8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 03653 ურეცეპტო

კარტანი

Cartan

10 მლ უფერო პოლიპროპილენის ამპულა #10

დან45.70 ₾ 1 აფთიაქში, ნახე ფასები →
კარტანი, 10 მლ უფერო პოლიპროპილენის ამპულა #10
მოქმედი ნივთიერება
აცეტილ l-კარნიტინი (Levocarnitine)
მწარმოებელი
DEMO S.A. Pharmaceutical Industry, საბერძნეთი
იმპორტიორი საქართველოში
ველფარ ჯეო
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • PSP

    კარტანი - Cartan 10მლ. 10 ფლაკონი.

    4.57 ₾ / ც. × 10

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: აცეტილ l-კარნიტინი. ჯერ ყველაზე იაფი.

კარტანი, 200მგ/მლ 5მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5

კარტანი

Cartan

200მგ/მლ 5მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5

აცეტილ l-კარნიტინი DEMO S.A. Pharmaceutical Industry, საბერძნეთი
დან39.10 ₾
კარნილევი, 1გ/10მლ 10მლ შიგნით მისაღები ხსნარი ფლაკონი №10

კარნილევი

Karnilev

1გ/10მლ 10მლ შიგნით მისაღები ხსნარი ფლაკონი №10

აცეტილ l-კარნიტინი Help pharmaceuticals, საბერძნეთი
დან44.99 ₾
კარდიტონი, 1გ/10მლ 10მლ პერორალური ხსნარი ფლაკონი №10

კარდიტონი

CARDITON

1გ/10მლ 10მლ პერორალური ხსნარი ფლაკონი №10

აცეტილ l-კარნიტინი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან53.55 ₾
ალმიბა, 400მგ/მლ 120მლ შიგნით მისაღები ხსნარი ბოთლი №1 დოზირებულ შპრიცთან ერთად

ალმიბა

ALMIBA

400მგ/მლ 120მლ შიგნით მისაღები ხსნარი ბოთლი №1 დოზირებულ შპრიცთან ერთად

აცეტილ l-კარნიტინი Miquel Y Garriga S.A., ესპანეთი
დან54.40 ₾

მეტაკარტინი

Metacartin

2გ/10მლ 10მლ შიგნით მისაღები ხსნარი ფლაკონი №10

აცეტილ l-კარნიტინი KLEVA Pharmaceuticals S.A., საბერძნეთი
დან54.57 ₾
კარნილევი, 1გ/5მლ 5მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5

კარნილევი

karnilev

1გ/5მლ 5მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5

აცეტილ l-კარნიტინი Help pharmaceuticals, საბერძნეთი
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

ზოგადი დახასიათება

ა) პერორალური ხსნარი პოლიპროპილენის ამპულაში 1 გ/10 მლ

02

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: L-კარნიტინი

პეროლარული ხსნარის 1 მლ შეიცავს L-კარნიტინის 100 მგ-ს.

03

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

მეტაბოლური პროცესების რეგულატორი

04

ფარმაკოლოგიური თვისებები

L-კარნიტინი B ჯგუფის ვიტამინების მსგავსი ბუნებრივი ნივთიერებაა. ის მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, გადააქვს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიებში, სადაც განიცდიან β-დაჟანგვას, რის შედეგადაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ენერგია (ატფ-ის სახით).

კარტანი აწესრიგებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, აღადგენს მჟავა-ტუტოვან წონასწორობას. თრგუნავს კეტოსხეულების წარმოქმნას და ანაერობულ გლიკოლიზს. ამცირებს რძემჟავა აციდოზის ხარისხს, ზრდის ორგანიზმის ამტანობას ფიზიკური დატვირთვისადმი. ამასთანავე ხელს უწყობს გლიკოგენის მარაგის გაზრდას ღვიძლში.

კარტანი ავლენს ანაბოლურ მოქმედებას. თიროქსინის მიმართ ანტაგონისტური მოქმედებით აწესრიგებს ჰიპერთირეოზის დროს მომატებულ ძირითად ცვლას. ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას, ანელებს ცილოვანი და ნახშირწყლოვანი მოლეკულების კატაბოლიზმს. მცირდება სხეულის ჭარბი წონა და ქვეითდება ცხიმების შემცველობა კუნთებში.

კარტანი ავლენს ნეიროტროპულ მოქმედებას, ამუხრუჭებს აპოფტოზის განვითარებას, შემოფარგლავს დაზიანებულ ზონას, აღადგენს ნერვული ქსოვილის სტრუქტურას.

კარტანი აუმჯობესებს სუსტ და დღენაკლი ბავშვების ფიზიკურ განვითარებას.

05

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატი კარგად შეიწოვება, Cmax მიიღწევა

3 სთ-ის შემდეგ, თერაპიულ დონეს ინარჩუნებს

9 სთ-მდე. პრეპარატი აღწევს ყველა ქსოვილში, მაღალი კონცენტრაციით გროვდება კუნთებსა და მიოკარდიუმში; ექსკრეცია წარმოებს თირკმელების საშუალებით, გამოიყოფა შეუცვლელი სახით (80%-ზე მეტი 24 სთ-ის განმავლობაში).

06

ჩვენებები

  • ახალშობილთა ასფიქსია და სამშობიარო ტრავმები; ახალშობილთა ჰიპოტროფია და ჰიპოტონია; რესპირატორული დისტრეს სინდრომი ახალშობილებში, პარენტერალურ კვებაზე მყოფი დღენაკლი ბავშვები; ჰემოდიალიზზე მყოფი ბავშვები;
  • სხეულის მასის დეფიციტი და ზრდაში შეფერხება ბავშვთა ასაკში და მოზარდებში 16 წლამდე.
  • კარდიომიოპათია, მიოკარდიტი, გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია, პოსტინფარქტული მდგომარეობა).
  • თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა; ნევრასთენია; ტრავმული ენცეფალოპათია; მიოპათია
  • ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა სპორტსმენებში
  • ანორექსია, ქრონიკული ჰიპოაციდური გასტრიტი, ქრონიკული პანკრეატიტი, ღვიძლის დაავადებები.
  • პირველადი (გენეტიკური) და მეორადი კარნიტინის დეფიციტი, ჰემოდიალიზზე მყოფი თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე ავადმყოფები.
  • თირეოტოქსიკოზის მსუბუქი ფორმა, სიმსუქნე.
  • ფსორიაზი, სებორეა, სკლეროდერმიის კანის ფორმები.
  • მამაკაცთა უშვილობა (ოლიგოსპერმია, აზოოსპერმია).
  • სისტემური დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი).

წინააღმდეგჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალ კომპონენტებზე.

07

გვერდითი მოვლენები

კარტანის მიღების ფონზე გვერდითი მოვლენები აღინიშნება იშვიათად. შეიძლება აღინიშნოს გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში.

08

ორსულობა და ლაქტაცია

კარტანი შეიძლება დაინიშნოს ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.

ზეგავლენა ავტომობილის მართვასა და სხვა სამართავ ტექნიკურ საშუალებებზე:

კარტანი არ ახდენს ზეგავლენას ავტომობილის მართვასა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე.

09

მიღების წესი და დოზირება

ა) პერორალური ხსნარი პოლიპროპილენის ამპულაში

ინიშნება 30 წუთით ადრე ჭამამდე, აუცილებელია განზავდეს სითხეში (წყალი ან ხილის წვენი). მიიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე. დღიური დოზა განისაზღვრება ასაკისა და სხეულის მასის მიხედვით

  • ბავშვებში 2 წლამდე: 150 მგ/კგ წონაზე
  • 2-დან 6-წლამდე: 100 მგ/კგ წონაზე.
  • 6-დან 12 წლამდე: 75 მგ/კგ წონაზე.
  • 12 წლის ზემოთ და მოზრდილებში: დღიური დოზა 2-3 გ.
  • ჰემოდიალიზის დროს 2-4 გ.
  • სტენოკარდია და პოსტინფარქტული მდგომარეობა: 2-6 გ დღეში.
10

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

10 მლ უფერო პოლიპროპილენის ამპულა, მოყვითალო სითხე, პერორალური გამოყენებისათვის, #10 ამპულა. თითოეულ ამპულაში 1 გ L-კარნიტინი.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.