8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 00205 Rx · რეცეპტით

ანალერგინი

ANALERGIN

10მგ ტაბლეტი #7;#10;#30

ანალერგინი, 10მგ ტაბლეტი #7;#10;#30
მოქმედი ნივთიერება
ცეტირიზინი (Cetirizine)
მწარმოებელი
ტევა, უკრაინა
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
მეორე თაობის პრეპარატები
იმპორტიორი საქართველოში
ტევა
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ცეტირიზინი. ჯერ ყველაზე იაფი.

როლინოზი, 10მგ ტაბლეტი №10

როლინოზი

ROLINOZ

10მგ ტაბლეტი №10

ცეტირიზინი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან4.36 ₾
ტერიქსი 10მგ, 10მგ შემოგარსული ტაბლეტი №10

ტერიქსი 10მგ

Terix

10მგ შემოგარსული ტაბლეტი №10

ცეტირიზინი Ali Raif İlaç Sanayi A.Ş., თურქეთი
დან4.36 ₾
ცეტეკი, 10მგ ტაბლეტი #20

ცეტეკი

CETEK

10მგ ტაბლეტი #20

ცეტირიზინი ავერსი ფარმა, საქართველო
დან6.72 ₾
ალერტეკი, 10მგ ტაბლეტი #10; #20

ალერტეკი

ALERTEK

10მგ ტაბლეტი #10; #20

ცეტირიზინი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან6.74 ₾
ცეტირიზინი, 10მგ ტაბლეტი №30

ცეტირიზინი

CETIRIZINE

10მგ ტაბლეტი №30

ცეტირიზინი Dexcel Pharma, დიდი ბრიტანეთი
დან6.75 ₾
ცეტირიზინი ნორმონი, 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20

ცეტირიზინი ნორმონი

Cetirizina Normon

10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20

ცეტირიზინი Normon, ესპანეთი
დან6.75 ₾
ზირტეკი, 10მგ ტაბლეტი №7

ზირტეკი

10მგ ტაბლეტი №7

ცეტირიზინი იუ ეს ბე, შვეიცარია
დან9.02 ₾
ალერსეტი, 1მგ/1მლ სიროფი ფლაკონი მინის №1 200მლ

ალერსეტი

1მგ/1მლ სიროფი ფლაკონი მინის №1 200მლ

ცეტირიზინი სანტა ფარმა ილაჩი, თურქეთი
დან10.75 ₾
ზირტეკი, 10მგ/1მლ წვეთები ორალური ფლაკონი №1 20მლ

ზირტეკი

10მგ/1მლ წვეთები ორალური ფლაკონი №1 20მლ

ცეტირიზინი ფარმავიჟენ სანაი, თურქეთი
დან12.09 ₾
პარლაზინი®, 10მგ/1მლ 20მლ წვეთები

პარლაზინი®

PARLAZIN®

10მგ/1მლ 20მლ წვეთები

ცეტირიზინი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
დან12.16 ₾
პარლაზინი®, 10მგ შემოგარსული ტაბლეტი #10 და #30

პარლაზინი®

PARLAZIN®

10მგ შემოგარსული ტაბლეტი #10 და #30

ცეტირიზინი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
დან19.87 ₾
ალერ ნეო, 10მგ შემოგარსული ტაბლეტი №20

ალერ ნეო

Aler neo

10მგ შემოგარსული ტაბლეტი №20

ცეტირიზინი ნეოფარმი, საქართველო
Rx · რეცეპტით

ზოდაკი

Zodac

10მგ/მლ 20მლ შიგნით მისაღები წვეთები ფლაკონში

ცეტირიზინი Zentiva, ჩეხეთი
Rx · რეცეპტით
ზოდაკი, 10მგ შემოგარსული ტაბლეტი №10

ზოდაკი

Zodac

10მგ შემოგარსული ტაბლეტი №10

ცეტირიზინი Zentiva, ჩეხეთი
Rx · რეცეპტით

ზოდაკი ალერგიისათვის

ZODAC FOR ALLERGY

5მგ/5მლ 100მლ სიროფი ფლაკონში საზომი კოვზით შეფუთვაში

ცეტირიზინი Zentiva, ჩეხეთი
Rx · რეცეპტით
ნოვაცეტრინი, 10მგ ტაბლეტი №20

ნოვაცეტრინი

NOVACETRIN

10მგ ტაბლეტი №20

ცეტირიზინი DOPPEL Farmaceutici, იტალია
Rx · რეცეპტით
ნოვექსი ცეტირიზინი, 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ნოვექსი ცეტირიზინი

Novex Cetirizine

10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ცეტირიზინი ჰერბიონ ფარმა, პაკისტანი
Rx · რეცეპტით
ნოვექსი ცეტირიზინი, 5მგ/5მლ 60მლ სიროფი მინის ბოთლი №1

ნოვექსი ცეტირიზინი

Novex Cetirizine

5მგ/5მლ 60მლ სიროფი მინის ბოთლი №1

ცეტირიზინი ჰერბიონ ფარმა, პაკისტანი
Rx · რეცეპტით
ცეტირიზინი-APO, 10მგ ტაბლეტი №30

ცეტირიზინი-APO

CETIRIZINE-APO

10მგ ტაბლეტი №30

ცეტირიზინი Apotex, კანადა
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემადგენლობა

ცეტირიზინის ჰიდროქლორიდი . . . . . . 10 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი, სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი.

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატს გააჩნია ალერგიის საწინაარმდეგო გამოხატული ეფექტი. ფარმაკოლოგიურად აქტიურ დოზებში, არ გააჩნია სედატიური ეფექტი. ცეტირიზინი მიეკუთვნება H1-ჰისტამინური რეცეპტორების სელექტიურ ბლოკატორებს და პრაქტიკულად არ ავლენს ანტიქოლინერგულ და ანტისეროტონინულ მოქმედებას. პრეპარატი ხელს უშლის და ამსუბუქებს ალერგიული რექციის განვითარებას და მიმდინარეობას, გააჩნია ქავილის საწინააღმდეგო და ანტიექსუდაციური მოქმედება. გავლენას ახდენს ალერგიული რეაქციის ადრეულ სტადიაზე, ასევე ამცირებს ანთების უჯრედების მიგრაციას, თრგუნავს მედიატორების გამოყოფას, რომლებიც მონაწილეობენ მოგვიანებითი ტიპის ალერგიულ რეაქციებში. ამცირებს კაპილარების განვლადობას, ხელს უშლის ქსოვილების შეშუპების განვითარებას, ხსნის გლუვი მუსკულატურის სპაზმს. ხსნის კანის რეაქციას ჰისტამინზე, სპეციფიურ ალერგენებზე, ასევე გადაციებაზე (სიცივის, ჭინჭრის ციების დროს). ცეტირიზინი მნიშვნელოვნად ამცირებს ბრონქული ხის ჰიპერეაქტიულობას, რომელიც ვლინდება ჰისტამინის გამოთავისუფლების საპასუხოდ, ავადმყოფებში, ბრონქული ასთმით. თერაპიული ეფექტი ვლინდება მიღებიდან დაახლოებით 60 წუთის შემდეგ.
შიგნით მიღების შემდეგ, პლაზმის მაქსიმალური კონცენტრაცია c-max მიიღწევა 1 საათში. მცირე რაოდენობით მეტაბოლიზდება ღვიძლში (სხვა H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორებისაგან განსხვავებით, რომლებიც მეტაბოლიზდებიან ღვიძლში, ციტოქრომის სისტემის მეშვეობით) ნახევარდაშლის პერიოდი (T1/2) მოზრდილებში შეადგენს 7-10 საათს, ბავშვებში 6-დან 12 წლამდე – 6 საათს. ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი გრძელდება 20 საათამდე.

03

ჩვენებები

სიმპტომური თერაპია:

  • სეზონური და ქრონიკული რინიტი;
  • ალერგიული კონიუქტივიტი;
  • ქავილის და გამონაყრის თანხლებით მიმდინარე ალერგიული დერმატოზები;
  • ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება;
  • კვინკეს შეშუპება.
04

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები – 10 მგ (1 ტაბლეტი) დღეში ერთხელ, ყოველდღიურად.
ბავშვები 6-დან 12 წლამდე - 5 მგ (ნახევარი ტაბლეტი) დღეში 2-ჯერ ან 10 მგ (1 ტაბლეტი) დღეში ერთხელ.
პაციენტებში თირკმლის უკმარისობით საჭიროა პრეპარატის დოზის 2-ჯერ შემცირება.

05

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელი:

  • თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა;
  • პირის ღრუს სიმშრალე, დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხივ (მათ შორის ტკივილი ეპიგასტრიუმში, გულისრევა, დიარეა);
  • ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის ქავილი (იშვიათ შემთხვევებში).
06

უკუჩვენებები

  • თირკმლის ქრონიკული უკმარისობის ტერმინალური სტადია (მათ შორის ჰემოდიალიზზე მყოფი ავადმყოფები);
  • ბავშვთა ასაკი 6 წლამდე;
  • ორსულობა და ლაქტაცია;
  • ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებზე
07

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ პაციებნტებში. პაციენტებში თირკმლის უკმარისობით საჭიროა პრეპარატის დოზის ორჯერ შემცირება. ექიმის დამატებითი კონსულტაციის გარეშე, პაციენტმა არ უნდა მიიღოს პრეპარატი ხანგრძლივად (7 დღეზე მეტხანს). მკურნალობის პერიოდში საჭიროა ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება.
სატრანსპორტო საშუალებების და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვაზე სამკურნალო საშუალების გავლენის თავისებურებები.: ავტომობილის და სხვა ტექნიკური საშუალებების მართვისას პრეპარატის რეკომენდებული დოზის გადაჭარბება არ შეიძლება.

08

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: პირის ღრუს სიმშრალე, შეკავებულობა, სისუსტე, თავის ტკივილი, ტაქიკარდია, შარდის შეკავება, ყაბზობა, მოუსვენრობა, მომატებული აგზნებადობა. მკურნალობა: რეკომენდებული დოზის გადაჭარბებისას და ჭარბი დოზირების სიმპტომების გამოვლენისას, საჭიროა კუჭის ამორეცხვა. სპეციფიური ანტიდოტი უცნობია. ჰემოდიალიზი არაეფექტურია. თერაპია სიმპტომური.

09

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 2 წელი.

10

აფთიაქიდან გაცემის პირობები

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.