8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 02550 Rx · რეცეპტით

რაციოცეფი-ავერსი

Raciocef-Aversi

1.0 გ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსაამზადებლად ფლაკონში

დან4.55 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
რაციოცეფი-ავერსი, 1.0 გ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსაამზადებლად ფლაკონში
მოქმედი ნივთიერება
ცეფტრიაქსონი (Ceftriaxone)
მწარმოებელი
ავერსი ფარმა, საქართველო
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ცეფალოსპორინები
იმპორტიორი საქართველოში
ავერსი ფარმა
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

1გ · 1გრ

  • PSP

    რაციოცეფი - Raciocef ფლაკონი 1გ

1000მგ

  • GPC ყველაზე იაფი

    რაციოცეფი ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 1000მგ ფლაკონი #1

  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    რაციოცეფი ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 1000მგ ფლაკონი #1

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ცეფტრიაქსონი. ჯერ ყველაზე იაფი.

ცეფტრიაქსონი ი/მ ი/ვ, 1000მგ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1

ცეფტრიაქსონი ი/მ ი/ვ

1000მგ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1

ცეფტრიაქსონი ბორისოვო, ბელარუსი
დან1.55 ₾
ავექსონი-ავერსი, 1გ სტერილური ფხვნილი

ავექსონი-ავერსი

Aveqsoni-Aversi

1გ სტერილური ფხვნილი

ცეფტრიაქსონი ავერსი ფარმა, საქართველო
დან4.24 ₾
ცეფტრიაქსონი ნ/მ, 1გ პუდრა 1 ფლაკონი №1

ცეფტრიაქსონი ნ/მ

1გ პუდრა 1 ფლაკონი №1

ცეფტრიაქსონი
დან5.28 ₾
ცეფტა, 1გ ფხვნილი ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი N10

ცეფტა

Cefta

1გ ფხვნილი ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი N10

ცეფტრიაქსონი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან5.36 ₾
ნიუცეფი, 1გ პუდრა 1 ფლაკონი №1

ნიუცეფი

1გ პუდრა 1 ფლაკონი №1

ცეფტრიაქსონი
დან5.48 ₾
ბიოტრაქსონი, 1გ პუდრა 1 ფლაკონი №1

ბიოტრაქსონი

1გ პუდრა 1 ფლაკონი №1

ცეფტრიაქსონი
დან5.53 ₾
პეო ®, 1 გ. 1 ფლაკონი

პეო ®

PEO ®

1 გ. 1 ფლაკონი

ცეფტრიაქსონი LABORATORIO REIG JOFRE S.A., ესპანეთი
დან5.53 ₾
ცეფამედი, 1.0გ ფხვნილი ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №10

ცეფამედი

Cefamed

1.0გ ფხვნილი ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №10

ცეფტრიაქსონი EIPICO, ეგვიპტე
დან5.54 ₾
ცეფორტი, 1გ პუდრა 1 ფლაკონი №1

ცეფორტი

1გ პუდრა 1 ფლაკონი №1

ცეფტრიაქსონი
დან5.54 ₾
ცეფტრინორი ი/ვ ი/მ, 1000მგ ფხვნილი საინექციო/საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1

ცეფტრინორი ი/ვ ი/მ

1000მგ ფხვნილი საინექციო/საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1

ცეფტრიაქსონი ლაბ. ნორმონი, ესპანეთი
დან5.74 ₾
მედეოდექსი, 1,0გ ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + 5მლ გამხსნელი (1% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი) ამპულა №1

მედეოდექსი

MEDEODEX

1,0გ ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + 5მლ გამხსნელი (1% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი) ამპულა №1

ცეფტრიაქსონი Medeor, ინდოეთი
დან5.79 ₾
სანაცეფი, 1გ პუდრა 1 ფლაკონი №1

სანაცეფი

1გ პუდრა 1 ფლაკონი №1

ცეფტრიაქსონი
დან5.79 ₾
ცეფტრიაქსონი ABC, 1გ/3.5მლ 1გ ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 და გამხსნელი 35მგ/3.5მლ 3.5მლ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი ამპულა №1

ცეფტრიაქსონი ABC

Ceftriaxone ABC

1გ/3.5მლ 1გ ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 და გამხსნელი 35მგ/3.5მლ 3.5მლ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი ამპულა №1

ცეფტრიაქსონი ABC PHARMACEUTICI, იტალია
დან6.29 ₾
ბესტფორი, 1000მგ ი.მ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი #1

ბესტფორი

BESTFOR

1000მგ ი.მ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი #1

ცეფტრიაქსონი Bilim Pharmaceuticals, თურქეთი
დან6.33 ₾
დეცეფინი ი/მ, 1000მგ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი+გამხსნელი №1

დეცეფინი ი/მ

1000მგ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი+გამხსნელი №1

ცეფტრიაქსონი დევა ჰოლდინგი, თურქეთი
დან6.33 ₾
პეო /ცეფტრიაქსონი, 1000მგ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი+გამხსნელი №1

პეო /ცეფტრიაქსონი

1000მგ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი+გამხსნელი №1

ცეფტრიაქსონი ლაბ. რეიგ ჯოფრე, ესპანეთი
დან6.33 ₾
როტაცეფი, 1.0გ ფხვნილი ი.მ./ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1

როტაცეფი

ROTACEF

1.0გ ფხვნილი ი.მ./ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1

ცეფტრიაქსონი Laboratorios Torlan, S.A., ესპანეთი
დან6.33 ₾
ულტრაცეფი, 1გ პუდრა 1 ფლაკონი №1

ულტრაცეფი

1გ პუდრა 1 ფლაკონი №1

ცეფტრიაქსონი
დან6.33 ₾
ცეფტრიაქსონი ნორმონი ი/მ, 1000მგ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი+გამხსნელი 3.5მლ №1

ცეფტრიაქსონი ნორმონი ი/მ

1000მგ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი+გამხსნელი 3.5მლ №1

ცეფტრიაქსონი ლაბ. ნორმონი, ესპანეთი
დან6.33 ₾
ცეფტრიაქსონი(პანტოქსონი) ი/მ, 1000მგ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი+გამხსნელი №1

ცეფტრიაქსონი(პანტოქსონი) ი/მ

1000მგ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი+გამხსნელი №1

ცეფტრიაქსონი ლაბ. ფარმაცეუტიკო, იტალია
დან6.33 ₾
ბელაცეფი, 1,0გ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №5

ბელაცეფი

Belacef

1,0გ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №5

ცეფტრიაქსონი Balkanpharma-Razgard AD, ბულგარეთი
დან7.47 ₾
როცეფინი, 1გ ფხვნილი ი.მ. საინიექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში და გამხსნელი 1% 3.5მლ ლიდოკაინის ხსნარი ამპულაში

როცეფინი

ROCEPHIN

1გ ფხვნილი ი.მ. საინიექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში და გამხსნელი 1% 3.5მლ ლიდოკაინის ხსნარი ამპულაში

ცეფტრიაქსონი ჰოფმან-ლა როში - შვეიცარია, შვეიცარია
დან17.94 ₾
ცეფტრიაქსონი(მედაქსონი) ი/ვ ი/მ, 1000მგ ფხვნილი საინექციო/საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №10

ცეფტრიაქსონი(მედაქსონი) ი/ვ ი/მ

1000მგ ფხვნილი საინექციო/საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №10

ცეფტრიაქსონი მედოქემი, კვიპროსი
დან55.41 ₾
აბიტრაქსი, 1გ ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + 3,5მლ გამხსნელი (1% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი) ფლაკონი №1

აბიტრაქსი

Abitrax

1გ ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + 3,5მლ გამხსნელი (1% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი) ფლაკონი №1

ცეფტრიაქსონი LABORATORIO FARMACEUTICO, იტალია
Rx · რეცეპტით
ავექსონი-ავერსი, 2გ სტერილური ფხვნილი

ავექსონი-ავერსი

Avexon-Aversi

2გ სტერილური ფხვნილი

ცეფტრიაქსონი ავერსი ფარმა, საქართველო
Rx · რეცეპტით
გამაქსონი, ი.ვ და ი.მ საინიექციო ხსნარის მოსამზადებელი 1გ ფხვნილი ფლაკონში

გამაქსონი

GAMAXON

ი.ვ და ი.მ საინიექციო ხსნარის მოსამზადებელი 1გ ფხვნილი ფლაკონში

ცეფტრიაქსონი გამა, საქართველო
Rx · რეცეპტით
დაიტრიქსი, 1გ/3,5მლ 1გ ფხვნილი ი.მ. საინიექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში და 3,5მლ გამხსნელი ამპულში

დაიტრიქსი

DAYTRIX

1გ/3,5მლ 1გ ფხვნილი ი.მ. საინიექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში და 3,5მლ გამხსნელი ამპულში

ცეფტრიაქსონი LABORATORIO FARMACEUTICO, იტალია
Rx · რეცეპტით
დესეფინი, გამხსნელი ამპულა №1

დესეფინი

Desefin

გამხსნელი ამპულა №1

ცეფტრიაქსონი DEVA Holding, თურქეთი
Rx · რეცეპტით

ლენდაცინი

Lendacin®

2გ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონში

ცეფტრიაქსონი Sandoz GmbH
Rx · რეცეპტით

ლენდაცინი

Lendacin®

250მგ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონში

ცეფტრიაქსონი Sandoz GmbH
Rx · რეცეპტით

ლენდაცინი

Lendacin

1გ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №5

ცეფტრიაქსონი Sandoz GmbH
Rx · რეცეპტით

ლენდაცინი

Lendacin

0.5გ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონში

ცეფტრიაქსონი Sandoz GmbH
Rx · რეცეპტით
პეო, 1გ ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში №1 + 3.5მლ გამხსნელი (ლიდოკაინის 1%-იანი საინექციო ხსნარი) ამპულაში №1

პეო

PEO

1გ ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში №1 + 3.5მლ გამხსნელი (ლიდოკაინის 1%-იანი საინექციო ხსნარი) ამპულაში №1

ცეფტრიაქსონი LABORATORIO REIG JOFRE S.A., ესპანეთი
Rx · რეცეპტით

რაციოცეფი-ავერსი

Raciocef-Aversi

0.5გ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში

ცეფტრიაქსონი ავერსი ფარმა, საქართველო
Rx · რეცეპტით
ტორნაქსონი, 1გ ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + გამხსნელი (1% 3,5მლ ლიდოკაინის წყალხსნარი) ამპულა №1

ტორნაქსონი

TORNAXON

1გ ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + გამხსნელი (1% 3,5მლ ლიდოკაინის წყალხსნარი) ამპულა №1

ცეფტრიაქსონი LABORATORIO FARMACEUTICO, იტალია
Rx · რეცეპტით

ცეფამედი

Cefamed

0,5გ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №10

ცეფტრიაქსონი EIPICO, ეგვიპტე
Rx · რეცეპტით
ცეფაქსონი, 1გ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №10

ცეფაქსონი

Cefaxon

1გ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №10

ცეფტრიაქსონი SHIN POONG PHARM.CO, კორეა
Rx · რეცეპტით
ცეფბათი, 1.0 გ ფხვნილი ფლაკონში №1 + 1%-იანი გამხსნელი 3.5 მლ ამპულა №1 ერთჯერად 5 მლ-იან შპრიცთან და ტამპონთან ერთად

ცეფბათი

Cefbat

1.0 გ ფხვნილი ფლაკონში №1 + 1%-იანი გამხსნელი 3.5 მლ ამპულა №1 ერთჯერად 5 მლ-იან შპრიცთან და ტამპონთან ერთად

ცეფტრიაქსონი ბიოპოლუსი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ცეფტრიაქსონი, 1.0 გ საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი ფლაკონში №1

ცეფტრიაქსონი

Ceftriaxone

1.0 გ საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი ფლაკონში №1

ცეფტრიაქსონი ბიოპოლუსი, საქართველო
Rx · რეცეპტით

ცეფტრიაქსონი

Ceftriaxone

1 გ სტერილური ფხვნილი ი.ვ./ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1

ცეფტრიაქსონი ავერსი ფარმა, საქართველო
Rx · რეცეპტით
ცეფტრიაქსონი ტექნიგენი, 1 ფლაკონი ცეფტრიაქსონი ტექნიგენი და 3,5 მლ 1% გამხსნელი (საინქციო ხსნარი + ლიდოკაინი)

ცეფტრიაქსონი ტექნიგენი

Ceftriaxone

1 ფლაკონი ცეფტრიაქსონი ტექნიგენი და 3,5 მლ 1% გამხსნელი (საინქციო ხსნარი + ლიდოკაინი)

ცეფტრიაქსონი LABORATORIO FARMACEUTICO, იტალია
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემადგენლობა

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრი ან მოყვითალო-თეთრი ფერის ფხვნილი;
შემადგენლობა:
1 ფლაკონი შეიცავს:
ნატრიუმის ცეფტრიაქსონს, 0.5 გ ან 1 გ ცეფტრიაქსონის ეკვივალენტურს.
გამოშვების ფორმა:
სტერილური ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად.

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

რაციოცეფი-ავერსი წარმოადგენს ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკს პარენტერული გამოყენებისთვის. მისი ბაქტერიციდული მოქმედება განპირობებულია მიკროორგანიზმის უჯრედის კედლის სინთეზის ინჰიბირებით. In vitro ცეფტრიაქსონი ხელს უშლის უმეტესი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიის ზრდის პროცესს. პრეპარატი მდგრადია ბეტა-ლაქტამაზას მიმართ. რაციოცეფი-ავერსი აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ:
გრამდადებითი ბაქტერიები: Staphylococcus aureus, S. epidermidis, streptococcus pneumonia, Str. pyogenes (A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკები), Str. agalactiae, Str. Viridans, Str. Bovis;
შენიშვნა: მეტიცილინ-რეზისტენტული Staphylococcus spp., ენტეროკოკების უმრავლესობა, მაგ. Enterococcus faecalis, რეზისტენტულია რაციოცეფი-ავერსის მიმართ;
გრამუარყოფითი ბაქტერიები: Aeromonas spp., Alcaligenes spp., Branhamella catarrhalis, Citrobacter spp., Enterobacter spp. (ზოგიერთი შტამი მდგრადია), Escherichia coli, Haemophilus ducreyi, Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Klebsiella spp. (Kl. pneumoniae-ს ჩათვლით), Moraxella spp., Morganella morganii, Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Plesiomonas shigelloides, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Providencia spp., Pseudomonas aeruginosa (ზოგიერთი შტამი მდგრადია), Salmonella spp. (S. typhi-ს ჩათვლით), Serratia spp. (S. marcescens-ის ჩათვლით), Shigella spp., Vibrio spp. (V. cholerae-ს ჩათვლით), Yersinia spp. (Y. enterocolitica-ს ჩათვლით);
ანაერობები: Bacteroides spp. (B. fragilis ზოგიერთი შტამის ჩათვლით), Clostridium spp. (C. difficile-ს შტამების უმეტესობა რეზისტენტულია), Fusobacterium spp. (F. mortiferum, F. varium-ის გარდა), Peptococcus spp., Peptostreptococcus spp.
რაციოცეფი-ავერსი ხასიათდება მაღალი ანტიმიკრობული აქტივობით. იგი ხანგრძლივად ცირკულირებს ორგანიზმში, რაც საშუალებას იძლევა რაციოცეფი-ავერსი გამოყენებულ იქნას დღე-ღამეში ერთხელ, ცალკეულ შემთხვევებში – 12 სთ-ში ერთხელ.

03

ფარმაკოკინეტიკა

ინტრამუსკულარული ინექციის შემდეგ პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს 100%-ს. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1 გ ცეფტრიაქსონის კუნთში ერთჯერადი შეყვანიდან 2-3 სთ-ის შემდეგ და შეადგენს დაახლოებით 81 მგ/ლ. ინტრავენურად შეყვანის შემდეგ ცეფტრიაქსონი სწრაფად დიფუნდირებს ქსოვილებსა და ინტერსტიციულ სითხეებში (მათ შორის ფილტვებში, გულში, სანაღვლე გზებში, ღვიძლში, ნუშისებრ ჯირკვლებში, შუა ყურში და ცხვირის ლორწოვან გარსში, ძვლოვან ქსოვილში, აგრეთვე თავ-ზურგ-ტვინის, პლევრულ და სინოვიურ სითხეებში, წინამდებარე ჯირკვლის სეკრეტში). ცეფტრიაქსონი ბაქტერიციდულ მოქმედებას მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებზე ავლენს 24 სთ-ის განმავლობაში. პრეპარატი შექცევადად უკავშირდება ალბუმინებს და ეს კავშირი მისი კონცენტრაციის უკუპროპორციულია: მაგ. როდესაც ცეფტრიაქსონის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ნაკლებია 100 მგ/ლ, მისი 95% უკავშირდება ცილებს, ხოლო კონცენტრაციის მომატებისას 300 მგ/ლ-მდე – მხოლოდ 85%. ინტერსტიციულ სითხეში ალბუმინის დაბალი შემცველობის გამო თავისუფალი ცეფტრიაქსონის კონცენტრაცია უფრო მაღალია, ვიდრე სისხლის შრატში.
მენინგიტით დაავადებულ მოზრდილებში ცეფტრიაქსონის 50 მგ/კგ სხეულის მასაზე დოზით შეყვანიდან 2-24 სთ-ის შემდეგ მისი კონცენტრაცია თავ-ზურგ-ტვინის სითხეში რამდენჯერმე აღემატება მენინგიტის გამომწვევი ყველაზე გავრცელებული მიკროორგანიზმებისათვის მინიმალურ დამთრგუნველ კონცენტრაციას.
ტვინის გარსების ანთების დროს ახალშობილებსა და ბავშვებში ცეფტრიაქსონი ადვილად გადის ჰემატო-ენცეფალურ ბარიერს. ბაქტერიული მენინგიტის შემთხვევაში ლიქვორში ხვდება პლაზმის ცეფტრიაქსონის 17%, ასეპტიკური მენინგიტის დროს კი – დაახლოებით 4%. ცეფტრიაქსონის საერთო პლაზმური კლირენსი შეადგენს 10-22 მლ/წთ, თირკმლის კლირენსი - 5-12 მლ/წთ. პრეპარატის 50-60% უცვლელი სახით გამოიყოფა შარდთან ერთად, ხოლო მისი 40-50% ნაღველთან ერთად გამოიყოფა ნაწლავებში, სადაც გარდაიქმნება არააქტიურ მეტაბოლიტებად. მოზრდილებში პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 8 სთ-ს. ახალშობილებში შეყვანილი დოზის დაახლოებით 70% გამოიყოფა თირკმელების საშუალებით. 8 დღემდე ასაკის ახალშობილებში და 75 წლის ასაკის ზევით პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება 2-3-ჯერ ახალგაზრდა ასაკის პაციენტებთან შედარებით.
ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობის მქონე მოზრდილ პაციენტებში აღინიშნება მხოლოდ ნახევარგამოყოფის პერიოდის უმნიშვნელო მატება. თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში ძლიერდება ცეფტრიაქსონის გამოყოფა ნაღველთან ერთად, ხოლო ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას – თირკმელების საშუალებით.

04

ჩვენებები

პრეპარატი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ:
 სასუნთქი სისტემის ინფექციები: ბრონქიტი, პნევმონია, ფილტვის აბსცესი, პლევრის ემპიემა;
 ოტორინოლარინგოლოგიური ინფექციები: შუა ყურის მწვავე ანთება, სინუსიტი, მასტოიდიტი;
 კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, მათ შორის ფურუნკულოზი, აბსცესი, ინფიცირებული დამწვრობა და ჭრილობა;
 ძვლებისა და სახსრების ინფექციები ოსტეომიელიტის ჩათვლით;
 სეფსისი;
 ბაქტერიული მენინგიტი;
 ბაქტერიული ენდოკარდიტი;
 ინტრააბდომინალური ინფექციები პერიტონიტის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და სანაღვლე გზების ინფექციების ჩათვლით;
 მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები, მათ შორის ენდომეტრიტი, სალპინგიტი, ტუბოოვარიული აბსცესი, პელვიოპერიტონიტი;
 ინფექციები დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში;
 გენერალიზებული სალმონელოზი;
 სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, მათ შორის გონორეა;
 შარდგამომყოფი სისტემის ინფექციები პიელონეფრიტის, ცისტიტის, ურეთრიტის, პროსტატიტის ჩათვლით;
 ინფექციების პროფილაქტიკა ქირურგიაში.

05

მიღების წესი და დოზირება

რაციოცეფი-ავერსი შეყავთ კუნთში ან ვენაში.
მოზრდილებში და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში, ასევე 50 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე ბავშვებში რაციოცეფი-ავერსის სადღეღამისო დოზა შეადგენს 1-2 გ-ს (24 სთ-ში ერთხელ). მძიმე შემთხვევებში ან რაციოცეფი-ავერსის მიმართ ზომიერად მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების დროს შესაძლებელია სადღეღამისო დოზის გაზრდა 4 გ-მდე (2 გ 12 სთ-იანი ინტერვალით).
ახალშობილებში 3 კვირის ასაკიდან და 12 წლამდე ბავშვებში სადღეღამისო დოზა შეადგენს 20-80 მგ/კგ სხეულის მასაზე.
2 კვირამდე ახალშობილებში რაციოცეფი-ავერსის დოზა შეადგენს დღეში 20-50 მგ/კგ სხეულის მასაზე. ახალშობილთა ფერმენტული სისტემის უმწიფრობის გამო სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 50 მგ/კგ-ს სხეულის მასაზე. ახალშობილებში ინტრავენური ინფუზიის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 60 წთ-ს.
პრეპარატის 50 მგ/კგ სხეულის მასაზე და მეტი დოზით ვენაში შეყავთ ინფუზიის სახით, არანაკლებ 30 წთ-ის განმავლობაში.
ახალშობილებსა და მცირე ასაკის ბავშვებში ბაქტერიული მენინგიტის დროს პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 100 მგ/კგ სხეულის მასაზე დღე-ღამეში ერთხელ, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 4 გ. პათოგენური მიკროორგანიზმის განსაზღვრისა და მისი მგრძნობელობის დადგენის შემდეგ შესაძლებელია დოზის შესაბამისი შემცირება.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობაზე. ჩვეულებრივ იგი 4-14 დღეს შეადგენს. მძიმე ინფექციური დაავადების დროს რეკომენდებულია მისი გახანგრძლივება. მკურნალობა გრძელდება დაავადების სიმპტომების გაქრობიდან მინიმუმ 2-3 დღის განმავლობაში.
გონორეის დროს ინიშნება 250 მგ რაციოცეფი-ავერსი კუნთში ერთჯერადად.
პოსტოპერაციული ინფექციების განვითარების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია 1-2 გ რაციოცეფი-ავერსის ერთჯერადი შეყვანა ოპერაციამდე 30-90 წთ-ით ადრე.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა ღვიძლის შენარჩუნებული ფუნქციის ფონზე არ მოითხოვს დოზის შემცირებას და პირიქით. თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში, როდესაც კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 10 მლ/წთ, სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს. ერთდროულად თირკმლისა და ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში აუცილებელია პლაზმაში რაციოცეფი-ავერსის კონცენტრაციის მუდმივი კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში - დოზის კორექცია.
ხსნარის მომზადების წესი:
კუნთში შეყვანის მიზნით რაციოცეფი-ავერსის 0.5 გ იხსნება 2 მლ, ხოლო 1 გ - 3.5 მლ 1%-იან ლიდოკაინის ხსნარში. პრეპარატი ღრმად შეყავთ დუნდულოს ზედა გარეთა კვადრანტში. ერთ დუნდულოში შეყვანილი პრეპარატის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 გ-ს. დაუშვებელია ლიდოკაინის შემცველი ხსნარის შეყვანა ვენაში.
ინტრავენური ინექციისათვის რაციოცეფი-ავერსის 0.5 გ იხსნება 5 მლ, ხოლო 1 გ - 10 მლ სტერილურ საინექციო წყალში. ხსნარი შეყავთ ვენაში ნელა (2-4 წთ-ის განმავლობაში).
ინტრავენური ინფუზიისათვის ხსნარის მოსამზადებლად რაციოცეფი-ავერსის 2 გ იხსნება 40 მლ კალციუმის იონებისაგან თავისუფალი შემდეგი ხსნარებიდან ერთ-ერთში: 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი, 5%-იანი ან 10%-იანი გლუკოზის ხსნარი, 5%-იანი ფრუქტოზის ხსნარი. ინფუზიის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 30 წთ-ს.
ხსნარი გამოიყენება მომზადებისთანავე.

06

გვერდითი მოვლენები

ჩვეულებრივ რაციოცეფი-ავერსი კარგად გადაიტანება. იშვიათად შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გვერდითი მოვლენები:
ალერგიული და იმუნოპათოლოგიური რეაქციები: ჭინჭრის ციება, შემცივნება ან ცხელება, გამონაყარი, ქავილი, იშვიათად – ბრონქოსპაზმი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, შრატისმიერი დააავადება, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა ან ყაბზობა, მეტეორიზმი, ტკივილი მუცლის არეში, გემოს შეგრძნების დარღვევა, სტომატიტი, გლოსიტი, ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მატება (იშვიათად – ტუტე ფოსფატაზას, ბილირუბინის მაჩვენებლის მატება, ქოლესტაზური სიყვითლე), დისბაქტერიოზი. პრეპარატის მაღალი დოზით გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს ფსევდოქოლელითიაზი;
ცვლილებები სისხლის სურათის მხრივ: ლეიკოპენია, ნეიტროპენია, გრანულოციტოპენია, ლიმფოციტოპენია, თრომბოციტოზი, თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, სისხლის შედედების დარღვევა, პროთრომბინის დროის გახანგრძლივება, იშვიათად - ეოზინოფილია, აგრანულოციტოზის ერთეული შემთხვევები;
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: გლუკოზურია, სისხლის პლაზმაში შარდოვანასა და კრეატინინის დონის მატება, ცილინდრურია, ჰემატურია, ოლიგურია, ანურია;
ადგილობრივი რეაქციები: რაციოცეფი-ავერსის ვენაში შეყვანის შედეგად შესაძლოა ფლებიტის განვითარება; კუნთში ინექცია ლიდოკაინის გამოყენების გარეშე მტკივნეულია, შესაძლებელია ინფილტრატის წარმოქმნა;
სხვა: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ცხვირიდან სისხლდენა, კანდიდოზი.

07

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ცეფალოსპორინებისა და პენიცილინების ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალებების მიმართ.

08

ორსულობა და ლაქტაცია

რაციოცეფი-ავერსი უკუნაჩვენებია ორსულობის I ტრიმესტრში. ორსულობის II და III ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.
რაციოცეფი-ავერსი მცირე კონცენტრაციით გადადის დედის რძეში, ამიტომ იგი სიფრთხილით გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში.

09

განსაკუთრებული მითითებები

ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები საჭიროებენ პლაზმაში ცეფტრიაქსონის კონცენტრაციის კონტროლს. ისევე როგორც სხვა ანტიბაქტერიული საშუალებებით მკურნალობის დროს, შესაძლებელია სუპერინფექციის განვითარება.
რაციოცეფი-ავერსის ხანგრძლივი გამოყენებისას აუცილებელია პერიფერიული სისხლის სურათის, თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის მაჩვენებლების რეგულარული კონტროლი. ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს ნაღვლის ბუშტში იშვიათად აღინიშნება დაჩრდილვა, რაც ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილის პრეციპიტატია და შეცდომით კენჭებად აღიქმება. იგი, როგორც წესი, ქრება პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ. იმ შემთხვევაშიც, თუ ამ მოვლენას თან ახლავს კლინიკური სიმპტომატიკა, რეკომენდებულია კონსერვატიული თერაპიის ჩატარება. მკურნალობის კურსის შეწყვეტის აუცილებლობას წყვეტს ექიმი.
პრეპარატის გამოყენების დროს უკუნაჩვენებია ალკოჰოლის მიღება.
რაციოცეფი-ავერსი სიფრთხილით გამოიყენება არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის, ანტიბიოტიკოთერაპიით გამოწვეული ენტერიტისა და კოლიტის მქონე პაციენტებში.
ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტის სიმპტომების განვითარების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა და შესაბამისი თერაპიის დანიშვნა.
ცეფტრიაქსონს გააჩნია უნარი განდევნოს შრატის ალბუმინთან დაკავშირებული ბილირუბინი, რის გამოც ჰიპერბილირუბინემიის მქონე ახალშობილებში, დღენაკლულ ბავშვებში რაციოცეფი-ავერსის გამოყენება საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს.
რაციოცეფი-ავერსით თერაპიის დროს შეიძლება ცრუ დადებითი მაჩვენებლის მიღება გალაქტოზემიის სინჯზე. ცრუ დადებითი მაჩვენებელი შეიძლება აღინიშნოს აგრეთვე შარდში გლუკოზის განსაზღვრისას, ამიტომ რაციოცეფი-ავერსით მკურნალობის პერიოდში გლუკოზურიის განსაზღვრა ხდება მხოლოდ ფერმენტული მეთოდით.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
მონაცემები რაციოცეფი-ავერსის ზემოქმედების შესახებ ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე არ არსებობს.

10

ჭარბი დოზირება

პრეპარატის დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია, განვითარდეს ენცეფალოპათიური მოვლენები, რომლებიც ჩვეულებრივ გარდამავალი ხასიათისაა. სპეციფიკური ანტიდოტი რაციოცეფი-ავერსის მიმართ არ არსებობს. ტარდება სიმპტომური მკურნალობა. ჰემოდიალიზის ან პერიტონეალური დიალიზის ჩატარება არაეფექტურია.

11

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

რაციოცეფი-ავერსის გამოყენების დროს თირკმლის დამაზიანებელი მოქმედების მქონე პრეპარატებთან და/ან მარყუჟოვან დიურეზულ საშუალებებთან ერთად, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის ფონზე, არსებობს ნეფროტოქსიკურობის მატების რისკი.
ექსპერიმენტულად დადგენილია ამინოგლიკოზიდებსა და ცეფტრიაქსონს შორის სინერგიული მოქმედება მრავალი გრამუარყოფითი მიკროორგანიზმის მიმართ. ფიზიკური შეუთავსებლობის გამო მათი დანიშვნა საჭიროა ცალ-ცალკე რეკომენდებულ დოზებში.
პრობენეციდი არ მოქმედებს ცეფტრიაქსონის გამოყოფაზე.
In vitro დადგენილია ანტაგონიზმი ქლორამფენიკოლსა და ცეფტრიაქსონს შორის.
რაციოცეფი-ავერსის ხსნარის შერევა კალციუმის შემცველ საინფუზიო ხსნარებთან (მაგ.: ჰარტმანის, რინგერის ხსნარი), ვანკომიცინთან, ლაბეტალოლთან, ფლუკონაზოლთან და ანტიბიოტიკებთან რეკომენდებული არ არის.
რაციოცეფი-ავერსის ერთდროული გამოყენებისას ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან და სხვა ანტიაგრეგანტებთან მატულობს სისხლდენის განვითარების რისკი.

12

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

13

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა რეცეპტით.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ზეტროქსონი-სლ ი/ვ ი/მ, 1000მგ+500მგ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1

ზეტროქსონი-სლ ი/ვ ი/მ

1000მგ+500მგ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1

ცეფტრიაქსონი + Sulbactam ზეე ლაბორატორის ლიმითედ, ინდოეთი
დან14.94 ₾
კადერონი ი/მ ი/ვ, 1000მგ+500მგ ფხვნილი ფლაკონი №1

კადერონი ი/მ ი/ვ

1000მგ+500მგ ფხვნილი ფლაკონი №1

ცეფტრიაქსონი + Sulbactam ავერსი-რაციონალი, საქართველო
დან14.94 ₾
ნიუცეფი კომბი ი/ვ ი/მ, 1000მგ+500მგ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად №1

ნიუცეფი კომბი ი/ვ ი/მ

1000მგ+500მგ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად №1

ცეფტრიაქსონი + Sulbactam ჯიემეიჩ ორგანიკსი, ინდოეთი
დან14.94 ₾
ვეცეფი, 750 მგ (500მგ/250მგ) ფხვნილი ი.ვ. და ი.მ საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + 10 მლ გამხსნელი (საინექციო წყალი) პოლიმერული მასალის ფლაკონში

ვეცეფი

Vecef

750 მგ (500მგ/250მგ) ფხვნილი ი.ვ. და ი.მ საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + 10 მლ გამხსნელი (საინექციო წყალი) პოლიმერული მასალის ფლაკონში

ცეფტრიაქსონი + Sulbactam Venus International, ინდოეთი
დან21.63 ₾
ვეცეფი ამპ. ი/მ, 1.5გ პუდრა 1 ამპულა №1

ვეცეფი ამპ. ი/მ

1.5გ პუდრა 1 ამპულა №1

ცეფტრიაქსონი + Sulbactam
დან25.50 ₾
ბაქტიცეფი, 1,5გ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1

ბაქტიცეფი

BAKTICEF

1,5გ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1

ცეფტრიაქსონი + Sulbactam ბიოპოლუსი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ვიტაცეფ ფორტე®, 1000მგ + 500მგ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №5

ვიტაცეფ ფორტე®

VITACEF FORTE®

1000მგ + 500მგ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №5

ცეფტრიაქსონი + Sulbactam BIOPOLUS, საქართველო
Rx · რეცეპტით

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.