მონოგრაფია Nº 02608 ურეცეპტო
რინგერის ხსნარი
RINGER SOLUTION
- 500მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი
დან1.60 ₾ 1 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- Calcium chloride Potassium chloride ნატრიუმის ქლორიდი (Sodium chloride)
- მწარმოებელი
- ჰემოფარმი, სერბეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- პოლიიონური ხსნარები
- იმპორტიორი საქართველოში
- ჰემოფარმი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
PSP
რინგერი - Ringer (Ri) 500მლ Nh/In
ყიდვა ↗1.60 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება ან ჯგუფური დასახელება:
ნატრიუმის ქლორიდის შემცველი რთული ხსნარი [კალიუმის ქლორიდი+კალციუმის ქლორიდი+ნატრიუმის ქლორიდი].
სამკურნალწამლო ფორმა:საინფუზიო ხსნარი.
შემადგენლობა
1000მლ ხსნარი შეიცავს: მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდი 8,60გ, კალციუმის ქლორიდი-0,33გ, კალიუმის ქლორიდი 0,30გ; დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი, რაც შეესაბამება ნატრიუმს (Na+)-147,00 მმოლ/ლ, კალიუმს (K+)-4,00 მმოლ/ლ, კალციუმს (Ca2+)-2,25 მმოლ/ლ, ქლორს (Cl-)-155,60 მმოლ/ლ.
თეორიული ოსმოლარობა: 309 მოსმ/ლ.
აღწერა
უფერო გამჭვირავლე ხსნარი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
რეჰიდრატაციული საშუალება, ახდენს დეზინტოქსიკაციურ მოქმედებას, ასტაბილურებს სისხლის წყალ-ელექტროლიტურ შემადგენლობას. მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემავსებელი საშუალების სახით გამოყენებისას, სწრაფი გამოსვლის გამო ექსტრავაზალურ სივრცეში, ეფექტი ნარჩუნდება მხოლოდ 30-40 წუთი) რის გამოც ხსნარი გამოსადეგია მხოლოდ მოცირკულირე სისხლის მოცულობის ხანმოკლედ შესავსებად).
ჩვენებები
პლაზმის შემცვლელი საშუალების სახით, როდესაც არ არის ერითროციტების გადასხმის აუცილებლობა, მათ შორის შოკი, კოლაფსი, დამწვრობა მოყინვა, ხანგრძლივი ღებინება, დიარეა. წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის კორექციისთვის მწვავე პერიტონიტისას და ნაწლავთა გაუვალობისას, ნაწლავთა ფისტულები, სხვადასვა ეტიოლოგიის დეჰიდრატაცია; მეტაბოლური ალკალოზი, რასაც ახლავს სითხის დანაკარგი.
მიღების წესი და დოზირება
ინტრავენურად წვეთოვნად, 60-80 წვეთი წუთში, ან ნაკადურად. დღეღამური დოზა მოზრდილებისთვის 5-20-მლ/კგ, აუცილებლობისას შეიძლება გაიზარდოს 30-50მლ/კგ-მდე. დღიური დოზა ბავშვებისთვის - 5-10მლ/კგ, შეყვანის სიჩქარე 30-60 წვეთი/წუთში, შოკური დეჰიდრატაციისას დასაწყისში შეყავთ 20-30მლ/კგ. მკურნალობის კურსი - 3-5 დღე.
გვერდითი მოვლენები
ჰიპერჰიდრატაცია, ჰიპოკალიემია, ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ჰიპერნატრიემია, ჰიპერქლორემია, აციდოზი, გულის ქრონიკული უკმარისობა, ფილტვების შეშუპება, ტვინის შეშუპება, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ჰიპერვოლემია, გლუკოკორტიკოსტეროიდებით თანმხლები თერაპია.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პერიოდში იყენებენ ისეთ შემთხვევებში, როცა მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის, აჭარბებს ნაყოფზე მოქმედების შესაძლო რისკს. პრეპარტის მიღებისას საჭროა ძუძუთი კვებისგან თავის შეკავება, შესაბამისი კლინიკური მონაცემების არ არსებობის გამო.
განსაკუთრებული მითითებები
ხანგრლივი მიღებისას აუცილებელია პლაზმასა და დღეღამურ დიურეზში ელექტროლიტების კონტროლი.
ქლორის იონების მაღალი დონის გამო რეკომენდებული არ არის პრეპარატის ხანგრძლივი მიღება.
დიდი მოცულობის სწრაფი შეყვანის შემთხვევაში აუცილებელია მჟავა-ტუტოვანი მდგომარეობის და ელექტროლიტების დონის კონტროლი. სისხლის pH-c ის (მჟავიანობის) ცვლილება იწვევს კალიუმის იონების გადანაწილების გადაჭარბებას (pH-is დაქვეითება იწვევს კალიუმის იონების შემცველობის მომატებას სისხლის შრატში).
შეიძლება მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარიანი დაუზიანებელი ფლაკონების გამოყენება!
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
შესაძლებელია ორგანიზმში ნატრიუმის შეკავების დაყოვნება შემდეგ სამკურნალწამლო საშუალებებთან ერთად მიღებისას: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, ანდროგენები, ანაბოლური ჰორმონები, ესტროგენები, კორტიკოტროპინი, მინერალკორტიკოიდები, ვაზოდილატატორები ან განგლიობლოკატორები. კალიუმის დამზოგველ დიურეზულებთნ, აგფ ინჰიბიტორებთან და კალიუმის პრეპარატებთან ერთად მიღებისას იზრდება ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი.
საგულე გლიკოზიდებთან კომბინაციაში იზრდება მათი ტოქსიური ეფქტების შესაძლებლობა.
შენახვის პირობები
ინახება 15-25oC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა 3 წელი.
გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაცემა რეცეპტით.
რეგისტრაციის ნომერი და თარიღი
#რ-001034
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ფიზიონორმი - წითელი A
Physionorm - Red A
ცხვირის წვეთები 5 მლ ფლაკონი #1
ნატრიუმის ქლორიდი
Sodium Chloride
0.9% 10 მლ ამპულა №10
ნატრ.ქლორ.0.9%
0.009 ხსნარი 10 ამპულა №10 5 მლ
ნატრი ქლორი
0.009 ხსნარი 50 ამპულა №50 5 მლ
ნეოფლექსი
0.9% 1 ფლაკონი №1
ტურკფლექსი
0.9% ხსნარი 1 ფლაკონი №1 500მლ
კალცი ქლორიდი
10% ხსნარი საინექციო ამპულა №10 5მლ
სალცი
5% 10 ფლაკონი №10
ნიზიტა
NIZITA
ცხვირის მალამო 20გ ტუბი # 1, ცხვირის მალამო 10გ ტუბი # 1
ნიზიტა
NIZITA
ცხვირის აეროზოლი 20მლ ფლაკონი # 1
ვისკოფლუ
30მლ კაფ TEMP 1 სპრეი №1 30 მლ
ედენორმი
0.05 წვეთები 1 ფლაკონი №1 10 მლ
აისოლი ბეიბი
პაკეტი 20 პაკეტი №20
აისოლი
პაკეტი 20 პაკეტი №20
მუკონები
0.03 ხსნარი 30 ამპულა №30 4 მლ
მუკონები საინჰ.ამპ.6%
0.06 ხსნარი 30 ამპულა №30 4 მლ
კოსმოკოლი პედიატრიული
CosmoCol Paediatric
6.9გ ფხვნილი პერორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №30
Smart ISOSPREY
Smart ISOSPREY
კალიუმ-ნორმინი
KALIUM-NORMIN
1000მგ ტაბლეტი # 30
ნებუსალი
Nebusal
7% საინჰალაციო ხსნარი 4მლ ფლაკონი # 1
ჰარტმანის ხსნარი
HARTMANN Solution
- 500მლ საინფუზიო ხსნარი
ჰიდროვიტი
HYDROVIT
6.03გ ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №10
ჰიდროვიტი
HYDROVIT®
4.869გ ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად ბავშვებისათვის პაკეტი №10
ჰიდროვიტი
HYDROVIT®
5.2გ ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად ბავშვებისათვის მარწყვის არომატით პაკეტი №10
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.