8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01315 ურეცეპტო

ფლუცინარი

FLUCINAR

0.25მგ მალამო 15გ ტუბში

დან12.16 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
ფლუცინარი, 0.25მგ მალამო 15გ ტუბში
მწარმოებელი
ვალეანტი (VALEANT (JELFA)), პოლონეთი
იმპორტიორი საქართველოში
გეა
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

0.03% · 15გრ

  • PSP

    ფლუცინარი - Flucinar მალამო 15გ

15გ · 15გრ

  • ავერსი

    ფლუცინარი მალამო 15გ

15გრ

  • GPC ყველაზე იაფი

    ფლუცინარი მალამო 15გრ ტუბი #1

    12.16 ₾

    14.30 ₾

    ყიდვა ↗
  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    ფლუცინარი მალამო 15გრ ტუბი #1

    12.16 ₾

    14.30 ₾

    ყიდვა ↗

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ფლუოცინოლონის აცეტონიდი. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

1გ
ფლუოცინოლონის აცეტონიდი. . . . . 0.25 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
პროპილენგლიკოლი, ლიმონის მჟავა, უწყლო ლანოლინი, თეთრი ვაზელინი.

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

დერმატოლოგიური პრეპარატი გარეგანი გამოყენებისათვის. მას გააჩნია ძლიერი ანთების საწიანააღმდეგო, ანტიალერგიული და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება. ფლუცინარის მოქმედება უფრო ძლიერია ვიდრე ჰიდროკორტიზონის.

03

ჩვენებები

  • ალერგიული წარმოშობის მწვავე და მძიმე ანთებითი მდგომარეობები, რომელთა მკურანლობა სხვა სტეროიდული საშუალებებით არაეფექტურია;
  • ქრონიკული ფსორიაზი;
  • დისემინირებული წითელი მგლურა;
  • მულტიფორმული ერითემა;
  • ბრტყელი ლიქენი თანმხლები ძლიერი ქავილით, ან ლოკალიზებული ფრჩხილზე;
  • ეგზემა ლიქენიფიკაციით;
  • სებორეული დერმატიტი.
04

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი ინიშნება ადგილობრივად, მისი გამოყენების სიხშირე და წესი დგინდება ექიმის მიერ. ჩვეულებრივად ინიშნება: მალამოთი გაჟღენთილი საფენი თავსდება კანის დაზიანებულ უბნებზე, ან უშუალოდ კანზე დაიტანება მალამოს თხელი ფენა. პრეპარატი ინიშნება 2-3 ჯერ დღეში.
ფსორიაზის დროს გამოიყენება ოკლუზიური საფენი, რომელიც მჭიდროდ ეკვრის კანის ზედაპირს. ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობა დამოკიდებულია მიღებულ შედეგებზე. პრეპარატის გამოყენება დასაშვებია არაუმეტეს 3-4 კვირისა.

05

გვერდითი მოვლენები

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება თრგუნავს ეპიდერმისის ზრდას, იწვევს კანქვეშა უჯრედისის ატროფიას, სტრიების გაჩენას.
შესაძლებელია შემდეგი სიმპტომების გაჩენა: კანის ჰიპერემია, ჰიპერკერატოზი, კანის შეხორცების შეფერხება, სისხლჩაქცევები კანზე.
აღნიშნული მოვლენების განვითარების დროს საჭიროა ექიმის ინფორმირება.
პრეპარატით მკურნალობა წყდება კანის მწვავე გაღიზიანების დროს.

06

უკუჩვენებები

კანის ბაქტერიული, სოკოვანი და ვირუსული დაავადებები, კანის საფარის სიმსივნეები, ან კიბოსწინა მდგომარეობები, ვარდისფერი და ვულგარული ფერიმჭამელები, ანამნეზში მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

07

ორსულობა და ლაქტაცია

არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულებში, განსაკუთრებით ხანგრძლივად და კანის დიდ უბანზე.

08

განსაკუთრებული მითითებები

დაუშვებელია პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება სახის კანზე, ვინაიდან შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში გლაუკომით და კატარაქტით.
ფლუცინარი მალამო ბავშვებში ინიშნება მხოლოდ გამონაკლისის სახით, სიფრთხილით, ხანმოკლე დროის განმავლობაში.

09

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

მონაცემები არ მოიპოვება.

10

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – მითითებულია შეფუთვაზე. დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.