მონოგრაფია Nº 00664 Rx · რეცეპტით
ცეფტრიაქსონი
Ceftriaxone
1.0 გ საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი ფლაკონში №1
- მოქმედი ნივთიერება
- ცეფტრიაქსონი (Ceftriaxone)
- მწარმოებელი
- ბიოპოლუსი, საქართველო
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- მესამე თაობის ცეფალოსპორინები
- იმპორტიორი საქართველოში
- ბიოპოლუსი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ცეფტრიაქსონი. ჯერ ყველაზე იაფი.
ცეფტრიაქსონი ი/მ ი/ვ
1000მგ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
ავექსონი-ავერსი
Aveqsoni-Aversi
1გ სტერილური ფხვნილი
რაციოცეფი-ავერსი
Raciocef-Aversi
1.0 გ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსაამზადებლად ფლაკონში
ცეფტრიაქსონი ნ/მ
1გ პუდრა 1 ფლაკონი №1
ცეფტა
Cefta
1გ ფხვნილი ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი N10
ნიუცეფი
1გ პუდრა 1 ფლაკონი №1
ბიოტრაქსონი
1გ პუდრა 1 ფლაკონი №1
პეო ®
PEO ®
1 გ. 1 ფლაკონი
ცეფამედი
Cefamed
1.0გ ფხვნილი ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №10
ცეფორტი
1გ პუდრა 1 ფლაკონი №1
ცეფტრინორი ი/ვ ი/მ
1000მგ ფხვნილი საინექციო/საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
მედეოდექსი
MEDEODEX
1,0გ ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + 5მლ გამხსნელი (1% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი) ამპულა №1
სანაცეფი
1გ პუდრა 1 ფლაკონი №1
ცეფტრიაქსონი ABC
Ceftriaxone ABC
1გ/3.5მლ 1გ ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 და გამხსნელი 35მგ/3.5მლ 3.5მლ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი ამპულა №1
ბესტფორი
BESTFOR
1000მგ ი.მ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი #1
დეცეფინი ი/მ
1000მგ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი+გამხსნელი №1
პეო /ცეფტრიაქსონი
1000მგ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი+გამხსნელი №1
როტაცეფი
ROTACEF
1.0გ ფხვნილი ი.მ./ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
ულტრაცეფი
1გ პუდრა 1 ფლაკონი №1
ცეფტრიაქსონი ნორმონი ი/მ
1000მგ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი+გამხსნელი 3.5მლ №1
ცეფტრიაქსონი(პანტოქსონი) ი/მ
1000მგ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი+გამხსნელი №1
ბელაცეფი
Belacef
1,0გ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №5
როცეფინი
ROCEPHIN
1გ ფხვნილი ი.მ. საინიექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში და გამხსნელი 1% 3.5მლ ლიდოკაინის ხსნარი ამპულაში
ცეფტრიაქსონი(მედაქსონი) ი/ვ ი/მ
1000მგ ფხვნილი საინექციო/საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №10
აბიტრაქსი
Abitrax
1გ ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + 3,5მლ გამხსნელი (1% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი) ფლაკონი №1
ავექსონი-ავერსი
Avexon-Aversi
2გ სტერილური ფხვნილი
გამაქსონი
GAMAXON
ი.ვ და ი.მ საინიექციო ხსნარის მოსამზადებელი 1გ ფხვნილი ფლაკონში
დაიტრიქსი
DAYTRIX
1გ/3,5მლ 1გ ფხვნილი ი.მ. საინიექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში და 3,5მლ გამხსნელი ამპულში
დესეფინი
Desefin
გამხსნელი ამპულა №1
ლენდაცინი
Lendacin®
250მგ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონში
ლენდაცინი
Lendacin®
2გ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონში
ლენდაცინი
Lendacin
1გ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №5
ლენდაცინი
Lendacin
0.5გ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონში
პეო
PEO
1გ ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში №1 + 3.5მლ გამხსნელი (ლიდოკაინის 1%-იანი საინექციო ხსნარი) ამპულაში №1
რაციოცეფი-ავერსი
Raciocef-Aversi
0.5გ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში
ტორნაქსონი
TORNAXON
1გ ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + გამხსნელი (1% 3,5მლ ლიდოკაინის წყალხსნარი) ამპულა №1
ცეფამედი
Cefamed
0,5გ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №10
ცეფაქსონი
Cefaxon
1გ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №10
ცეფბათი
Cefbat
1.0 გ ფხვნილი ფლაკონში №1 + 1%-იანი გამხსნელი 3.5 მლ ამპულა №1 ერთჯერად 5 მლ-იან შპრიცთან და ტამპონთან ერთად
ცეფტრიაქსონი
Ceftriaxone
1 გ სტერილური ფხვნილი ი.ვ./ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
ცეფტრიაქსონი ტექნიგენი
Ceftriaxone
1 ფლაკონი ცეფტრიაქსონი ტექნიგენი და 3,5 მლ 1% გამხსნელი (საინქციო ხსნარი + ლიდოკაინი)
ინსტრუქცია
შემადგენლობა
1 ფლაკონი შეიცავს 1.0 გ ცეფტრიაქსონს (ნატრიუმის მარილის სახით).
ფარმაკოლოგიური თვისებები
ცეფტრიქსონი პარენტერული გამოყენებისათვის განკუთვნილი მესამე თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკია. ცეფტრიაქსონის ბაქტერიციდული მოქმედება განპირობებულია მიკრობის უჯრედის კედლის სინთეზის ინჰიბირებით. პრეპარატი ხელს უშლის უმრავლესი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების ზრდის პროცესს.
ცეფტრიაქსონი აქტიურია:
ა) შემდეგი გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ: Staphylococcus aureus, Streptococcus pyogenes, Streptococcus agalactiae, Streptococcus viridans, Streptococcus pneumoniae.
ბ) შემდეგი გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ: Acinetobacter lwoffi, Aeromonas hydrophila, Alcaligenes faecalis, Alcaligenes odorans, Borrelia burgdorferi, Capnocytophaga spp., Citrobacter diversus (C. amalonaticus - ის ჩათვლით), Escherichia coli, Haemophilus ducreyi, Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Hafnia alvei, Klebsiella oxytoca, Moraxella catarrhalis, Moraxella osloensis, Moraxella spp., Morganella morganii, Neisseria gonorrhoea, Neisseria meningitidis, Pasteurella multocida, Plesiomonas shigelloides, Proteus mirabilis, Providentia spp., Salmonella spp. (Salmonella typhi - ს ჩათვლით), Shigella spp., Vibrio spp., Yersinia enterocolitica, Yersinia spp.; ასევე შემდეგი გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების Acinetobacter baumanii, Citrobacter freundii, Enterobacter aerogenes, Enterobacter cloacae, Enterobacter spp., Klebsiella pneumoniae, Proteus penneri, Proteus vulgaris, Pseudomonas fluorescens, Pseudomonas spp., Providentia rettgeri, Serratia marcescens, Serratia spp. ზოგიერთი შტამის მიმართ.
გ) შემდეგი ანაერობული მიკროორგანიზმების მიმართ: Bacteroides spp. (B. fragilis - ის ზოგიერთი შტამი), Clostridium spp. (გარდა C. difficile - სი), Fusobacterium nucleatum, Fusobacterium spp., Haffnia anaerobica, Peptostreptococcus spp.
ზემოთ ჩამოთვლილი მიკროორგანიზმების ზოგიერთი შტამი, რომელიც გამოიმუშავებს β-ლაქტამაზას, მდგრადია ცეფტრიქსონის მიმართ.
მეტიცილინ-რეზისტენტული Staphylococcus spp., ასევე Enterococcus faecalis, Enterococcus faecium da Listeria monocytogenes რეზისტენტულია ცეფტრიქსონის მიმართ.
ფარმაკოკინეტიკა
ინტრამუსკულური ინიექციის შემდეგ ცეფტრიქსონი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება. პრეპარატის ბიოშეღწევადობაა 100%.
მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში ცეფტრიაქსონის კუნთში შეყვანისას 2-3 სთ-ში მიიღწევა, ინტრავენური ინფუზიის დროს - ინფუზიის ბოლოს. 0.5 და 1.0 გ ცეფტრიაქსონის კუნთში შეყვანისას Cmax შესაბამისად 38 და 76 მკგ/მლ-ს შეადგენს. 0.5, 1.0 და 2.0 გ ცეფტრიაქსონის ვენაში შეყვანისას, Cmax შესაბამისად 82, 151 და 257 მკგ/მლ-ს შეადგენს. პრეპარატის სტაბილური კონცენტრაცია სისხლში 4 დღეში მიიღწევა.
პრეპარატი შექცევადად და კონცენტრაციის უკუპროპორციულად უკავშირდება პლაზმის ალბუმინებს. თუ ცეფტრიაქსონის კონცენტრაცია პლაზმაში 100 მგ/ლ-ზე ნაკლებია, ალბუმინებს უკავშირდება პრეპარატის 95%, კონცენტრაციის 300 მგ/ლ-მდე გაზრდისას - მხოლოდ 85%. ინტერსტიციულ სითხეში ალბუმინების დაბალი შემცველობის გამო თავისუფალი ცეფტრიაქსონის კონცენტრაცია უფრო მაღალია, ვიდრე სისხლის შრატში.
პრეპარატი კარგად აღწევს ორგანიზმის ყველა ქსოვილსა და სითხეში. იგი მაღალ კონცენტრაციას ქმნის ფილტვებში, ცხვირის ლორწოვან გარსში, ნუშისებრ ჯირკვლებში, შუა ყურში, მიოკარდიუმში, თირკმელებში, ღვიძლში, სანაღვლე გზებში, ძვლებსა და სახსრებში, წინამდებარე ჯირკვალში, პლევრულ, სინოვიურ და თავ-ზურგ-ტვინის სითხეებში. მოზრდილებში 50 მგ/კგ სხეულის მასაზე ცეფტრიაქსონის შეყვანიდან 2-24 სთ-ის შემდეგ მისი კონცენტრაცია თავ-ზურგ-ტვინის სითხეში რამდენჯერმე აღემატება მენინგიტის გამომწვევი ყველაზე გავრცელებული მიკროორგანიზმების მინიმალურ დამთრგუნველ კონცენტრაციას.
პრეპარატი გადის პლაცენტურ ბარიერს, მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში. ცეფტრიაქსონის განაწილების მოცულობა (Vd) არის 7-12 ლ.
მოზრდილებში ცეფტრიაქსონის ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) დაახლოებით 8 სთ-ია. ახალშობილებსა და ხანდაზმულებში T1/2 გაზრდილია 2-3-ჯერ.
ცეფტრიაქსონის საერთო პლაზმური კლირენსი 10-22 მლ/წთ-ს შეადგენს, თირკმლის კლირენსი - 5-12 მლ/წთ-ს. პრეპარატი ძირითადად უცვლელი სახით გამოიყოფა შარდით (50-60%) და ნაღვლით (40-50%). თირკმლის ფუნქციის დარღვევისას ძლიერდება პრეპარატის გამოყოფა ნაღვლით, ხოლო ღვიძლის პათოლოგიის დროს - შარდით.
ჩვენებები
ცეფტრიქსონის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციები: სეფსისი, მენინგიტი; მუცლის ღრუს ორგანოების ინფექციები (მაგ., პერიტონიტი); ძვლების, სახსრების, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები; ინფიცირებული ჭრილობები; შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები; სასუნთქი სისტემის ინფექციები (პნევმონია, ბრონქიტი); გონორეა და სხვა; ოპერაციისშემდგომი ინფექციების პროფილაქტიკა.
მიღების წესი და დოზირება
ცეფტრიქსონი შეჰყავთ კუნთში ან ვენაში (ნაკადურად ან წვეთოვნად).
კუნთში შეყვანისას გამხსნელის სახით გამოიყენება 3.5 მლ 1%-იანი ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი - 1 გ პრეპარატი იხსნება 3.5 მლ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარში. პრეპარატი შეჰყავთ ღრმად დუნდულოს ზედა გარეთა კვადრანტში.
პრეპარატის ვენაში შეყვანისას დაუშვებელია გამხსნელის სახით ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარის გამოყენება!
ვენაში ნაკადურად შეყვანისას 1 გ პრეპარატი იხსნება 10 მლ, ხოლო 0.5 გ - 5 მლ სტერილურ საინიექციო წყალში. ვენაში ხსნარი შეჰყავთ ნელა 2_4 წთ-ის განმავლობაში.
ვენაში წვეთოვნად შეყვანისას 2 გ პრეპარატი იხსნება 40 მლ ერთ-ერთ შემდეგ ხსნარში: 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის საინიექციო ხსნარი, 5%-იანი ან 10%-იანი გლუკოზის საინიექციო ხსნარი, 5%-იანი ფრუქტოზის საინიექციო ხსნარი. ხსნარი გამოიყენება მომზადებისთანავე. ინფუზიის ხანგრძლივობაა არანაკლებ 30 წთ-ისა.
მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში პრეპარატის დოზაა 1-2 გ დღეში. საჭიროების შემთხვევაში დოზას ზრდიან 4 გ-მდე (სასურველია დოზის 2 მიღებაზე გაყოფა და ყოველ 12 სთ-ში შეყვანა).
14 დღემდე ახალშობილებში ცეფტრიქსონის დოზაა 20-50 მგ/კგ სხეულის მასაზე დღეში.
15 დღიდან 12 წლამდე ბავშვებში სადღეღამისო დოზაა 20-80 მგ/კგ სხეულის მასაზე დღეში (სასურველია დოზის 2 მიღებაზე გაყოფა და ყოველ 12 სთ-ში შეყვანა).
მკურნალობის ხანგრძლივობაა 4-14 დღე. სიმპტომების გაქრობის შემდეგ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სულ მცირე 2-3 დღე. მძიმე ინფექციური დაავადებების დროს შესაძლებელია ხანგრძლივი თერაპია.
გვერდითი მოვლენები
დიარეა, გულისრევა, ღებინება, სტომატიტი, გლოსიტი, ეოზინოფილია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, ანემია, თრომბოციტოპენია, გამონაყარი კანზე, ალერგიული რეაქციები. იშვიათად: თავის ტკივილი, თავბრუხვევა, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, პლაზმაში კრეატინინის დონის გაზრდა, ტემპერატურის მომატება, შემცივნება, ფსევდომემბრანოზული კოლიტის განვითარება და სხვა.
აღნიშნული არასასურველი რეაქციები ძირითადად სპონტანურად გაივლის მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია
ცეფტრიქსონის გამოყენება ორსულობის I ტრიმესტრში უკუნაჩვენებია. პრეპარატის გამოყენება ორსულობის II და III ტრიმესტრებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს. პრეპარატი გადადის დედის რძეში, რის გამოც ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატით მკურნალობისას შესაძლებელია სუპერინფექციის განვითარება.
ცეფტრიაქსონს აქვს უნარი, განდევნოს შრატის ალბუმინთან დაკავშირებული ბილირუბინი, რის გამოც ჰიპერბილირუბინემიის მქონე ახალშობილებსა და დღენაკლულ ბავშვებში ცეფტრიქსონი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირებისას შესაძლებელია გარდამავალი ხასიათის ენცეფალოპათიური მოვლენების განვითარება.
მკურნალობა: სიმპტომური თერაპიის ჩატარება. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ჰემოდიალიზი და პერიტონეალური დიალიზი არაეფექტურია.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
ქლორამფენიკოლსა და ცეფტრიქსონს შორის დადგენილია ანტაგონიზმი, ხოლო ცეფტრიქსონსა და ამინოგლიკოზიდებს შორის _ სინერგიზმი.
რეკომენდებული არ არის ცეფტრიქსონის ხსნარის შერევა საინფუზიო ხსნარებთან, რომლებიც შეიცავს კალციუმის იონებს (მაგ., ჰარტმანის და რინგერის სითხეები), ასევე ცეფტრიქსონის შეყვანა ორგანიზმში სხვა ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან (ვანკომიცინი) და ამინოგლიკოზიდებთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 2 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაცემის რეჟიმი: რეცეპტით).
რეგისტრაციის ნომერი და თარიღი
№ რ - 002770
05.07.2007 - 05.07.2012
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ზეტროქსონი-სლ ი/ვ ი/მ
1000მგ+500მგ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
კადერონი ი/მ ი/ვ
1000მგ+500მგ ფხვნილი ფლაკონი №1
ნიუცეფი კომბი ი/ვ ი/მ
1000მგ+500მგ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად №1
ვეცეფი
Vecef
750 მგ (500მგ/250მგ) ფხვნილი ი.ვ. და ი.მ საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + 10 მლ გამხსნელი (საინექციო წყალი) პოლიმერული მასალის ფლაკონში
ვეცეფი ამპ. ი/მ
1.5გ პუდრა 1 ამპულა №1
ბაქტიცეფი
BAKTICEF
1,5გ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
ვიტაცეფ ფორტე®
VITACEF FORTE®
1000მგ + 500მგ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №5
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.