მონოგრაფია Nº 04325 ურეცეპტო
მაკროპეგი
MacroPEG
ქილა 100 გრამიანი ფხვნილი
დან62.80 ₾ 2 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- Macrogol
- მწარმოებელი
- SIIT HFS Liquid S.r.l, იტალია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- საფაღარათო საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- პრაიმ ლაინ ჯორჯია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
ავერსი ყველაზე იაფი
მაკროპეგი 100გ ფხვნილი
ყიდვა ↗62.80 ₾
73.88 ₾
-
PSP
მაკროპეგი - Macropeg ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებელი 100გ
ყიდვა ↗73.90 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: Macrogol. ჯერ ყველაზე იაფი.
ფორლაქსი
10გრ ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №20
მაკრო რე ბეიბი
4 №4
სტიპსიგოლი
საშეტი 30 საშეტი №30
მაკროსტიპ ფსილიუმი
MACROSTIP PSYLIUM
9 გ ერთჯერადი საშეტი №14
მაკროსტიპი
MACROSTIP®
250 მლ სიროფი
ინსტრუქცია
შემადგენლობა
Macrogol 3350 (100 გრ.)
წარმოადგენს პრეპარატს საფაღარათო ეფექტით, რეკომენდებულია ქრონიკული ფუნქციური შეკრულობის და ნაწლავების არარეგულარული მოქმედების დროს.
მაკროპეგის მოქმედებით რბილდება და იზრდება ნაწლავის შიგთავსის მოცულობა, რაც ახდენს პერესტალტიკის აქტივაციას ისე, რომ არ იწვევს ნაწლავების ლორწოვანის გაღიზიანებას. რადგან ის არ განიცდის ფერმენტაციას და არ აბსორბირდება ნაწლავებიდან მის გამოყენებას არ ახლავს მოვლითი ტკივილი მუცლის მიდამოში. გამოიყოფა შეუცვლელი ფეკალურ მასასთან ერთად
:
აქტიური ნივთიერება : მაკროგოლი 3350.
დამხმარე ნივთიერება:
სილიციუმის დიოქსიდი, არომატიზატორი, ნატრიუმის სახარინი.
არ შეიცავს გლუტენს, ლაქტოზას.
ჩვენებები
:
ქრონიკული ფუნქციური ყაბზობა და არარეგულარული დეფეკაცია.
მიღების წესი და დოზირება
:
იდეალური დღეღამური დოზა ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის უნდა განისაზღვროს ბავშვის წონის , შეკრულობის სიმძიმის და მკურნალობაზე რეაქციის მიხედვით (საშუალოდ 0,8 გრ/კგ წონაზე)
5-7 კგ 2 საზომი კოვზი (4 გრ)
7-9 კგ 3 საზომი კოვზი (6 გრ)
9-12 კგ 4 საზომი კოვზი (8 გრ)
12-15 კგ 5 საზომი კოვზი; (10 გრ)
15-18 კგ 6 საზომი კოვზი; (12 გრ )
18-20 კგ 7 საზომი კოვზი; (14 გრ.= 7)
20კგ -ზე ზემოთ 15 საზომი კოვზი. (30 გრ)
პრეპარატს თან ახლავს მზომი კოვზი , რომლის:
პირველი ხაზი შეესაბამება 0,5 გრ.
მეორე - 1 გრ. ხოლო
ბოლო საზღვარი კი 2 გრ-ს.
2 გრ.ფხვნილის შესაბამისი წყლის ოდენობა არის 25 მლ.
მისაღები ხსნარი შეიძლება მომზადდეს წინასწარ და მიღებულ იქნეს დღის განმავლობაში წილადობრივად (2-3 მიღება), კვების დროს
მკურნალობის ხანგრძლივობა:
მკურნალობის კურსის მინიმალური ხანგრძლივობა შეადგენს 2 კვირას. უფრო ხანგრძლივი მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს ექიმის რეკომენდაციით.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა შემავალი კომპონენტების მიმართ
ნაწლავის ობსტრუქცია, სტენოზი
ნაწლავის პერფორაცია, ნაწლავის ანთებითი დაავადება
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზირების კორექცია საჭირო არ არის
გვერდითი მოვლენები
ჩვეულებრივ გადაიტანება გვერდითი ეფექტების გარეშე.
იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქცია, კუჭ-ნაწლავის დარღვევები: შებერილობა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, მსუბუქი დიარეა.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
სხვა მედიკამენტების მიმართ არ გააჩნია არათავსებადობა, მაგრამ სასურველია პრეპარატების მიღებებს შორის დავიცვათ 2 საათიანი ინტერვალი.
შენახვის პირობები:
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.