მონოგრაფია Nº 03403 ურეცეპტო
ალაქსი
Alax
2 ბლისტერი,თითოეულზე 10 ტაბლეტით,
დან21.67 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- aloe (Aloe)
- მწარმოებელი
- HERBAPOL POZNAN, პოლონეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- საფაღარათო საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- გეა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
35მგ/42მგ · №20
-
PSP
ალაქსი - Alax 35მგ/42მგ 20 ტაბლეტი
1.28 ₾ / ც. × 20
ყიდვა ↗25.50 ₾
35მგ · №20
-
ავერსი
ალაქსი 35მგ+42მგ #20ტ
1.08 ₾ / ც. × 20
ყიდვა ↗21.67 ₾
25.50 ₾
№20
-
GPC ყველაზე იაფი
ალაქსი ტაბლეტი #20
1.08 ₾ / ც. × 20
ყიდვა ↗21.68 ₾
25.50 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
ალაქსი ტაბლეტი #20
1.08 ₾ / ც. × 20
ყიდვა ↗21.68 ₾
25.50 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: aloe. ჯერ ყველაზე იაფი.
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება):
Aloe capensis+Frangulae corticis extractum siccum
10-15 მგ ანტრანოიდები ალოინზე გადაანგარიშებით ერთ ტაბლეტში/შაქრიანი გარსით დაფარულ ტაბლეტში
შემადგენლობა
1 შაქრიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერებები:
35 მგ Aloe barbadensis Miller-ის და/ან Aloe ferox Miller-ის გამომშრალი წვენი, ფხვნილის სახით (ალოეს ფოთლები) ანტრანოიდების შემცველობით, 18% ალოინზე გადაანგარიშებით.
42 მგ Rhamnus frangula L.-ის ქერქის მშრალი ექსტრაქტი (ხეჭრელის ქერქი), DER 5-8:1, ექსტრაგენტი: მეთანოლი) ანტრანოიდული ნაერთების შემცველობით, 15% ალოინზე გადაანგარიშებით.
დამხმარე ნივთიერებები:
ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდით, ლაქტოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზას, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი,
გარსი: საქაროზა, ტალკი, გაფრქვევით გამომშრალი გუმიარაბიკი, ფუტკრის თეთრი ცვილისა და კარნაუბის ცვილის ნარევი, Ponceau 4R (E 124).
ერთი შაქრიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 10-15 მგ ანტრანოიდულ ნაერთებს, ალოინის სახით.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
:
საფაღარათო პრეპარატი
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ალაქსი შაქრიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით შეიცავს ალოეს ფოთლების გამომშრალ წვენს (Aloe capensis) ფხვნილის სახით და ხეჭრელის ქერქის მშრალ ექსტრაქტს (Frangulae corticis extractum siccum).
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ ანტრანოიდებს აქვთ საფაღარათო მოქმედება. მათი მოქმედების მექანიზმი მოიცავს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკის გაძლიერებას (ნერვული დაბოლოებების გაღიზიანებით) და ნაწლავიდან წყლის რეზორბციის დათრგუნვას.
შედეგად, ჩქარდება ნაწლავების მოქმედება და რბილდება ნაწლავების შიგთავსი.
საფაღარათო მოქმედება შეიძლება განვითარდეს პრეპარატის მიღებიდან 8-12 საათის შემდეგ.
ალაქსი განკუთვნილია ხანმოკლე გამოყენებისთვის ეპიზოდური ყაბზობის დროს მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში.
თუ სიმპტომები გაძლიერდება ან არ გაქრება, მიმართეთ ექიმს.
გამოყენების
ჩვენებები
ყაბზობა;
სპასტიური კოლიტი, მეტეორიზმი;
ატონიური შეკრულობა, ქრონიკული ყაბზობა;
ბუასილი(ნაწლავების მოქმედების რეგულირებისთვის);
სწორი ნაწლავის ნაპრალები.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ
მიღების წესი და
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად
12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები, მოზრდილები, ხანდაზმული პაციენტები: 1-2 შაქრიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, საღამოს, ჭიქა წყლის მიყოლებით. ჩვეულებრივ, საკმარისია პრეპარატის მიღება კვირაში არა უმეტეს 2-3-ჯერ. ოპტიმალური ერთჯერადი დოზა არის მინიმალური დოზა, რომელიც იწვევს ნაწლავის დაცლას დარბილებული შიგთავსისგან, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
არ გადააჭარბოთ 30 მგ ანტრანოიდების დღიურ დოზას, რაც შეესაბამება დაახლოებით 2 ტაბლეტს დღეში.
ორსულობა და ლაქტაცია
არ გამოიყენოთ ორსულობისას, ვინაიდან მისი გამოყენების უსაფრთხოების დამადასტურებელი მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი, რეკომენდებული არ არის ამ სამკურნალო პროდუქტის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში. ზოგიერთი მეტაბოლიტი შეიძლება გადავიდეს დედის რძეში. თუ ეჭვი გაქვთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ მედიკამენტის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
გვერდითი მოქმედება:
შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
ხეჭრელის ქერქის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მუცლის არეში სპაზმი, ნაწლავის შიგთავსის გათხელება, განსაკუთრებით პაციენტებში გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომით. თუმცა, ეს სიმპტომები შესაძლებელია გამოვლინდეს გადაჭარბებული დოზებით მიღებისას, რა დროსაც საჭიროა დოზის შემცირება. ქრონიკულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს წყლისა და ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა, პროტეინურია და ჰემატურია.
პრეპარატის გამოყენებისას შარდის შეფერილობა შესაძლოა შეიცვლოს და გახდეს ყვითელი ან მოწითალო-მოყავისფრო (დამოკიდებულია შარდის pH-ზე); თუმცა, ეს სიმპტომი კლინიკურად მნიშვნელოვანი არ არის.
გამოშვების ფორმა:
ხელმისაწვდომი შეფუთვა: 2 ბლისტერი, თითოეულზე 10 შაქრიანი გარსით დაფარული ტაბლეტით, მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 25°C-მდე ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.