მონოგრაფია Nº 04962 ურეცეპტო
ლუბრილაქსი
sodium picosulfate
7.5მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი საწვეთურიანი ფლაკონი №1
დან14.36 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- პიკოსულფატი ნატრიუმის (Sodium picosulfate)
- მწარმოებელი
- Normon, ესპანეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატები
- იმპორტიორი საქართველოში
- გეფა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
7.5მგ/1მლ · 30მლ
-
GPC ყველაზე იაფი
ლუბრილაქსი ნორმონი წვეთები ორალური 7.5მგ/1მლ 30მლ ფლაკონი #1
ყიდვა ↗14.36 ₾
16.90 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
ლუბრილაქსი ნორმონი წვეთები ორალური 7.5მგ/1მლ 30მლ ფლაკონი #1
ყიდვა ↗14.36 ₾
16.90 ₾
75მგ/მლ · 30მლ
-
PSP
ლუბრილაქსი - Lubrilax წვეთები 7.5მგ/მლ 30მლ
ყიდვა ↗16.90 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: პიკოსულფატი ნატრიუმის. ჯერ ყველაზე იაფი.
ლაქსი
7.5მგ/1მლ წვეთები ორალური ფლაკონი №1 20მლ
ეზორი
7.5მგ/1მლ წვეთები ორალური ფლაკონი №1 25მლ
ელაქსა პიკო
5მგ ტაბლეტი №20
რეგულაქსი
20მლ წვეთები 1 ფლაკონი №1 20 მლ
გუტალაქსი
7.5მგ/1მლ წვეთები ორალური ფლაკონი №1 30მლ
პიკოლაქსი
PICOLAX
10მგ ტაბლეტი №30
ბენე ლაქსი
Bene Lax
სიროფი 150 მლ ფლაკონი #1
გუტალაქსი
Guttalax
7.5მგ/მლ 15მლ შიგნით მისაღები წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
გუტალაქსი
Guttalax
7.5მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
პიკოლაქსი
PICOLAX
0.75% 15მლ პერორალური ხსნარი
ინსტრუქცია
შემადგენლობა
1. რას წარმოადგენს ლუბრილაქსი და მისი გამოყენება
მედიკამენტის აქტიური ნივთიერება, ნატრიუმის პიკოსულფატი, მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. მასტიმულირებელ საფაღარათო საშუალებებს,
ლუბრილაქსი მედიკამენტია, რომელიც ნაჩვენებია ხანგამოშვებითი ყაბზობის სიმპტომების მოსახსნელად მოზრდილებსა და 6 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში.
საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ სიმპტომები უარესდება, დეფეკაცია არ აღინიშნება მაქსიმალური დღიური დოზის მიღებიდან 12 საათის შემდეგ, ან თუ სიმპტომები ისევ ნარჩუნდება მკურნალობის 6 დღის შემდეგ.
უკუჩვენებები
რეკომენდებულია დღეში 6-8 ჭიქა სითხის მიღება, როცა გამოიყენება ნებისმიერი ტიპის საფაღარათო საშუალება განავლის გასათხელებლად.
ლუბრილაქსი არ მიიღება:
- თუ პაციენტი ალერგიულია ნატრიუმის პიკოსულფატის ან პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);
- თუ პაციენტს აღენიშნება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, მუცლის სპაზმები, კუჭის არეში ტკივილი ან მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილი, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს აპენდიციტის ან მუცლის ღრუს სხვა პრობლემების შესახებ;
- თუ პაციენტს აღენიშნება ნაწლავების ანთებითი დაავადება, ნაწლავების ობსტრუქცია (ილეუსი), კუჭ-ნაწლავის პერფორაცია, არადიაგნოსტირებული ან ძლიერი მუცლის ტკივილი, ძლიერი დეჰიდრატაცია ან სისხლიანი განავალი;
- თუ პაციენტს აღენიშნება კუჭის მოქმედების (დეფაკაციის სიხშირის და განავლის კონსტიტენციის) უეცარი ცვლილება, რომელიც გრძელდება 2 კვირაზე მეტხანს.
- თუ ყაბზობასთან ერთად პაციენტს აღენიშნება აპენდიციტის სიმპტომები, როგორიცაა: გულისრევა, ღებინება ან მუცლის სპაზმები. რეკომენდებულია ექიმთან მიმართვა აპენდიციტის გამოსარიცხად;
- თუ პაციენტს აღენიშნება ქრონიკული ყაბზობა, რადგან ამ შემთხვევაში გამოკვლეულ უნდა იქნას ყაბზობის მიზეზი.
ბავშვები
6 წლამდე ასაკის ბავშვებში დანიშნულ უნდა იქნას მხოლოდ სამედიცინო ჩვენების საფუძველზე.
სხვა მედიკამენტები და ლუბრილაქსი
ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა, ან აპირებს, რომ მიიღოს.
დიურეტიკების (შარდმდენების) ან ადრენოკორტიკოსტეროიდების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ელექტროლიტური დისბალანსის რისკი, თუ მიიღება ლუბრილაქსის მაღალი დოზები. ელექტროლიტურმა დისბალანსმა შეიძლება გამოიწვიოს საგულე გლიკოზიდების (საგულე საშუალებები) მიმართ მგრძნობელობის გაზრდა.
ანტიბიოტიკების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება დააქვეითოს ლუბრილაქსის ეფექტი.
დიაგნოსტიკურ ანალიზებზე გავლენა:
ამ მედიკამენტის მიღებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ლაბორატორიული ანალიზების შედეგებზე, რადგან საფაღარათო საშუალებების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება დააქვეითოს სისხლში კალიუმის დონე (ჰიპოკალიემია).
ლუბრილაქსის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
წვეთების მიღება შეიძლება როგორც ცალკე, ისე ნებისმკიერ სასმელში (წყალი, რძე, ხილის წვენი და ა.შ.) გახსნილი სახით ან საკვებთან (პიურე, ფაფა და ა.შ.) ერთად.
ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული უნარი
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, პრეპარატის მიღებამდე, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფამაცევტთან მიმართვა.
ადამიანების რეპროდუქციულ უნარზე გავლენა არ არის შესწავლილი.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
არ ჩატარებულა სპეციფიკური კვლევები ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენის შესასწავლად.
ამ მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში თავბრუსხვევა და/ან სინკოპე შეიძლება განვითარდეს ვაზოვაგალური პასუხის (როგორიცაა მუცლის სპაზმები) შედეგად. თუ პაციენტს აღენიშნება მუცლის სპაზმები, თავიდან უნდა იქნას აცილებული პოტენციურად სახიფათო ქმედებების შესრულება, როგორიცაა ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა.
ლუბრილაქსი შეიცავს პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს და მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს
ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაყოვნებული ტიპის), რადგან შეიცავს პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს და მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს.
ლუბრილაქსი შეიცავს სორბიტოლს
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე შაქრის მიმართ აუტანლობა, საჭიროა ექიმთან მიმართვა ამ მედიკამენტის მიღებამდე.
ლუბრილაქსი შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს 23 მგ-ზე (1 მმოლ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ პრაქტიკულად “ნატრიუმისაგან თავისუფალია”.
განსაკუთრებული მითითებები
ლუბრილაქსით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
- ყველა სხვა საფაღარათო საშუალებების მსგავსად, ლუბრილაქსის მიღება არ უნდა მოხდეს მუდმივად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, რადგან შეიძლება გამოიწვიოს მიჩვევა, ასევე წყლისა და ელექტროლიტების დაკარგვა (ფაღარათი);
- ხანდაზმულებში ხანგრძლივად დანიშვნისას, შეიძლება გააუარესოს უღონობა და/ან სისუსტე, ან გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა;
- თავბრუსხვევა და/ან სინკოპე აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ნატრიუმის პიკოსულფატს. არსებული ინფორმაციის საფუძველზე, სინკოპე შეიძლება გამოწვეული იყოს გაჭინთვით დეფეკაციის დროს ან რეფლექსური პასუხი იყოს მუცლის ტკივილზე, რომელიც დაკავშირებულია ყაბზობასთან, და არ არის აუცილებელი, რომ დაკავშირებული იყოს ნატრიუმის პიკოსულფატის გამოყენებასთან.
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტან ინსტრუქციის მიხედვით ან მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზაა:
მოზრდილები და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვები:
9-13 წვეთი დღეში (4-6 მგ ნატრიუმის პიკოსულფატი), ერთჯერადი მიღების სახით.
ეს ნიშნავს, რომ მაქსიმალური დღიური დოზაა 13 წვეთი (6 მგ ნატრიუმის პიკოსულფატი).
6-12 წლის ასაკის ბავშვები:
2-9 წვეთი დღეში (1-4 მგ ნატრიუმის პიკოსულფატი), ერთჯერადი მიღების სახით.
ეს ნიშნავს, რომ მაქსიმალური დღიური დოზაა 9 წვეთი (4 მგ ნატრიუმის პიკოსულფატი).
ოპტიმალური დღიური დოზა უნდა დადგინდეს დოზის მომატებით ან შემცირებით.
მიღების მეთოდი:
განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
წვეთების მიღება შეიძლება როგორც ცალკე, ისე ნებისმიერი ტიპის სასმელში (წყალი, რძე, ხილის წვენი და ა.შ.) გახსნილი ხასით ან საკვებთან (პიურე, ფაფა და ა.შ.) ერთად.
ლუბრილაქსი მიღებულ უნდა იქნას საღამოს, რათა გამოიწვიოს კუჭის მოქმედება მეორე დილით. ინიშნება ერთჯერადი დოზის სახით.
საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ სიმპტომები უარესდება, დეფეკაცია არ აღინიშნება მაქსიმალური დღიური დოზის მიღებიდან 12 საათის შემდეგ. არ უნდა იქნას გამოყენებული 6 თანმიმდევრულ დღეზე მეტხანს ექიმთან კონსულტაციის გარეშე,
თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ ლუბრილაქსის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ლუბრილაქსის დოზის გადაჭარბებისას
შეიძლება აღინიშნოს კუჭ-ნაწლავის სპაზმები, განავალი ლორწოთი ან ფაღარათი, სითხის, კალიუმის და სხვა ელექტროლიტების დაკარგვა.
რეკომენდებულზე მაღალი დოზების მიღებისას აღწერილია მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის იშემიის (სისხლის ნაკადის დაქვეითების) შემთხვევები.
ყველა სხვა საფაღარათო საშუალების მსგავსად, ლაქსატივების უწყვეტად მაღალი დოზებით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული დიარეა, მუცლის ტკივილი, სისხლში კალიუმის დონის დაქვეითება, მეორეული ჰიპერალდოსტერონიზმი (თირკმელზედა ჯირკვლის მიერ ჰორმონ ალდოსტერონის ჭარბი გამოყოფა) და თირკმლის კალკულოზი (თირკმლის კენჭები). ასევე აღწერილია თირკმლის მილაკების დაზიანება, მეტაბოლური ალკალოზი (ბიკარბონატების დონის გაზრდა სისხლში) და კუნთების სისუსტე სისხლში კალიუმის დაქვეითების გამო.
ლუბრილაქსის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ტელ.: +34 91 562 04 20, წამლის დასახელებისა და მისი რაოდენობის მითითებით.
ლუბრილაქსის დოზის გამოტოვებისას
დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
დამატებითი კითხვების არსებობისას ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან არაუმცირეს 1 პაციენტში):
- ფაღარათი
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
- კოლიკა
- მუცლის ტკივილი
- დისკომფორტი მუცლის არეში.
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
- ღებინება
- გულისრევა
- თაბრუსხვევა
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება არსებული მონაცემების საფუძველზე ვერ ხერხდება):
- ჰიპერმგრძნობელობა (ალერგიული რეაქციები)
- ანგიონევროზული შეშუპება (კანქვეშა ქსოვილის შეშუპება)
- კანის რეაქციები
- სინკოპე
ნატრიუმის პიკოსულფატის, მედიკამენტის აქტიური ნივთიერების, შემცველი პრეპარატების მიღებამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს წყლის, კალიუმის და სხვა მარილების კარგვის გაძლიერება. ამან შეიძლება გამოიწვიოს გულის ფუნქციის დარღვევა, კუნთების სისუსტე და დაღლილობა, განსაკუთრებით დიურეტიკებთან და კორტიკოსტეროიდებთან ერთდროული მიღებისას.
გარდა ამისა, აღინიშნა თავბრუსხვევისა და სინკოპეს შემთხვევები. ნატრიუმის პიკოსულფატის მიღების შემდეგ თავბრუსხვევა და სინკოპე გამოწვეული უნდა იყოს ვაზოვაგალური პასუხით (როგორიცაა: მუცლის სპაზმები, დეფაკაცია).
5. ლუბრილაქსის შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის და შეფუთვის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ლუბრილქსი
- აქტიური ნივთიერებაა ნატრიუმის პიკოსულფატი, თითოეული მლ (17 წვეთი) შეიცავს 7.5 მგ-ს.
- სხვა დამხმარე ნივთიერებებია: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E-218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E-216), სორბიტოლი (E-420) და სხვა დამხმარე ნივთიერებები
ლუბრილაქსის ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა
ლუბრილაქსი მოწოდებულია 30 მლ საწვეთურიან ბოთლებში, რომლებიც შეიცავენ გამჭვირვალე, უფერო და უსუნო ხსნარს.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.