მონოგრაფია Nº 02454 Rx · რეცეპტით
პმს-ონდანსეტრონი
pms- ONDANSETRON
4მგ ტაბლეტი #100 8მგ ტაბლეტი #100
- მოქმედი ნივთიერება
- ონდანსეტრონი (Ondansetron)
- მწარმოებელი
- Pharma science, კანადა
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატები ციტოსტატიური თერაპიის დროს
- იმპორტიორი საქართველოში
- G P C - ჯენერიკ მედიკამენტები
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ონდანსეტრონი. ჯერ ყველაზე იაფი.
ონსეტრონ-დენკი
4მგ ტაბლეტი №6
იუნორმი
2მგ/მლ ხსნარი №5 4 მლ
ონდანსეტრონი ნორმონი
8მგ ტაბლეტი №6
კრუზაფენი
Cruzafen
8მგ ტაბლეტი N15
ონდანსეტრონი ნორმონი ი/ვ ი/მ
8მგ/4მლ ხსნარი საინექციო, საინფუზიო ამპულა №50
ოტობროლი
8მგ ტაბლეტი №60
ზონდარონი
ZONDARON
2მგ/მლ 2მლ ი.მ. და ი.ვ. საინიექციო/საინფუზიო ხსნარი ამპულა №10
ზოფრანი
ZOFRAN
2მგ/მლ 4მლ ი.ვ და ი.მ საინექციო ხსნარი ამპულა №5
ზოფრანი
ZOFRAN
2მგ/მლ 2მლ ი.ვ და ი.მ საინექციო ხსნარი ამპულა №5
ონდა
Onda
8მგ/4მლ 4მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №1
ონდანტორი
Ondantor
8მგ/4მლ 4მლ ი.ვ.საინექციო და საინფუზიო ხსნარი ამპულა №5
სეტრონონი
SETRONON
4მგ/2მლ ი/ვ და ი/მ საინიექციო ხსნარი ამპულაში #5, 8მგ/4მლ ი/ვ და ი/მ საინიექციო ხსნარი ამპულაში # 5
სეტრონონი
SETRONON
4მგ ტაბლეტი #10, 8მგ ტაბლეტი #10
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
პრეპარატი Ppms-ონდანსეტრონი ( pms- ONDANSETRON ) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ონდანსეტრონის ჰიდროქლორიდის დიჰიდრატს.
ჩვენებები
პმს-ონდანსეტრონი გამოიყენება გულისრევისა და ღებინების საპროფილაქტიკოდ, სიმსივნის საწინააღმდეგო ქიმიო- და სხივური თერაპიის ჩატარების დროს; აგრეთვე ოპერაციის შემდგომ პერიოდში გულისრევისა და ღებინების საროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება
ინდივიდუალური, ჩვენებისა და მკურნალობის სქემის მიხედვით.
მოზრდილებში ღებინების მაღალი სიხშირით მიმდინარე ქიმიოთერაპიის შემდგომ მეორე დღიდან ინიშნება 8მგ პმს-ონდანსეტრონი ყოველ 8 საათში. მიღების ხანგრძლივობა 5 დღემდე
ღებინების დაბალი სიხშირით მიმდინარე ქიმიო- და სხივური თერაპიისა დაწყებამდე 1-2 საათით ადრე ინიშნება 8მგ პმს-ონდანსეტრონი, ხოლო ქიმიოთერაპიის შემდგომ 8მგ 2-ჯერ დღეში. მიღების ხანგრძლივობა 5 დღემდე.
ოპერაციის შემდგომ პერიოდში გულისრევისა და ღებინების საპროფილაქტიკოდ ინიშნება 16მგ პმს-ონდანსეტრონი ანესთეზიამდე 1 სთ-ით ადრე ბავშვებში (4-დან 12 წლამდე) ქიმიოთერაპიის შემდგომ პერიოდში ინიშნება 4მგ ყოველ 8 საათში. მიღების ხანგრძლივობა 5 დღემდე.
გვერდითი მოვლენები
- თავის ტკივილი; იშვიათად ტრანზიტორული ხასიათის მხედველობის დარღვევები და თავბრუსხვევა, უნებლიე მოძრაობები;
- იშვიათად – ტკივილი მკერდის არეში, არითმიები, ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია;
- ყაბზობა, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, სისხლის პლაზმის ტრანსამინაზების დონის ტრანზიტორული გაზრდა.
- ალერგიული რეაქციები – ბრონქოსპაზმი, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება; ცალკეულ შემთხვევებში – ანაფილაქსიური რეაქციები
- თავსა და ეპიგასტრალურ არეში სითბოსა და სისხლის მოდინების შეგრძნება
უკუჩვენებები
ორსულობის I ტრიმესტრი, მომატებული მგრძნობელობა პმს-ონდანსეტრონის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები
პაციენტებში ღვიძლისა ფუნქციის ზომიერი და გამოხატული დარღვევებით არ არის რეკომენდებული 8მგ/დღეში დოზის გადაჭარბება.
პმს-ონდანსეტრონი სიფრთხილით ინიშნება მუცლის ღრუზე ოპერაციული ჩარევის დროს, რადგან მისმა გამოყენებამ შესაძლოა მოახდინოს პროგრესირებადი ნაწლავური გაუვალობის შენიღბვა.
შენახვის პირობები
ინახება 2-3oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.