მონოგრაფია Nº 02250 ურეცეპტო
ოფთალმოფერონი
Oftalmoferon
არანაკლებ (10 000 სე + 1მგ)/მლ 10მლ თვალის წვეთები პლასტიკური ფლაკონი საწვეთურით №1
- მოქმედი ნივთიერება
- Diphenhydramin hidrochloride Interferon-alfa-2b
- მწარმოებელი
- FIRN M, რუსეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ვირუსების საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის
- იმპორტიორი საქართველოში
- ჯეო - ფარმა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
სამკურნალო ფორმა
თვალის წვეთები
გამჭვირვალე უფერო ან სუსტი მოყვითალო შეფერილობის ხსნარი.
ათქ კოდი
S01AD05
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
ადამიანის რეკომბინანტური ინტერფერონი ალფა-2ბ არა უმცირეს 10000 მე, დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდი (დიმედროლი) 1.0 მგ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტივირუსული კომბინირებული საშუალება.
ციტოკინი + H1 ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი)
ფარმაკოლოგიური თვისებები
ოფთალმოფერონი წარმოადგენს კომბინირებულ სამკურნალო საშაულებას, რომელიც შეიცავს შემადგენლობაში ანტივირუსულ და იმუნომამოდულირებელ საშუალებას, ინტერფერონი ალფა-2ბ ადამიანის რეკომბინანტური და ანტიჰისტამინურ საშუალებას - დიფენჰიდრამინს.
ადმიანის ალფა-2ბ რეკომბინანტური ინტერფერონი ხასიათდება ფართო ანტივიირუსული, იმუნომამოდულირებელი, ანტიპროლიფეერაციული მოქმედებით.
დიფენჰიდრამინი - H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი ავლენს ანტიალერგიული მოქმედებას, ამცირებს კონიუნქტივის შეშუპება და ქავილს.
ფარმაკოკინეტიკა
ადგილობრივი გამოყენებისას პრეპარატი არ ექვემდებარება სისტემურ აბსორბციას. მოქმედი ნივთიერებების კონცენტრაცია როლელიც მიიღწევა სისიხლში, მნიშვნელოვნად დაბალია აღოჩენის ზღვარზე (ინტერფერონ ალფა -2ბ განსაზღვრის ზღვარი არის 1-2 მე/მლ) და არ გააჩნია კლინიკური მნიშვნელობა. დიფენჰიდრამინის ადგილობრივი გამოყენებისას თვალის სხვადასხვა ქსოვილებში შეღწევის შესახებ მონაცემები არ არსებობს.
ჩვენებები
- ადენოვირუსული, ჰემორაგიული (ენტეროვირუსული), ჰერპესული, კონიუნქტივიტი;
- ადენოვირუსული, ჰერპესული (ვეზიკულური, წერტილოვანი, მერქნისებური, რუკისებრი) კერატიტები
- ჰერპესული სტრომული კერატიტი რქოვანას დაწყლულები ან მის გარეშე.
- ადენოვირუსული და ჰერპესული კერატოკონიუნქტივიტი
- ჰერპესული უვეიტი
- ჰერპესული კერატოუვეიტი (დაწყლულებით ან მის გარეშე)
- “მშრალი” თვალის სინდრომი
- ტრანსპლანტატის დაავდების პროფილაქტიკა და კერატოპლასტიკის შემდგომი ჰერპესული რეციდივის პროფილაქტიკა
- რქოვანას ექსიმერლაზერული რეფრაქციული ქირურგიის შემდგომი გართულების პროფილაქტიკა და მკურნალობა
უკუჩვენებები
პრეპარატის კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა
პრეპარატის გამოყენება
ორსულობა და ლაქტაცია
და ლაქტაციის დროს
პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს შეიძლება მხოლოდ მკურნალი ექიმის დანიშნულებით თუ მოსალოდნელი ეფექტი აჭარბებს ნაყოფის ან ახალშობილის გართულებების განვითარების რისკს.
მიღების წესი და დოზირება
თვალის ვირუსული დაავადებების დროს მოზრდილებში და ბავშვებში დაავადების მწვავე სტადიაზე პრეპარატს აწვეთებენ კონიოუნქტურ პარკში 1-2 წვეთს 6-8-ჯერ დღეში. ანთებითი პროცესისი კუპირების მიზინით ჩაწვეთების სიხშრე იზრდება ღეში 2-3-მდე დღეში, დაავდების სიმპოტმების გაქრობამდე.
“მშრალი” თვალის სინდრომის დროს პრეპარატს იყენებენ ყოველდღიურად, 1-2 წვეთს დღეში 2-ჯერ, 25-30 დღის განმავლობაში, დაავდების სიმპტომების გაქრობამდე.
რქოვანას ექსიმერლაზერული ქირურგიის შემდგომი გართულებების პროფილაქტიკის და მკურნალობისთვის, პრეპარატს იყენებენ ყოველდღე, 1-2 წვეთს დღეში 2-ჯერ, ოპერაციის დღიდან დაწყებული, 10 დღის განმავლობაში.
ტრანსპლანტატის დაავადების პროფილაქტიკისთვის და ჰერპესული კერატიტის რეციდივის ასაცილებლად კერატოპლასტიკის შემდეგ აწვეთებენ 1-2 წვეთ პრეპარატს ოპერირებულ თვალში 3-4-ჯერ დღეში ოპერაციის შემდეგ პირველი ორი კვირის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები
აღნიშნული არ არის
ჭარბი დოზირება
პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევები აღნიშნული არ არის
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
პრეპარატი შეთავსებადია და კარგად ეწყობა თვალისთვის განკუთვნილ ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიულ, კორტიკოსტეროიდულ, რეპარაციულ პრეპარატებთან – რქოვანას რეგენერაციის სტიმულატორებს და ცრემლის შემცვლელი თერაპიის პრეპარატებს.
განსაკუთრებული მითითებები
პაციენტებმა, რომლებიც იყენებენ კონტაქტურ ლინზებს, პრეპარატი უნდა ჩაიწვეთონ მხოლოდ მოხსნილ მდგომარეოაბაში და მათი დაყენება უნდა მოხდეს პრეპარატის ჩაწვეთებიდან 15-20 წუთის შემდეგ.
ინსტილაციის შემდეგ შესაძლებელია არამკაფიო მხედველობა, ამიტომ სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა უნდა განხორციელდეს პრეაპარატის ჩაწვეთებიდან რამდენიმე წუთში.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
თვალის წვეთები. 5 ან 10 მლ პლასტმასის ფლაკონში წვეთოვანი დოზატორით. ყოველ ფლაკონს გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.
ვარგისობის ვადა
2 წელი. გახსნილი ფლაკონი ინახება არაუმეტეს 30 დღის განმავლობაში.
გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები
2-8°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტის გარეშე.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
დიმექსი
DIMEX
9.96მგ/5მლ+99.6 მგ/5მლ 125 მლ სიროფი მუქი ფერის პოლიეთილენტერაფტალატის ფლაკონში საზომ ჭიქასთან ერთად
ფსილო-ბალზამი
Psilo-Balsam
1% გარეგანი გამოყენების გელი 20გ ტუბში
გრიპფერონი
gripferon
არანაკლებ 10 000 სე/მლ 10მლ ცხვირის წვეთები პლასტიკური ფლაკონი საწვეთურით №1
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.