8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 02046 Rx · რეცეპტით

მუსკომედი

MUSCOMED

8მგ მყარი კაფსულა N20

მოქმედი ნივთიერება
თიოკოლხიკოზიდი (Thiocolchicoside)
მწარმოებელი
World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
იმპორტიორი საქართველოში
World Medicine
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: თიოკოლხიკოზიდი. ჯერ ყველაზე იაფი.

მუსკოფლექსი, 8მგ კაფსულა №10

მუსკოფლექსი

8მგ კაფსულა №10

თიოკოლხიკოზიდი ბილიმი, თურქეთი
დან6.89 ₾
მუსკოფლექსი ი/მ, 4მგ/2მლ ხსნარი საინექციო ამპულა №6

მუსკოფლექსი ი/მ

4მგ/2მლ ხსნარი საინექციო ამპულა №6

თიოკოლხიკოზიდი იდოლ ილაჩ დოლუმი, თურქეთი
დან8.62 ₾
თიოზიდი, 4მგ ტაბლეტი №20

თიოზიდი

Tiyozid

4მგ ტაბლეტი №20

თიოკოლხიკოზიდი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან17.00 ₾
მუსკომედი, 4მგ მყარი კაფსულა N20

მუსკომედი

MUSCOMED

4მგ მყარი კაფსულა N20

თიოკოლხიკოზიდი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან17.00 ₾
მუფლექსინი, 4მგ კაფსულა #20

მუფლექსინი

MUFLEKSIN

4მგ კაფსულა #20

თიოკოლხიკოზიდი Bilim Pharmaceuticals, თურქეთი
დან17.00 ₾
თიოფლექსი, 8მგ ტაბლეტი №20

თიოფლექსი

TioFlex

8მგ ტაბლეტი №20

თიოკოლხიკოზიდი Santa Farma, თურქეთი
დან23.85 ₾
თიოფლექსი, 4მგ/2მლ 2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა #6

თიოფლექსი

TioFlex

4მგ/2მლ 2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა #6

თიოკოლხიკოზიდი Santa Farma, თურქეთი
Rx · რეცეპტით
თიოფლექსი მალამო, 0.25% მალამო 30გ ტუბი #1

თიოფლექსი მალამო

TioFlex

0.25% მალამო 30გ ტუბი #1

თიოკოლხიკოზიდი Santa Farma, თურქეთი
ურეცეპტო

მუსკომედი

MUSCOMED

4მგ/2მლ 2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №6

თიოკოლხიკოზიდი Mefar Ilac Sanayii A.S.,
Rx · რეცეპტით

მუსკომედი

MUSCOMED

0,25% 30გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1

თიოკოლხიკოზიდი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
ურეცეპტო

ინსტრუქცია

01

ზოგადი დახასიათება

წამლის ფორმა: მყარი ჟელატინის კაფსულები.

მუსკომედი 4 მგ
მყარი ჟელატინის კაფსულები, ზომა #3, სახურავი და კორპუსი მქრქალი თეთრი ფერის, შეიცავენ ყვითელ ფხვნილს.

მუსკომედი 8 მგ
მყარი ჟელატინის კაფსულები, ზომა #2, სახურავი და კორპუსი მქრქალი თეთრი ფერის, შეიცავენ ყვითელ ფხვნილს.

02

შემადგენლობა

კაფსულა შეიცავს
აქტიური ნივთიერება: თიოკოლხიკოზიდი 4 მგ ან 8 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.
კაფსულის შემადგენლობა: ტიტანის დიოქსიდი, ჟელატინი.

პრეპარატის ათქ კოდი: M03BX05

03

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ცენტრალური მოქმედების მიორელაქსანტები.

04

ფარმაკოლოგიური თვისებები

მუსკომედი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს თიოკოლხიკოზიდს, ნახევრადსინთეზურ მიორელაქსანტს, რომელიც ბუნებრივი გლიკოზიდისგან _ კოლხიკოზიდისგან მიიღება. ავლენს სელექტიურ აფინურობას გამა-ამინოერბომჟავასა (გაემ) და გლიცინური რეცეპტორების მიმართ, რაც განაპირობებს პრეპარატის მოქმედებას ნერვული სისტემის სხვადასხვა დონეზე, როგორც ადგილობრივი ხასიათის სპაზმის, ასევე ცენტრალური წარმოშობის სპაზმის დროს.
მუსკომედს არ გააჩნია კურარეს მსგავსი მოქმედება, იგი არ იწვევს დამბლას, არ ახდენს გავლენას სასუნთქ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებზე.

05

ფარმაკოკინეტიკა

შიგნით მიღების შემდეგ თიოკოლხიკოზიდი თავდაპირველად მეტაბოლიზდება აგლიკონ 3-დემეთილთიოკოლხიცინის (SL59.0955) წარმოქმნით. ეს პროცესი მიმდინარეობს ინტესტინალური მეტაბოლიზმის საშუალებით, რითაც აიხსნება სისხლის პლაზმაში შეუცვლელი ფორმით მოცირკულირე თიოკოლხიკოზიდის არარსებობა. შემდგომში SL59.0955 გლუკუროკონიუგირდება ფარმაკოლოგიურად აქტიურ მეტაბოლიტად SL18.0740.
SL59.0955 და SL18.0740-ის მაქსიმალური კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 1 საათში. ერთჯერადი პერორალური დოზის სახით 8 მგ თიოკოლხიკოზიდის მიღების შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაციის და AUC-ის მაჩვენებლები SL18.0740-სთვის შესაბამისად შეადგენს დაახლოებით 60 ნგ/მლ და 130 ნგ.სთ/მლ. SL59.0955-სთვის ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვნად დაბალია: მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენს დაახლოებით 13 ნგ/მლ, AUC ვარირებს 15,5 ნგ.სთ/მლ-დან (3 საათამდე) 39,7 ნგ.სთ/მლ-მდე (24 საათამდე).
SL18.0740-ის ნახევარგამოყოფის პერიოდი 3,2-7 საათს შეადგენს, SL59.0955-ის – 0,8 საათს.
შიგნით მიღების შემდეგ მიღებული დოზის 20% გამოიყოფა თირკმელებით, 75-81% ექსკრეტირდება ფეკალიებთან ერთად.

06

ჩვენებები

მუსკომედი ნაჩვენებია სპასტიური ხასიათის ტკივილის სამართავად შემდეგი მდგომარეობებისას:

  • ხერხემლის დეგენერაციული დაავადებები (დორსალგია, ლუმბალგია და ა.შ.);
  • კუნთების სპაზმით მიმდინარე ტრავმული დაზიანებები და ნევროლოგიური დაავადებები;
  • სახსრებზე წარმოებული ოპერაციების შემდგომი რეაბილიტაცია.
07

მიღების წესი და დოზირება

მუსკომედი მიიღება შიგნით ჭამის შემდეგ. გამოყენების წინ რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.
პრეპარატის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 8-16 მგ-ს, გაყოფილი 2 მიღებად.
მკურნალობის ხანგრძლივობა: 5-7 დღე.
ფიზიოთერაპიული პროცედურებისათვის მზადებისას კუნთების მოდუნების პერიოდი შეადგენს 1-2 საათს პრეპარატის მიღებიდან.

წინააღმდეგჩვენებები
_ პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
_ კუნთების ჰიპოტონია;
_ მსუბუქი დამბლა;
_ ორსულობა;
_ ლაქტაციის პერიოდი;
_ 15 წლამდე ბავშვთა ასაკი.

08

გვერდითი მოვლენები

იშვიათად: გამონაყარი კანზე, შეშუპება, ალერგიული და ფსევდოალერგიული რეაქციები (ალერგიული ვასკულიტი), გასტრალგია, დიარეა.
ძალიან იშვიათად: ჰიპოტენზია, გაღიზიანებადობა და ძილიანობა.

09

განსაკუთრებული მითითებები

მუსკომედი სიფრთხილით გამოიყენება თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს. სიფრთხილით გამოიყენება ეპილეფსიით დაავადებულ ან კრუნჩხვების განვითარების რისკის მქონე პაციენტებში.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
მკურნალობის პერიოდში საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის და სხვა პოტენციურად საშიში სამუშაოების შესრულებისას, რომლებიც საჭიროებს ყურადღების კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

პრეპარატი უკუნაჩვენებია 15 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.

10

ორსულობა და ლაქტაცია

მუსკომედი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

11

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ მონაცემები არ არის. თუმცა, რეკომენდებულია სიფრთხილის ზომების დაცვა სხვა მიორელაქსანტებთან ერთად გამოყენებისას.
ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველ პრეპარატებთან, ალკოჰოლთან, ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან, კურარეს მსგავს პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია მიორელაქსაციის გაძლიერება და ცნს-ის დათრგუნვა, ჰიპოტონიის განვითარება.
ანტიკოაგულანტებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება სისხლდენის რისკი.

12

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები არ არის.
სიმპტომები: შესაძლებელია გვერდითი მოვლენების გაძლიერება.
მკურნალობა: სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია.

13

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

მყარი ჟელატინის კაფსულები.
10 კაფსულა ბლისტერში.
1 ან 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

14

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

15

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

16

აფთიაქიდან გაცემის პირობები

II ჯგუფი ფორმა #3 რეცეპტით.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.