8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01520 Rx · რეცეპტით

ჰარტმანის ხსნარი

HARTMANN Solution

- 500მლ საინფუზიო ხსნარი

მოქმედი ნივთიერება
Calcium chloride ნატრიუმის ქლორიდი (Sodium chloride)
მწარმოებელი
ჰემოფარმი, სერბეთი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
პოლიიონური ხსნარები
იმპორტიორი საქართველოში
ჰემოფარმი
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემადგენლობა

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება ან ჯგუფის დასახელება: ნატრიუმის ლაქტატის რთული ხსნარი (კალიუმის ქლორიდი+კალციუმის ქლორიდი+ნატრიუმის ქლორიდი+ნატრიუმის ლაქტატი)
სამკურნალწამლო ფორმა: საინფუზიო ხსნარი.M
შემადგენლობა
1000მლ ხსნარი შეიცავს: მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდი 6.020გ, კალიუმის ქლორიდი 0,373გ, კალციუმის ქლორიდი 0,294გ, ნატრიუმის ლაქტატი 6,276;
დამხმარე ნივთიერებები: ქლორწყალბადმჟავა pH- ით 5,5-6,3, საინექციო წყალი, რაც შეესაბამება ნატრიუმს (Na+)-131,0 მმოლ/ლ, კალიუმს (K+)-5,0 მმოლ/ლ, კალციუმს (Ca2+)-2,0 მმოლ/ლ, ქლორს (Cl-)-112,0, მმოლ/ლ, ლაქტატს-28,0მმოლ/ლ. თეორიული ოსმოლარობა: 278 მოსმ/ლ.
აღწერა
უფერო გამჭვირავლე ხსნარი.

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ჰარტმანის ხსნარი შემადგენლობით და ოსმოლარობით შეესაბამება უჯრედგარე სითხეს. ამიტომ გამოიყენება უჯრედგარე სითხისა და ელექტროლიტების ასანაზღაურებლად, ასევე მჟავა-ტუტოვანი ბალანსის რეგულირებისთვის. თეორიულად ჰარტმანის ხსნარი უმჯობესია ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ საინფუზიო ხსნარზე, ვინაიდან იგი უზრუნველყოფს სამი მნიშვნელოვანი კათიონის (Na+, K+ და Ca2+)- ს უჯრედგარე სითხეში შევსებას. ლაქტატი მეტაბოლიზდება ორგანიზმში ბიკარბონატად, ამიტომ ხსნარს აქვს დამატუტიანებელი მოქმედება.

03

ჩვენებები

ჰიპოვოლემია და გამოხატული დეჰიდრატაცია ნორმალური მჟავა-ტუტოვანი მდგომარეობის ან სუსტი აციდოზისას, მათ შორის წყლისა და ელექტროლიტების დეფიციტის აღდგენისთვის მძიმე ღებინების ან დიარეის შემდეგ, ვრცელი დამწვრობების შემდეგ, პერიტონიტის, მძიმე იფნექციებისას.
ექსტრაცელური სითხის მოცულობის შენარჩუნება ქირურგიულ ჩარევამდე და მის შემდეგ, რაც იძლევა ჰემოტრანსფუზიის დროებით გადადების საშუალებას; მკურნალობის საწყისი ეტაპი მნიშვნელოვანი სისხლდანაკარგისას, შოკის, ტრავმებისას.

04

მიღების წესი და დოზირება

საერთო რაოდენობის დანიშვნა დამოკიდებულია ავადმყოფის კლინიკურ მდგომარეობაზე. გამოიყენება 2500მლ-მდე დღეში ინტავენური ინფუზიის სახით, საშუალო სიჩქარით 60წვეთი/წუთში, 2,5მლ/კგ/სთ., გადაუდებელი მდგომარეობებისას გადასხმის სიჩქარე შეიძლება გაიზარდოს 100 წვეთამდე წუთში.
საშუალო სადღეღამისო დოზა მოზრდილებისთვის - 1ლ, ბავშვებისთვის - 20-30 მლ/კგ.
პირველი 24 საათის განმავლობაში აუცილებელია სითხის დღე-ღამური მოთხოვნილების უზრუნველყოფა, პლიუს დეფიციტის ნახევარი, შემდეგი 2 დღის განმავლობაში 1/4¼ ნაწილი დეფიციტური სითხისა. ასე რომ დაკარგული სითხის საერთო დეფიციტი აღდგება 72 საათის განმავლობაში. ადრე დაკარგული სითხის ანაზღაურებისას აუცილებელია იმ დანაკარგის გათვალისწინება, რომელიც მიმდინარეობს და მისი აღდგენა.

05

გვერდითი მოვლენები

ჰიპერვოლემია, ჰიპერჰიდრატაცია, ჰიპერქლორემია; თრომბოფლებიტი; შფოთვა; ალერგიული რეაქციები.

06

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა, ჰიპერვოლემია, ჰიპერტონული დეჰიდრატაცია, ჰიპერკალიემია, ჰიპერნატრიემია, არტერიული ჰიპერტენზია, გულის ან/და თირკმლის უკმარისობა, ჰიპერქლორემია, ალკალოზი, ღვიძლის უკმარისობა (ჰიდროკარბონატის ან ლაქტატის წარმოქმნის დაქვეითება), ჰიპერლაქტაციდემია. სიფრთხილით_სუნთქვის უკმარისობა, მწვავე დეჰიდრატაცია, ჰიპოპროტეინემია, გლუკოკორტიკოსტეროიდებით და კორტიკოსტეროიდებით თანმხლები თერაპია.

07

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის პერიოდში იყენებენ ისეთ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის, აჭარბებს ნაყოფზე მოქმედების შესაძლო რისკს. პრეპარტის მიღებისას საჭროა ძუძუთი კვებისგან თავის შეკავება, შესაბამისი კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო.

08

განსაკუთრებული მითითებები

გამოიყენება პლაზმის მოცულობის შენარჩუნებისთვის ფიზიოლოგიურ საზღვრებში გადაუდებელი მდგომარეობებისას.
მიღება რეკომენდებული არ არის Na+, K+ და Ca2+- ს გამოხატული დეფიციტისას. დიდი მოცულობით მიღებისას საჭიროა მჟავა-ტუტოვანი მდგომარეობის კონტროლი. ჭარბი დოზირების შემთხვევაში ჩვეულებრივ საკამრისია შეყვანის შეწყვეტა.
თირკმლის უკმარისობისას შეიძლება გამოიყენონ ჰემოდიალიზი მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის უწყვეტი კონტროლით.
შეიძლება მხოლოდ დაუზიანებელი ფლაკონების გამოყენება გამჭვირვალე ხსნარით!

09

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

შესაძლოა ორგანიზმში ნატრიუმის შეკავების გაძლიერება შემდეგ სამკურნალწამლო საშუალებებთან ერთად მიღებისას: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, ანდროგენები, ანაბოლური ჰორმონები, ესტროგენები, კორტიკოტროპინი, მინერალკორტიკოიდები, ვაზოდილატატორები ან განგლიობლოკატორები.
კალიუმდამზოგველ დიურეზულებთან, აგფ ინჰიბიტორებთან და კალიუმის პრეპარატებთან ერთად მიღებისას იზრდება ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი.
საგულე გლიკოზიდებთან კომბინაციაში იზრდება მათი ტოქსიკური ეფექტების შესაძლებლობა.
ატუტიანებს შარდს და აფერხებს ტუტე რეაქციის მქონე პრეპარატების გამოყოფას. აჩქარებს Li+ და სალიცილატების გამოყოფას.

10

შენახვის პირობები

ინახება 15-25oC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა 3 წელი.
გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

11

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაცემა რეცეპტით.

12

რეგისტრაციის ნომერი და თარიღი

#რ-001035

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ფიზიონორმი - წითელი A, ცხვირის წვეთები 5 მლ ფლაკონი #1

ფიზიონორმი - წითელი A

Physionorm - Red A

ცხვირის წვეთები 5 მლ ფლაკონი #1

ნატრიუმის ქლორიდი Sri Pharmacare, ინდოეთი
დან0.79 ₾
ნატრიუმის ქლორიდი, 0.9% 10 მლ ამპულა №10

ნატრიუმის ქლორიდი

Sodium Chloride

0.9% 10 მლ ამპულა №10

ნატრიუმის ქლორიდი ბიოპოლუსი, საქართველო
დან1.55 ₾
რინგერის ხსნარი, - 500მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი

რინგერის ხსნარი

RINGER SOLUTION

- 500მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი

Calcium chloride + Potassium chloride + ნატრიუმის ქლორიდი ჰემოფარმი, სერბეთი
დან1.60 ₾
ნატრ.ქლორ.0.9%, 0.009 ხსნარი 10 ამპულა №10 5 მლ

ნატრ.ქლორ.0.9%

0.009 ხსნარი 10 ამპულა №10 5 მლ

ნატრიუმის ქლორიდი
დან2.75 ₾
ნატრი ქლორი, 0.009 ხსნარი 50 ამპულა №50 5 მლ

ნატრი ქლორი

0.009 ხსნარი 50 ამპულა №50 5 მლ

ნატრიუმის ქლორიდი
დან3.35 ₾
ნეოფლექსი, 0.9% 1 ფლაკონი №1

ნეოფლექსი

0.9% 1 ფლაკონი №1

ნატრიუმის ქლორიდი
დან3.75 ₾
ტურკფლექსი, 0.9% ხსნარი 1 ფლაკონი №1 500მლ

ტურკფლექსი

0.9% ხსნარი 1 ფლაკონი №1 500მლ

ნატრიუმის ქლორიდი
დან3.75 ₾
კალცი ქლორიდი, 10% ხსნარი საინექციო ამპულა №10 5მლ

კალცი ქლორიდი

10% ხსნარი საინექციო ამპულა №10 5მლ

Calcium chloride დარნიცა, უკრაინა
დან4.95 ₾
სალცი, 5% 10 ფლაკონი №10

სალცი

5% 10 ფლაკონი №10

ნატრიუმის ქლორიდი
დან15.26 ₾
ნიზიტა, ცხვირის მალამო 20გ ტუბი # 1, ცხვირის მალამო 10გ ტუბი # 1

ნიზიტა

NIZITA

ცხვირის მალამო 20გ ტუბი # 1, ცხვირის მალამო 10გ ტუბი # 1

ნატრიუმის ქლორიდი + Sodium hydrocarbonate Engelhard Arzneimittel, გერმანია
დან26.49 ₾
ნიზიტა, ცხვირის აეროზოლი 20მლ ფლაკონი # 1

ნიზიტა

NIZITA

ცხვირის აეროზოლი 20მლ ფლაკონი # 1

ნატრიუმის ქლორიდი Engelhard Arzneimittel, გერმანია
დან29.21 ₾
ვისკოფლუ, 30მლ კაფ TEMP 1 სპრეი №1 30 მლ

ვისკოფლუ

30მლ კაფ TEMP 1 სპრეი №1 30 მლ

აცეტილცისტეინი + ნატრიუმის ქლორიდი
დან29.64 ₾
ედენორმი, 0.05 წვეთები 1 ფლაკონი №1 10 მლ

ედენორმი

0.05 წვეთები 1 ფლაკონი №1 10 მლ

ნატრიუმის ქლორიდი
დან37.87 ₾
აისოლი ბეიბი, პაკეტი 20 პაკეტი №20

აისოლი ბეიბი

პაკეტი 20 პაკეტი №20

Glucose + Potassium chloride + ნატრიუმის ქლორიდი + Sodium citrate
დან39.00 ₾
აისოლი, პაკეტი 20 პაკეტი №20

აისოლი

პაკეტი 20 პაკეტი №20

Glucose + Potassium chloride + ნატრიუმის ქლორიდი + Sodium citrate
დან45.00 ₾
მუკონები, 0.03 ხსნარი 30 ამპულა №30 4 მლ

მუკონები

0.03 ხსნარი 30 ამპულა №30 4 მლ

ნატრიუმის ქლორიდი
დან64.96 ₾
მუკონები საინჰ.ამპ.6%, 0.06 ხსნარი 30 ამპულა №30 4 მლ

მუკონები საინჰ.ამპ.6%

0.06 ხსნარი 30 ამპულა №30 4 მლ

ნატრიუმის ქლორიდი
დან75.00 ₾
კოსმოკოლი პედიატრიული, 6.9გ ფხვნილი პერორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №30

კოსმოკოლი პედიატრიული

CosmoCol Paediatric

6.9გ ფხვნილი პერორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №30

Macrogol + Potassium chloride + Sodium carbonate + ნატრიუმის ქლორიდი Klocke Pharma-Service GmbH, გერმანია
დან84.56 ₾

Smart ISOSPREY

Smart ISOSPREY

ნატრიუმის ქლორიდი LEDA PHARMA, თურქეთი
ურეცეპტო
ნებუსალი, 7% საინჰალაციო ხსნარი 4მლ ფლაკონი # 1

ნებუსალი

Nebusal

7% საინჰალაციო ხსნარი 4მლ ფლაკონი # 1

Potassium chloride + ნატრიუმის ქლორიდი Forest Laboratories, დიდი ბრიტანეთი
ურეცეპტო

ჰიდროვიტი

HYDROVIT®

5.2გ ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად ბავშვებისათვის მარწყვის არომატით პაკეტი №10

Dextrose hydrate + ნატრიუმის ქლორიდი + Sodium citrate შტადა, გერმანია
ურეცეპტო
ჰიდროვიტი, 4.869გ ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად ბავშვებისათვის პაკეტი №10

ჰიდროვიტი

HYDROVIT®

4.869გ ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად ბავშვებისათვის პაკეტი №10

Dextrose hydrate + ნატრიუმის ქლორიდი + Sodium citrate შტადა, გერმანია
ურეცეპტო

ჰიდროვიტი

HYDROVIT

6.03გ ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №10

Dextrose hydrate + Potassium chloride + ნატრიუმის ქლორიდი + Sodium citrate შტადა, გერმანია
ურეცეპტო

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.