8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 04806 ურეცეპტო

რევოტექსი

Revotex

20მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + 2მლ გამხსნელი (საინექციო წყალი) ამპულა №1

დან3.88 ₾ 1 აფთიაქში, ნახე ფასები →
რევოტექსი, 20მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + 2მლ გამხსნელი (საინექციო წყალი) ამპულა №1
მოქმედი ნივთიერება
ტენოქსიკამი (Tenoxicam)
მწარმოებელი
VEM ILAC San, თურქეთი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ოქსიკამები
იმპორტიორი საქართველოში
ეიჩ ბი ჯორჯია
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • PSP

    რევოტექსი - Revotex 20მგ/2მლ ფლაკონი

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ტენოქსიკამი. ჯერ ყველაზე იაფი.

ავეტექსი, 20მგ ხსნარი 1 ფლაკონი №1

ავეტექსი

20მგ ხსნარი 1 ფლაკონი №1

ტენოქსიკამი
დან3.40 ₾
ნეო-ენდუსიქსი ი/მ ი/ვ, 20მგ ლიოფილიზატი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი+გამხსნელი 2მლ №1

ნეო-ენდუსიქსი ი/მ ი/ვ

20მგ ლიოფილიზატი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი+გამხსნელი 2მლ №1

ტენოქსიკამი ანფარმა, პოლონეთი
დან3.40 ₾
ნიუკოქსი, 20მგ ხსნარი 1 ფლაკონი №1

ნიუკოქსი

20მგ ხსნარი 1 ფლაკონი №1

ტენოქსიკამი
დან3.40 ₾
ტენიკამი, 20 მგ ლიოფილიზატი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 და გამხსნელი 2მლ საინექციო წყალი ამპულა №1

ტენიკამი

TENIKAM

20 მგ ლიოფილიზატი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 და გამხსნელი 2მლ საინექციო წყალი ამპულა №1

ტენოქსიკამი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან3.40 ₾
ტენიკამი, 20მგ ხსნარი 1 ფლაკონი №1

ტენიკამი

20მგ ხსნარი 1 ფლაკონი №1

ტენოქსიკამი
დან3.40 ₾
არტოქსანი, 20მგ რექტალური სუპოზიტირია №5

არტოქსანი

ARTOXAN

20მგ რექტალური სუპოზიტირია №5

ტენოქსიკამი Global Napi Pharmaceuticals, ეგვიპტე
დან4.22 ₾
რევიანოქსი, 20მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №3 + 2მლ გამხსნელი (საინექციო წყალი) ამპულა №3

რევიანოქსი

REVIANOX

20მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №3 + 2მლ გამხსნელი (საინექციო წყალი) ამპულა №3

ტენოქსიკამი BIOPOLUS, საქართველო
დან4.22 ₾
ართრინალ, 20მგ ტაბლეტი საღეჭი 10 კოლოფი №10

ართრინალ

20მგ ტაბლეტი საღეჭი 10 კოლოფი №10

ტენოქსიკამი
დან5.35 ₾
რევიანოქსი, 20მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10

რევიანოქსი

20მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10

ტენოქსიკამი
დან5.36 ₾
არტოქსანი, 20მგ კაფსულა №10

არტოქსანი

ARTOXAN

20მგ კაფსულა №10

ტენოქსიკამი Global Napi Pharmaceuticals, ეგვიპტე
დან6.22 ₾
ავეტექსი ტაბ, 20მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10

ავეტექსი ტაბ

20მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10

ტენოქსიკამი
დან6.23 ₾
ტენიკამი, 20მგ ტაბლეტი №10

ტენიკამი

20მგ ტაბლეტი №10

ტენოქსიკამი ვორლდ მედიცინ ილაჩ სან., თურქეთი
დან6.23 ₾
ტექსამენი, 20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ტექსამენი

TEKSAMEN

20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ტენოქსიკამი Mefar Ilac Sanayii A.S.,
დან6.23 ₾
ნეო-ენდუსიქსი, 20მგ ტაბლეტი №30

ნეო-ენდუსიქსი

20მგ ტაბლეტი №30

ტენოქსიკამი ანფარმა, პოლონეთი
დან16.19 ₾
არტოქსანი, 1% გელი ტუბი №1 45გრ

არტოქსანი

1% გელი ტუბი №1 45გრ

ტენოქსიკამი ვორლდ მედიცინ ილაჩ სან., თურქეთი
დან22.27 ₾
არტოქსანი, 1% 45გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1

არტოქსანი

ARTOXAN

1% 45გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1

ტენოქსიკამი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან26.18 ₾
ოქსიტენი, 20მგ ტაბლეტი #10

ოქსიტენი

Oxiten

20მგ ტაბლეტი #10

ტენოქსიკამი Anfarm Hellas S.A, საბერძნეთი
ურეცეპტო
ტენიკამი, 20მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 და 2მლ გამხსნელი (საინექციო წყალი) ამპულა №1

ტენიკამი

TENIKAM

20მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 და 2მლ გამხსნელი (საინექციო წყალი) ამპულა №1

ტენოქსიკამი ჯი-ემ-პი, საქართველო
ურეცეპტო
ტექსამენი - L, 20მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №3 და 2მლ გამხსნელი (საინექციო წყალი) ამპულა №3

ტექსამენი - L

TEKSAMEN-L

20მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №3 და 2მლ გამხსნელი (საინექციო წყალი) ამპულა №3

ტენოქსიკამი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
ურეცეპტო

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

რევოტექსი 20 მგ. ი.მ/ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ლიოფილიზირებული ფხვნილი ფლაკონში, გამხსნელთან ერთად.

თითოეული ფლაკონი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ტენოქსიკამს 20 მგ. - ყვითელი ფერის ლიოფიზირებული ფხვნილის სახით. 1 ამპულა გამხსნელი - შეიცვს 2 მლ საინექციო წყალს.

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

რევოტექსი – ეფექტური ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება:

ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი და ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით!

პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ორივე იზოფორმის ინჰიბირებით, რაც იწვევს არაქიდონმჟავას მეტაბოლიზმის დარღვევას და პროსტალგანდინების სინთეზის ბლოკადას.

რევოტექსის ანთების საწინააღმდეგო ეფექტი განპირობებულია:

კაპილარების განვლადობის შემცირებით (ზღუდავს ექსუდაციას)

ლიზოსომური მემბრანების სტაბილიზაციით (ხელს უშლის ქსოვილების დამაზიანებელი ლიზოსომური ფერმენტების გამოთავისუფლებას)

ანთების მედიატორების სინთეზის დათრგუნვით ან ინაქტივაციით. (პროსტალგანდინების, ჰისტამინის, ბრადიკინინის, ლიმფოკინების, კომპლემენტის ფაქტორების)

პრეპარატი ანთების კერაში ამცირებს:

თავისუფალი რადიკალების რაოდენობას,

ამცირებს ქემოტაქსისს და ფაგოციტოზს.

აფერხებს ანთების პროლიფერაციული ფაზის განვითარებას;

ამცირებს ქსოვილების პოსტანთებით სკლეროზირებას;

ახასიათებს ქონდროპროტექტორული მოქმედება.

ტკივილის შეგრძნებას ანთების კერაში და მოქმედებს ტკივილის თალამურ ცენტრებზე,

გააჩნია მადესენსიბილიზებელი მოქმედება (ხანგრძლივი გამოყენებისას).

რევმატიული დაავადებების დროს ამცირებს:

სახსრების ტკივილს როგორც მოსვენებულ მდგომარეობაში ასევე მოძრაობისას,

ამცირებს დილის შებოჭილობას და სახსრების შეშუპებას, აუმჯობესებს მათ ფუნქციას და ზრდის მოძრაობის დიაპაზონს.

03

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატს გააჩნია ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდი - 60-75 სთ. ადვილად გადალახავს ჰისტოჰემატურ ბარიერებს, კარგად აღწევს სინოვიურ სითხეში. Cmax-ს აღწევს 2 საათში. სისხლის ცილებს უკავშირდება 99%-ით. ახასიათებს მაღალი ბიოშეღწევადობა – 100%.

04

ჩვენებები

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებით-დეგენერაციული დაავადებები, თანმხლები ტკივილის სინდრომით:

რევმატოიდული ართრიტი, პოდაგრული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება);

ინფექციური არასპეციფიური პოლიართრიტი;

ტკივილის სინდრომის კუპირება შემდეგი დაავადებების/მდგომარეობების დროს:

ოსტეოართროზი, ოსტეოქონდროზი;

ტენდინიტი, ბურსიტი, მოიზიტი, პერიართრიტი

ართრალგია, ნერვალგია, მიალგია, იშალგია, ლუმბაგო;

ტრავმები, დაჭიმულობები, ამოვარდნილობები და რბილი ქსოვილების სხვა დაზიანებები.

ალგოდისმენორეა;

პოსტოპერაციული ტკივილი

თირკმლის ჭვალი

გამოყენების წესი და

05

მიღების წესი და დოზირება

რევოტექსი საინექციო ფორმა ინიშნება კუნთში ან ვენაში ინექციის სახით:

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მწვავე დაავადებების დროს, დოზით 20 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში. ტენოქსიკამით მკურნალობის ხანგრძლივობა, ჩვეულებრივ, არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს.

ტკივილის სინდრომისას ინიშნება დოზით 20 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში. 2-3 დღის განმავლობაში,

პოდაგრული ართრიტის მწვავე შეტევებისას: 20 მგ დღეში 2-ჯერ პირველი 2-3 დღის განმავლობაში, შემდეგ 20 მგ დღეში ერთხელ 5 დღის განმავლობაში.

რევმატოიდული ართრიტის ან შემაერთებელი ქსოვილის ანთებითი და დეგენარიციული დაავადებების დროს პრეპარატი შეყავთ ი/მ ან ი/ვ 20 მგ 1-ჯერ/დღეში, 3 დღის განმავლობაში, ხოლო შემდეგ 20 მგ ტაბლეტი ერთხელ დღეში, ერთი თვის განმავლობაში.

06

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ტენოქსიკამის ან სხვა აასს-ების მიმართ;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები;

სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;

ორსულობა;

ლაქტაციის პერიოდი;

ბავშვთა ასაკი;

„ასპირინული ტრიადა“;

ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის გამოხატული დარღვევები;

თირკმლის უკმარისობა;

გულის უკმარისობა;

სისხლის დაავადებები.

07

გვერდითი მოვლენები

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება მუცელში, ღებინება, მეტეორიზმი.

ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.

ალერგიული რეაქციები: ქავილი, ჭინჭრის ციება, ერითემა, სტივენს-ჯონსისა და ლაიელის სინდრომები.

ლაბორატორიული მაჩვენებლები: პლაზმაში კრეატინინის, შარდოვანას კონცენტრაციის მომატება, “ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტივობის მომატება.

08

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

პრეპარატი აძლიერებს ლითიუმის პრეპრატების, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ეფექტს (საჭიროა პროთრომბინის ინდექსის კონტროლი).

დიურეზულ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას გასათვალისწინებელია ის, რომ შესაძლოა მოხდეს ორგანიზმში ნატრიუმისა და წყლის შეკავება.

09

განსაკუთრებული მითითებები

როგორც სხვა აასს შემთხვევაში, ხანდაზმულ პაციენტებში ტენოქსიკამის გამოყენებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა. ხანდაზმული პაციენტები იმყოფებიან სერიოზული გვერდითი ეფექტების განვითარების მომატებული რისკის ქვეშ. ერთდროულად სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენების, ღვიძლის, თირკმლის, ან გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის არსებობის ალბათობა მათ ასევე უფრო მაღალი აქვთ. აასს გამოყენების აუცილებლობისას, საჭიროა უმცირესი ეფექტური დოზის და მკურნალობის მინიმალური შესაძლო პერიოდის დანიშვნა. აასს თერაპიისას, აუცილებელია პაციენტების მონიტორინგი კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენაზე.

უშუალოდ ქირურგიული ჩარევის შემდგომ. ქირურგიულ ჩარევამდე რამდენიმე დღით ადრე რევოტექსის მიღება უნდა შეწყდეს.

ხანგრძლივი მკურნალობისას საჭიროა ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის, სისხლში პროთრომბინული ინდექსის, სისხლში გლუკოზის შემცველობის კონტროლი. მკურნალობის ფონზე კუწ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანების ან სისხლდენის შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა.

უსაფრთხოება ბავშვებში გამოყენებისას არ არის დადგენილი.

ზეგავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე

მკურნალობის პერიოდში ავტომობილის მართვისა და სხვა პოტენციურად საშიში საქმიანობის შესრულებისას, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების მომატებულ კონცენტრაციასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს, აუცილებლად უნდა დავიცვათ სიფრთხილე. რადგან რევოტექსმა შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი გვერდითი ეფექტები როგორიც არის, თავბრუსხვევა, ძილიანობა და მხედველობის გაუარესება.

10

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება, ვინაიდან ამ კატეგორიის პაციენტებში რევოტექსის გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს.

მწარმოებელი : IVEMlac. თურქეთი

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.