8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01464 ურეცეპტო

გრიპფერონი

gripferon

არანაკლებ 10 000 სე/მლ 10მლ ცხვირის წვეთები პლასტიკური ფლაკონი საწვეთურით №1

გრიპფერონი, არანაკლებ 10 000 სე/მლ 10მლ ცხვირის წვეთები პლასტიკური ფლაკონი საწვეთურით №1
მოქმედი ნივთიერება
Interferon-alfa-2b
მწარმოებელი
FIRN M, რუსეთი
იმპორტიორი საქართველოში
ჯეო - ფარმა
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ინსტრუქცია

01

ზოგადი დახასიათება

სამკურნალწამლო ფორმა

ნაზალური წვეთები

გამჭვირვალე უფერო ან ღია ყვითელი ხსნარი.

ათქ კოდი

L03AB05

02

შემადგენლობა

1მლ პრეპარატი შეიცავს:
ადამიანის რეკომბინანტული ინტერფერონი ალფა-2ბ, არანაკლებ 10000სე.

03

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ანტივირუსული საშუალება. იმუნომოდულატორი.

ციტოკინი

04

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატს ახასიათებს იმუნომოდულაციური, ანთების საწინააღმდეგო და ვირუსსაწინააღმდეგო მოქმედება.

05

ფარმაკოკინეტიკა

ინტრანაზალური გამოყენებისას სისხლში მოქმედი ნივთიერების კონცენტრაცია აღმოჩენის ზღვარზე მეტად დაბალია (ინტერფერონი ალფა-2ბ-ს აღმოჩენის ზღვარი 1-2სე/მლ) და არ გააჩნია კლინიკური მნიშვნელობა.

06

ჩვენებები

გრიპის და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების მკურნალობა ბავშვებსა და მოზრდილებში.

07

უკუჩვენებები

ინტერფერონების და პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა.

ალერგიული დაავადებების მძიმე ფორმები

08

ორსულობა და ლაქტაცია

გრიპფერონის გამოყენება დასაშვებია ორსულობის მთელი პერიოდის დროს შესაბამის ასაკობრივი დოზით.

გამოყენების მეთოდი და

09

მიღების წესი და დოზირება

დაავადების პირველი ნიშნებისას გრიპფერონი გამოიყენება 5 დღის განმავლობაში:

  • 0-1 წლის ასაკში 1 წვეთი თითო ნესტოში 5-ჯერ დღეში (ერთჯერადი დოზა 1000სე, სადღეღამისო დოზა 5000სე)
  • 1-3 წლის ასაკში 2 წვეთი თითო ნესტოში 3-4-ჯერ დღეში (ერთჯერადი დოზა 2000სე, სადღეღამისო დოზა 6000-8000სე)
  • 3-14 წლის ასაკში 2 წვეთი თითო ნესტოში 4-5-ჯერ დღეში (ერთჯერადი დოზა 2000სე, სადღეღამისო დოზა 8000-10000სე)
  • მოზრდილებში 3 წ9ვეთი თითო ნესტოში 5-6-ჯერ დღეში (ერთჯერადი დოზა 3000სე, სადღეღამისო დოზა 15000-18000სე)

მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების და გრიპის პროფილაქტიკისთვის:

  • ავადმყოფთან კონტაქტისას და/ან გადაციებისას პრეპარატს იწვეთებენ ერთჯერადი ასაკობრივი დოზით 2-ჯერ დღეში. აუცილებლობისას პროფილაქტიკი კურსებს იმეორებენ;
  • ავადობის სეზონური მომატებისას პრეპარატს იწვეთებენ ასაკობრივი დოზით დილით 24-48 საათში ერთხელ.

ყოველი ჩაწვეთების შემდეგ რეკომენდებულია ცხვირის ფრთების მასაჟი რამდენიმე წუთის განმავლობაში ცხვირის ღრუში პრეპარატის თანაბარი განაწილებისთვის.

10

გვერდითი მოვლენები

ალერგიული რეაქციები

11

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ინტრანაზალური სისხლძარღვების შემავიწროებელი საშუალებების გრიფერონთან ერთად გამოყენება რეკომენდებული არ არის, რადგან ეს იწვევს ცხვირის ლორწოვანი გარსის დამატებით გამოშრობას.

12

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

ნაზალური წვეთები 10000სე/მლ. 5 ან 10მლ პლასტმასის ფლაკონში წვეთოვანი დოზატორით. ყოველ ფლაკონს გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.

13

ვარგისობის ვადა

2 წელი. გახსნილი ფლაკონი ინახება არაუმეტეს 30 დღის განმავლობაში.

გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

14

შენახვის პირობები

2-8°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

15

აფთიაქიდან გაცემის პირობები

რეცეპტის გარეშე.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.