მონოგრაფია Nº 04356 ურეცეპტო
მელამერინ პრემიუმი
Melamerin Premium
3 მგ აბი გამყოფი ხაზით №30
დან35.31 ₾ 2 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- melatonin (Melatonin)
- მწარმოებელი
- Walmark, ჩეხეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- იმპორტიორი საქართველოში
- ArtPharma
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
ავერსი ყველაზე იაფი
მელამერინ პრემიუმი3მგ #30ტ
1.18 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗35.31 ₾
-
PSP
მელამერინ პრემიუმი - Melamerin Premium 3მგ 30 ტაბლეტი
1.18 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗35.32 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: melatonin. ჯერ ყველაზე იაფი.
სლიპფიქსი
20მლ 1 ფლაკონი №1
მელაქსენი
MELAXEN
3მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #12 და #24
მელაბიორითმი
5მგ ტაბლეტი №30
მელატონინი 5 ბენე
Melatonin Bene
ტაბლეტი 5მგ N30
ნეო პეკეს მელატონინი
30მლ წვეთები 1 ფლაკონი №1 30მლ
მელაქსამინი
MELAXAMINE
კაფსულა #30
ნანომელი
Nanomel spray
სპრეი 0,125 მლ
ქრონობიენ LP
1.9მგ ტაბლეტი 60 ტაბლეტი №60
ნანო მელატონინი
Nano Melatonin
5 მგ ტაბლეტი №90
მელაზი
Melaz
3მგ ტაბლეტი N30
ნეო სპრეი მელატონინი
Neo Spray Melatonin
სუბლინგვალური სპრეი 25მლ ფლაკონი # 1
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
მელამერინი პრემიუმი - წარმოადგენს პრემიუმ ხარისხის მელატონინის შემცველ ბრენდს, რეკომენდებულს ძილის ფიზიოლოგიური რითმის გაუმჯობესების, ჩაძინების დროის შემცირებისა და საათობრივი სარტყელის ცვლილებით (მოგზაურობით) გამოწვეული ძილის დარღვევების დროს.
შემადგენლობა
მელამერინის ყოველი 1 აბი შეიცავს: მელატონინი - 3 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ცელულოზა, კალციუმის კარბონატი, მაგნიუმის სტეარატი, N-აცეტილ-5-მეთოქსიტრიფტანმინი.
მელამერინის ფარმაკოლოგიური მოქმედება:
მელატონინი წარმოადგენს ეპიფიზის სპეციალურ, სეკრეტორულ უჯრედებეში - პინეალოციტებში გამომუშავებულ ორგანიზმისათვის მნიშვნელოვან ჰორმონს. მელატონინის მთავარი ფუნქცია ძილის ცირკადული რითმის რეგულირებაა. მისი რაოდენობა ადამიანის ორგანიზმში რიტმულად იცვლება. მელატონინის სინთეზი ძლიერდება ღამით, შუა ღამის 2 საათიდან - დილის 4 საათამდე, ხოლო დღისით მისი სინთეზი შემცირებულია. მელატონინის გამომუშავებაზე გავლენას ახდენს ასაკიც, მისი სინთეზი მაქსიმალურია 3-5 წლის ასაკში, ასაკის მატებასთან ერთად კი ორგანიზმში მისი სინთეზის შემცირება იწყება. მელატონინის დონის დაქვეითება იწვევს ძილის ფიზიოლოგიური რითმის დარღვევას, რაც გამოიხატება ჩაძინების გართულებით და/ან ღამით გამოღვიძების ხშირი ეპიზოდებით. ასევე, მელატონინის გამომუშავება მცირდება საათობრივი სარტყელის ცვლის ან ძილ-ღვიძილის რიტმის დარღვევით (გამოწვეული ცხოვრების რეჟიმით: მაგ. პირებში რომლებსაც უწევთ ღამის ცვლაში მუშაობა).
მელამერინი პრემიუმი:
შეიცავს პრემიუმ ხარისხის მელატონინს ოპტიმალური დოზით;
აღადგენს ძილის ფიზიოლოგიურ რითმს;
არეგულირებს ძილისა და სიფხიზლის ფაზებს, ამცირებს ჩაძინების დროს და ღამით გამოღვიძების ეპიზოდებს;
რეკომენდებულია ხანგრძლივი სამუშაო რეჟიმისა და/ან ღამის ცვლაში მომუშავე პირთათვის;
ამცირებს სტრესის გავლენას გონებრივად მომუშავე პირებში დატვირთული და სტრესული სამუშაო პროცესის შესრულებისას;
წარმოადგენს მაღალი თერაპიული ეფექტისა და უსაფრთხოების მქონე ბრენდს;
არ იწვევს მიჩვევას და დოზადამოკიდებულებას
აკმაყოფილებს GMP სტანდარტს.
მელამერინი პრემიუმის გამოყენება რეკომენდებილია:
ჩაძინების გაძნელება, ღამით გამოღვიძების ხშირი ეპიზოდები, ინსომნია;
ნერვული სისტემის დისფუნქციით გამოწვეული დაავადებების კომპოლექსური თერაპია, რომელსაც თან ახლავს ძილის დარღვევები (მაგ: დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა);
ორგანიზმის ბიორითმის დარღვევა;
საათობრივი სარტყელის ცვლილებებისას განვითარებული ძილთან დაკავშირებული დისკომფორტი;
ცვლებში მომუშავე პირებში ძილის დარღვევა;
ენდომეტრიოზის, პრემენსტრუალური სინდრომის, მენოპაუზის დროს კომპლექსური თერაპია;
ჰიპერტენზიით ან ბეტა-ბლოკერების ხანგრძლივი გამოყენებით გამოწვეული ძილის დარღვევების დროს კომპლექსური თერაპია;
საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაავადებების კომპლექსური თერაპია;
თრომბოციტოპენის ან კანცეროგენული დაავადებების (არა კისტოზური) კომპლექსური თერაპია;
ანორექსიის ან კახექსიის დროს კომპლექსური თერაპია;
პრეოპერაციულ პერიოდში შფოთვის შემცირების მიზნით;
ნერვ-კუნთოვანი, ენდორკინული, გულ-სისხლძარღვთა და რეპოდუქციული სისტემის სხვადასხვა დაავადებებით გამოწვეული ძილის დარღვევების დროს კომპლექსური თერაპია.
მიღების წესი და დოზირება
1აბი 1-ჯერ დღეში.
მოგზაურობასთან დაკავშირებული ძილის დარღვევების პრევენციისთვის:
დასაშვებია მელატონინის დოზის გაზრდა მოგზაურობის პირველივე დღეს და მიღების გაგრძელება მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ კიდევ რამდენიმე დღე.
მიღება რეკომენდებულია ძილის წინ, 30-40 წუთით ადრე.
მკურნალობის ხანგრძლივობა და დოზის კორექცია ექიმის რეკომენდაციით.
ძილის ფიზიოლოგიური რითმის გაუმჯობესებისთვის, რეკომენდებულია:
დაიცვათ ძილ-ღვიძილის რეჟიმი;
არ დაიძინოთ დღის განმავლობაში;
ძილის წინ შეზღუდეთ ალკოჰოლის, კოფეინის, ნიკოტინის, ცხიმიანი, ცხარე და შაქრის მაღალი შემცველობის პროდუქტის მიღება.
ჯანსაღი ძილისათვის მნიშვნელოვანია:
კომფორტული საწოლი;
საძინებელ ოთახში კომფორტული ტემპერატურა და სუფთა ჰაერი;
მშვიდ და ბნელ ოთახში დაძინება.
ძილამდე მოსამზადებელი პერიოდი:
შეეცადეთ მსუბუქად წაიხემსოთ დაძინებამდე;
ძილის წინ დაკავდეთ სარელაქსაციო ვარჯიშით, რათა გათავისუფლდეთ შფოთვისგან და შეამციროთ კუნთების დაძაბულობა (იოგა, სუნთქვითი ვარჯიშები და ა.შ.);
მოერიდეთ სტრესს;
შეიმუშავეთ ძილის წინა რუტინა, როგორიცაა: თბილი აბაზანა, რამდენიმე წუთიანი კითხვა და ა.შ.
განსაკუთრებული მითითებები
მელამერინი პრემიუმის გამოყენებამდე უმჯობესია კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან. მელამერინი პრემიუმის მიღება რეკომენდებულია მხოლოდ ძილის წინ, რადგან დღის განმავლობაში შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა. მელამერინი პრემიუმი არ წარმოადგენს მრავალფეროვანი საკვების ჩამნაცვლებელ საშუალებას. არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
გვერდითი მოვლენები
დღიური რეკომენდებული დოზით მიღების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
მოცემული დოზით არ გააჩნია პოტენციური ურთიერთქმედების უნარი. კომპლექსური თერაპიის საჭიროებისას კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.
მელამერინი პრემიუმი არ შეიცავს შაქარს, გლუტენს, ასპარტამს, ხელოვნურ საღებავებსა და კონსერვანტებს.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
№30 აბი გამყოფი ხაზით.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
„ვალმარკი“, ჩეხეთი
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
მელაქსენ B
Melaqsen B
ტაბლეტი #30
დრიმაქსი
სპრეი 30 კაფსულა №30
სუენო აკილია
ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30
არკორელაქსი ძილი
Arkorelax Sleep Fort 8H
ტაბლეტი #15
ნექსი ნაითი
Neksi Night
ტაბლეტი #30
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.