მონოგრაფია Nº 00520 Rx · რეცეპტით
ბროვინი
BROVIN
0.6% სიროფი 120მლ ფლაკონი # 1, 0.6% სიროფი 60 მლ ფლაკონი #1
დან22.01 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- levodropropizine (Levodropropizine)
- მწარმოებელი
- Osoth Inter Laboratories Co, ტაილანდი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- ევროდრაგ ლაბორატორის ჯორჯია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
0.6% · 60მლ
-
PSP ყველაზე იაფი
ბროვინი - BROVIN სიროფი 60მლ
ყიდვა ↗25.35 ₾
-
ავერსი
ბროვინი 0.6% 60მლ სიროფი
ყიდვა ↗25.80 ₾
-
PSP
ბროვინი - Brovine სიროფი 60მლ
ყიდვა ↗25.85 ₾
0.6% · 120მლ
-
PSP ყველაზე იაფი
ბროვინი - BROVIN სიროფი 120მლ
ყიდვა ↗41.71 ₾
-
ავერსი
ბროვინი 0.6% 120მლ სიროფი
ყიდვა ↗41.73 ₾
-
PSP
ბროვინი - Brovine სიროფი 120მლ
ყიდვა ↗41.75 ₾
30მგ/5მლ · 60მლ
-
GPC ყველაზე იაფი
ბროვინი სიროფი 30მგ/5მლ 60მლ ფლაკონი #1
ყიდვა ↗22.01 ₾
25.90 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
ბროვინი სიროფი 30მგ/5მლ 60მლ ფლაკონი #1
ყიდვა ↗22.01 ₾
25.90 ₾
30მგ/5მლ · 120მლ
-
GPC ყველაზე იაფი
ბროვინი სიროფი 30მგ/5მლ 120მლ ფლაკონი #1
ყიდვა ↗35.70 ₾
42.00 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
ბროვინი სიროფი 30მგ/5მლ 120მლ ფლაკონი #1
ყიდვა ↗35.70 ₾
42.00 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: levodropropizine. ჯერ ყველაზე იაფი.
რაპიტუსი
Rapitus
0.6% სიროფი 120 მლ ფლაკონი #1
სოლვეტუსანი
Solvetusan
60მგ/10მლ 150მლ სიროფი ფლაკონი №1 საზომი ჭიქით
ლაპაზინი CR
90მგ ტაბლეტი №30
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
ბროვინის შემადგენლობა:
- აქტიური ნივთიერება არის ლევოდროპროპიზინი
- სხვა ინგრედიენტებია: სუკროზა, მეთილის პარაბენი, პროპილის პარაბენი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, დატრიუმის ჰიდროქსიდი,ალუბლის არომატი,წყალი
ჩვენებები
ბროვინის თითო მლ სიროფი შეიცავს 6 მგ ლევოდროპროპიზინს და გამოიყენება მოზრდილებში და 2 წელზე ზემოთ ასაკის ბავშვებში ხველების სიმპტომატური მკურნალობის დროს.
მიღების წესი და დოზირება
მიიღეთ ბროვინი ექიმის დანიშნულების მიხედვით.შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უფროსები და 12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვები:
10 მლ (60 მგ ლევოდროპროპიზინის ექვივალენტური), დღეში სამჯერ, სულ მცირე ექვს საათიანი ინტერვალით.
2 წელს ზემოთ ბავშვები:
ბავშვებისათვის დოზა არის 1 მგ/კგ, დღეში სამჯერ, დღიური საერთო დოზით 3 მგ/კგ.
პრეპარატი გამოიყენება პერორალურად.
პრეპარატი მიიღება საკვების მიღებებს შორის, ვინაიდან საკვების ზეგავლენა ჯერ დადგენილი არ არის.
გვერდითი მოვლენები
ისევე როგორც სხვა მედიკამეტებს ბროვინსაც აქვს გვერდითი მოვლენები,თუმცა შესაძლებელია ყველა პაციენტში არ გამოვლინდეს.
კუჭნაწლავის ტრაქტი:
გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, მუცელში დისკომფორტი, ფაღარათი.
ცენტრალური ნერვული სისტემა:
გამოფიტვა, ძილიანობა, თავბრუ, თავის ტკვილი, დაბუჟება, დაქვეითებული ცნობიერება
გულსისხლძარღვთა სისტემა:
აჩქარებული გულისცემა
კანის გართულებანი:
წინასწარი განწყობილების მქონე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ვინაიდან პრეპარატი შეიცავს პარაბენს.
იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა კანის ალერგიული რექციები.
უკუჩვენებები
არ მიიღოთ ბროვინი :
- თუ თუ ხართ ალერგიული ლევოდროპროპიზინის ან ბროვინის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ.
- თუ აღგენიშნებათ ლორწოს გადაჭარბებული რაოდენობით გამოყოფა(ბრონქორეა)
- თუ მუკოცილიარული ფუნქცია შეზღუდული გაქვთ(კარტაგენერის სინდრომი, ცილიარული დისკინეზია).
- თუ აღგენიშნებათ ღვიძლის მწვავე გაუარესება.
- ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.
განსაკუთრებული ყურადღებით მიიღეთ ბროვინი
- თუ გაწუხებთ თირკმლის სერიოზული უკმარისობა (კრეატინინის კლერანსი(35 მლ/წთ)
- თუ აღგენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის გართულება.შესაძლებელია ექიმმა დაბალი დოზა დაგინიშნოთ.
- 2 წელზე ქვემოთ ასაკის ბავშვებში. დღეისათვის არ არის მონაცემები თუ რამდენად უსაფრთხო და ეფექტურია ლევოდროპროპიზინი გამოყენება 24 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვებში.
- ეს არის ხველების სიმპტომატური საშუალება ,რომლის გამოყენებაც შესაძლებელია გამომწვევი დაავადების დიაგნოზის დადგენამდე და რეკომენდირებულია ხანმოკლე პერიოდით გამოყენება(მაქსიმუმ 14 დღე)
- ხანდაზმულებ პაციენტებში დოზა და დოზებს შორის ინტერვალი კორექციას არ საჭიროებენ. მიუხედავად ამისა, ხანდაზმულებში სიფრთხილეა საჭირო, ვინაიდან არსებობს ჩვენებები, რომ ასაკთან ერთად ფარმაკოდინამიური მგრძნობელობა იცვლება.
ორსულობა და ლაქტაცია
მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ლევოდროპროპიზინი ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს არ გამოიყენება.
განსაკუთრებული მითითებები
მანქანის მართვასა და მძღოლებთან დაკავშირებული მითითებანი
ლევოდროპროპიზინმა შესაძლებელია გამოიწვიოს ძილიანობის განვითარება ,რაც სატრანსპორტო საშუალებების თუ სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს უნდა იქნეს გათვალისწინებული.
ბროვინის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ბროვინი შეიცავს სუკროზას. თუ თქვენი ორგანიზმი ვერ იტანს შაქარს მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
ჭარბი დოზირება
გადაჭარბებული დოზის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების გაძლიერება,დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ბროვინის მიღება
თუ დაგავიწყდათ ბროვინის მიღება,როგორც კი გაგახსენდებათ მიიღეთ რეკომენდირებული დოზა,არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
აუცილებლად მიაწოდეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ინფორმაცია თუ ღებულობთ ან მიგიღიათ ბოლო პერიოდში სხვა მედიკამენტები,განსაკუთრებით კი რეცეპტის გარეშე გაცემული მედიკამენტები.
- განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო როდესაც პაციენტი ღებულობს სედატიურ საშუალებებს.
- ლევოდროპროპიზინის მეტაბოლიზირება ხდება ძირითადად ღვიძლში. გათვალისწინებული უნდა იქნეს სხვა მედიკამეტებიც,რომელთა მეტაბოლიზირებაც ასევე ხდება ღვიძლში.
შენახვის პირობები
ინახება გრილ, მშრალ ადგილას, არა უმეტეს 30oC ტემპერატურის პირობებში. შეინახეთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილზე.
გამოიყენეთ მითითებული ვადის გასვლამდე. ვადისგასვლის თარიღში იგულისხმება თვის ბოლო დღე.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.