8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01999 ურეცეპტო

მიკოტრანი

Mikotran

1200მგ ვაგინალური სუპოზიტორია №1

დან24.48 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
მიკოტრანი, 1200მგ ვაგინალური სუპოზიტორია №1
მოქმედი ნივთიერება
მიკონაზოლი (Miconazole)
მწარმოებელი
Exeltis Ilac San, თურქეთი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
აზოლების ჯგუფი
იმპორტიორი საქართველოში
ასფარმა
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • GPC ყველაზე იაფი

    მიკოტრანი სანთელი ვაგინალური 1200მგ #1

    24.48 ₾

    28.80 ₾

    ყიდვა ↗
  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    მიკოტრანი სანთელი ვაგინალური 1200მგ #1

    24.48 ₾

    28.80 ₾

    ყიდვა ↗
  • ავერსი

    მიკოტრანი 1200მგ #1ვაგ.სანთ

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

1 ვაგინალური სუპოზიტორია შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: მიკონაზოლის ნიტრატი 1200მგ

დამხმარე ნივთიერებები: ვიტეფსოლი S 55, ტვინ 80

02

ზოგადი დახასიათება

თეთრი ფერის ვაგინალური სუპოზიტორია

03

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ადგილობრივი გამოყენების სოკოს საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება

04

ფარმაკოლოგიური თვისებები

ვაგინალური სუპოზიტორია მიკოტრანი® შეიცავს სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას-მიკონაზოლის ნიტრატს, რომელიც მიეკუთვნება იმიდაზოლის სინთეზურ წარმოებულს. მიკონაზოლის ნიტრატს აქვს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება და გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი. განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს პათოგენურ სოკოებსა და საფუარებზე, მათ შორის Candida albicans-ზე. ასევე აქტიურია Aspergillus spp, Cryptococcus neofarmans, Pseudoallescheria boydii-ის და ზოგიერთი გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ, მათ შორის სტაფილოკოკების და სტრეპტოკოკების მიმართ. მიკონაზოლის ნიტრატი იწვევს უჯრედის მემბრანის ერგოსტეროლის სინთეზის ინჰიბირებას. in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ Candida spp-თან მიმართებაში მიკონაზოლი ცვლის სოკოს უჯრედების კედლის განვლადობას და თრგუნავს მის მიერ გლუკოზის მოხმარებას.

05

ფარმაკოკინეტიკა

ერთი სუპოზიტორიის ინტრავაგინალური შეყვანის შემდეგ, რომელიც შეიცავს 1200მგ მიკონაზოლის ნიტრატს, საშუალო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია შეადგენს 10,4მკგ/ლ, ნახევრადგამოყოფის პერიოდი-56,8 სთ-ია, პლაზმაში საშუალო კონცენტრაცია, დროის მონაკვეთში მრუდის ქვეშ არის (AUC) 967მკგ/ლ/სთ, პლაზმის ცილებთან შეკავშირება -90-93%-ია. ინტრავაგინალური გამოყენებისას მიკონაზოლის ნიტრატი შეიწოვება უმნიშვნელო რაოდენობით (დაახლოებით 1,4% ერთი დოზიდან)

06

ჩვენებები

ვულვოვაგინალური კანდიდოზის დროს ვაგინალური სუპოზიტორია მიკოტრანი®, გამოიყენება ერთჯერადი დოზით.

ასევე, ვაგინალური სუპოზიტორია მიკოტრანი® გამოიყენება სოკოვანი, ვაგინალური (განსაკუთრებით Candida spp-ის მიერ გამოწვეული) და შერეული ინფექციების დროს, რომლებიც გამოწვეულია სოკოთი და გრამ დადებითი ბაქტერიებით (სტაფილოკოკებით, სტრეპტოკოკებით, მიკროკოკებით, რომლებიც იწვევენ მეორად დაინფიცირებას)

07

უკუჩვენებები

პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა

08

განსაკუთრებული მითითებები

ვულვოვაგინალური კანდიდოზის დროს, ვაგინალური სუპოზიტორია მიკოტრანი® -ს გამოყენების ეფექტურობის გათვალისწინებით, დანიშვნამდე უნდა ჩატარდეს ბიომასალის მიკროსკოპული კვლევა KOH -ის საშუალებით და „ვულვოვაგინალური კანდიდოზის“ დიაგნოზის დადასტურება კულტურალური კვლევებით.

არ არის რეკომენდებული სუპოზიტორიის ერთდროული გამოყენება ჩასახვის საწინააღმდეგო დიაფრაგმისა და პრეზერვატივთან ერთად, რადგან შესაძლოა სუპოზიტორიის ფუძით რეზინის დაზიანება.

ჩასახვის საწინააღმდეგო დიაფრაგმა და პრეზერვატივი შეიძლება გამოყენებული იქნას ვაგინალური სუპოზიტორიის მოხმარებიდან 3 დღის შემდეგ.

ვაგინალური სუპოზიტორია მიკოტრანი® -ს გამოყენების დროს ტამპონები არ გამოიყენება.

09

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

სხვა სამკურნალო საშუალებებთან მიკონაზოლის ნიტრატის ურთიერთქმედების დაბალი ალბათობის მიუხედავად, საჭიროა გათვალისწინებული იქნას შესაძლო ურთიერთქმედება ვაგინალური სუპოზიტორია მიკოტრანი® -სა და ქვევით ჩამოთვლილი სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენების დროს:

ასთემიზოლი, ციზაპრიდი და ტერფენადინი: მიკონაზოლი თრგუნავს ამ ნივთიერებების მეტაბოლიზმს და ზრდის მათ კონცენტრაციას პლაზმაში.

კარბამაზეპინი: მიკონაზოლი ამცირებს კარბამაზეპინის მეტაბოლიზმს.

10

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის І ტრიმესტრში, ვაგინალური სუპოზიტორია მიკოტრანი® -ს მოხმარების შესახებ საკმარისი მონაცემების არ არსებობის გამო პრეპარატი არ გამოიყენება.

ვაგინალური სუპოზიტორია მიკოტრანი® შესაძლებელია გამოყენებული იქნას ორსულობის ІІ და ІІІ ტრიმესტრში მწვავე აუცილებლობის შემთხვევებში ექიმის დაკვირვების ქვეშ.

ვაგინალური სუპოზიტორია მიკოტრანი® -ს ზეგავლენა მეძუძურ დედებზე ზუსტად დადგენილი არ არის.

11

მიღების წესი და დოზირება

ვულვოვაგინალური კანდიდოზის მკურნალობისას ვაგინალური სუპოზიტორია მიკოტრანი® მიიღება ერთჯერადად. 1 ვაგინალური სუპოზიტორია შეჰყავთ ღრმად საშოში ღამით, ძილის წინ.

აუცილებლობის შემთხვევაში პრეპარატის განმეორებითი გამოყენება შესაძლებელია სამი დღის შემდეგ. პრეპარატი არ გამოიყენება ექიმის კონსულტაციის გარეშე.

მიკოტრანი®-ს სუპოზიტორია არ გამოიყენება მენსტრუაციის პერიოდში პრეპარატის ეფექტურობის შესაძლო დაქვეითების და გამოყენების სირთულის გამო.

ვაგინალური სუპოზიტორიის გამოყენების წინ დაიბანეთ და გაიმშრალეთ ხელები. მიიღეთ ჰორიზონტალური მდგომარეობა და ოდნავ წამოწიეთ ფეხები. შეიყვანეთ სუპოზიტორია საშოში რაც შეიძლება ღრმად. ეცადეთ გაჩერდეთ ნახევარი საათი მწოლიარე მდგომარეობაში. ვაგინალური სუპოზიტორიის გამოყენების შემდეგ კვლავ დაიბანეთ ხელები.

ხანდაზმული პაციენტები(65 წლის ზევით): ისეთივე რეკომენდაციებია, როგორიც ახალგაზრდებისთვის

ბავშვები: ბავშვებში არ ინიშნება

არ გამოიყენება ქალიშვილებში

არ გადაყლაპოთ და არ გამოიყენოთ სხვა სახით

12

გვერდითი მოვლენები

ზოგიერთ პაციენტს (2-6%) ვაგინალური სუპოზიტორია მიკოტრანი®-ს გამოყენების შემდეგ შესაძლოა გაუძლიერდეთ ისეთი ვაგინალური სიმპტომები, როგორიცაა საშოს წვა და ქავილი. გარდა ამისა შესაძლოა აღენიშნოთ მენჯის კუნთების სპაზმი (2%), თავის ტკივილები (1,3%), ძალიან იშვიათად -ჭინჭრის ციება.

არასასურველი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

13

ჭარბი დოზირება

შემთხვევით ვაგინალური სუპოზიტორია მიკოტრანი®-ს პერორალურად ჭარბი რაოდენობით მიღებისას აუცილებელია ხელოვნური ღებინების გამოწვევა და კუჭის ამორეცხვა. სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს. ტარდება სიმპტომური თერაპია.

მიკონაზოლის ნიტრატის დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული სიმპტომები: შესაძლებელი წვის შეგრძნება პირის ღრუსა და ყელში, ანორექსია, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, დიარეა.

14

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

1 ვაგინალური სუპოზიტორია მიკოტრანი®, მოთავსებული პლასტიკურ ბლისტერში. 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად შეფუთული მუყაოს კოლოფში.

15

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე, ორგინალურ შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

16

ვარგისობის ვადა

3 წელი

არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ

17

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა რეცეპტის გარეშე

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

კლიონ-დ, 100მგ+100მგ სანთელი ვაგინალური №10

კლიონ-დ

100მგ+100მგ სანთელი ვაგინალური №10

მეტრონიდაზოლი + მიკონაზოლი გედეონ რიხტერი, უნგრეთი
დან19.76 ₾
კლიონ დ 100, 100მგ+100მგ ვაგინალური ტაბლეტი #10

კლიონ დ 100

KLION D 100

100მგ+100მგ ვაგინალური ტაბლეტი #10

მეტრონიდაზოლი + მიკონაზოლი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან23.20 ₾
მემიბელ L, სანთელი ვაგინალური №7

მემიბელ L

სანთელი ვაგინალური №7

ლიდოკაინი + მეტრონიდაზოლი + მიკონაზოლი ლაბ. ბელინდა, ინდოეთი
დან23.38 ₾
გინოტრანი, 500მგ + 100მგ ვაგინალური სუპოზიტორია №14

გინოტრანი

GYNOTRAN

500მგ + 100მგ ვაგინალური სუპოზიტორია №14

მეტრონიდაზოლი + მიკონაზოლი Exeltis İlaç San, თურქეთი
დან31.07 ₾
ნიდამიკონი, 750მგ+200მგ პესარია ვაგინალური №7

ნიდამიკონი

750მგ+200მგ პესარია ვაგინალური №7

მეტრონიდაზოლი + მიკონაზოლი ფარმაპრიმი, მოლდოვა
დან33.07 ₾
მიმეტრონ-WM, 750მგ+200მგ სანთელი ვაგინალური №7

მიმეტრონ-WM

750მგ+200მგ სანთელი ვაგინალური №7

მეტრონიდაზოლი + მიკონაზოლი ვორლდ მედიცინ ილაჩ სან., თურქეთი
დან34.08 ₾
ლიმენდა, 750მგ/200მგ ვაგინალური სუპოზიტორია №7

ლიმენდა

LIMENDA

750მგ/200მგ ვაგინალური სუპოზიტორია №7

მეტრონიდაზოლი + მიკონაზოლი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან36.71 ₾
ვაგინოვა, ტაბლეტი ვაგინალური №7

ვაგინოვა

ტაბლეტი ვაგინალური №7

ლიდოკაინი + მეტრონიდაზოლი + მიკონაზოლი დროგსან ილაჩი, თურქეთი
დან41.48 ₾
გინოტრან ფორტე L, 750მგ + 200მგ + 100მგ ვაგინალური სუპოზიტორია №7

გინოტრან ფორტე L

Gynotran Forte L

750მგ + 200მგ + 100მგ ვაგინალური სუპოზიტორია №7

ლიდოკაინი + მეტრონიდაზოლი + მიკონაზოლი Exeltis İlaç San, თურქეთი
დან42.60 ₾
ვაგიმინი, 500მგ/100მგ/50მგ ვაგინალური სუპოზიტორია №10

ვაგიმინი

VAGYMIN

500მგ/100მგ/50მგ ვაგინალური სუპოზიტორია №10

Lactobacillus acidophilus + მეტრონიდაზოლი + მიკონაზოლი FULTON MEDICINALI S.P.A., იტალია
Rx · რეცეპტით
ვაგიფლორი, 500მგ+100მგ+50მგ ვაგინალური სუპოზიტორია №10

ვაგიფლორი

Vagiflor

500მგ+100მგ+50მგ ვაგინალური სუპოზიტორია №10

Lactobacillus acidophilus + მეტრონიდაზოლი + მიკონაზოლი FULTON MEDICINALI S.P.A., იტალია
Rx · რეცეპტით

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.