8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 02935 ურეცეპტო

ტერიქსი 10მგ

Terix

10მგ შემოგარსული ტაბლეტი №10

დან4.36 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
ტერიქსი 10მგ, 10მგ შემოგარსული ტაბლეტი №10
მოქმედი ნივთიერება
ცეტირიზინი (Cetirizine)
მწარმოებელი
Ali Raif İlaç Sanayi A.Ş., თურქეთი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
მეორე თაობის პრეპარატები
იმპორტიორი საქართველოში
ასფარმა
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • GPC ყველაზე იაფი

    ტერიქსი ტაბლეტი 10მგ #10

    0.44 ₾ / ც. × 10

  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    ტერიქსი ტაბლეტი 10მგ #10

    0.44 ₾ / ც. × 10

  • PSP ყველაზე იაფი

    ტერიქსი - Terix 10მგ 10 ტაბლეტი

    0.44 ₾ / ც. × 10

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ცეტირიზინი. ჯერ ყველაზე იაფი.

როლინოზი, 10მგ ტაბლეტი №10

როლინოზი

ROLINOZ

10მგ ტაბლეტი №10

ცეტირიზინი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან4.36 ₾
ცეტეკი, 10მგ ტაბლეტი #20

ცეტეკი

CETEK

10მგ ტაბლეტი #20

ცეტირიზინი ავერსი ფარმა, საქართველო
დან6.72 ₾
ალერტეკი, 10მგ ტაბლეტი #10; #20

ალერტეკი

ALERTEK

10მგ ტაბლეტი #10; #20

ცეტირიზინი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან6.74 ₾
ცეტირიზინი, 10მგ ტაბლეტი №30

ცეტირიზინი

CETIRIZINE

10მგ ტაბლეტი №30

ცეტირიზინი Dexcel Pharma, დიდი ბრიტანეთი
დან6.75 ₾
ცეტირიზინი ნორმონი, 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20

ცეტირიზინი ნორმონი

Cetirizina Normon

10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20

ცეტირიზინი Normon, ესპანეთი
დან6.75 ₾
ზირტეკი, 10მგ ტაბლეტი №7

ზირტეკი

10მგ ტაბლეტი №7

ცეტირიზინი იუ ეს ბე, შვეიცარია
დან9.02 ₾
ალერსეტი, 1მგ/1მლ სიროფი ფლაკონი მინის №1 200მლ

ალერსეტი

1მგ/1მლ სიროფი ფლაკონი მინის №1 200მლ

ცეტირიზინი სანტა ფარმა ილაჩი, თურქეთი
დან10.75 ₾
ზირტეკი, 10მგ/1მლ წვეთები ორალური ფლაკონი №1 20მლ

ზირტეკი

10მგ/1მლ წვეთები ორალური ფლაკონი №1 20მლ

ცეტირიზინი ფარმავიჟენ სანაი, თურქეთი
დან12.09 ₾
პარლაზინი®, 10მგ/1მლ 20მლ წვეთები

პარლაზინი®

PARLAZIN®

10მგ/1მლ 20მლ წვეთები

ცეტირიზინი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
დან12.16 ₾
პარლაზინი®, 10მგ შემოგარსული ტაბლეტი #10 და #30

პარლაზინი®

PARLAZIN®

10მგ შემოგარსული ტაბლეტი #10 და #30

ცეტირიზინი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
დან19.87 ₾
ალერ ნეო, 10მგ შემოგარსული ტაბლეტი №20

ალერ ნეო

Aler neo

10მგ შემოგარსული ტაბლეტი №20

ცეტირიზინი ნეოფარმი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ანალერგინი, 10მგ ტაბლეტი #7;#10;#30

ანალერგინი

ANALERGIN

10მგ ტაბლეტი #7;#10;#30

ცეტირიზინი ტევა, უკრაინა
Rx · რეცეპტით

ზოდაკი

Zodac

10მგ/მლ 20მლ შიგნით მისაღები წვეთები ფლაკონში

ცეტირიზინი Zentiva, ჩეხეთი
Rx · რეცეპტით
ზოდაკი, 10მგ შემოგარსული ტაბლეტი №10

ზოდაკი

Zodac

10მგ შემოგარსული ტაბლეტი №10

ცეტირიზინი Zentiva, ჩეხეთი
Rx · რეცეპტით

ზოდაკი ალერგიისათვის

ZODAC FOR ALLERGY

5მგ/5მლ 100მლ სიროფი ფლაკონში საზომი კოვზით შეფუთვაში

ცეტირიზინი Zentiva, ჩეხეთი
Rx · რეცეპტით
ნოვაცეტრინი, 10მგ ტაბლეტი №20

ნოვაცეტრინი

NOVACETRIN

10მგ ტაბლეტი №20

ცეტირიზინი DOPPEL Farmaceutici, იტალია
Rx · რეცეპტით
ნოვექსი ცეტირიზინი, 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ნოვექსი ცეტირიზინი

Novex Cetirizine

10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ცეტირიზინი ჰერბიონ ფარმა, პაკისტანი
Rx · რეცეპტით
ნოვექსი ცეტირიზინი, 5მგ/5მლ 60მლ სიროფი მინის ბოთლი №1

ნოვექსი ცეტირიზინი

Novex Cetirizine

5მგ/5მლ 60მლ სიროფი მინის ბოთლი №1

ცეტირიზინი ჰერბიონ ფარმა, პაკისტანი
Rx · რეცეპტით
ცეტირიზინი-APO, 10მგ ტაბლეტი №30

ცეტირიზინი-APO

CETIRIZINE-APO

10მგ ტაბლეტი №30

ცეტირიზინი Apotex, კანადა
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: 10 მგ ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს

დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, PVP K 30, მაგნიუმის სტეარატი.

გარსის შემადგენლობა: ეუდრაჟიტი E 100-55, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, პოლიეთილენგლიკოლი 6000.

02

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკატორი. ანტიალერგიული პრეპარატი.

03

ფარმაკოლოგიური თვისებები

ტერიქსის აქტიური ნივთიერება- ცეტირიზინი წარმოადგენს H1 ჰისტამინური რეცეპტორების სელექციურ ანტაგონისტს. საშუალო თერაპიული დოზებით ტერიქსი არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. მხოლოდ მაღალ დოზებსა და იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს მცირე სედაციური ეფექტი. ტერიქსი ასევე ინ ვივო აინჰიბირებს ენდოგენურ ჰისტამინის რეცეპტორებს. პრეპარატი აფერხებს კანის რეაქციების განვითარებას, რომლის მიზეზებს წარმოადგენენ ვაზოაქტიური ინტესტინური პოლიპეპტიდები (VIP) და P-ნივთიერება. ასთმიან პაციენტებში ტერიქსი ამცირებს ბრონქების ჰიპერრეაქტიულობას ჰისტამინის მიმართ. ამავე მეთოდით ამცირებს სპეციფიკურ ალერგიულ რეაქციებს.

04

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა: პერორალური გამოყენებისას ცეტირიზინი მაქსიმალურ კონცენტრაციას

პლაზმაში აღწევს 1 საათის შემდეგ.

განაწილება: პლაზმური მონაცემები იცვლება და დამოკიდებულია მიღებულ დოზაზე. ცეტირიზინის პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 93%-ს.

მეტაბოლიზმი: ცეტირიზინი მცირე რაოდენობით მეტაბოლიზდება ღვიძლში

(’’პირველადი გავლის’’ეფექტი) მეტაბოლიტად, რომელსაც ახასიათებს მცირედ

გამოხატული ანტიჰისტამინური ეფექტი.

ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 8-11 საათია. ბავშვებში პლაზმური კლირენსი უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში.

გამოყოფა: ბავშვებში, როგორც მოზრდილებში, მიღებული დოზის 2/3 თირკმლებით გამოიყოფა. პრეპარატის 70% შარდის გზით გამოიყოფა, ხოლო 10% განავლით. საერთო კლირენსი შეადგენს დაახლოებით 53 მლ/წთ.

05

ჩვენებები

  • პოლინოზი (სეზონური ალერგიული რინიტები და კონიუნქტივიტები)
  • ქრონიკული ალერგიული რინიტი და სხვა ალერგიული რინოპათიები
  • ალერგიული ქავილი
  • იდიოპათიური ჭინჭრის ციება
  • კვინკეს შეშუპება
06

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

გალაქტოზას თანდაყოლილი აუტანლობა ან გლუკოზა-გალაქტოზური მალაბსორბციის სინდრომი.

თირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადია (კრეატინინის კლირენსი <10 მლ/წთ.)

ბავშვთა ასაკი 6 წლამდე.

07

განსაკუთრებული მითითებები

პირებისთვის, რომლებსაც სამუშაოზე მოეთხოვებათ მომატებული ყურადღება, არ შეიძლება რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.

თირკმლის უკმარისობით დაავადებულებს ენიშნებათ სადღეღამისო დოზის ნახევარი.

პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება:

  • ღვიძლის უკმარისობის დროს,
  • შარდის შეკავებისკენ მიდრეკილების დროს,
  • ეპილეფსიის დროს, ასევე კრუნჩხვებისადმი მიდრეკილების დროს.
08

ორსულობა და ლაქტაცია

ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების დროს არ გამოვლინდა არცერთი

ტერატოგენული ეფექტი. თუმცა, ორსულებისთვის და მეძუძური დედებისთვის ტერიქსი უკუნაჩვენებია.

ლაქტაცია

არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში დედის რძეში გადასვლის გამო.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის დროს იმასთან დაკავშირებით, რომ კლინიკური კვლევების დროს, აღინიშნებოდა ძილიანობის შემთხვევები. პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ მძღოლებს და იმ პირებს, რომელთა სამუშაოც მოითხოვს დიდ ყურადღებას.

09

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

არ არის აღმოჩენილი რაიმე სახის წამლისმიერი შეუთავსებლობა. გამოკვლევებმა, რომლებიც ჩატარდა პრეპარატის დიაზეპამთან და ციმეტიდინთან ერთობლივ გამოყენებაზე, არ გამოავლინა წამლისმიერი შეუთავსებლობა. ცეტირიზინი თერაპიული (სისხლში 0,8გ/ლ) დოზებით, არ აპოტენცირებს ალკოჰოლის მოქმედებას. ტერიქსისა და სედაციური, ანტიქოლინერგული საშუალებების ერთობლივი მიღებისას აუცილებელია სიფრთხილე, რადგან შესაძლებელია ცეტირიზინის გვერდითი მოვლენების გაძლიერება.

10

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილებსა და ბავშვებს 6 წლის ზემოთ ენიშნებათ 10მგ დღეღამეში. პრეპარატის მიღება საკვების მიღებაზე დამოკიდებული არ არის.

მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება პაციენტის ჩივილებიდან და დაავადების მიმდინარეობიდან გამომდინარე. პოლინოზის დროს მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს ძირითადად 3-6 კვირას.

11

გვერდითი მოვლენები

სხვადასხვა ორგანოებისა და სისტემების მხრივ გვერდითი მოვლენები გვხვდება სხვადასხვა ხარისხის. მაგალითად: თრომბოციტოპენია, სხეულის მასის მომატება, ანაფილაქსიური შოკი, აგრესია, დეპრესია, შარდის შეკავება, კრუნჩხვები, ფიქრი სუიციდზე, ამნეზია, ასევე მეხსიერების სხვა დარღვევები, მხედველობის დარღვევა, ტაქიკარდია, დისკინეზია, გემოვნების დარღვევა და სხვა.

ცეტირიზინის სედაციური ეფექტის შესაფასებელი ფსიქომოტორული ტესტების შედეგი უდრიდა პლაცებოსას. ძალიან იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს: მომატებული მგრძნობელობა, თავის ტკივილი, ძილიანობა, აგზნებადობა, პირის სიმშრალე და გასტროინტესტინური მოვლენები, ძირითადად სუსტად გამოხატული და გარდამავალი.

საჭიროების დროს შესაძლებელია სადღეღამისო დოზის გაყოფა ორ ტოლ მიღებად დილით და საღამოს.

მოულოდნელი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს

12

ჭარბი დოზირება

50მგ ტერიქსის ერთჯერადი მიღებისას პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა და ჰიპოტენზია. დოზის გადაჭარბებისას, სხვა ღონისძიებებთან ერთად, აუცილებელია კუჭის ამორეცხვა. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ინტოქსიკაციის სიმპტომების დროს, რომელიც დაკავშირებულია ანტიქოლინერგულ მოქმედებასთან, შეიძლება ფიზოსტიგმინის დანიშვნა.

13

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

10 შემოგარსული ტაბლეტი ბლისტერზე. 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, ორიგინალურ შეფუთვაში.

14

ვარგისობის ვადა

3 წელი

არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III. გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.