მონოგრაფია Nº 02559 Rx · რეცეპტით
რაპიტუსი
Rapitus
0.6% სიროფი 120 მლ ფლაკონი #1
დან24.65 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- levodropropizine (Levodropropizine)
- მწარმოებელი
- Macleods Pharmaceuticals, ინდოეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ხველის საწინააღმდეგო საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- ეიჩ ბი ჯორჯია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
რაპიტუსი სიროფი 30მგ/5მლ 120მლ ფლაკონი #1
ყიდვა ↗24.65 ₾
29.00 ₾
-
GPC ყველაზე იაფი
რაპიტუსი სიროფი 30მგ/5მლ 120მლ ფლაკონი #1
ყიდვა ↗24.65 ₾
29.00 ₾
-
ავერსი
რაპიტუსი 30მგ/5მლ 120მლ სიროფი
ყიდვა ↗28.86 ₾
-
PSP
რაპიტუსი - Rapitus 30მგ/5მლ 120მლ სიროფი
ყიდვა ↗29.00 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: levodropropizine. ჯერ ყველაზე იაფი.
ბროვინი
BROVIN
0.6% სიროფი 120მლ ფლაკონი # 1, 0.6% სიროფი 60 მლ ფლაკონი #1
სოლვეტუსანი
Solvetusan
60მგ/10მლ 150მლ სიროფი ფლაკონი №1 საზომი ჭიქით
ლაპაზინი CR
90მგ ტაბლეტი №30
ინსტრუქცია
შემადგენლობა
ლევოდროპროპიზინი წარმოადგენს დროპროპიზინის იზომერს. იგი მოქმედებს ჰისტამინურ და ალფა -ადრენერგულ რეცეპტორებზე და არ უკავშირდება ბეტა-ადრენერგულ, მუსკარინულ და ოპიატურ რეცეპტორებს.
ფარმაკოკინეტიკა
ლევოდროპროპიზინი სწრაფად შეიწოვება კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალურ კონცენტრაციას პლაზმაში აღწევს 40–60 წთ–ის შემდეგ. T ½ პერიოდი შეადგენს 1–2 სთ-ს. ძირითადად გამოიყოფა თირკმლების საშუალებით შეუცვლელი ფორმით და ჰიდროქსი–მეტაბოლიტის სახით.
რაპიტუსი ხველას თრგუნავს მგრძნობიარე ნერვების პერიფერიულ დაბოლოებებზე მოქმედების გზით და ხველის რეფლექსში ჩართული ნეიროპეპტიდების მოდულირებით.
აღსანიშნავია, რომ ლევოდროპროპიზინი არ თრგუნავს ბრონქების ეპითელიუმის ცილიარულ აქტივობას და ბრონქიალური სეკრეტის რეოლოგიურ თვისებებს.
რაპიტუს გააჩნია ნაკლებად გამოხატული ეფექტი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
არ მოქმედებს სუნთქვისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციაზე.
რაპიტუსი არ იწვევს: შეჩვევას , დამოკიდებულებას, შეკრულობას
ჩვენებები
სასუნთქი გზების ალერგიული და ინფექციურ -ანთებითი დაავადიბები:
- მშრალი, არაპროდუქტიული ხველა
- ფარინგიტი , ლარინგიტი, ტრაქეიტი, ტრაქეო–ბრონქიტი
- ბრონქული ასთმა
- ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი
- ფილტვის ემფიზემა
- ხველა აგფ– ინჰიბიტორების მიღების ფონზე
რაპიტუსის ეფექტურობა და უპირატესობები:
- ხველის ინტენსივობის სწრაფი შემცირება
- ღამით გამოღვიძებების ნაკლები სიხშირე
- დღის აქტივობის შენარჩუნება
- ნაკლებად გამოხატული სედაციური ეფექტი
- დამატებითი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება
მიღების წესი და დოზირება
რაპიტუსი მიიღება ჭამამდე 1 საათით ადრე ან საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ. მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს 6 საათს.
ასაკობრივი ჯგუფი
წონა
ერთჯერადი დოზა
მიღების ჯერადობა
2–5 წლამდე
10-20კგ
1მგ/კგ (2–3 მლ)
3-ჯერ დღეში
5–12 წლამდე
21-30კგ
5მლ
3-ჯერ დღეში
12 წლის ზემოთ
30კგ – ზევით
10მლ
3-ჯერ დღეში
მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ექიმის მიერ და არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს. თუ 4-5 დღის განმავლობაში სიმპტომები არ გაქრა, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
გვერდითი მოვლენები:იშვიათ შემთხვევებში კანის ალერგიული რეაქციები . აჩქარებული გულისცემა გულძმარვა , მუცელში დისკომფორტი, ფაღარათი, თავბრუ,თავის ტკივილი.
უკუჩვენებები
ლევოდროპროპიზინი უკუნაჩვენებია პაციენტებში ,რომლებსაც გააჩნიათ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.ლევოდროპროპიზინის გამოყენება არ შეიძლება პაციენტებში ბრონქული ჰიპერსეკრეციით და დაქვეითებული მუკოცილიარული ფუნქციით ( კართაგენერის სინდრომი ან ცილიარული დისკინეზია) და ასევე პაციენტებში ღვიძლისა და თირკმლის მძიმე უკმარისობით. ლევოდროპროპიზინი არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
განსაკუთრებული მითითებები
ლევოდროპროპიზინი არ გამოიყენება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. მკურნალობის ხანმოკლე პერიოდის შემდეგ შესამჩნევი ეფექტის არარსებობის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია .მიუხედავად იმისა , რომ ლევოდროპროპიზინი იშვიათად იწვევს სედაციას , პაციენტი უნდა მოერიდოს ავტომობილის მართვას ან მექანიზმთან მუშობას . 2წლამდე ასაკის ბავშვებში მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.
წამლებთან ურთიერთქმედება
სიფრთხილეა საჭირო სედატიურ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას.
ჭარბი დოზირება
გადაჭარბებული დოზის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების გაძლიერება.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურის პირობებში
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
სიროფი 120 მლ. ფლაკონი #1
გაიცემა რეცეპტით
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.