8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 04320 ურეცეპტო

მაკროსტიპ ფსილიუმი

MACROSTIP PSYLIUM

9 გ ერთჯერადი საშეტი №14

მაკროსტიპ ფსილიუმი, 9 გ ერთჯერადი საშეტი №14
მოქმედი ნივთიერება
Macrogol
მწარმოებელი
Pharma Line, იტალია
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
საფაღარათო საშუალებები
იმპორტიორი საქართველოში
ავიტა
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: Macrogol. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

1.რა არის მაკროსტიპ® ფსილიუმი, შემადგენლობა, მოქმედება

შემადგენლობა

ყოველი 9 გ-იანი საშეს შემადგენლობაში შედის მაკროგოლ 4000 5გ და პსილიუმის ბოჭკო 3 გ. დამხმარე ნივთიერებები: ფრუქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, ნატურალური არომატიზატორი, სუკრალოზა.

მოქმედების მექანიზმი

მაკროსტიპ® ფსილიუმი არის ოსმოსური საფაღარათო საშუალება, იგი ოსმოსური ზემოქმედებით არეგულირებს ნაწლავის ფუნქციონირებას. არ ხდება მისი ფერმენტაცია ან შეწოვა, არ აღიზიანებს ლორწოვანს და გამოიყოფა შეუცვლელი სახით.

  • მაკროგოლი ოსმოსური მექანიზმით იკავშირებს დიდი რაოდენობის სითხეს ნაწლავებში, ხდება ფეკალური მასების ჰიდრაცია და შედეგად ნაწლავის პერისტალტიკის გააქტიურება.
  • ფსილიუმის ბოჭკოში შემავალი ფსილო მუცილი იწოვს მაკროგოლის მიერ სანათურში შეკავებულ წყალს, შედეგად მშრალი მოცულობა 30-40 ჯერ მატულობს, რაც განაპირობებს ფეკალური მასების მოცულობის ზრდას და დარბილებას.

მაკროსტიპ® ფსილიუმი არბილებს ფეკალურ მასებს და აიოლებს ევაკუაციას, მისი მოქმედება არ მცირდება დროის მანძილზე.

გამოყენების ჩვენებები

მაკროსტიპ® ფსილიუმი არის სამედიცინო საშუალება, რომლის შემადგენლობაში შედის მაკროგოლ 4000 და ფსილიუმის ბოჭკო.

მაკროსტიპ® ფსილიუმი გამოიყენება ყაბზობის სამკურნალოდ ბავშვებსა და მოზრდილებში.

უკუჩვენებები და გამოყენების შეზღუდვები

მომატებული მგრძნობელობა შემავალი კომპონენტების მიმართ, ნაწლავის გაუვალობა, კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანის დაზიანება, ნაწლავების ანთებითი დაავადებები, როგორიცაა წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება, ტოქსიური მეგაკოლონი.

02

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

9 გ ერთჯერადი საშეები №14 შეფუთვაში

9 გ ერთჯერადი საშეები №20 შეფუთვაში

9 გ ერთჯერადი საშეები №30 შეფუთვაში

03

მიღების წესი და დოზირება

გახსენით საშეს შიგთავსი 200 მლ წყალში, კარგად მოურიეთ 10 წამის განმავლობაში და დალიეთ გახსნისთანავე. ხსნარის კონსისტენციის შემდგომი მატება ამ პრუდუქტის მთავარი მახასიათებელია, ოპტიმალური შედეგისთვის სასურველია დამატებით 1-2 ჭიქა წყლის მიღება. მაკროსტიპ® ფსილიუმის მიღება შესაძლებელია დღის ნებისმიერ დროს, არაუგვიანეს ნახევარი საათისა დაძინებამდე. რეკომენდებულია ინტერვალის დაცვა საკვების მიღებასთან მიმართებაში.

3.1 მიღების დრო და დოზირება

  • მოზრდილებში: 2 საშე დღეში, უმჯობესია მიღება დილას და საღამოს.
  • ბავშვებსა და მოზარდებში 6 დან 14 წლამდე: 1 საშე დღეში.

ბავშვებში 12 წლამდე მიღება უნდა მოხდეს სამედიცინო მეთვალყურეობით. მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობაა 2 კვირა. ხანგრძლივი გამოყენებისას მიიღება 1 საშე დღეში.

მაკროსტიპ® ფსილიუმი მიიღება არაუმეტეს 30 დღისა, სიმპტომების გაგრძელების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

3.2 ურთიერთქმედებები

რეკომენდებულია 2 საათიანი იტერვალის დაცვა წამლებთან მიმართებაში, რადგან მაკროგოლის ოსმოსურმა მოქმედებამ და კუჭნა-წლავის ტრაქტში გადაადგილების დაჩქარებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს წამლის მოქმედებაზე. ამასთანვე ფსილიუმმა შესაძლოა გააძლიეროს ქოლესტერინის დამწევი და ჰიპოგლიკემიური საშუალებების ეფექტურობა. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან მაკროსტიპ® ფსილიუმის გამოყენების შესახებ თუ იღებთ სხვა საშუალებებს, მათ შორის ორალურ კონტრაცეპტივებს ან ლითიუმის პრეპარატებს.

04

გვერდითი მოვლენები

გამომდინარე იქიდან რომ მაკროსტიპ® ფსილიუმის მოქმედება ფიზიკურ/მექანიკურია და არაა დამოკიდებული შეწოვაზე, იგი კარგად აიტანება. არასასურველი მოვლენები, რომლებიც შეიძლება ახლდეს მის მიღებას შეიძლება იყოს: მოუნელებლობა, კუჭის წვა, ბუყბუყი, მუცლის შებერილობა, გაძლიერებული აირწარმოქმნა, გულისრევა, ღებინება, ანუსის გაღიზიანება, მსუბუქი დიარეა. ეს ეფექტები კლებულობს დოზის შემცირებისას. ალერგიის შემთხვევაში შეწყვიტეთ მიღება და მიმართეთ ექიმს. არასასურველი მოვლენების შემთხვევაში მოახდინეთ ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმორება.

05

შენახვის პირობები

გამოყენების ვადა მითითებულია კოლოფის და თითოეული საშეს შეფუთვაზე და მართებულია შენახვის პირობების დაცვის შემთხვევაში. არ გამოიყენოთ ამ ვადის გასვლის შემდეგ ან საშეს მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში. შეინახეთ კარგად დახურული, გრილ, მშრალ, მზის სხივებისგან დაცულ ადგილას.

5.გართხილება

ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ. არ გამოიყენოთ შეფუთვის დაზიანების შემთხვევაში.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.