8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 02424 ურეცეპტო

პიკოლაქსი

PICOLAX

10მგ ტაბლეტი №30

დან16.99 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
პიკოლაქსი, 10მგ ტაბლეტი №30
მოქმედი ნივთიერება
პიკოსულფატი ნატრიუმის (Sodium picosulfate)
მწარმოებელი
ავერსი ფარმა, საქართველო
იმპორტიორი საქართველოში
ავერსი ფარმა
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • GPC ყველაზე იაფი

    პიკოლაქსი ტაბლეტი 10მგ #30

    0.57 ₾ / ც. × 30

    16.99 ₾

    19.99 ₾

    ყიდვა ↗
  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    პიკოლაქსი ტაბლეტი 10მგ #30

    0.57 ₾ / ც. × 30

    16.99 ₾

    19.99 ₾

    ყიდვა ↗
  • PSP

    პიკოლაქსი 10მგ. 30 ტაბლეტი

    0.66 ₾ / ც. × 30

  • ავერსი

    პიკოლაქსი 10მგ #30ტ

    0.67 ₾ / ც. × 30

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: პიკოსულფატი ნატრიუმის. ჯერ ყველაზე იაფი.

ლაქსი, 7.5მგ/1მლ წვეთები ორალური ფლაკონი №1 20მლ

ლაქსი

7.5მგ/1მლ წვეთები ორალური ფლაკონი №1 20მლ

პიკოსულფატი ნატრიუმის ვეტპრომი, ბულგარეთი
დან8.48 ₾
ეზორი, 7.5მგ/1მლ წვეთები ორალური ფლაკონი №1 25მლ

ეზორი

7.5მგ/1მლ წვეთები ორალური ფლაკონი №1 25მლ

პიკოსულფატი ნატრიუმის ლაინკო, ესპანეთი
დან11.10 ₾
ელაქსა პიკო, 5მგ ტაბლეტი №20

ელაქსა პიკო

5მგ ტაბლეტი №20

პიკოსულფატი ნატრიუმის ფორტექსი, ბულგარეთი
დან11.56 ₾
რეგულაქსი, 20მლ წვეთები 1 ფლაკონი №1 20 მლ

რეგულაქსი

20მლ წვეთები 1 ფლაკონი №1 20 მლ

პიკოსულფატი ნატრიუმის
დან12.56 ₾
გუტალაქსი, 7.5მგ/1მლ წვეთები ორალური ფლაკონი №1 30მლ

გუტალაქსი

7.5მგ/1მლ წვეთები ორალური ფლაკონი №1 30მლ

პიკოსულფატი ნატრიუმის ინსტუტიტო დე ანგელი, იტალია
დან13.00 ₾
ლუბრილაქსი, 7.5მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი საწვეთურიანი ფლაკონი №1

ლუბრილაქსი

sodium picosulfate

7.5მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი საწვეთურიანი ფლაკონი №1

პიკოსულფატი ნატრიუმის Normon, ესპანეთი
დან14.36 ₾
ბენე ლაქსი, სიროფი 150 მლ ფლაკონი #1

ბენე ლაქსი

Bene Lax

სიროფი 150 მლ ფლაკონი #1

პიკოსულფატი ნატრიუმის Labotanic, პორტუგალია
ურეცეპტო
გუტალაქსი, 7.5მგ/მლ 15მლ შიგნით მისაღები წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1

გუტალაქსი

Guttalax

7.5მგ/მლ 15მლ შიგნით მისაღები წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1

პიკოსულფატი ნატრიუმის Istituto De Angeli S.r.l, იტალია
ურეცეპტო
გუტალაქსი, 7.5მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1

გუტალაქსი

Guttalax

7.5მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1

პიკოსულფატი ნატრიუმის Istituto De Angeli S.r.l, იტალია
ურეცეპტო
პიკოლაქსი, 0.75% 15მლ პერორალური ხსნარი

პიკოლაქსი

PICOLAX

0.75% 15მლ პერორალური ხსნარი

პიკოსულფატი ნატრიუმის ავერსი ფარმა, საქართველო
ურეცეპტო

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემადგენლობა

1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:
ნატრიუმის პიკოსულფატს – 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი.
პერორალური ხსნარის 1 მლ შეიცავს:
ნატრიუმის პიკოსულფატს – 7.5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, თხევადი სორბიტოლი, პროპილენგლიკოლი, ფორთოხლის არომატიზატორი, ანანასის არომატიზატორი, გასუფთავებული წყალი.

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ნატრიუმის პიკოსულფატი - საფაღარათო საშუალებაა, რომელიც ამცირებს ელექტროლიტებისა და წყლის შეწოვას, აძლიერებს ნაწლავის პერისტალტიკას. ნაწლავური მიკროორგანიზმების ზემოქმედების შედეგად ჰიდროლიზდება აქტიური ფორმის წარმოქმნით, რომელიც იწვევს ნაწლავის ლორწოვანი გარსის რეცეპტორების გაღიზიანებას, რის შედეგადაც ჩქარდება ნაწლავის შიგთავსის გადაადგილება. მოქმედების ეფექტი აღინიშნება მიღებიდან 6-12 სთ-ის შემდეგ.

03

ფარმაკოკინეტიკა

არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. არ მონაწილეობს ენტეროჰეპატურ ცირკულაციაში.

04

ჩვენებები

  • ყაბზობა, განპირობებული მსხვილი ნაწლავის ჰიპოტონიით და დუნე პერისტალტიკით;
  • ბუასილის, პროქტიტის, ანალური ნაპრალის არსებობის დროს ფეკალიების გამოყოფის შესამსუბუქებლად;
  • ოპერაციის წინ და მის შემდგომ პერიოდში;
  • რენტგენოლოგიური ან ინსტრუმენტული მეთოდებით მუცლის ღრუს ორგანოების კვლევის მოსამზადებელ პერიოდში.
05

მიღების წესი და დოზირება

ტაბლეტები:
მოზრდილებში და ბავშვებში 10 წლის ზემოთ ინიშნება 5-10 მგ 1-ჯერ დღეში ძილის წინ.
ხსნარი პერორალური გამოყენებისათვის:
1 მლ შეიცავს 15 წვეთს.
მოზრდილებში და ბავშვებში 10 წლის ზემოთ ინიშნება 10-20 წვეთი (5-10 მგ) 1-ჯერ დღეში ძილის წინ.
ბავშვებში 4-დან 10 წლამდე _ 5-10 წვეთი (2.5-5.0 მგ) 1-ჯერ დღეში ძილის წინ.
პრეპარატის მიღება 4 წლამდე ბავშვებში არ არის რეკომენდებული.

06

გვერდითი მოვლენები

ფაღარათმა შესაძლოა გამოიწვიოს დეჰიდრატაცია, ელექტროლიტებისა და კალიუმის ნაკლებობა, კუნთების სისუსტე, დაღლილობა, აბდომინალური ტკივილი, არტერიული ჰიპოტონია.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

07

უკუჩვენებები

ნაწლავის გაუვალობა, ჩაჭედილი თიაქარი, მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე ანთებითი დაავადებები (მწვავე აპენდიციტი, პერიტონიტი, გაურკვეველი გენეზის ტკივილი მუცლის არეში), სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და საშვილოსნოდან, სპასტიური ყაბზობა, ორსულობის I ტრიმესტრი, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, 4 წლამდე ასაკი.

08

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის I ტრიმესტრში. II და III ტრიმესტრში და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ.

09

განსაკუთრებული მითითებები

ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ლაქტოზა-გალაქტოზას მიმართ მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებში პიკოლაქსი-ავერსის გამოყენება რეკომენდებული არ არის. პერორალური ხსნარი არ შეიცავს საქაროზას, რის გამოც შესაძლებელია მისი გამოყენება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.
არ არსებობს მონაცემები სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების შესახებ.
არასასურველია მიღება ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე.

10

ჭარბი დოზირება

პრეპარატის ჭარბი დოზირებით გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს შეტევითი ხასიათის ტკივილი მუცლის ღრუში, ხშირი დეფეკაცია, მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის იშემია, ჰიპერალდოსტერონიზმი. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, ელექტროლიტური ბალანსის კორექცია, სპაზმოლიზური საშუალებები.

11

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

პრეპარატის გამოყენება ანტიბიოტიკებთან ერთად იწვევს საფაღარათო ეფექტის დაქვეითებას. დიურეტიკებთან და გლუკოკორტიკოსტეროიდებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ელექტროლიტური დარღვევების რისკი. ელექტროლიტური დისბალანსის გამო პაციენტები ძნელად იტანენ საგულე გლიკოზიდებს პრეპარატთან ერთდროული გამოყენებისას.

12

შენახვის პირობები

ტაბლეტები: ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ხსნარი პერორალური გამოყენებისათვის: ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე,
სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი ვარგისია გამოყენებისათვის 30 დღის განმავლობაში.
დაუშვებელია გაყინვა.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

13

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე).

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.