მონოგრაფია Nº 04455 ურეცეპტო
ნაპროქსენი ნორმონი
Naproxen Normon
500მგ ტაბლეტი №40
დან27.25 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- ნაპროქსენი (Naproxen sodium)
- მწარმოებელი
- Normon, ესპანეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- პროპიონის მჟავას წარმოებული პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით
- იმპორტიორი საქართველოში
- გეფა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
500მგ · №40
-
GPC ყველაზე იაფი
ნაპროქსენი ნორმონი ტაბლეტი 500მგ #40
0.72 ₾ / ც. × 40
ყიდვა ↗28.81 ₾
33.90 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
ნაპროქსენი ნორმონი ტაბლეტი 500მგ #40
0.72 ₾ / ც. × 40
ყიდვა ↗28.81 ₾
33.90 ₾
-
PSP
ნაპროქსენი ნორმონი - Naproxeno Normon 500მგ 40 ტაბლეტი
0.85 ₾ / ც. × 40
ყიდვა ↗33.90 ₾
500მგ · №50
-
PSP
ნაპროქსენ-500 - Naproxen-500 500მგ 50 ტაბლეტი
0.55 ₾ / ც. × 50
ყიდვა ↗27.25 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ნაპროქსენი. ჯერ ყველაზე იაფი.
აპრალჯინ ფორტე
550მგ ტაბლეტი №10
ნალგეზინი
Nalgesin
275 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
აქსენ ფორტე
AKSEN FORT™
550მგ ტაბლეტები #10
ტერალივი
275მგ ტაბლეტი №12
ნაპროქსენი - გელი
Naproxen Gel
10% (100მგ/გ) 30გ გელი ლამინირებული ტუბი №1
ნაპროფი
NAPROFF
550მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი №10
ნაპროფი
NAPROFF
10% 45 გ გელი ტუბი №1
ნალგეზინ ფორტე
Nalgesin® Forte
550 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №60
ნაპრიუსი
NAPRIUS
500 მგ პაკეტი #20
ნაპროქსენის ტაბლეტები, USP
NAPROXEN SODIUM TABLETS, USP
550მგ ტაბლეტი №500
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
https://www.facebook.com/Normon.Georgia
შემადგენლობა
პრეპარატი ნაპროქსენი ნორმონის ტაბლეტები, 500მგ აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ნატრიუმის ნაპროქსენს.
ჩვენებები
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავდებები (რევმატოიდული ართრიტი, სხვადასხვა სახის ართრიტები, რბილი ქსოვილების რევმატული დაზიანებები, ხერხემლისა და პერიფერიული სახსრების ოსტეოართროზი, ტენდოვაგინიტი, ბურსიტი).
სხვადასხვა სიმძიმის ტკივილის სინდრომი (ნევრალგია, მიალგია, ოსალგია, პოსტტრავმული ტკივილის სინდრომი_დაჭიმულობა და დაჯეჟილობები, ოპერაციის შემდგომი ტკივილები, ტავის ტკივილი, შაკიკი, ალგოდისმენორეა, კბილის ტკივილი);
კომლექსურ თერაპიაში გამოიყენება ყურის, ცხვირის ყელის ტკივილით გამოხატული ინფექციურ-ანთებითი დაავადებებისას (ფარინგიტი, ტონზილიტი, ოტიტი); ცხელების სინდრომის დროს გაციებისა და ინფექციური დაავადებებისას.
მიღების წესი და დოზირება
დოზირება ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე. მოზრდილებში ინიშნება 0,5-1 გრ დღეში, გაყოფილი 2 მიღებად. სადღეღამისო შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 0,5 მგ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა: 1,75 გრ.
1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 2,5-5 მგ/კგ-წონაზე გადაანგარიშებით. მაქსიმალური მკურნალობის კურსი შეადგენს 14 დღეს.
გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევის შეგრძნება, ღებინება, დისკომფორტის შეგრძნება ეპიგასტრიუმში. იშვიათად აღინიშნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის სისტემიდან.
ცნს-სა და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ძილიანობა, ფსიქომოტორული რეაქციების შენელება. იშვიათად სმენის დარღვევები.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია, გრანულოციტოპენია, აპლასტური ანემია, ჰემოლიზური ანემია
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად აღინიშნება თირკმლის ფუნქციის დარღვევები.
სასუნთქი სისტემის მხრივ: ეოზინოოფილური პნევმონია;
ალერგიული რეაქციებიდან აღინიშნება: გამონაყარი კაზე, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება.
უკუჩვენებები
კუწ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, ,,ასპირინული ტრიადა”, სისხლწარმოქმნის დარღვევები, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები, ბავშვთა ასაკი 1 წლამდე, მომატებული მგრძნობელობა ნაპროქსენისადმი და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისადმი.
ორსულობა და ლაქტაცია
სიფრთხილით ინიშნება ორსულებში (განსაკუთრები I და III ტრიმესტრებში) და ლაქტაციის პერიოდში. ნაპროქსენი მცირე რაოდენობით გადის პლანცენტარულ ბარრიერს და ხვდება დედის რძეში.
განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით ინიშნება ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევისას, ანამნეზში კუჭ-ნაწლავის დაავადებების არსებობისას, დისპეფსიური სიმპტომების გამოვლენისას, არტერიული ჰიპერტენზიის და გულის უკმარისობის დროს. სიფრთხილით ინიშნება სერიოზული ქირურგიული ჩარევების შემდეგ. მკურნალობის პროცესში აუცილებელია ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის სისტემური კონტროლი, ასევე პერიფერიული სისხლის სურათის კონტროლი. ნაპროქსენი ნორმონით მკურნალობის პერიოდში თავი 0.00 უნდა შევიკავოთ ისეთი ქმედებებისაგან რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცეტრირებასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს. მაგნიუმის, ალუმინისა და ნატრიუმის ჰიდროკარბონატის შემცველ ანტაციდებთან ერთდროული მიღებისას ადგილი აქვს ნაპროქსენის შეწოვის (აბსორბციის) შეფერხებას. ფუროსემიდთან ერთდროული მიღებისას შესაძლოა შემცირდეს ფუროსემიდის დიურეზული ეფექტი. პრედნიზონოლთან ერთდროული მიღებისას შესაძლებელია აღინიშნოს პრედნიზოლონის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში, პრობენეციდთან ერთდროული მიღებისას _აღინიშნება ნაპროქსენი ნორმონის კონცენტრაციის შემცირება სისხლის პლაზმაში, ხოლო სალიცილამიდთან მიღებისას კი ძლიერდება სალიცილამიდის მოქმედება. აცეტილსალიცილის მჟავასთან მიღებისას შესაძლებელია ნაპროქსენის კონცენტარციის გაზრდა სისხლის პლაზმაში. მეტოტრექსატთან მიღებისას_ ძლიერდება მეტოტრექსატის ტოქსიურობა. კოფეინთან მიღებისას _ ძლიერდება ნაპროქსენის მოქმედება. ერთდროული მიღებისას ცვლის დიაზეპამის ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებს ამოქსიცილინთან ერთდროული მიღებისას არსებობს ნეფროტული სინდრომის განვითარების რისკი.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 15-30°С ტემპერატურაზე.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.