მონოგრაფია Nº 00058 ურეცეპტო
ეთანოლი სამედიცინო 95%
Aethanolum Medicinalis 95%
95% ხსნარი 50მლ ფლაკონი #1
დან3.44 ₾ 1 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- ethanol (Ethanol)
- მწარმოებელი
- ეუბიოტიკები, საქართველო
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ანტისეპტიკური საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- ეუბიოტიკები
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
95% · 100მლ
-
PSP ყველაზე იაფი
ეთანოლი - Ethanol 95% 100მლ
ყიდვა ↗3.44 ₾
-
PSP
ეთანოლი - Ethanol სამედიცინო სპირტი 95% 100მლ პოლიეთილენის
ყიდვა ↗3.75 ₾
95% · 200მლ
-
PSP
ეთანოლი - Ethanol 95% 200მლ
ყიდვა ↗5.65 ₾
95% · 1000მლ
-
PSP
ეთანოლი 95% 1000მლ
ყიდვა ↗19.30 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ethanol. ჯერ ყველაზე იაფი.
დეზინფექტ ალკო
95% ხსნარი 1 ფლაკონი №1 200 მლ
ეთილოსეპტი კონცენტრატი
95-96% ხსნარი №1 200 მლ
ეთანოლსეპტი
96% ხსნარი №1 1000 მლ
ეთანოლი სამედიცინო-ეთილის სპირტი 95%
Aethanolum Medicinalis 95%
50 მლ.100 მლ.200 მლ. და 500 მლ. სითხე ფლაკონში
ეთილის სპირტი 95%
Spirtus aethylicus 95%
95% ხსნარი 50მლ ფლაკონი #1, 95% ხსნარი 100მლ ფლაკონი #1
სამედიცინო ანტისეპტიკური ხსნარი
Spiritus aethylicus
95% ეთანოლი 1000 მლ ხსნარი პოლიმერული მასალის ფლაკონში
სამედიცინო ანტისეპტიკური ხსნარი
Spiritus aethylicus
95% ეთანოლი 100 მლ ხსნარი ნარინჯისფერ პოლიმერული მასალის ფლაკონში
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
სპირტის და წყლის ნარევი
ფარმაკოლოგიური თვისებები
ეთანოლი (ეთილის სპირტი) მიეკუთვნება ცხიმოვანი რიგის ნარკოტიკულ ნივთიერებას. თავის ტვინის ქერქზე ზემოქმედებისას ეთილის სპირტი იწვევს მისთვის დამახასიათებელ ალკოჰოლურ აღგზნებას, რაც დაკავშირებულია შეკავებითი პროცესების შესუსტებასთან, შემდგომში მოგრძო ტვინის, ზურგის ტვინისა და სუნთქვის ცენტრის დათრგუნვით.
ჩვენებები
სამედიცინო პრაქტიკაში ეთანოლი (ეთილის სპირტი) ძირითადად გამოიყენება, როგორც გარეგანი ანტისეპტიკური, სადეზინფექციო და გარეგანი გამაღიზიანებელი საშუალება კანში შესაზელად, კომპრესებისათვის და სხვა.
მიღების წესი და დოზირება
კანში შესაზელად, კომპრესებისათვის. სხვადასხვა განზავებებით ეთანოლი (ეთილის სპირტი) გამოიყენება ნაყენებისა და ექსტრაქტების მოსამზადებლად.
გვერდითი მოვლენები
შიგნით მიღებისას პრეპარატი იწვევს თავის ტვინის ქერქის აღგზნების დაქვეითებას, მოგრძო ტვინის და სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას (დიდ დოზებში). მოწამლვისას რეკომენდირებულია კუჭის ამორეცხვა.
უკუჩვენებები
არ გამოიყენება კანის მწვავე ანთებების დროს. არ არის რეკომენდირებული 14 წლამდე ასაკის ბავშვებში შიგნით მიღება.
განსაკუთრებული მითითებები
შიგნით დიდი დოზით მიღებისას იწვევს ორგანიზმის ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციების რღვევას. დაუშვებელია შიგნით მიღება ავტომობილების მძღოლების და დაზგა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალის მიერ, ასევე ქალებში ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
სიფრთხილე: ეთანოლის გამოყენება დაუშვებელია ღია ცეცხლთან ახლოს. თვალის ლორწოვან გარსზე მოხვედრისას იწვევს წვას და ძლიერ გაღიზიანებას.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
შიგნით მიღებისას თრგუნავს ანტიბიოტიკების მოქმედებას, ამაღლებს ორგანიზმის მგრძნობელობას ტრანკვილიზატორებთან. პერორალურ ანტიდიაბეტურ პრეპარატებთან ერთად იწვევს კომის განვითარებას. საძილე პრეპარატებთან ერთად იწვევს სუნთქვის ძლიერ დაქვეითებას.
შენახვის პირობები
შენახვის პირობები: გრილ ადგილას, ცეცხლისგან მოშორებით, ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.