8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01747 Rx · რეცეპტით

ლაზიქსი

LASIX

10მგ/მლ 2მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10

დან6.75 ₾ 1 აფთიაქში, ნახე ფასები →
ლაზიქსი, 10მგ/მლ 2მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10
მოქმედი ნივთიერება
ფუროსემიდი (Furosemide)
მწარმოებელი
Sanofi India Limited, ინდოეთი
იმპორტიორი საქართველოში
Sanofi
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • PSP

    ლაზიქსი - Lasix 20მგ/2მლ 2მლ 5 ამპულა

    1.35 ₾ / ც. × 5

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ფუროსემიდი. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

ზოგადი დახასიათება

ათქ კლასიფიკაციის კოდი

C03CA01

02

შემადგენლობა

ტაბლეტები: შეფუთვაში 45 და 50 ც.
1 ტაბ.
ფუროსემიდი...........................................................................40 მგ

საინექციო ხსნარი: ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 10 და 50 ც.
1 მლ 1 ამპ.
ფუროსემიდი.......................................................10 მგ 20 მგ

03

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

დიურეზული საშუალება.

04

ფარმაკოლოგიური თვისებები

ლაზიქსი წარმოადგენს სწრაფად მოქმედ დიურეზულ საშუალებას. მისი მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ნატრიუმის და ქლორის იონების რეაბსორბციის შემცირებასთან. ეფექტი იწყება მისი მიღებიდან 1 სთ-ის შემდეგ და გრძელდება 6 სთ-ის განმავლობაში; ინტრავენურად შეყვანის შემთხვევაში ეფექტი ვლინდება 30 წთ-ის შემდეგ.

05

ფარმაკოკინეტიკა

პერორალური მიღებისას პრეპარატი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იზრდება დოზის გაზრდასთან ერთად. იგი უკავშირდება პლაზმის ცილებს 90%-ით. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2 საათს.

06

ჩვენებები

არტერიული ჰიპერტენზია, შეშუპება, ფილტვების შეშუპება, ასციტი, ფორსირებული დიურეზის მიზნით.

07

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატის დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად. მოზრდილებში საწყისი დოზა შეადგენს 20-80 მგ-ს. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დოზის გაზრდა 20-40 მგ-მდე 6-8 სთ-ს შემდეგ. ამგვარი დოზირება გამოიყენება დღეში 1-2-ჯერ.
ბავშვებში საწყისი დოზა შეადგენს 2 მგ/კგ წონაზე. არაეფექტურობის დროს დოზა იზრდება 1-2 მგ/კგ 6-8 სთ-ის შემდეგ პირველი მიღებიდან.
არტერიული ჰიპერტონიის დროს საწყისი დოზა მოზრდილებში შეადგენს 80 მგ-ს დღეში.
ფილტვების შეშუპების დროს შეჰყავთ ინტრავენურად 40 მგ.

08

გვერდითი მოვლენები

ძილიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დეპრესია, ტრემორი, მეხსიერების დაქვეითება და კოორდინაციის დარღვევა, ღებინება, გულისრევა, პანკრეატიტი, იმპოტენცია, ჰიპერქოლესტერინემია, პარკუჭოვანი არითმია.

09

უკუჩვენებები

  • მწვავე გლომერულონეფრიტი;
  • თირკმელების უკმარისობის ტერმინალური სტადია;
  • ღვიძლის კომა;
  • ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ალკალოზი;
  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
10

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის პერიოდში ლაზიქსის დანიშვნა რეკომენდებულია მხოლოდ განსაკუთრებული ჩვენებების მიხედვით და ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. რადგან იგი ექსკრეგირებს დედის რძეში და აგრეთვე თრგუნავს ლაქტაციის პროცესს, აღნიშნულ შემთხვევაში პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

11

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

12

ვარგისობის ვადა

3 წელი.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.