მონოგრაფია Nº 01748 Rx · რეცეპტით
ლაზიქსი
Lasix
40მგ ტაბლეტი №45
დან3.50 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- ფუროსემიდი (Furosemide)
- მწარმოებელი
- Sanofi India Limited, ინდოეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- მარყუჟოვანი დიურეზული საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- Sanofi
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
GPC ყველაზე იაფი
ლაზიქსი ტაბლეტი 40მგ #12
0.29 ₾ / ც. × 12
ყიდვა ↗3.50 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
ლაზიქსი ტაბლეტი 40მგ #12
0.29 ₾ / ც. × 12
ყიდვა ↗3.50 ₾
-
PSP
ლაზიქსი - Lasix 40მგ 12 ტაბლეტი
0.50 ₾ / ც. × 12
ყიდვა ↗5.95 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ფუროსემიდი. ჯერ ყველაზე იაფი.
ფუროსემიდი USP
FUROSEMIDE USP
40მგ ტაბლეტი №1000
ფუროსემიდი ი/ვ ი/მ
1% ხსნარი საინექციო ამპულა №10 2მლ
ლაზიქსი
LASIX
10მგ/მლ 2მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10
ფუროსემიდი სოფარმა ი/მ ი/ვ
1% ხსნარი საინექციო ამპულა №10 2მლ
ფურო-დენკი
40მგ ტაბლეტი №100
სემილაქტი
SEMILACT
50მგ/20მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №10
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
ათქ კლასიფიკაციის კოდი
C03CA01
შემადგენლობა
ტაბლეტები: შეფუთვაში 45 და 50 ც.
1 ტაბ.
ფუროსემიდი...........................................................................40 მგ
საინექციო ხსნარი: ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 10 და 50 ც.
1 მლ 1 ამპ.
ფუროსემიდი.......................................................10 მგ 20 მგ
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
დიურეზული საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ლაზიქსი წარმოადგენს სწრაფად მოქმედ დიურეზულ საშუალებას. მისი მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ნატრიუმის და ქლორის იონების რეაბსორბციის შემცირებასთან. ეფექტი იწყება მისი მიღებიდან 1 სთ-ის შემდეგ და გრძელდება 6 სთ-ის განმავლობაში; ინტრავენურად შეყვანის შემთხვევაში ეფექტი ვლინდება 30 წთ-ის შემდეგ.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღებისას პრეპარატი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იზრდება დოზის გაზრდასთან ერთად. იგი უკავშირდება პლაზმის ცილებს 90%-ით. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2 საათს.
ჩვენებები
არტერიული ჰიპერტენზია, შეშუპება, ფილტვების შეშუპება, ასციტი, ფორსირებული დიურეზის მიზნით.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატის დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად. მოზრდილებში საწყისი დოზა შეადგენს 20-80 მგ-ს. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დოზის გაზრდა 20-40 მგ-მდე 6-8 სთ-ს შემდეგ. ამგვარი დოზირება გამოიყენება დღეში 1-2-ჯერ.
ბავშვებში საწყისი დოზა შეადგენს 2 მგ/კგ წონაზე. არაეფექტურობის დროს დოზა იზრდება 1-2 მგ/კგ 6-8 სთ-ის შემდეგ პირველი მიღებიდან.
არტერიული ჰიპერტონიის დროს საწყისი დოზა მოზრდილებში შეადგენს 80 მგ-ს დღეში.
ფილტვების შეშუპების დროს შეჰყავთ ინტრავენურად 40 მგ.
გვერდითი მოვლენები
ძილიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დეპრესია, ტრემორი, მეხსიერების დაქვეითება და კოორდინაციის დარღვევა, ღებინება, გულისრევა, პანკრეატიტი, იმპოტენცია, ჰიპერქოლესტერინემია, პარკუჭოვანი არითმია.
უკუჩვენებები
- მწვავე გლომერულონეფრიტი;
- თირკმელების უკმარისობის ტერმინალური სტადია;
- ღვიძლის კომა;
- ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ალკალოზი;
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პერიოდში ლაზიქსის დანიშვნა რეკომენდებულია მხოლოდ განსაკუთრებული ჩვენებების მიხედვით და ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. რადგან იგი ექსკრეგირებს დედის რძეში და აგრეთვე თრგუნავს ლაქტაციის პროცესს, აღნიშნულ შემთხვევაში პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
სპიროლაქტი
SPIROLACT
50მგ/20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (1X10)
ლერონი
Leroni
40მგ/5მგ ტაბლეტი #50
სპირონო გენერიკონი კომპ
50მგ+20მგ ტაბლეტი №20
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.