მონოგრაფია Nº 02881 ურეცეპტო
სინაფლანი
Synaflan
0.025% მალამო გარეგანი გამოყენებისათვის 10გ ტუბი #1
დან1.80 ₾ 1 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- ფლუოცინოლონის აცეტონიდი (Fluocinolone acetonide)
- მწარმოებელი
- შტადა, გერმანია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- გარეგანი გამოყენების სტეროიდები
- იმპორტიორი საქართველოში
- შტადა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
PSP
სინაფლანის - Synaflan მალამო 0.025% 15 გრ
ყიდვა ↗1.80 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ფლუოცინოლონის აცეტონიდი. ჯერ ყველაზე იაფი.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
სინაფლანი (6ა,9ა-დიფტორ-16ა, 17ა-იზოპროპილინდენდიოქსიპრეგნა-1, 4-დიენ-11B, 21-დიოლ-3,20-დიონ, ან 6ა, 9ა-დიფტორ-16ა-ოქსიპრედნიზოლონ-16, 17-აცეტონიდი), პროპილენგლიკოლი, სამედიცინო ვაზელინი, უწყლო ლანოლინი, ცერეზინი
ფარმაკოლოგიური თვისებები
სინაფლანს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული და ქავილის საწინააღმდეგო თვისებები, გამოწვეული სინთეზური გლუკოკორტიკოიდული ჰორმონის -ფლუოცინოლონის აცეტონიდის მოქმედებით.
ჩვენებები
გამოიყენება კანის ადგილობრივი ანთებითი დაავადებებისას, ქავილის, კანისა და ლორწოვანი გარსების ალერგიული დაავადებების დროს, ასევე ეგზემის, ორგანული ფსორიაზისას დროს და სხვ
მიღების წესი და დოზირება
მალამოს ისმევენ თხელ ფენად დაზიანებულ მიდამოზე დღეში 2-3-ჯერ კანში ოდნავ შეზლვით კანში. იმის გამო, რომ სინაფლანი მცირედ შეიწოვება, გარეგანი მიღებისას პრეპარატს არ გააჩნია არსებითი ზოგადი მოქმედება ორგანიზმზე
გვერდითი მოვლენები
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია კანის მეორადი დაზიანებებისა და მასში ატროფიული ცვლილებების განვითარება. ადგილობრივი ინფექციური გართულებების თავიდან აცილებისათვის რეკომენდებულია სინაფლანის დანიშვნა ანტიმიკრობულ საშუალებებთან შეთავსებით
უკუჩვენებები
სინაფლანის მალამო (ისევე, როგორც სხვა გლუკოკორტიკოსტეროიდები) უკუნაჩვენებია ტუბერკულოზის, კანის სოკოვანი, ათაშანგის და ვირუსული დაავადებების დროს, ვაქცინაციის შემდეგ გამოწვეული კანის რეაქციებისას. იგი ინიშნება არ ხდება თვალის დაავადებების მკურნალობისათვის. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება, განსაკუთრებით კანის ფართო უბნებზე, არ არის რეკომენდებული; ასევე, პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებში დაზიანებული კანის ფართო უბნებზე.
შენახვის პირობები
შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას.
ჩამონათვალი B
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა 5 წელი. პრეპარატი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ექიმის რეცეპტით.
რეგისტრაციის ნომერი და თარიღი
წს #რ 001186 14.03.2006
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.