა

ადგილობრივი გამოყენებისას სისტემური აბსორბცია დაბალია.

05

ჩვენებები

ტობრიმედის მიმართ მგრძნობიარე გამომწვევებით გამოწვეული თვალის ზედაპირული ბაქტერიული ინფექციები:

  • ბლეფარიტი, კონიუნქტივიტი, კერატოკონიუნქტივიტი, ბლეფაროკონიუნქტივიტი, კერატიტი, ენდოფთალმიტი, დაკრიოცისტიტი, მეიბომიტი;
  • ოფთალმოლოგიაში პოსტოპერაციული ინფექციური გართულებების პროფილაქტიკა.
06

მიღების წესი და დოზირება

მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის
მსუბუქი ინფექციური პროცესის დროს 1-2 წვეთის ჩაწვეთება ხდება დაზიანებული თვალის (ან თვალების) კონიუნქტივალურ პარკში ყოველ 4 საათში.
მწვავე ინფექციური პროცესის განვითარების შემთხვევაში პრეპარატის ჩაწვეთება ხდება ყოველ 30-60 წთ-ში.
ანთებითი პროცესის შემცირებასთან ერთად მცირდება პრეპარატის ინსტილაციების სიხშირე.

07

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა ტობრამიცინის, ამინოგლიკოზიდების და პრეპარატში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ.
08

გვერდითი მოვლენები

ალერგია, მომატებული ცრემლდენა, კონიუნქტივალური შეშუპება, თვალის ტკივილი, თვალის გაღიზიანება, კერატიტი, მხედველობის დაბინდვა.

09

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული კონტაქტური ლინზების ტარება. თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება პრეპარატის მიმართ არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების გამრავლების საშიშროების გამო.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვაზე
პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დროებითი დაქვეითება, ამიტომ არ არის რეკომენდებული ჩაწვეთების თანავე ავტომობილის მართვა ან რთულ დანადგარებთან მუშაობა.

ტობრიმედის უსაფრთხოება და ეფექტურობა 2 თვემდე ბავშვთა ასაკში შესწავლილი არ არის.

10

ორსულობა და ლაქტაცია

ტობრიმედის გამოყენება ორსულებში და მეძუძურ დედებში შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ მოსალოდნელი სამკურნალო ეფექტი აჭარბებს გვერდითი ეფექტების განვიტარების რისკს.

11

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ტობრიმედის თვალის წვეთებისა და ამინოგლიკოზიდების ჯგუფის სისტემური ანტიბიოტიკების ერთდროული გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია სისტემური გვერდითი ეფექტების გაძლიერება (ნეფროტოქსიური, ოტოტოქსიური მოქმედება), მინერალური ცვლისა და ჰემოპოეზის მოშლა.

12

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: წერტილოვანი კერატიტი, ერითემა, მომატებული ცრემლდენა, ქავილი და ქუთუთოს შეშუპება.
მკურნალობა: ტარდება სიმპტომური თერაპია.

13

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

ტობრიმედის თვალის წვეთები 5 მლ-იანი პლასტმასის ფლაკონი საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი რგოლით.
ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

14

შენახვის პირობები

ინახება 25oC-ტემპერატურამდე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება ერთი თვის განმავლობაში!

15

ვარგისობის ვადა

2 წელი წარმოების თარიღიდან.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

16

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ტობრადექსი

TOBRADEX

(1მგ+3მგ)/გ 3.5გ ოფთალმოლოგიური მალამო ტუბი №1

დექსამეტაზონი + ტობრამიცინი Alcon, ბელგია
დან12.67 ₾

ტობრადექსი

TOBRADEX

(1მგ+3მგ)/მლ 5მლ ოფთალმოლოგიური სუსპენზია ფლაკონი №1 საწვეთურ-დოზატორით Drop-Tainer®

დექსამეტაზონი + ტობრამიცინი Alcon, ბელგია
დან12.67 ₾
ტორნაზა დექსი, (3მგ+1მგ)/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 10მლ

ტორნაზა დექსი

(3მგ+1მგ)/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 10მლ

დექსამეტაზონი + ტობრამიცინი ბალკანფარმა-რაზგრადი, ბულგარეთი
დან16.91 ₾
ტორნაზა დექსი, (3მგ+1მგ)/1მლ მალამო თვალის ტუბი №1 5გრ

ტორნაზა დექსი

(3მგ+1მგ)/1მლ მალამო თვალის ტუბი №1 5გრ

დექსამეტაზონი + ტობრამიცინი ბალკანფარმა-რაზგრადი, ბულგარეთი
დან18.70 ₾
ტორნაზა, 3მგ/1მგ წვეთები 1 ფლაკონი №1

ტორნაზა

3მგ/1მგ წვეთები 1 ფლაკონი №1

დექსამეტაზონი + ტობრამიცინი
დან19.90 ₾

დექსამიცი

(3მგ+1მგ)/1მლ წვეთები თვალის №1 5მლ

დექსამეტაზონი + ტობრამიცინი რაფარმა, საბერძნეთი
დან19.97 ₾
ტოპიდექსოლი კომბი, (3მგ+1მგ)/1მლ წვეთები თვალის №1 5მლ

ტოპიდექსოლი კომბი

(3მგ+1მგ)/1მლ წვეთები თვალის №1 5მლ

დექსამეტაზონი + ტობრამიცინი რომფარმ კომპანი, რუმინეთი
დან29.72 ₾
ტოპიდექსოლი კომბი თვ.წვ.5მლ, 5მლ წვეთები 1 ფლაკონი №1

ტოპიდექსოლი კომბი თვ.წვ.5მლ

5მლ წვეთები 1 ფლაკონი №1

დექსამეტაზონი + ტობრამიცინი
დან34.95 ₾

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.