8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01777 Rx · რეცეპტით

ლევეტრიმი

Levetrim

1000მგ შემოგარსული ტაბლეტი №60

ლევეტრიმი, 1000მგ შემოგარსული ტაბლეტი №60
მოქმედი ნივთიერება
ლევეთირაცეტამი (Levetiracetam)
მწარმოებელი
TRIMA Israel Pharmaceutical Products, Maabarot Ltd., ისრაელი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტიეპილეფსიური საშუალებები
იმპორტიორი საქართველოში
გეფა
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ლევეთირაცეტამი. ჯერ ყველაზე იაფი.

ევალეპი, 250მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №50

ევალეპი

Evalep

250მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №50

ლევეთირაცეტამი Ali Raif İlaç Sanayi A.Ş., თურქეთი
დან22.35 ₾
ლევეგეტი, 1000მგ №30

ლევეგეტი

1000მგ №30

ლევეთირაცეტამი
დან24.63 ₾
ეპიქსი, 100მგ/მლ 300მლ შიგნით მისაღები ხსნარი მინის ბოთლი №1 შპრიც-დოზატორთან ერთად

ეპიქსი

Epixx

100მგ/მლ 300მლ შიგნით მისაღები ხსნარი მინის ბოთლი №1 შპრიც-დოზატორთან ერთად

ლევეთირაცეტამი ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
დან28.90 ₾
ლევეტირაცეტამი ნორმონი, 1000მგ ტაბლეტი №30

ლევეტირაცეტამი ნორმონი

1000მგ ტაბლეტი №30

ლევეთირაცეტამი ლაბ. ნორმონი, ესპანეთი
დან37.77 ₾
ეპიქსი XR, 500 მგ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტი № 50

ეპიქსი XR

Epixx XR

500 მგ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტი № 50

ლევეთირაცეტამი ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
დან39.00 ₾
ლევამბელი, 1000მგ ტაბლეტი №50

ლევამბელი

1000მგ ტაბლეტი №50

ლევეთირაცეტამი ნობელ ილაკ სანი ვე ტიკარეტი, თურქეთი
დან41.25 ₾
ეპიქსი, 500მგ ტაბლეტი #50

ეპიქსი

EPIXX

500მგ ტაბლეტი #50

ლევეთირაცეტამი ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
დან43.95 ₾
ევალეპი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №50

ევალეპი

Evalep

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №50

ლევეთირაცეტამი Ali Raif İlaç Sanayi A.Ş., თურქეთი
დან43.98 ₾
ლევეტირაცეტამი, 500მგ ტაბლეტი №500

ლევეტირაცეტამი

LEVETIRACETAM

500მგ ტაბლეტი №500

ლევეთირაცეტამი Lotus Pharmaceutical, ტაივანი
დან51.37 ₾
ლეტირამი, 500მგ ტაბლეტი №30; №60

ლეტირამი

Letiram

500მგ ტაბლეტი №30; №60

ლევეთირაცეტამი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
დან54.36 ₾
ეპიქსი XR, 750 მგ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტი № 50

ეპიქსი XR

Epixx XR

750 მგ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტი № 50

ლევეთირაცეტამი ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
დან59.75 ₾
ეპიქსი, 1000მგ ტაბლეტი #50

ეპიქსი

EPIXX

1000მგ ტაბლეტი #50

ლევეთირაცეტამი ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
დან67.90 ₾
ევალეპი ™, 1000მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №50

ევალეპი ™

Evalep™

1000მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №50

ლევეთირაცეტამი Ali Raif İlaç Sanayi A.Ş., თურქეთი
დან73.81 ₾
ლევეტირაცეტამი აკორდი, 1000მგ ტაბლეტი №60

ლევეტირაცეტამი აკორდი

1000მგ ტაბლეტი №60

ლევეთირაცეტამი აკორდ ჰელთქეა პოლსკა, პოლონეთი
დან80.88 ₾
ეპიქსი, 250მგ ტაბლეტი #50

ეპიქსი

EPIXX

250მგ ტაბლეტი #50

ლევეთირაცეტამი ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
Rx · რეცეპტით

ლევეტირაცეტამი გრინდექსი

Levetiracetam

1000მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №50

ლევეთირაცეტამი Rontis Hellas Medical and Pharmaceutical Products S.A., საბერძნეთი
Rx · რეცეპტით

ლევეტირაცეტამი გრინდექსი

LEVETIRACETAM

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №50

ლევეთირაცეტამი Rontis Hellas Medical and Pharmaceutical Products S.A., საბერძნეთი
Rx · რეცეპტით
ლევეტრიმი, 500მგ შემოგარსული ტაბლეტი №60

ლევეტრიმი

Levetrim

500მგ შემოგარსული ტაბლეტი №60

ლევეთირაცეტამი TRIMA Israel Pharmaceutical Products, Maabarot Ltd., ისრაელი
Rx · რეცეპტით
ლევეტრიმი, 250მგ ტაბლეტი #60

ლევეტრიმი

Levetrim

250მგ ტაბლეტი #60

ლევეთირაცეტამი TRIMA Israel Pharmaceutical Products, Maabarot Ltd., ისრაელი
Rx · რეცეპტით
ლეტირამი, 750მგ ტაბლეტი №30; №60

ლეტირამი

Letiram

750მგ ტაბლეტი №30; №60

ლევეთირაცეტამი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
Rx · რეცეპტით

ლეტირამი

Letiram

250მგ ტაბლეტი №30; №60

ლევეთირაცეტამი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
Rx · რეცეპტით
ლეტირამი, 1000მგ ტაბლეტი №30; №60

ლეტირამი

Letiram

1000მგ ტაბლეტი №30; №60

ლევეთირაცეტამი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
Rx · რეცეპტით

ნორმეგი

NORMEG

1000მგ ტაბლეტი №50

ლევეთირაცეტამი ZENTIVA k.s., ჩეხეთი
Rx · რეცეპტით

ნორმეგი

NORMEG

500მგ ტაბლეტი №50

ლევეთირაცეტამი ZENTIVA k.s., ჩეხეთი
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემოგარსული ტაბლეტი ბლისტერზე 60ც

ლევეტირაცეტამი – 1000მგ;

დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, კოლოიდური სილიკონის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, Opadry white Y-1-7000 (ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენ გლიკოლი, ჰიპრომელოზა).

02

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ახალი გენერაციის ანტიეპილეფსიური საშუალება.

03

ჩვენებები

აღნიშნული სამკურნალო საშუალება გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ეპილეფსიის სამკურნალოდ 16 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილებში.

იგი აგრეთვე გამოიყენება დამხმარე მკურნალობის სახით მოზრდილებსა და 4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში გარკვეული ტიპის ეპილეფსიის სამკურნალოდ და 12 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში იუვენილური მიოკლონური ეპილეფსიის (JME) და პირველადი გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრების (PGTCS) სამკურნალოდ.

04

მიღების წესი და დოზირება

დოზირება ხდება მხოლოდ ექიმის ინსტრუქციის შესაბამისად. დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. პაციენტმა დღიური დოზა უნდა გაყოს ორ მიღებაზე: ერთი დილით და ერთი საღამოს.

აღნიშნული სამკურნალო საშუალება არ არის განკუთვნილი ჩვილებისთვის და 4 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის.

აღნიშნული პრეპარატი მიიღება მკურნალი ექიმის მიერ განსაზღვრული დროის სპეციფიური ინტერვალების დაცვით.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში პრეპარატი მიიღება გახსენებისთანავე. თუ მოახლოებულია შემდგომი დოზის მიღების დრო, მაშინ გამოტოვებული დოზა არ მიიღება. პაციენტი ყოველთვის უნდა მიჰყვეს დოზირების სქემას და დოზის გამოტოვების შემთხვევაში აუცილებლად უნდა აცნობის მკურნალ ექიმს. დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ!

:

პაციენტმა არ უნდა დაღეჭოს პრეპარატი! პრეპარატი უნდა გადაიყლაპოს დიდი რაოდენობით წყალთან ერთად.

აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება ტაბლეტის გაყოფა.

05

უკუჩვენებები

პრეპარატი არ გამოიყენება თუ პაციენტი მგრძნობიარეა ლევეტირაცეტამის, პიროლიდონის სხვა წარმოებულების ან პრეპარატში შემავალი სხვა ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.

პრეპარატი არ გამოყენება 4 წლამდე ასაკის ბავშვებში.

დაუშვებელია მკურნალობის დაწყება ექიმის რჩევის გარეშე:

თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში. თუ პაციენტს აქვს ან ანამნეზში აღენიშნება ღვიძლის, თირკმლის/ საშარდე გზების ფუნქციის დარღვევა.

06

გვერდითი მოვლენები

სასურველი მოვლენების გარდა, მკურნალობისას შეიძლება აღინიშნოს შემდეგი სახის გევრდითი ეფექტები, მაგ. :

ყველაზე ხშირი მოვლენებია: თავბრუსხვევა, სისუსტე, დაღლილობა.

სხვა გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია ქვემოთ:

ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევა: თავბრუსხვევა, გულყრა, თავის ტკივილი, კუნთების მოჭარბებული მოძრაობა, კუნთების კონტროლის შემცირება, უნებლიე კანკალი, მეხსიერების დარღვევები (ამნეზიის ჩათვლით), ყურებში ხმაურის შეგრძნება (შემაწუხებელი), წონასწორობის დარღვევა, ყურადღების დარღვევა (კონცენტრაციის შემცირება).

მენტალური დარღვევები: აღელვება, უჩვეულო ქცევა, მტრობა ან აგრესიულობა, რისხვა, შფოთვა, გონების დაბინდვა, დეპრესია, ემოციური ლაბილურობა/ გუნება-განწყობის ცვალებადობა, ჰალუცინაციები, ფსიქოზური დარღვევები, მტრობა ან გაღიზიანებულობა, უძილობა, ნევროზი, პერსონალური დარღვევები (ქცევის პრობლემები), არანორმალური აზროვნება (შენელებული ფიქრი, კონცენტრაციის დარღვევა), სუიციდური აზრები, სუიციდის მცდელობები.

კანის დარღვევები: გამონაყარი, ეგზემა, სიწითლე და კანის ქავილი, თმის ცვენა.

კუჭ-ნაწლავის დარღვევები: ფაღარათი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, მოუნელებლობა, პანკრეატიტი, ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატიტი (თვალის და კანის გაყვითლება, მუქი შარდი), ღვიძლის ფუნქციის დარღვევები.

კვების დარღვევები: მადის დაკარგვა/ანორექსია, წონის მომატება ან დაკლება.

ყურის დარღვევები: თავბრუსხვევა.

მხედველობითი დაღვევები: გაორებული მხედველობა, ბუნდოვანი მხედველობა.

სისხლის სისტემის დარღვევები: თრომბოციტების, წითელი და/ან თეთრი სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება.

სასუნთქი სისტემის დარღვევები: ხველა (არსებული ხველის გაუარესება).

კუნთების დარღვევა: კუნთების ტკივილი.

ინფექციები: ინფექციები, ფარინგიტი, ცხელება.

ტრავმები: შემთხვევითი ტრავმებისადმი მიდრეკილება.

გვერდითი მოვლენები: ძილიანობა, თავბრუ და დაღლილობა უფრო ხშირია მკურნალობის დასაწყისში და რეციდივები ხდება დოზების ზრდის შემდეგ.

თუ პაციენტი შენიშნავს რეაქციას, რომელიც არ არის მითითებული აღნიშნულ ინსტრუქციაში ან თუ პაციენტის ზოგად მგრძნობელობაში შეინიშნება ცვლილება, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

გვერდითი მოვლენები და წამლის ურთიერთქმედება ბავშვებში და ჩვილებში:L

მშობელმა უნდა აცნობოს ექიმს ნებისმიერი გვერდითი მოვლენის და ასევე, ბავშვის მიერ მიღებულ სხვა მედიკამენტის მიღების შესახებ!

სიფრთხილის ზომები: ეს სამკურნალო საშუალება არ მიიღება ალკოჰოლთან ერთად.

ექიმის ინსტრუქციის შესაბამისად პაციენტს უნდა ჩაუტარდეს მკურნალობის სრული კურსი.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ აღინიშნება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, დაუშვებელია პრეპარატის შეწყვეტა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

პრეპარატი არ მიიღება იმ შემთხვევაში თუ პაციენტი მგრძნობიარეა ნებისმიერი ტიპის საკვების ან სამკურნალო საშუალების მიმართ, მკურნალობის დაწყებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

აღნიშნული სამკურნალო საშუალებით მირება არ არის რეკომენდებული ლაქტაციის პერიოდში.

იმ დროის განმავლობაში, რაც პრეპარატი გამოიყენება, ნამკურნალებ ბავშვებში არ გამოვლენილა რაიმე ზეგავლენა ზრდაზე და პუბერტაციაზე. თუმცა სამკურნალო საშუალების ხანგრძლივად გამოყენების შედეგები უცნობია.

თუ მკურნალობის დროს შეტევები ხშირად ვითარდება პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

მკურნალობის შეწყვეტა უნდა მოხდეს თანდათანობით, ექიმის ინსტრუქციებთან შესაბამისად.

ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებების (კრუნჩხვის საწინააღმდეგო) მიღებამ შეიძლება გაზარდოს სუიციდური ქმედებები ან აზრები. განსაკუთრებული სიფრთხილის გამახვილება არის საჭირო ნიშნებზე, რაც შესაძლებელია მიუთითებდეს სუიციდის რისკზე: საუბარი ან ფიქრი საკუთარი თავისადმი ზიანის მიყენების შესახებ, ინტროვერსია და ოჯახისა და მეგობრებისგან დაშორება, დეპრესიაში ჩავარდნა ან დეპრესიის დამძიმება, ფიქრი სიკვდილის შესახებ, ქონებაზე უარის თქმა ან საკუთრების გაცემა.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება

თუ პაციენტი კომბინირებულად იღებს სხვა სამკურნალო საშუალებას, მათ შორის არასარეცეპტო პრეპარატებს და საკვებ დანამატებს, ან თუ პაციენტმა უახლოეს პერიოდში დაამთავრა სხვა სამკურნალო საშუალების მიღება, აუცილებლად უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, რათა თავიდან იქნას აცილებული პრეპარატების ურთიერთქმედებით გამოწვეული ზიანი ან ეფექტის შემცირება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვა ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებების (მაგ.: კარბამაზეპინის, ფენიტოინის, ვალპროატის), გინკგოს, საღამოს ფურისულას ზეთის მიღების დროს.

07

განსაკუთრებული მითითებები

სამკურნალო საშუალების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სიფხიზლის მოდუნება და შესაბამისად განსაკუთრებული ყურადღება არის საჭირო მანქანის, საშიში მექანიზმების მართვის და ნებისმიერი საქმიანობის განხორციელებისას, რაც საჭიროებს ყურადღების გამახვილებას.

ბავშვები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ველოსიპედით მგზავრობის ან გზასთან ახლოს თამაშისას და ა.შ.

ინტოქსიკაციის პრევენცია!

სხვა პრეპარატების მსგავსად აღნიშნული მედიკამენტიც უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის და/ან ჩვილებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ინტოქსიკაციის პრეპვენციის მიზნით. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ან თუ ბავშვმა შემთხვევით გადაყლაპა პრეპარატი, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილებას და პაციენტმა თან უნდა იქონიოს პრეპარატის შეფუთვა.

დაუშვებელია ღებინების გამოწვევა ექიმის უშუალო მითითების გარეშე! აღნიშნული სამკურნალო საშუალება დანიშნულია პაციენტის სამკურნალოდ. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს სხვა პაციენტებს. დაუშვებელია ამ მედიკამენტის მიცემა ნათესავებისთვის, მეზობლებისა და ნაცნობებისთვის.

დაუშვებელია წამლის მიღება სიბნელეში! პაციენტმა ყოველი მიღების წინ უნდა ნახოს პრეპარატის ეტიკეტი და დოზა. საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად უნდა ეკეთოს სათვალეები.

შენახვა

ინახება მშრალ და გრილ ადგილას.

ორიგინალურ კონტეინერში და რეკომენდირებულ პირობებში შენახვის მიუხედავად პრეპარატის შენახვის ვადა ლიმიტირებულია. პაციენტმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს პრეპარატის შენახვის ვადა! ეჭვის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიემართოს წამლის გამცემ ფარმაცევტს.

დაუშვებელია განსხვავებული პრეპარატების შენახვა ერთი და იგივე შეფუთვაში.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.