8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 04323 ურეცეპტო

მაგნასპარტატი

Magnaspartate

243 მგ ფხვნილი პერორალური ხსნარისათვის საშეტი N10

დან37.22 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
მაგნასპარტატი, 243 მგ ფხვნილი პერორალური ხსნარისათვის საშეტი N10
მოქმედი ნივთიერება
მაგნიუმის ასპარტატი (Magnesium aspartate)
მწარმოებელი
Kora Healthcare, ირლანდია
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
მინერალური ნივთიერებები
იმპორტიორი საქართველოში
გეა
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • ავერსი ყველაზე იაფი

    მაგნასპარტატი 243მგ ფხვ#10პაკ

    3.72 ₾ / ც. × 10

    37.22 ₾

    43.79 ₾

    ყიდვა ↗
  • GPC

    მაგნასპარტატი ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად 243მგ პაკეტი #10

    3.72 ₾ / ც. × 10

    37.23 ₾

    43.80 ₾

    ყიდვა ↗
  • ფარმადეპო

    მაგნასპარტატი ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად 243მგ პაკეტი #10

    3.72 ₾ / ც. × 10

    37.23 ₾

    43.80 ₾

    ყიდვა ↗
  • PSP

    მაგნასპარტატი - Magnaspartate 243მგ 10 პაკეტი

    4.38 ₾ / ც. × 10

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

მაგნასპარტატის ერთი საშეტი (6,5 გ) შეიცავს 3246 მგ მაგნიუმის ასპარტატის დიჰიდრატს;

აქედან იონიზირებული მაგნიუმს-243 მგ-ს.

მაგნიუმი წარმოადგენს ატფ-აზას კოფაქტორს, რომელიც შეუცვლელია მეტაბოლური პროცესების სწორი მიმდინარეობისთვის. ააქტიურებს 300-ზე მეტ ფერმეტს, რომლებიც მონაწილეობენ ბაზისური სასიცოცხლო პროცესების მიმდინარეობაში

მაგნასპარტატში არსებული შუცვლელი ამინომჟავა ასპარტატი განაპირობებს მაგნიუმის მაქსიმალურ შეწოვას და არ იწვევს კუჭის ლორწოვანის გაღიზიანებას (სხვა ნაერთებისგან განსხვავებით), არამედ იცავს კუჭის ლორწოვანს გაღიზიანებისგან.

მაგნიუმის დეფიციტის გამომწვევი მდგომარეობები:

გასტროინტერსტინალური

შეწოვის და მეტაბოლური დარღვევები

მოკლე ნაწლავის სინდრომი

სტომა

პროტონური ტუმბოს ინჰიბიტორებით (PPI) ხანგრძლივი მკურნალობა

შემდეგი პრეპარატებით მკურნალობა:

· დიურეტიკები
· გენტამიცინი
· ციკლოსპორინი
· ფოსკარნეტი
· ამფოტერიცინ B
· პენტამიცინი

მაგნიუმის დეფიციტის განმაპირობებელი ქიმიოთერაპიული მკურნალობა:

· ცისპლატინით
· ცეტუქსიმაბით

ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდგომი მდგომარეობები

მაგნიუმის დეფიციტიტთან ასოცირებული სხვა მდგომარეობები:

დიაბეტი, ალკოჰოლიზმი, მწვავე პანკრეატიტი, ჰიპერალდოსტერონიზმი, პოსტობსტრუქციული დიურეზი, მილაკოვანი ნეკროზი, თირკმლის ტრანსპლანტაცია, ინტესტინალური ნეფროპათია, ბარტერის სინდრომი, მააბსორბცია, ხელოვნურ კვებაზე მყოფი პაციენტები მაგნიუმის დამატების გარეშე.

Mg ის დეფიციტის სიმპტომები:

ადრეული სიმპტომებია:

დაღლილობა

სისუსტე

უძილობა

მადის დაქვეითება

გულის რევის შეგრძნება

დეფიციტის გაღრმავებასთან ერთად:

დაბუჟება

კუნთების კონტრაქტურა

კრამპი

გულის რითმის დარღვევა და კორონარული სპაზმი

შაკიკი

მძიმე დეფიციტი (მინერალური ჰომეოსტაზის დარღვევის გამო)

ჰიპოკალციემია

ჰიპოკალიემია

02

ჩვენებები

მაგნასპარტატი გამოიყენება მაგნიუმის დეფიციტის მკურნალობისა და პრევენციისათვის.

03

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილებში (>18 წელი) 1 - 2 საშეტი დღეში. ბავშვები და მოზარდები (10 – 18 წელი): 1 საშეტი დღეში.

ბავშვები (4-10 წელი) ერთი ჩაის კოვზი ფხვნილი გახსნილი წყალში/ჩაიში ან ფორთოხლის წვენში (109 მგ მაგნიუმი) ან 1 საშეტი დღეში (243 მგ მაგნიუმი).

ბავშვები (2-4 წელი) ერთი ჩაის კოვზი ფხვნილი გახსნილი წყალში/ჩაიში ან ფორთოხლის წვენში (109 მგ მაგნიუმი) დღეში

გამოყენება ნაზალური, გასტრალური და დუოდენალური კვების დროს:

მაგნასპარტატი გახსნილი 200მლ წყალში შესაძლებელია გამოყენებული იქნას გასტრალური, დუოდენალური და ნაზალური კვებისთვის. მაგნასპარტატის ხსნარი გამოყენებული უნდა იქნას გახსნისთანავე.

წყალში, ჩაიში ან ფორთოხლის წვენში გახსნილი მაგნასპარტატის მიიღება უნდა მოხდეს მომზადებისთანავე.

მაგნასპარტატი კარგად გადაიტანება და არ არსებობს მონაცემები ჰიპერდოზირების შესახებ

მაგნასპარტატის მიღებასა და შემდეგი პრეპარატების მიღებას შორის

ინტერვალი უნდა იყოს 2–3 საათი.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.