მონოგრაფია Nº 02237 ურეცეპტო
ოდაბან სპრეი
Odaban spray
- მოქმედი ნივთიერება
- Aluminium Chloride Dimethicone ethanol (Ethanol)
- მწარმოებელი
- MDM Healthcare, დიდი ბრიტანეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- მომატებული ოფლიანობის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- მედიფარმა-ჯე
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
ჭარბი ოფლიანობის სამკურნალო სპრეი.
შემადგენლობა
Aluminium Chloride 6H20-20%; Dimethicone Copolyol 193-1% ; Ethanol ‘B’ (DEB)
ჩვენებები
ნებისმიერი ლოკალიზაციის ჰიპერჰიდროზი: იღლია, ტანი, ტორსი, სახე, ხელები, ტერფები, თავის თმიანი საფარველი, პროთეზირებული კიდურები, საზარდულის მიდამოები.
ოდაბანის გამოყენება ფეხზე , არამარტო აღმოფხვრის არასასიამოვნო სუნს ფეხიდან, არამედ წარმოადგენს ტერფის და ფრჩხილის სოკოს პროფილაქტიკას, ხოლო მისი ჩართვა ტერფის და ფრჩხილის სოკოს მკურნალობის კურსში ზრდის მკურნალობის ეფექტურობას
როგორ მოქმედებს ოდაბანი
ოდაბანის გამოყენების შემდეგ ხდება ოფლის გამოყოფის რეგულირება, რადიოიზოტოპურმა მეთოდებმა აჩვენა, რომ ოდაბანის აქტიური კომპონენტები არ არღვევენ საოფლე ჯირკვლების ფუნქციონირებას. პრეპარატის მოქმედებას საფუძველად უდევს ოფლის გამომტანი სადინრების ნაწილობრივ ბლოკირება (გარეგანი საცობი), რის შედეგადაც ოფლის გამომტანი სადინარი უბრუნდება ნორმალურ ზომას , შესაბამისად „პრობლემური“ ზონა რჩება მშრალი, ხოლო ოფლის ის რაოდენობა რაც უნდა გამოიყოს დღე-ღამის განმავლობაში, გამოიყოფა შარდის საშუალებით .
რატომ არის ოდაბანი უსაფრთხო
ოდაბანი არის უსაფრთხო პროდუქტი, გაუმჯობესებული სილიკონის ფორმულის საშუალებით - მისი გამოყენების შემდეგ სხეულის ზედაპირზე წარმოიქმნება დამცავი აპკი (პლიონკა) და ალუმინის ქლორიდი არ შეიწოვება ორგანიზმში, ამიტომ არის ოდაბანი აღიარებული, როგორც უსაფრთხო საშუალება, ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც კი.
მიღების წესი და დოზირება
ოდაბან სპრეი გამოიყენება ღამით! ძილის წინ! ძილის დროს ორგანიზმი ყველაზე მეტადაა მოსვენებული და ნებისმიერი ოფლის გამოყოფა დაყვანილია მინიმუმამდე, ამიტომაც ოდაბან სპრეი უფრო ეფექტურად მოქმედებს. ოდაბანის გამოყენებამდე , საჭიროა პრობლემური ზონის დაბანა და კარგათ გამშრალება, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება თმის საშრობი. სრული სიმშრალის შენარჩუნებისთვის, ოდაბან სპრეის შეშრობის შემდეგ რეკომენდებულია ტალკის გამოყენება (საჭიროებისამებრ) , ხოლო დილით შესაბამისი ზონა ჩამოიბანება წყლის და საპნის დახმარებით. ნუ გამოიყენებთ დიდი რაოდენობით, საკმარისია ერთი მიბკურება პრობლემურ ზონაზე.
გამოყენების ხანგრძლივობა
ოდაბან სპრეი თავიდან გამოიყენება კვირაში 3-ჯერ. შედეგის მიღების შემდეგ მისი მოხმარების სიხშირე უნდა შემცირდეს : კვირაში 2-ჯერ ან 1-ჯერ. ხელების და ფეხების შემთხვევაში საჭიროა უფრო დიდი რაოდენობით გამოყენება, ვიდრე სხვა პრობლემური ზონების შემთხვევაში.
განსაკუთრებული მითითებები
არ გამოიყენოთ ოდაბანი დღის განმავლობაში!
არ შეიძლება ოდაბანის შესხმა უშუალოდ სახეზე!( ამ შემთხვევაში გამოიყენეთ იგი ბამბის ტამპონის საშუალებით)
ოდაბანის გამოყენება არ შეიძლება გაღიზიანებულ და დაზიანებულ კანზე.
არ შეიძლება ოდაბანის გამოყენება ახლად გაპარსულ იღლიებზე!( ეს შესაძლებელია მხოლოდ 24 საათის შემდეგ).
ცხელი აბაზანის მიღების და საუნაში ყოფნის შემთხვევაში ოდაბანის გამოყენება ხდება ასეთი პროცედურებიდან ერთი საათის შემდეგ.
შესაძლებელია გამოყენება ასევე
ბავშვებში 8 წლის ასაკიდან, ორსულებში, ლაქტაციის პერიოდში (ექიმის კონსულტაციით)
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები
ოდაბანის ზედმეტი გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია კანის გაღიზიანება. ამ შემთხვევაში შეწყვიტეთ ოდაბანის გამოყენება რამოდენიმე დღით. გაღიზიანების შემსუბუქების მიზნით შესაძლებელია ჰიდროკორტიზონის ჯგუფის ნებისმიერი მალამოს გამოყენება.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
დეზინფექტ ალკო
95% ხსნარი 1 ფლაკონი №1 200 მლ
ეთილოსეპტი კონცენტრატი
95-96% ხსნარი №1 200 მლ
ეთანოლი სამედიცინო 95%
Aethanolum Medicinalis 95%
95% ხსნარი 50მლ ფლაკონი #1
ჰედრინი
Hedrin
4% 50მლ გარეგანი გამოყენების ლოსიონი ფლაკონი №1
პეპსანი
სუსპენზია 30 გრანულა №30
პეპსანი რ
PEPSANE R
საშე #30, პერორალური გელი
ეთანოლსეპტი
96% ხსნარი №1 1000 მლ
რეოკონი
Reocon
ტაბლეტი #100
ეთანოლი სამედიცინო-ეთილის სპირტი 95%
Aethanolum Medicinalis 95%
50 მლ.100 მლ.200 მლ. და 500 მლ. სითხე ფლაკონში
ეთილის სპირტი 95%
Spirtus aethylicus 95%
95% ხსნარი 50მლ ფლაკონი #1, 95% ხსნარი 100მლ ფლაკონი #1
კუპლატონი
Cuplaton
300მგ/მლ 30მლ ორალური წვეთები ფლაკონში # 1
პეპსანი
PEPSANE
300მგ+4მგ კაფსულა N30
სამედიცინო ანტისეპტიკური ხსნარი
Spiritus aethylicus
95% ეთანოლი 1000 მლ ხსნარი პოლიმერული მასალის ფლაკონში
სამედიცინო ანტისეპტიკური ხსნარი
Spiritus aethylicus
95% ეთანოლი 100 მლ ხსნარი ნარინჯისფერ პოლიმერული მასალის ფლაკონში
უნიკრეონი D
UNICREON D
ტაბლეტი №24
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.