მონოგრაფია Nº 02859 ურეცეპტო
ალოეს წვენი
Succus Aloёs
წვეთები 50 მლ ფლაკონში
დან5.94 ₾ 2 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- aloe (Aloe)
- მწარმოებელი
- ნეოფარმი, საქართველო
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- ნეოფარმი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
50 მლ · 50მლ
-
PSP
ალოეს წვენი 50 მლ..
ყიდვა ↗7.00 ₾
50მლ · 50მლ
-
ავერსი
ალოეს წვენი 50მლ (ნეოფ)*
ყიდვა ↗5.94 ₾
6.99 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: aloe. ჯერ ყველაზე იაფი.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
ალოეს მშრალი ექსტრაქტი _ 0,7გ/50მლ, 96% ეთილის სპირტი, სორბინის მჟავა, გამოხდილი წყალი.
შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ფერმენტებს, ვიტამინებს, ანტრაგლიკოზიდებს, თავისუფალ ანტრაქინონებს ემოდინს და ქრიზოფანოლს, მიკროელემენტებს და პოლისაქარიდებს.
აღწერილობა: ღია ყავისფერი სითხე, მწარე გემოთი, დამახასიათებელი სუნით. ჰაერისა და სინათლის გავლენით მუქდება. შენახვისას დასაშვებია ნალექის წარმოქმნა.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ალოეს წვენი აუმჯობესებს მადას და აძლიერებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯირკვლების სეკრეციას. Aანტრაგლიკოზიდი ალოინი, თავისუფალი ანტრაქინონები ემოდინი და ქრიზოფანოლი, ფისები აღიზიანებს მსხვილი ნაწლავის ქემორეცეპტორებს, რაც განაპირობებს პრეპარატის საფაღარათო მოქმედებას.
ალოე ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით, აძლიერებს კანის და ლორწოვანი გარსის რეგენერაციულ პროცესებს.
ალოეს წვენი ახდენს ბაქტერიციდულ მოქმედებას კოკებზე, ნაწლავურ ინფექციებზე, დიფტერიის გამომწვევზე.ალოეს შემადგენლობაში არსებული პოლისაქარიდები, მიკროელემენტებთან, თუთიასთან, სელენთან, სპილენძთან კომბინაციაში უზრუნველყოფს პრეპარატის იმუნომოდულატორულ აქტივობას.
ჩვენებები
- ქრონიკული ჰიპოაციდური გასტრიტი, ენტეროკოლიტი, ქრონიკული შეკრულობა, უმადობა;
- ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის დაქვეითება ინფექციური დაავადებების მიმართ;
- მწვავე რინიტი;
- წყლულოვანი სტომატიტი;
- ჩირქოვანი ჭრილობები, დამწვრობა, ტროფიკული წყლულები, ფურუნკულოზი, დერმატიტები, კანის ტუბერკულოზი, კანის სხივური დაავადებები;
- საშვილოსნოს ყელის ეროზიები, კოლპიტები.
მიღების წესი და დოზირება
მიიღება პერორალურად: 1 ან 2 ჩაის კოვზით 2-3-ჯერ დღეში საკვების მიღებამდე 20- 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 15-30 დღე.
წვეთების სახით: 5-8 წვეთი თითო ნესტოში 2-3-ჯერ დღეში.
გარეგანი ხმარებისათვის გამოიყენება საფენების სახით.
გინეკოლოგიურ პრაქტიკაში - ტამპონების სახით.
გვერდითი მოვლენები
- საფაღარათო ეფექტის მიღების მიზნით ხანგრძლივი და დიდი დოზებით გამოყენებისას, შესაძლოა გამოიწვიოს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკის დათრგუნვა ლორწოვანი გარსის გაღიზიანების გამო;
- ალერგიული რეაქციები;
- საშვილოსნოს ტონუსის მომატება ორსულობის დროს;
უკუჩვენებები
- ჰემორაგიული სისხლდენა, მეტრორაგია (მუცლის ღრუს ორგანოებში სისხლის მიდინების გაძლიერების გამო);
- ღვიძლის ციროზი, ქრონიკული პანკრეატიტი; აპენდიციტი; კრონის დაავადება, წყლულოვანი ენტეროკოლიტი;
- დიფუზური გლომერულონეფრიტი;
- ალერგიული რეაქციები;
- ორსულობა;
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდირებული.
განსაკუთრებული მითითებები
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
არ ახდენს გავლენას.
ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს გვერდითი ეფექტების გაძლიერებას. მკურნალობა სიმპტომურია.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის გაღარიბება კალიუმით და საგულე გლიკო¬ზიდების, ანტიარითმიული პრეპარატების მოქმედების გაძლიერება.
თიაზიდურ დიურეტიკებთან, ძირტკბილას პრეპარატებთან და კორტიკოსტეროიდებთან კომბინირებული მიღებისას, იზრდება კალიუმის დეფიციტის განვითარების რისკი. ალოე აძლიერებს საფაღარათო საშუალებების მოქმედებას.
შენახვის პირობები
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვის წესი: ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ ადგილზე.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.