8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 03740 Rx · რეცეპტით

კრუზაფენი

Cruzafen

8მგ ტაბლეტი N15

დან57.81 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
კრუზაფენი, 8მგ ტაბლეტი N15
მოქმედი ნივთიერება
ონდანსეტრონი (Ondansetron)
მწარმოებელი
Meditrina, საბერძნეთი
მიმართულება
ონკოლოგია
იმპორტიორი საქართველოში
გეა
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • GPC ყველაზე იაფი

    კრუზაფენი ტაბლეტი 8მგ #15

    3.85 ₾ / ც. × 15

  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    კრუზაფენი ტაბლეტი 8მგ #15

    3.85 ₾ / ც. × 15

  • PSP ყველაზე იაფი

    კრუზაფენი - Cruzafen 8მგ. 15 ტაბლეტი

    3.85 ₾ / ც. × 15

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ონდანსეტრონი. ჯერ ყველაზე იაფი.

ონსეტრონ-დენკი, 4მგ ტაბლეტი №6

ონსეტრონ-დენკი

4მგ ტაბლეტი №6

ონდანსეტრონი სვის კაპსი, გერმანია
დან17.81 ₾
იუნორმი, 2მგ/მლ ხსნარი №5 4 მლ

იუნორმი

2მგ/მლ ხსნარი №5 4 მლ

ონდანსეტრონი
დან19.95 ₾
ონდანსეტრონი ნორმონი, 8მგ ტაბლეტი №6

ონდანსეტრონი ნორმონი

8მგ ტაბლეტი №6

ონდანსეტრონი ლაბ. ნორმონი, ესპანეთი
დან25.13 ₾
ონდანსეტრონი ნორმონი ი/ვ ი/მ, 8მგ/4მლ ხსნარი საინექციო, საინფუზიო ამპულა №50

ონდანსეტრონი ნორმონი ი/ვ ი/მ

8მგ/4მლ ხსნარი საინექციო, საინფუზიო ამპულა №50

ონდანსეტრონი ლაბ. ნორმონი, ესპანეთი
დან144.25 ₾
ოტობროლი, 8მგ ტაბლეტი №60

ოტობროლი

8მგ ტაბლეტი №60

ონდანსეტრონი ვესტ ფარმა, პორტუგალია
დან231.23 ₾
ზონდარონი, 2მგ/მლ 2მლ ი.მ. და ი.ვ. საინიექციო/საინფუზიო ხსნარი ამპულა №10

ზონდარონი

ZONDARON

2მგ/მლ 2მლ ი.მ. და ი.ვ. საინიექციო/საინფუზიო ხსნარი ამპულა №10

ონდანსეტრონი სოფარმა, ბულგარეთი
Rx · რეცეპტით

ზოფრანი

ZOFRAN

2მგ/მლ 4მლ ი.ვ და ი.მ საინექციო ხსნარი ამპულა №5

ონდანსეტრონი SmithKline group of companies, რუმინეთი
Rx · რეცეპტით

ზოფრანი

ZOFRAN

2მგ/მლ 2მლ ი.ვ და ი.მ საინექციო ხსნარი ამპულა №5

ონდანსეტრონი SmithKline group of companies, რუმინეთი
Rx · რეცეპტით
ონდა, 8მგ/4მლ 4მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №1

ონდა

Onda

8მგ/4მლ 4მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №1

ონდანსეტრონი VIANEX S.A., საბერძნეთი
Rx · რეცეპტით

ონდანტორი

Ondantor

8მგ/4მლ 4მლ ი.ვ.საინექციო და საინფუზიო ხსნარი ამპულა №5

ონდანსეტრონი Salutas Pharma GmbH, გერმანია
Rx · რეცეპტით

პმს-ონდანსეტრონი

pms- ONDANSETRON

4მგ ტაბლეტი #100 8მგ ტაბლეტი #100

ონდანსეტრონი Pharma science, კანადა
Rx · რეცეპტით
სეტრონონი, 4მგ/2მლ ი/ვ და ი/მ საინიექციო ხსნარი ამპულაში #5, 8მგ/4მლ ი/ვ და ი/მ საინიექციო ხსნარი ამპულაში # 5

სეტრონონი

SETRONON

4მგ/2მლ ი/ვ და ი/მ საინიექციო ხსნარი ამპულაში #5, 8მგ/4მლ ი/ვ და ი/მ საინიექციო ხსნარი ამპულაში # 5

ონდანსეტრონი ტევა, უკრაინა
Rx · რეცეპტით
სეტრონონი, 4მგ ტაბლეტი #10, 8მგ ტაბლეტი #10

სეტრონონი

SETRONON

4მგ ტაბლეტი #10, 8მგ ტაბლეტი #10

ონდანსეტრონი ტევა, უკრაინა
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

:
პრეპარატი კრუზაფენი/Cruzafen აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ონდანსეტრონის ჰიდროქლორიდს.

დამხმარე ნივთიერება: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი(E171), რკინის ოქსიდი ყვითელი.

02

ჩვენებები

:
კრუზაფენი გამოიყენება გულისრევისა და ღებინების საპროფილაქტიკოდ, სიმსივნის საწინააღმდეგო ქიმიო- და სხივური თერაპიის ჩატარების დროს; აგრეთვე ოპერაციის შემდგომ პერიოდში გულისრევისა და ღებინების საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ.

მიღების წესები და

03

მიღების წესი და დოზირება

:
პრეპარატი ინიშნება ინდივიდუალური ჩვენებისა და მკურნალობის სქემის მიხედვით.
მოზრდილებში ღებინების მაღალი სიხშირით მიმდინარე ქიმიოთერაპიის შემდგომ მეორე დღიდან ინიშნება 8მგ კრუზაფენი ყოველ 8 საათში. მიღების ხანგრძლივობა 5 დღემდე
ღებინების დაბალი სიხშირით მიმდინარე ქიმიო- და სხივური თერაპიისა დაწყებამდე 1-2 საათით ადრე ინიშნება 8მგ კრუზაფენი, ხოლო ქიმიოთერაპიის შემდგომ 8მგ 2-ჯერ დღეში. მიღების ხანგრძლივობა 5 დღემდე.
ოპერაციის შემდგომ პერიოდში გულისრევისა და ღებინების საპროფილაქტიკოდ ინიშნება 16მგ კრუზაფენი ანესთეზიამდე 1 სთ-ით ადრე ბავშვებში (4-დან 12 წლამდე) ქიმიოთერაპიის შემდგომ პერიოდში ინიშნება 4მგ ყოველ 8 საათში. მიღების ხანგრძლივობა 5 დღემდე.

გვერდითი მოვლენები:

  • თავის ტკივილი; იშვიათად ტრანზიტორული ხასიათის მხედველობის დარღვევები და თავბრუსხვევა, უნებლიე მოძრაობები;
  • იშვიათად – ტკივილი მკერდის არეში, არითმიები, ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია;
  • ყაბზობა, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, სისხლის პლაზმის ტრანსამინაზების დონის ტრანზიტორული გაზრდა.
  • ალერგიული რეაქციები – ბრონქოსპაზმი, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება; ცალკეულ შემთხვევებში – ანაფილაქსიური რეაქციები
  • თავსა და ეპიგასტრალურ არეში სითბოსა და სისხლის მოდინების შეგრძნება
04

უკუჩვენებები

:
მომატებული მგრძნობელობა ონდანსეტრონის ან სამკურნალო საშუალების რომელიმე კომპონენტის მიმართ

05

ორსულობა და ლაქტაცია

ონდანსეტრონის გამოყენების უსაფრთხოება ორსულებში დადგენილი არ არის. ექსპერიმენტული ცხოველების კვლევების შეფასება არ მიუთითებს პირდაპირ ან არაპირდაპირ მავნე ზემოქმედებაზე ემბრიონის, ანუ ნაყოფის განვითარების, გესტაციის მიმდინარეობის და პერი- და პოსტ-ნატალური განვითარების მხრივ. თუმცა, რადგან ცხოველებზე ჩატარებული კვლევები ყოველთვის არ განსაზღვრავს ადამიანებში მოსალოდნელ პასუხს, ორსულობის დროს ონდანსეტრონის გამოყენება არ არის რეკომენდებული. ტესტებმა აჩვენეს, რომ ონდანსეტრონი გადადის მეძუძური ცხოველების რძეში. ამიტომ რეკომენდებულია, რომ დედებმა, რომლებიც იღებენ კრუზაფენს®, არ გამოკვებონ ჩვილები ძუძუთი.

განსაკუთრებული მითითებები:
პაციენტებში ღვიძლისა ფუნქციის ზომიერი და გამოხატული დარღვევებით არ არის რეკომენდებული ონდანსეტრონის 8მგ/დღეში დოზის გადაჭარბება.
კრუზაფენი სიფრთხილით ინიშნება მუცლის ღრუზე ოპერაციული ჩარევის დროს, რადგან მისმა გამოყენებამ შესაძლოა მოახდინოს პროგრესირებადი ნაწლავური გაუვალობის შენიღბვა.

თუ იღებთ იმაზე მეტ კრუზაფენს, ვიდრე საჭიროა:

ამჟამად მცირე რამ არის ცნობილი ონდანსეტრონის დოზის გადაჭარბების შესახებ. უმეტეს შემთხვევაში სიმპტომები შედარებული იყო იმ პაციენტებში არსებულ სიმპტომბთან, რომლებიც იღებდნენ მითითებულ დოზებს. სიმპტომები, რომლებიც დაფიქსირდა, მოიცავს მხედველობის პრობლემებს, მძიმე ყაბზობას, დაბალ არტერიულ წნევას და ანგიოპნევმოგასტრიულ ეპიზოდს მეორე ხარისხის გარდამავალი ატრიოვენტრიკულური ბლოკადით. ონდანსეტრონის სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს, ამიტომ ჭარბი დოზირების ყველა შემთხვევაში, სიმპტომატური და დამხმარე თერაპია უნდა ჩატარდეს სათანადოდ. იპეკაკუანას გამოყენება ონდანსეტრონის დოზის გადაჭარბების სამკურნალოდ არ არის რეკომენდებული, რადგან პაციენტები სავარაუდოდ არ რეაგირებენ თვით კრუზაფენის ღებინების საწინააღმდეგო ეფექტის გამო.

თუ დაგავიწყდათ კრუზაფენის მიღება:

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება და გაქვთ გულისრევა ან ღებინება, მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ და შემდეგ გააგრძელეთ შემდეგი დოზით დოზირების სქემის მიხედვით. თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება და არ გაქვთ გულისრევა ან ღებინება, მიიღეთ შემდეგი დოზა თქვენი დოზირების სქემის მიხედვით.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა:

ფსიქომოტორული ტესტირებისას ონდანსეტრონი არ არღვევს მოქმედების უნარს და არ იწვევს სედაციას. ონდანსეტრონის ფარმაკოლოგიის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან გავლენა მოახდინოს ავტომობილის ან მექანიზმების მართვის უნარზე.

06

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ, სინათლისგან დაცულ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.