8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01819 ურეცეპტო

ლოკოიდი®

LOCOID®

0.1% გარეგანი გამოყენების კრემი ტუბში

ლოკოიდი®, 0.1% გარეგანი გამოყენების კრემი ტუბში
მოქმედი ნივთიერება
hydrocortisone butyrate (Hydrocortisone)
მწარმოებელი
Temmler Italia S.r.l., იტალია
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: hydrocortisone butyrate. ჯერ ყველაზე იაფი.

Hydrocortisone, 0.01 მალამო 1 ტაბლეტი №1

Hydrocortisone

0.01 მალამო 1 ტაბლეტი №1

hydrocortisone butyrate
დან1.98 ₾
ჰიდროკორტიზონი, 0.5% მალამო თვალის ტუბი №1 3გრ

ჰიდროკორტიზონი

0.5% მალამო თვალის ტუბი №1 3გრ

hydrocortisone butyrate მედიფარკო ფარმაცეუტიკალსი, ვიეტნამი
დან4.31 ₾
ჰიდროკორ.POSN თვ.მალ, 0.01 მალამო 1 ტუბი №1

ჰიდროკორ.POSN თვ.მალ

0.01 მალამო 1 ტუბი №1

hydrocortisone butyrate
დან15.24 ₾
ლატიკორტი, 0.1% 20მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი პოლიპროპილენის ფლაკონში, 0.1% კრემი 15გ ტუბში, 0.1% მალამო 15გ ტუბში

ლატიკორტი

LATICORT

0.1% 20მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი პოლიპროპილენის ფლაკონში, 0.1% კრემი 15გ ტუბში, 0.1% მალამო 15გ ტუბში

hydrocortisone butyrate ვალეანტი (VALEANT (JELFA)), პოლონეთი
დან15.39 ₾
ჰიდროკორტიზონი, 125მგ სუსპენზია 1 ფლაკონი №1

ჰიდროკორტიზონი

125მგ სუსპენზია 1 ფლაკონი №1

hydrocortisone butyrate
დან17.55 ₾
ლოკოიდ კრელო®, 0.1% გარეგანი გამოყენების ემულსია ფლაკონში

ლოკოიდ კრელო®

LOCOID CRELO®

0.1% გარეგანი გამოყენების ემულსია ფლაკონში

hydrocortisone butyrate Astellas Pharma Europe, ნიდერლანდები
ურეცეპტო

ლოკოიდ ლიპოკრემი®

LOCOID LIPOCREAM®

0.1%30 გრ გარეგანი გამოყენების კრემი ტუბში

hydrocortisone butyrate Temmler Italia S.r.l., იტალია
ურეცეპტო
ლოკოიდი მალამო, 0.1% 30 გ გარეგანი გამოყენების მალამო ტუბში

ლოკოიდი მალამო

LOCOID

0.1% 30 გ გარეგანი გამოყენების მალამო ტუბში

hydrocortisone butyrate Temmler Italia S.r.l., იტალია
ურეცეპტო
ჰიდროკორტიზონი, გარეგანი გამოყენების მალამო 1% 10გ ტუბში

ჰიდროკორტიზონი

Hydrocortison

გარეგანი გამოყენების მალამო 1% 10გ ტუბში

hydrocortisone butyrate შტადა, გერმანია
ურეცეპტო
ჰიდროკორტიზონი, 0.5% 3გ თვალის მალამო ტუბში

ჰიდროკორტიზონი

HYDROCORTISONE

0.5% 3გ თვალის მალამო ტუბში

hydrocortisone butyrate ვალეანტი (VALEANT (JELFA)), პოლონეთი
ურეცეპტო

ჰიდროკორტიზონი-პოსი

Hydrocortison-POS®

1% 2.5გ თვალის მალამო ტუბში

hydrocortisone butyrate ურსაფარმი, გერმანია
ურეცეპტო
ჰიდროკორტიზონი-პოსი, 2.5% 2.5გ თვალის მალამო ტუბში

ჰიდროკორტიზონი-პოსი

Hydrocortison-POS®

2.5% 2.5გ თვალის მალამო ტუბში

hydrocortisone butyrate ურსაფარმი, გერმანია
ურეცეპტო

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემადგენლობა

1 გრამი კრემი შეიცავს: აქტიური ნივთიერება: ჰიდროკორტიზონ-17-ბუთირატი 1.0 მგ; დამხმარე ნივთიერებები: ცეტოსტეარილის სპირტი, მაკროგოლი 25 ცეტოსტეარილის ეთერი, თხევადი პარაფინი, თეთრი რბილი პარაფინი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, ბუთილპარაჰიდროქსიბენზოატი, უწყლო ლიმონმჟავა, უწყლო ნატრიუმის ციტრატი, გასუფთავებული წყალი.

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ლოკოიდი® წარმოადგენს გარეგანი გამოყენების სინთეზურ, არაჰალოგენიზირებულ გლუკოკორტიკოიდულ პრეპარატს, რომელიც მიეკუთვნება ზომიერი აქტივობის კორტიკოსტეროიდების მე-2 ჯგუფს. იგი ავლენს სწრაფად მიღწევად ანთების, შეშუპებისა და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედებას. მისი ეფექტურობა უტოლდება ჰალოგენიზებულ სტეროიდებს. ლოკოიდის® გამოყენება რეკომენდებული დოზებით არ იწვევს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარულ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემის დათრგუნვას. მიუხადავად იმისა, რომ პრეპარატის დიდი დოზების გამოყენებამ ხანგრძლივად, განსაკუთრებით ოკლუზიური ნახვევის გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზამში კორტიზოლის შემცველობის მომატება, ამას არასდროს ახლავს თან ჰიპოფიზარულ-სუპრარენალური სისტემის რეაქტივობის დაქვეითება, ხოლო პრეპარატის მოხსნა იწვევვს კორტიზოლის პროდუქციის სწრაფ ნორმალიზაციას

03

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა
აპლიკაციის შემდეგ ადგილი აქვს ეპიდერმისში აქტიური ნივთიერების დაგროვებას, ძირითდად მარცვლოვან შრეში.
მეტაბოლიზმი
კანის გზით აბსორბირებული ჰიდროკორტიზონ-17-ბუთირატი მეტაბოლიზდება ჰდროკორტიზონამდე და სხვა მეტაბოლიტებამდე უშუალოდ ეპიდერმისში და შემდგომ ღვიძლში.
გამოყოფა.
მეტაბოლიტები და შეუცვლელი ჰიდროკორტოზონ-17-ბუთირატის უმნიშვნელო ნაწილი გამოიყოფა შარდით ან განავლით.

04

ჩვენებები

ზედაპირული, არაინფიცირებული, ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოიდებისადმი მგრძნობიარე კანის დაავადება:

  • ეგზემა
  • დერამატიტები
  • ფსორიაზი
05

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატის მცირე რაოდენობას ისვამენ დაზიანებულ კანზე დღეში 1-3-ჯერ. დადებითი დინამიკის გამოვლენისას პრეპარატს იყენებენ 2-3-ჯერ კვირაში. შეღწევის გასაუმჯობესებალდ პრეპარატს იღებენ მასირებით.
დაავადების რეზისტენტული მიმდინარეობისას, მაგალითად იდაყვის მიდამოში, მუხლებზე მკვრივი ფსორიაზული ფოლაქების ლოკალიზაციის დროს აუცილებელია პრეპარატის გამოყენება ოკლუზიური ნახვევის სახით. კვირის განმავლობაში გამოყენებული პრეპარატის დოზა არ უნდა აჭარბებდეს 30-60 გრამს.

06

გვერდითი მოვლენები

ადგილობრივი რეაქციები:

  • კანის ატროფია (ეპიდერმისის გამოფიტვა, ტელანგიოექტაზიები, სტრიები, პურპურა)
  • პერიორალური დერმატიტი და როზაცეა
  • ჭრილობის შეხორცების შენელება
  • დეპიგმენტაცია
  • ჰიპერტრიქოზი
  • კონტაქტური დერმატიტი
  • “რიკოშეტის” სინდრომი, რომელიც აძნელებს კორტიკოსტეროიდის მოხსნას.
  • თვალშიდა წნევის მომატება და კატარაქტის განვითარების რისკი (კონიუნქტივაზე სისტემატური მოხვედრისას)

სისტემური რეაქციები:
ხანგრძლივი გამოყენებისას და/ან წასმისას დიდ ზედაპირზე შესაძლებელია გამოვლინდეს სისტემური გვერდითი ეფექტები, რომელიც დამახასიათებელია სისტემური კორტიკოსტეროიდებისთვის.
გვერდითი ეფექტების გამოვლენის რისკი ლოკოიდ®-ის გამოყენებისას უფრო მცირეა ვიდრე ფტორირებული სტეროიდების გამოყენების დროს.

07

უკუჩვენებები

  • დერმატიტები, გართულებული ბაქტერიული (მაგალითად, პიოდერმია, სიფილისი, ტუბერკულოზი), ვირუსული (მაგალითად, ოროფაციალური ჰერპესი, ჩუტყვავილა, მკრეჭველი სირსველი, წვეტიანი კონდილომები, მეჭეჭები, კონტაგიოზური მოლუსკი), სოკოვანი და პარაზიტული (მაგალითად, მუნი) ინფექციებით;
  • კანის წყლულები და ჭრილობები;
  • პერიორალური დერმიტი, სტრიები;
  • იქტიოზი, მოზარდთა ტერფის დერმატოზი, როზაცეა, აცნე ვულგარის, სისხლძარღვების მტვრევადობა, კანის ატროფია;
  • ჰიპერმგრძნობელობა კორტიკოსტეროიდებზე ან პრეპარატის დამხმარე ნივთიერებებზე.
08

ორსულობა და ლაქტაცია

კორტიკოსტეროიდები გადიან პლაცენტაში. სისტემური სტეროიდების მაღალი დოზების გამოყენებისას დარეგისტრირებულია ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარულ-სუპრარენალური სისტემის დათრგუნვა და ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხება. გარეგანი კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას მათი განვითარების რისკი არ არის დადგენილი, მაგრამ არ შეიძლება მისი აბსოლუტური გამორიცხვა ხანგრძლივი გამოყენებისას და დაზიანების დიდ უბანზე წასმისას. ლოკოიდი® გამოყენება ლაქტაციის დროს შეიძლება მხოლოდ დაზიანების მცირე უბანზე წასმისას და მისი ხანმოკლე გამოყენებისას.
დანარჩენ შემთხვებებში რეკომენდირებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა.

09

განსაკუთრებული მითითებები

არ შეიძლება ლოკოიდ®-ის წასმა პერიორბიტალურ მიდამოში გლაუკომის და სუბკაფსულარული კატარაქტის განვითარების რისკის გამო. სიფთხილით უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატი სახის კანზე, გენიტალურ და თავის თმიან ნაწილზე, რომელიც შედარებით მგრძნობიარეა კორტიკოსტეროიდების მოქმედების მიმართ (მისი გამოყენების ხანგრძლივობა მოცემულ უბნებზე შეძლებისდაგვრად არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს).
ადგილობრივი და სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი იზრდება მისი წასმისას დაზიანების დიდ უბნებზე, ხანგრძლივი გამოყენებისას, ოკლუზიის დროს და საბვშვო ასაკში.
ბაშვებში თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვა ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას სწრაფად ვითარდება. გარდა ამისა, შეიძლება აღინიშნოს ზრდის ჰორმონის გამომუშავების შემცირება. თერაპიის ხანგრძლივი კურსის გამოყენებისას ბავშვებში აუცილებელაია სხეულის მასის, ზრდის და პლაზმის კორტიზოლის დონის კონტროლი.

პრეპარატის ზეგავლენა ავტომანქანის მართვაზე და სხვა მექანიზმებთან მუშაობაზე.
არ არის მონაცემები ლოკოიდ®-ის გავლენასთან დაკავშირებით ავტომანქანის ან სხვა მექანიზმების მართვაზე.

10

ჭარბი დოზირება

მაღალი დოზებით პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ზემოთ აღწერილი გვერდითი ეფექტების გაძლიერება. ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების გამოვლენისას რეკომენდირებულია პრეპარატის მოხსნა.

11

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ლოკოიდ®-ის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

12

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25oC.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გაყინოთ.
შენახვის ვადა 3 წელი. არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

13

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III(გაცემის წესი რეცეპტის გარეშე).

14

რეგისტრაციის ნომერი და თარიღი

რეგისტრაციის მოქმედების ვადა: 02.12.2014

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

გიოქსიზონის მალამო, მალამო 10გ. ტუბში

გიოქსიზონის მალამო

Hyoxison

მალამო 10გ. ტუბში

hydrocortisone butyrate + Oxytetracycline შტადა, გერმანია
დან8.67 ₾
დერმატინ კორტი კრემი, 15გ კრემი 1 ტუბი №1

დერმატინ კორტი კრემი

15გ კრემი 1 ტუბი №1

კლოტრიმაზოლი + hydrocortisone butyrate
დან12.87 ₾
რელიფი ულტრა, სუპოზიტორია #12

რელიფი ულტრა

Relif Ultra

სუპოზიტორია #12

ჰომეოპათიური კომბ. პრეპარატი! + hydrocortisone butyrate
დან22.36 ₾
ჰემორზონი, 10მგ+5მგ+4მგ/გ მალამო №1

ჰემორზონი

10მგ+5მგ+4მგ/გ მალამო №1

Benzocaine + hydrocortisone butyrate + tetracyclin
დან24.56 ₾
ცერვუჟიდი, N12 სანთელი(პესარია)

ცერვუჟიდი

Cervugid

N12 სანთელი(პესარია)

Chloramphenicol + hydrocortisone butyrate + მეტრონიდაზოლი + ნისტატინი Ircon SRL, რუმინეთი
დან72.11 ₾
ოქსიკორტი, მალამო 10გ ტუბში

ოქსიკორტი

OXYCORT

მალამო 10გ ტუბში

hydrocortisone butyrate + Oxytetracycline ვალეანტი (VALEANT (JELFA)), პოლონეთი
ურეცეპტო
პიმაფუკორტი®, 15გ გარეგანი გამოყენების მალამო ტუბში 15გ გარეგანი გამოყენების კრემი ტუბში

პიმაფუკორტი®

PIMAFUCORT®

15გ გარეგანი გამოყენების მალამო ტუბში 15გ გარეგანი გამოყენების კრემი ტუბში

hydrocortisone butyrate + Natamycin + Neomycin Temmler Italia S.r.l., იტალია
ურეცეპტო
ჰიდროკორტიზონ რიხტერი, 125მგ/5მლ მიკროკრისტალური საინექციო სუსპენზია ფლაკონი №1

ჰიდროკორტიზონ რიხტერი

HYDROCORTISONE RICHTER

125მგ/5მლ მიკროკრისტალური საინექციო სუსპენზია ფლაკონი №1

hydrocortisone butyrate + ლიდოკაინი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
Rx · რეცეპტით

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.