მონოგრაფია Nº 01933 Rx · რეცეპტით
მელაქსენი
MELAXEN
3მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #12 და #24
დან25.00 ₾ 1 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- melatonin (Melatonin)
- მწარმოებელი
- უნიფარმი, აშშ
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- სხვადასხვა ქიმიური შენების ანქსიოლიზური და საძილე საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- უნიფარმი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
PSP
მელაქსენი-B - Melaxen-B 30 ტაბლეტი
0.83 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗25.00 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: melatonin. ჯერ ყველაზე იაფი.
სლიპფიქსი
20მლ 1 ფლაკონი №1
მელაბიორითმი
5მგ ტაბლეტი №30
მელამერინ პრემიუმი
Melamerin Premium
3 მგ აბი გამყოფი ხაზით №30
მელატონინი 5 ბენე
Melatonin Bene
ტაბლეტი 5მგ N30
ნეო პეკეს მელატონინი
30მლ წვეთები 1 ფლაკონი №1 30მლ
მელაქსამინი
MELAXAMINE
კაფსულა #30
ნანომელი
Nanomel spray
სპრეი 0,125 მლ
ქრონობიენ LP
1.9მგ ტაბლეტი 60 ტაბლეტი №60
ნანო მელატონინი
Nano Melatonin
5 მგ ტაბლეტი №90
მელაზი
Melaz
3მგ ტაბლეტი N30
ნეო სპრეი მელატონინი
Neo Spray Melatonin
სუბლინგვალური სპრეი 25მლ ფლაკონი # 1
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
აქტიური მოქმედი ნივთიერება:
მელატონინი - 3 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
კალციუმის ჰიდროფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი
შემოგარსვა:
ტალკი, შელაკი, იზოპროპანოლი
აღწერილობა:
თეთრი ან მოთეთრო-მოყვითალო ელფერის მქონე მრგვალი, ორმხრივ ამობურცული, შემოგარსული ტაბლეტები, ერთ მხარეზე გამყოფი ნაზოლით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
წარმოადგენს ეპიფიზის ჰორმონის სინთეზურ ანალოგს. აწესრიგებს ცირკადულ რითმებს. არეგულირებს ძილისა და სიფხიზლის ციკლს, ლოკომოტორული აქტივობის და სხეულის ტემპერატურის სადღეღამისო ცვლილებებს. ხელს უწყობს ღამის ძილის მოწესრიგებას (აჩქარებს ჩაძინებას, აუჯობესებს ძილის ხარისხს, ამცირებს ღამის გამოღვიძებების რაოდენობას, აუმჯობესებს გუნება-განწყობას დილით გაღვიძების შემდეგ, გამოღვიძებისას არ იწვევს უხალისობას, დაღლილობას, ტეხვის შეგრძნებას, სიზმრები ხდება უფრო ნათელი და ემოციურად გაჯერებული).
ამცირებს სტრესულ რეაქციებს, ორგანიზმი ადვილად ადაპტირდება საათობრივი ზონების სწრაფ ცვლილებებზე. ამჟღავნებს იმუნომასტიმულირებელ და გამოხატულ ანტიოქსიდანტურ თვისებებს.
აფერხებს გონადოტროპინების სეკრეციას, უფრო მცირე ხარისხით – ადენოჰიპოფიზის სხვა ჰორმონების – კორტიკოტროპინის, თირეოტროპინის და სომატოტროპინის სეკრეციას. არ იწვევს შეჩვევას და დამოკიდებულებას.
ფარმაკოკინეტიკა
შიგნით მიღებისას სწრაფად და მთლიანად შეიწოვება, ადვილად აღწევს ჰისტოჰემატურ ბარიერში, ჰემატოენცეფალური ბარიერის ჩათვლით. აქვს ნაწილობრივად გამოყოფის მცირე პერიოდი.
ჩვენებები
- როგორც საძილე საშუალება;
- როგორც ადაპტოგენი ბიოლოგიური რითმების ნორმალიზაციის მიზნით;
მიღების წესი და დოზირება
შიგნით მისაღებად. მოზრდილებში 1/2-1 ტაბლეტი დღეში ერთხელ დაძინებამდე 30-40 წუთით ადრე.
როგორც ადაპტოგენი საათობრივი სარტყელის ცვლისას: ფრენამდე 1 დღით ადრე და შემდეგი 2-5 დღის განმავლობაში 1 ტაბლეტი დაძინებამდე 30-40 წუთით ადრე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არის დღეში 2 ტაბლეტი.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება პრეპარატის კომპონენტების მიმართ, გამოყენების პირველ კვირას შეშუპება. თავის ტკივილი, ღებინება, გულისრევა, დიარეა, დილით მძინარობა.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა, თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევა, ავტოიმუნური დაავადებები, ლეიკოზი, ლიმფომა. ალერგიული რეაქციები, ლიმფოგრანულომატოზი, მიელომა, ეპილეფსია, შაქრიანი დიაბეტი, თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები
მკურნალობის პერიოდში საჭიროა თავის არიდება სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და პოტენციურად საშიში საქმით დაკავება, რომლებიც მოიოთხოვენ ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს. ქალები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, ინფორმირებული უნდა იყვნენ პრეპარატში სუსტად გამოხატული კონტრაცეპტული მოქმედების არსებობის შესახებ. საჭიროა მკვეთრი სინათლის პირდაპირი ზემოქმედებისგან თავის არიდება.
ჭარბი დოზირება
შემთხვევითი ჭარბი დოზის დროს: კუჭის ამორეცხვა, სიპმტომური თერაპია. გვერდითი ეფექტების განვითარების გაძლიერება.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
აძლიერებს ცენტრალური ნერვული სისტემის და ბეტა ბლოკატორების დამთრგუნველი პრეპარატების ეფექტს. არ არის რეკომენდებული ჰორმონალურ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენება.
შეუთავსებელია მაო-ს ინჰიბიტორებთან, გლუკოკორტიკოსტეროიდებთან და ციკლოსპორინებთან.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 10-30oC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა:
4 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ურეცეპტოდ.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
მელაქსენ B
Melaqsen B
ტაბლეტი #30
დრიმაქსი
სპრეი 30 კაფსულა №30
სუენო აკილია
ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30
არკორელაქსი ძილი
Arkorelax Sleep Fort 8H
ტაბლეტი #15
ნექსი ნაითი
Neksi Night
ტაბლეტი #30
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.