8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 02346 Rx · რეცეპტით

პანანგინი

PANANGIN

400მგ/452მგ 10მლ ი.ვ. და წვეთოვანი საინფუზიო ხსნარი ამპულა #5

დან25.92 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
პანანგინი, 400მგ/452მგ 10მლ ი.ვ. და წვეთოვანი საინფუზიო ხსნარი ამპულა #5
მწარმოებელი
GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
იმპორტიორი საქართველოში
გედეონ რიხტერი
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

10მლ · 10მლ · №5

  • PSP ყველაზე იაფი

    პანანგინი - Panangin 10მლ 5 ამპულა

    5.18 ₾ / ც. × 5

    25.92 ₾

    30.50 ₾

    ყიდვა ↗
  • PSP ყველაზე იაფი

    პანანგინი - Panangin 10მლ. 5 ამპულა

    5.18 ₾ / ც. × 5

    25.92 ₾

    30.50 ₾

    ყიდვა ↗

400მგ+452მგ · 10მლ · №5

  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    პანანგინი ხსნარი საინექციო 400მგ+452მგ 10მლ ამპულა #5

    6.10 ₾ / ც. × 5

  • GPC ყველაზე იაფი

    პანანგინი ხსნარი საინექციო 400მგ+452მგ 10მლ ამპულა #5

    6.10 ₾ / ც. × 5

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: მაგნიუმის ასპარტატი + Potassium aspartate. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
მოქმედი ნივთირება: 452მგ კალიუმის ასპარაგინატი (შეესაბამება 103,3მგ კალიუმს) და 400 მგ მაგნიუმის ასპარაგინატი (შეესაბამება 33,7 მგ მაგნიუმს), ყოველ ამპულაში 10მლ.
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი: იხ. პუნქტი 6.1

სამკურნალწამლო ფორმა
კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
უფერო ან ოდნავ მომწვანო, სუფთა ხსნარი ხილული მექანიკური ჩანართების გარეშე.

კლინიკური მახასიათებლები
მიღების ჩვენება
პრეპარატი ნაჩვენებია დამატებითი თერაპიისთვის გულის ქრონიკული დაავადებების დროს (გულის უკმარისობის დროს, პოსტინფარქტულ პერიოდში), გულის რიტმის დარღვვებისას, პირველ რიგში ვენტრიკულური არითმიებისას. პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია სათითურას პრეპარატებთან ერთად.

გამოყენების მეთოდი და დოზები
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ინტრავენური შეყვანისთვის. ამისთვის იყენებენ 1-2 ამპულის შიგთავსს გლუკოზის 5%-იან ხსნარში, ვენაში შეყავთ ნელა, წვეთოვნად. აუცილებლობის შემთხვევაში დოზა შეიძლება განმორდეს 4-6 საათში.
პრეპარატი გამოიყენება კომბინირებულ თერაპიაში.

02

უკუჩვენებები

თირკმლის მწვაევ და ქრონიკული უკმარისობა. ადისონის დაავადება, III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, კარდიოგენური შოკი (არტერიული წნევა <90მმ. ვცხ. სვ).

03

განსაკუთრებული მითითებები

სწრაფმა შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს სახის ჰიპერემია.
სიფრთიხლის დაცვა საჭიროა პრეპარატის იმ პაციენტებისთვის დანიშვნისას, რომლებცას აღენიშნებათ ჰიპერკალიემიით მიმდინარე დაავადება. პაციენტების ამ კატეგორიაში რეკომენდებულია სისხლში იონების რეგულარული გამოკვლევა.

04

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

კალიუმის შემნახველ დიურეტიკებთან და/ან აგფ ინჰიბიტორებთან ერთად პრეპარატის დანიშვნისას იზრდება ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი.

05

ორსულობა და ლაქტაცია

ამ დროისთვის არ არის აღწერილი პრეპარატის ამ კატეგორიის პაციენტებში გამოყენებისას რაიმე საშიშროების განვითარების შესახებ.

პრეპარატის გავლენა ავტომობილებისა და მექანიზმების მართვაზე
პრეპარატი არ მოქმედებს ავტომობილისა მართვის უნარზე.

არასასურველი ეფექტები, გვერდითი მოვლენები
პრეპარატის სწრაფი შეყვანისას იზრდება ჰიპერკალიემიის/ჰიპერმაგნიემიის სიმპტომების განვითარების შესაძლებლობა.

06

ჭარბი დოზირება

ამ დროისთვის ჭარბი დოზირების შემთხვეევბი აღწერილი არ არის.ჭარბი დოზირების შემთხფევაში ჰიპერკალიემიის და ჰიპერმაგნიემიის სიმპტომების განვითარების რისკი ზირდება.
ჰიპერკალიემიის სიმპტომები: დაღლილობა, მიასთენია, პარესთეიზები, ცნობიერების დაბინდვა, გულის ფუნქციის დარღვევა (ბრადიკარდია, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, არითმიები, გულის გაჩერება).
ჰიპერმაგნიემიის სიმპტომები: ნერვ-კუნთოვანი აგზნებადობის დაქვეითება, ღებინების შეტევები, გულისრევა, ლეთარგია, არტერიული წნევის დაქვეითება. სისხლში მაგნიუმის იონების კონცენტრაციის მკვეთრი მატებისას: ღრმა მყესთა რეფლექსების დათრგუნვა, სუნთქვის დამბლა, კომა.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში პანანგინით მკურნალობა უნდა შეწყდეს და უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა- (ინტრავენურად კალციუმის ქლორიდის შეყვანა დოზით 100მგ/წთ, აუცილებლობისას ჰემოდიალიზი).

07

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

მინერალური ნივთიერება, მაგნიუმი
ათქ კოდი: A12 CC55

კალიუმის და მაგნიუმის იონები როგორც მნიშვნელოვანი უჯრედშიდა კათიონები ერთვება რიგი ფერმენტების მუშაობაში, მაკრომოლეკულების სუბცელულარულ ელემენტებთან დაკავშირებაში და კუნთის შეკუმშვის მექანიზმში მოლეკულურ დონეზე.კალიუმის, კალციუმის, ნატრიუმის იონების და მაგნიუმის უჯრედშიდა და უჯრედგარე კონცენტრაციის შეფარდება გავლენას ახდენს მიოკარდიუმის შეკუმშვის უნარზე. ასპარგინატი ენდოგენური ნივთიერების სახითწარმადგენს კალიუმის და მაგნიუმის იონების გადამტანს; აქვს უჯრედებისადმი გამოხატული აფინობა, მისი იონები დისოციაციას მხოლოდ უმნიშვნელო ხარისხით ექვემდებარება. ამის შედეგად იონები აღწევს უჯრედშიდა სივრცეში კომპლექსური ნაერთის სახით.
მაგნიუმის და კალიუმის ასპარაგინატი ზრდის გულის კუნთის მეტაბოლიზმს, ორგანიზმში კალიუმის და მაგნიუმის შეღწევის უკმარისობა იწვევს არტერიული ჰიპერტენზიის, კორონარული არტერიების სკლეროზული ტიპის პათოლოგიების განვითარებას, გულის რითმის დარღვევას, მიოკარდიუმის დეგენერაციას.

08

ფარმაკოკინეტიკა

საკმარისი კლინიკური გამოცდილება არ არსებობს.

პრეკლინიკური გამოკვლვევების შედეგები
პრეპარატის მწვავე ტოქსიურობაზე გამოკვლევისას აღინიშნა მაგნიუმ-კალიუმ-D-L-ასპარაგინატის ტოქსიურობის განსაკუთრებით დაბალი დონე.

ფარმაცევტული მონაცემები
დამხმარე ნივთირებების ჩამონათვალი
საინექციო წყალი.

შეუთავსებლობა
უცნობია

09

ვარგისობის ვადა

3 წელი.

შენახვის სპეციალური პირობები
ინახება +15-30ºC-მდე ტემპერატურაზე.

10

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

10მლ პრეპარატი უფერო შუშის ამპულაში გატეხვის წერტილით. 5 ამპულა პლასტმასის კონტურულ შეფუთვაში, პლასტმასის 1 კონტურული შეფუთვა მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

11

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.