8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01820 ურეცეპტო

ლოკოიდ კრელო®

LOCOID CRELO®

0.1% გარეგანი გამოყენების ემულსია ფლაკონში

ლოკოიდ კრელო®, 0.1% გარეგანი გამოყენების ემულსია ფლაკონში
მოქმედი ნივთიერება
hydrocortisone butyrate (Hydrocortisone)
მწარმოებელი
Astellas Pharma Europe, ნიდერლანდები
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: hydrocortisone butyrate. ჯერ ყველაზე იაფი.

Hydrocortisone, 0.01 მალამო 1 ტაბლეტი №1

Hydrocortisone

0.01 მალამო 1 ტაბლეტი №1

hydrocortisone butyrate
დან1.98 ₾
ჰიდროკორტიზონი, 0.5% მალამო თვალის ტუბი №1 3გრ

ჰიდროკორტიზონი

0.5% მალამო თვალის ტუბი №1 3გრ

hydrocortisone butyrate მედიფარკო ფარმაცეუტიკალსი, ვიეტნამი
დან4.31 ₾
ჰიდროკორ.POSN თვ.მალ, 0.01 მალამო 1 ტუბი №1

ჰიდროკორ.POSN თვ.მალ

0.01 მალამო 1 ტუბი №1

hydrocortisone butyrate
დან15.24 ₾
ლატიკორტი, 0.1% 20მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი პოლიპროპილენის ფლაკონში, 0.1% კრემი 15გ ტუბში, 0.1% მალამო 15გ ტუბში

ლატიკორტი

LATICORT

0.1% 20მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი პოლიპროპილენის ფლაკონში, 0.1% კრემი 15გ ტუბში, 0.1% მალამო 15გ ტუბში

hydrocortisone butyrate ვალეანტი (VALEANT (JELFA)), პოლონეთი
დან15.39 ₾
ჰიდროკორტიზონი, 125მგ სუსპენზია 1 ფლაკონი №1

ჰიდროკორტიზონი

125მგ სუსპენზია 1 ფლაკონი №1

hydrocortisone butyrate
დან17.55 ₾

ლოკოიდ ლიპოკრემი®

LOCOID LIPOCREAM®

0.1%30 გრ გარეგანი გამოყენების კრემი ტუბში

hydrocortisone butyrate Temmler Italia S.r.l., იტალია
ურეცეპტო
ლოკოიდი მალამო, 0.1% 30 გ გარეგანი გამოყენების მალამო ტუბში

ლოკოიდი მალამო

LOCOID

0.1% 30 გ გარეგანი გამოყენების მალამო ტუბში

hydrocortisone butyrate Temmler Italia S.r.l., იტალია
ურეცეპტო
ლოკოიდი®, 0.1% გარეგანი გამოყენების კრემი ტუბში

ლოკოიდი®

LOCOID®

0.1% გარეგანი გამოყენების კრემი ტუბში

hydrocortisone butyrate Temmler Italia S.r.l., იტალია
ურეცეპტო
ჰიდროკორტიზონი, გარეგანი გამოყენების მალამო 1% 10გ ტუბში

ჰიდროკორტიზონი

Hydrocortison

გარეგანი გამოყენების მალამო 1% 10გ ტუბში

hydrocortisone butyrate შტადა, გერმანია
ურეცეპტო
ჰიდროკორტიზონი, 0.5% 3გ თვალის მალამო ტუბში

ჰიდროკორტიზონი

HYDROCORTISONE

0.5% 3გ თვალის მალამო ტუბში

hydrocortisone butyrate ვალეანტი (VALEANT (JELFA)), პოლონეთი
ურეცეპტო

ჰიდროკორტიზონი-პოსი

Hydrocortison-POS®

1% 2.5გ თვალის მალამო ტუბში

hydrocortisone butyrate ურსაფარმი, გერმანია
ურეცეპტო
ჰიდროკორტიზონი-პოსი, 2.5% 2.5გ თვალის მალამო ტუბში

ჰიდროკორტიზონი-პოსი

Hydrocortison-POS®

2.5% 2.5გ თვალის მალამო ტუბში

hydrocortisone butyrate ურსაფარმი, გერმანია
ურეცეპტო

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

1 გრამი ემულსია შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ჰიდროკორტიზონ-17 ბუთირატი;
დამხმარე ნივთიერებები:
ცეტომაკროგოლი 25, ცეტოსტეარილის სპირტი, თეთრი რბილი პარაფინი, მყარი პარაფინი, კიტრისუნას ზეთი, ბუთილჰიდროქსიტოლუენი (E321), პროპილენგლიკოლი (E1520), ნატრიუმის ციტრატი (E331), ლიმონმჟავა (E330), პროპილჰიდროქსიბენზოატი (E216), ბუთილჰიდროქსიბენზოატი, გასუფთავებული წყალი.

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ჰიდროკორტიზონ 17-ბუტირატი წარმოადგენს გარეგანი გამოყენების სინთეზურ, არაჰალოგენიზირებულ კორტიკოსტეროიდულ პრეპარატს. იგი ავლენს სწრაფადგანვითარებად ანთების საწინააღმდეგო, შეშუპების საწინააღმდეგო და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედებას; ეფექტურობით შეესაბამება ჰალოგენიზებულ სტეროიდებს.
მისი გამოყენება რეკომენდებული დოზებით არ იწვევს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარულ-თირკმელზედაჯირკვლების სისტემის დათრგუნვას. Lლოკოიდ კრელო®® გამოირჩევა ლიპიდების მაღალი შემცველობით ჩვეულებრივ ლოსიონთან შედარებით, რაც აადვილებს მის წასმას და ამცირებს კანის სიმშრალეს.

03

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა
აპლიკაციის შემდეგ ადგილი აქვს აქტიური ნივთიერების დაგროვებას ეპიდერმისში, ძირითდად მარცვლოვან შრეში.
მეტაბოლიზმი
კანის გზით აბსორბირებული ჰიდროკორტიზონ-17-ბუტირატი მეტაბოლიზდება ჰიდროკორტიზონამდე და სხვა მეტაბოლიტებამდე უშუალოდ ეპიდერმისში და შემდგომ ღვიძლში.
გამოყოფა.
მეტაბოლიტები და შეუცვლელი ჰიდროკორტოზონ-17-ბუთირატის უმნიშვნელო ნაწილი გამოიყოფა შარდით ან განავლით.

04

ჩვენებები

ზედაპირული, არაინფიცირებული, ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოიდებისადმი მგრძნობიარე კანის დაავადება:

  • ეგზემა
  • დერმატიტები
  • ფსორიაზი
05

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილებში და ბავშვებში (6 თვეზე უფროსი ასაკის) პრეპარატის მცირე რაოდენობას წაუსვამენ დაზიანებულ კანზე დღეში 1-3-ჯერ. დადებითი დინამიკის გამოვლენისას შეიძლება წასმის ჯერადობის შემცირება 2-3-ჯერამდე კვირაში.
შეღწევის გასაუმჯობესებლად პრეპარატს ადებენ მასირებით, აუცილებლობის შემთხევევაში სველი კერის ზედაპირზე ლოკოიდ კრელოს® წასმისას იდება კომპრესი. ლოკოიდ კრელოს ნარჩენები კანის ზედაპირიდან სცილდება წყლით. ლოკოიდ კრელოს® წასმა უპირატესად ხდება სველ უბნებზე, და გამოიყენება თმიანი საფარველით დაფარული კანის დაზიენბულ უბნებზე (მაგალითად თავის კანის თმიანი ნაწილი).
კვირის განმავლობაში გამოყენებული პრეპარატის დოზა არ უნდა აჭარბებდეს 30-60 გრამს. Kკურსის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დაავადების სიმპტომების დინამიკაზე.

06

გვერდითი მოვლენები

ადგილობრივი რეაქციები:

  • კანის ატროფია (ეპიდერმისის გამოფიტვა, ტელანგიოექტაზიები, სტრიები, პურპურა)
  • პერიორალური დერმატიტი და როზაცეა
  • ჭრილობის შეხორცების შენელება
  • დეპიგმენტაცია
  • ჰიპერტრიქოზი
  • კონტაქტური დერმატიტი
  • “რიკოშეტის” სინდრომი, რომელიც აძნელებს კორტიკოსტეროიდის მოხსნას.
  • თვალშიდა წნევის მომატება და კატარაქტის განვითარების რისკი (კონიუნქტივაზე სისტემატური მოხვედრისას)

სისტემური რეაქციები:
ხანგრძლივი გამოყენებისას და/ან წასმისას დიდ ზედაპირზე შესაძლებელია გამოვლინდეს სისტემური გვერდითი ეფექტები, რომელიც დამახასიათებელია სისტემური კორტიკოსტეროიდებისთვის.
გვერდითი ეფექტების გამოვლენის რისკი ლოკოიდ კრელოს® გამოყენებისას უფრო მცირეა ვიდრე ფტორირებული სტეროიდების გამოყენების დროს.

07

უკუჩვენებები

  • დერმატიტები, გართულებული ბაქტერიული (მაგალითად, პიოდერმია, სიფილისი, ტუბერკულოზი), ვირუსული (მაგალითად, ოროფაციალური ჰერპესი, ჩუტყვავილა, მკრეჭველი სირსველი, წვეტიანი კონდილომები, მეჭეჭები, კონტაგიოზური მოლუსკი), სოკოვანი და პარაზიტული (მაგალითად, მუნი) ინფექციებით;
  • კანის წყლულები და ჭრილობები;
  • პერიორალური დერმატიტი, სტრიები;
  • იქტიოზი, მოზარდთა ტერფის დერმატოზი, როზაცეა, აცნე ვულგარის, სისხლძარღვების მტვრევადობა, კანის ატროფია;
  • ჰიპერმგრძნობელობა კორტიკოსტეროიდებზე ან პრეპარატის დამხმალე ნივთიერებებზე.
08

ორსულობა და ლაქტაცია

კორტიკოსტეროიდები გადიან პლაცენტაში. სისტემური სტეროიდების მაღალი დოზების გამოყენებისას დარეგისტრირებულია ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარულ-სუპრარენალური სისტემის დათრგუნვა და ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხება. გარეგანი კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას მათი განვითარების რისკი არ არის დადგენილი, მაგრამ არ შეიძლება მისი აბსოლუტური გამორიცხვა ხანგრძლივი გამოყენებისას და დაზიანების დიდ უბანზე წასმისას. ლოკოიდ კრელოს® გამოყენება ლაქტაციის დროს შეიძლება მხოლოდ დაზიანების მცირე უბანზე წასმისას და მისი ხანმოკლე გამოყენებისას.
დანარჩენ შემთხვებებში რეკომენდირებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა.

09

განსაკუთრებული მითითებები

არ შეიძლება ლოკოიდ კრელოს® წასმა პერიორბიტალურ მიდამოში გლაუკომის და სუბკაფსულარული კატარაქტის განვითარების რისკის გამო. სიფთხილით უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატი სახის კანზე, გენიტალურ და თავის თმიან ნაწილზე, რომელიც შედარებით მგრძნობიარეა კორტიკოსტეროიდების მოქმედების მიმართ (მისი გამოყენების ხანგრძლივობა მოცემულ უბნებზე შეძლებისდაგვრად არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს).
ბაშვებში თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვა ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას ვითარდება სწრაფად. გარდა ამისა, შეიძლება აღინიშნოს ზრდის ჰორმონის გამომუშავების შემცირება. თერაპიის ხანგრძლივი კურსის გამოყენებისას ბავშვებში აუცილებელია სხეულის მასის, ზრდის და პლაზმის კორტიზოლის დონის კონტროლი.
ბავშვების გამოკვლევებში, რომელბიც იყენებდნენ ლოკოიდ კრელო®-ს 30-60 გ კვირაში, 4 კვირის განმავლობაში ჰიდროკორტიზონის 1% მალამოსთან შედარებით თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დარღვევა არ გამოვლენილა.

10

ჭარბი დოზირება

მაღალი დოზებით პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ზემოთ აღწერილი გვერდითი ეფექტების გაძლიერება. ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების გამოვლენისას რეკომენდირებულია პრეპარატის მოხსნა.

11

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ლოკოიდ კრელოს® სხვა პრპარტებთან ურთიერთქმედების მონაცემები არ არსებობს.

12

შენახვის პირობები

ლოკოიდ კრელო®® ინახება არაუმეტეს 25oC.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა 2 წელი. Aარ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

13

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III(გაცემის წესი რეცეპტის გარეშე).

14

რეგისტრაციის ნომერი და თარიღი

რეგისტრაციის მოქმედების ვადა: 02.12.2014

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

გიოქსიზონის მალამო, მალამო 10გ. ტუბში

გიოქსიზონის მალამო

Hyoxison

მალამო 10გ. ტუბში

hydrocortisone butyrate + Oxytetracycline შტადა, გერმანია
დან8.67 ₾
დერმატინ კორტი კრემი, 15გ კრემი 1 ტუბი №1

დერმატინ კორტი კრემი

15გ კრემი 1 ტუბი №1

კლოტრიმაზოლი + hydrocortisone butyrate
დან12.87 ₾
რელიფი ულტრა, სუპოზიტორია #12

რელიფი ულტრა

Relif Ultra

სუპოზიტორია #12

ჰომეოპათიური კომბ. პრეპარატი! + hydrocortisone butyrate
დან22.36 ₾
ჰემორზონი, 10მგ+5მგ+4მგ/გ მალამო №1

ჰემორზონი

10მგ+5მგ+4მგ/გ მალამო №1

Benzocaine + hydrocortisone butyrate + tetracyclin
დან24.56 ₾
ცერვუჟიდი, N12 სანთელი(პესარია)

ცერვუჟიდი

Cervugid

N12 სანთელი(პესარია)

Chloramphenicol + hydrocortisone butyrate + მეტრონიდაზოლი + ნისტატინი Ircon SRL, რუმინეთი
დან72.11 ₾
ოქსიკორტი, მალამო 10გ ტუბში

ოქსიკორტი

OXYCORT

მალამო 10გ ტუბში

hydrocortisone butyrate + Oxytetracycline ვალეანტი (VALEANT (JELFA)), პოლონეთი
ურეცეპტო
პიმაფუკორტი®, 15გ გარეგანი გამოყენების მალამო ტუბში 15გ გარეგანი გამოყენების კრემი ტუბში

პიმაფუკორტი®

PIMAFUCORT®

15გ გარეგანი გამოყენების მალამო ტუბში 15გ გარეგანი გამოყენების კრემი ტუბში

hydrocortisone butyrate + Natamycin + Neomycin Temmler Italia S.r.l., იტალია
ურეცეპტო
ჰიდროკორტიზონ რიხტერი, 125მგ/5მლ მიკროკრისტალური საინექციო სუსპენზია ფლაკონი №1

ჰიდროკორტიზონ რიხტერი

HYDROCORTISONE RICHTER

125მგ/5მლ მიკროკრისტალური საინექციო სუსპენზია ფლაკონი №1

hydrocortisone butyrate + ლიდოკაინი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
Rx · რეცეპტით

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.