8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01959 ურეცეპტო

მეტაკარტინი

Metacartin

2გ/10მლ 10მლ შიგნით მისაღები ხსნარი ფლაკონი №10

დან54.57 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
მოქმედი ნივთიერება
აცეტილ l-კარნიტინი (Levocarnitine)
მწარმოებელი
KLEVA Pharmaceuticals S.A., საბერძნეთი
იმპორტიორი საქართველოში
World Medicine
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

2გ/10მლ · 10მლ · №10

  • ავერსი

    მეტაკარტინი 2გ/10მლ #10ფლ

    6.44 ₾ / ც. × 10

200მგ/1მლ · 10მლ · №10

  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    მეტაკარტინი ხსნარი ორალური 200მგ/1მლ 10მლ ფლაკონი #10

    5.46 ₾ / ც. × 10

    54.57 ₾

    64.20 ₾

    ყიდვა ↗
  • GPC ყველაზე იაფი

    მეტაკარტინი ხსნარი ორალური 200მგ/1მლ 10მლ ფლაკონი #10

    5.46 ₾ / ც. × 10

    54.57 ₾

    64.21 ₾

    ყიდვა ↗

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: აცეტილ l-კარნიტინი. ჯერ ყველაზე იაფი.

კარტანი, 200მგ/მლ 5მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5

კარტანი

Cartan

200მგ/მლ 5მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5

აცეტილ l-კარნიტინი DEMO S.A. Pharmaceutical Industry, საბერძნეთი
დან39.10 ₾
კარნილევი, 1გ/10მლ 10მლ შიგნით მისაღები ხსნარი ფლაკონი №10

კარნილევი

Karnilev

1გ/10მლ 10მლ შიგნით მისაღები ხსნარი ფლაკონი №10

აცეტილ l-კარნიტინი Help pharmaceuticals, საბერძნეთი
დან44.99 ₾
კარტანი, 10 მლ უფერო პოლიპროპილენის ამპულა #10

კარტანი

Cartan

10 მლ უფერო პოლიპროპილენის ამპულა #10

აცეტილ l-კარნიტინი DEMO S.A. Pharmaceutical Industry, საბერძნეთი
დან45.70 ₾
კარდიტონი, 1გ/10მლ 10მლ პერორალური ხსნარი ფლაკონი №10

კარდიტონი

CARDITON

1გ/10მლ 10მლ პერორალური ხსნარი ფლაკონი №10

აცეტილ l-კარნიტინი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან53.55 ₾
ალმიბა, 400მგ/მლ 120მლ შიგნით მისაღები ხსნარი ბოთლი №1 დოზირებულ შპრიცთან ერთად

ალმიბა

ALMIBA

400მგ/მლ 120მლ შიგნით მისაღები ხსნარი ბოთლი №1 დოზირებულ შპრიცთან ერთად

აცეტილ l-კარნიტინი Miquel Y Garriga S.A., ესპანეთი
დან54.40 ₾
კარნილევი, 1გ/5მლ 5მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5

კარნილევი

karnilev

1გ/5მლ 5მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5

აცეტილ l-კარნიტინი Help pharmaceuticals, საბერძნეთი
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

ზოგადი დახასიათება

წამლის ფორმა: შიგნით მისაღები ხსნარი.

სუსტად შეფერილი გამჭვირვალე ხსნარი.

02

შემადგენლობა

პრეპარატის 1 ფლაკონი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ლევოკარნიტინი 2,0 გ.
დამხმარე ნივთიერებები: ვაშლის მჟავა, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის საქარინი, ფორთოხლის არომატიზატორი, გასუფთავებული წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი: A16AA01

03

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი საშუალებები.
ამინომჟავები და მათი წარმოებულები.

04

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი მეტაბოლური პროცესების კორექციისათვის.
ლევოკარნიტინი – B ჯგუფის ვიტამინების მონათესავე ბუნებრივი ნივთიერება. მონაწილე- ობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, უჯრედული მემბრანების გავლით ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიებში ცხიმოვანი მჟავების გადამტანის სახით, სადაც ეს მჟავები განიცდიან -დაჟანგვას ენერგიის (ატფ-ის ფორმით) დიდი რაოდენობის წარმოქმნით. კოენზიმი A-ს გამოთავისუფლებით ლევოკარნიტინი აძლიერებს კრებსის ციკლში მეტაბოლიტების მოხ-ვედრას. ამავე მექანიზმით ის ასტიმულირებს პირუვატდეჰიდროგენაზას აქტივობას ჩონჩხის კუნთებში და განშტოებული ამინომჟავების დაჟანგვას. Pპრეპარატი ახდენს ცილოვანი და ცხიმოვანი ცვლის ნორმალიზებას, აღადგენს სისხლის ტუტოვან რეზერვს, თრგუნავს ანაერობულ გლიკოლიზსა და კეტომჟავების წარმოქმნას, ამცირებს ლაქტაციდოზის ხარისხს, აგრეთვე, ზრდის მოტორულ აქტივობასა და გამძლეობას ფიზიკური დატვირთვისადმი, ამასთანავე ხელს უწყობს გლიკოგენის ეკონომიურ ხარჯვასა და ღვიძლში მისი მარაგის ზრდას.

05

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა და განაწილება
შიგნით მიღებისას ლევოკარნიტინის ბიოშეღწევადობა 15,9%-ს შეადგენს. აღწევს ორგანიზმის ყველა ქსოვილში, ყველაზე მაღალი კონცენტრაციები წარმოიქმნება ღვიძლში, ჩონჩხის კუნთებსა და მიოკარდიუმში. ჩმახ მიღებიდან 3,3 საათში მიიღწევა, თერაპიული კონცენტრაცია 9 საათის მანძილზე ნარჩუნდება.

გამოყოფა
გამოიყოფა თირკმელებით უპირატესად აცილური ეთერების სახით.

06

ჩვენებები

  • კარნიტინის პირველადი და მეორადი დეფიციტი;
  • კარნიტინის დეფიციტი თირკმლის უკმარისობის ტერმინალურ სტადიაზე ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში;
  • მიოკარდიუმის მეტაბოლიზმის დარღვევები გულის იშემიური დაავადების (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, პოსტინფარქტური პერიოდი), კარდიომიოპათიების ფონზე;
  • უშვილობა მამაკაცებში (ოლიგოსპერმია, აზოოსპერმია);
  • თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული დარღვევები.
07

მიღების წესი და დოზირება

განკუთვნილია მხოლოდ შიგნით მისაღებად.
მეტაკარტინის მიღება შესაძლებელია როგორც განუზავებლად, ასევე წყალში ან ხილის წვენში განზავებული სახით. პრეპარატი მიიღება თანაბარი ინტერვალებით დღე-ღამის განმავლობაში, კვების რეჟიმის მიუხედავად.
მოზრდილები და 12 წლის ასაკზე უფროსი ბავშვები:
მეტაკარტინის საწყისი დოზა შეადგენს 1 ფლაკონს (ლევოკარნიტინის 2 გრამი) დღე-ღამეში. დოზის გაზრდა შესაძლებელია თანდათანობით პრეპარატის ამტანობისა და თერაპიული პასუხის შეფასების საფუძველზე, აგრეთვე, მკურნალობის პერიოდში ფიზიკური დატვირთვის გათვალისწინებით. მეტაკარტინის რეკომენდებული დოზა შეადგენს 1-3 ფლაკონს (ლევოკარნიტინის 2-6 გრამი) დღე-ღამეში, გაყოფილი რამოდენიმე მიღებად.
12 წლამდე ასაკის ბავშვები:
დოზა განისაზღვრება ექიმის მიერ ბავშვის სხეულის წონის მიხედვით. მეტაკარტინის საწყისი დოზა შეადგენს 50 მგ/კგ წონაზე დღე-ღამეში, გაყოფილი რამოდენიმე მიღებად. საჭიროებისამებრ, შესაძლებელია დოზის გაზრდა.
მონიტორინგი უნდა მოიცავდეს სისხლის ბიოქიმიურ ანალიზს, ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების მაჩვენებლების შეფასებას, პლაზმაში კარნიტინის კონცენტრაციის დონის განსაზღვრას და ზოგადი კლინიკური მგდომარეობის შეფასებას.

08

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისადმი.

09

გვერდითი მოვლენები

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილის შეგრძნება ეპიგასტრიუმის არეში, დისპეფსიის მოვლენები. სხვა: შესაძლებელია სხეულის სპეციფიკური სუნი, აღინიშნა კრუნჩხვების განვითარება ან მათი სიხშირის მომატება ანამნეზში კრუნჩხვის სინდრომის მქონე პაციენტებში.

10

განსაკუთრებული მითითებები

შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში მეტაკარტინის დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემიის განვითარება გლუკოზის ათვისების გაუმჯობესების შედეგად. ამასთან დაკავშირებით, პრეპარატის მიღების პერიოდში უნდა ჩატარდეს სისხლში გლუკოზის დონის რეგულარული კონტროლი და საჭიროებისამებრ, მოხდეს ინსულინისა და ჰიპოგლიკემიური პრეპარატების დოზების კორექცია.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე
მეტაკარტინი გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე.

11

ორსულობა და ლაქტაცია

მეტაკარტინის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თერაპიული სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის ან ჩვილისათვის.

12

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

წამლისმიერი ურთიერთქმედება აღწერილი არ არის.

13

ჭარბი დოზირება

მონაცემები ტოქსიკურობის შესახებ ლევოკარნიტინის ჭარბი დოზირებისას არ არსებობს.

14

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

შიგნით მისაღები ხსნარის 10 მლ ყვითელი შუშის ფლაკონში, დახუფული ალუმინის თავსახურით.
10 ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის წესი
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

15

ვარგისობის ვადა

4 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

16

აფთიაქიდან გაცემის პირობები

III ჯგუფი ურეცეპტოდ.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.