მონოგრაფია Nº 04104 ურეცეპტო
ჰიალოგინი
HYALO GYN
30 გრ. ტუბი 10 ერთჯერადი აპლიკატორით.
დან69.23 ₾ 1 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- hyaluronate sodium (Hyaluronic acid sodium)
- მწარმოებელი
- Fidia farmaceutici, იტალია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- საშოს მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლის გამააქტიურებელი, ტროფიკის გამაუმჯობესებელი და რეგენერაციის პროცესის მასტიმულირებელი პრეპარატები
- იმპორტიორი საქართველოში
- ინოთიმი - ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
ავერსი
ჰიალოგინი გელი 0.2% #10აპლიკ
6.92 ₾ / ც. × 10
ყიდვა ↗69.23 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: hyaluronate sodium. ჯერ ყველაზე იაფი.
ოკუთეარსი
Ocutears
0.15% 10მლ თვალის წვეთი
ქსილოიალი
Xiloial
10 მლ-იანი ფლაკონი, თვალის წვეთები
ხილო-კომოდი
10მლ წვეთები 1 ფლაკონი №1 10 მლ
ჰაი 0.4% 0.5მლ. თვალის წვეთები 20 მინიფლაკონი
0.004 წვეთები 20 ფლაკონი №20 0.5 მლ
ოპტიკოლი Gl Osd
10მლ წვეთები 1 ფლაკონი №1 10 მლ
ოკუთეარსი ალო+
0.2% წვეთები №1 10 მლ
ნებიანაქსი 3%
Nebianax 3%
ფორმა: #20 5 მლ.იანი ერთჯერადი ფლაკონი
ადანტი
Adant
25მგ/2.5მლ მზა შპრიცი #1
არტოქსი 2%
Artox 2%
2% არტოქსის შპრიცი #3
გენგიგელი
GENGIGEL
სავლები 150მლ
გენგიგელი
GENGIGEL
გელი 20მლ
გენგიგელი® პროფი
GENGIGEL® PROF
მზა შპრიცი 1მლ №1
კრესპინ გელი
CRESPINE gel
2 მლ შპრიცი სტერილური ნემსით
ნებიალ კიტი 3%
Nebial Kit 3%
ფორმა: #20 5 მლ.იანი ერთჯერადი ფლაკონი
ნებიანაქსის სპრეი
NEBIANAX 3% SPRAY
აეროზოლი 100მლ. #1
რინოიალი
Rhinoial
ცხვირის სპრეი
სუპლაზინი (სახსარშიდა ინექციისთვის)
SUPLAZYNE
20მგ/2მლ საინექციო ხსნარი მზა შპრიცი # 1
ციკატრიდინა
Cicatridina
ვაგინალური სანთლები #10
ცისტისტატი შარდის ბუშტის ინსტილაციისათვის
Cystistat
40მგ ხსნარი 50მლ ფლაკონი #1
ჰიალოგინი
Hyalo Gyn
ვაგინალური სანთელი #10
ჰირუანი
Hyruan
1% (10მგ/მლ) 2.5მლ ინტრაარტიკულარული საინექციო ხსნარი ერთჯერადი გამოყენებისათვის, წინასწარ შევსებული შპრიცი №1
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
ინფორმაცია პროდუქტის შესახებ:
საშოს ეპითელიუმი არის რბილი და ელასტიური, რომელიც სათანადო დონეზე ინარჩუნებს ტენიანობას და წებოვნებას.
ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე (მშობიარობის შემდგომ, ძუძუთი კვების განმავლობაში, მენო-პაუზის დროს), ასევე ორალური კონტრაცეპტივების მიღების შედეგად ან ქიმიოთერაპიის დროს და სტრესისას საშოს ლორწოვანის მდგრადობა იცვლება, ვითარდება სიმშრალე, რაც იწვევს ქავილს, წვას და გაღიზიანებას და ხშირად ინფექციის განვითარების მიზეზი ხდება.
ჰიალოგინი სწრაფად ხსნის სიმშრალის სიმპტომებს და აღადგენს საშოს ლორწოვანის ელასტიურობას.
ჰიალოგინი არის უფერო, უსუნო გელი, შეიცავს Hydeal-D-S-ჰიალურონის მჟავას ეთერულ ნაერთს, რომელიც უფრო ხანგრძლივად მოქმედებს და ეფექტურია ვიდრე უბრალოდ ჰიალურონის მჟავა. იგი უნარჩუნებს საშოს ქსოვილს ელასტიურობას, აჩქარებს შეხორცებით პროცესს და ხელს უწყობს ეპითელიუმის რეგენერაციას (აღდგენას).
ჰიალოგინი აღადგენს საშოს ნორმალურ PH-ს და იცავს შარდსასქესო სისტემას ინფექციებისგან.
ჰიალურონის მჟავა შედის კოლაგენის ბოჭკოების შემადგენლობაში და ზრდის საშოს კუნთების სიმტკიცეს. იგი ანტიოქსიდანტია, იცავს საშოს ეპითელიუმის უჯრედებს დაზიანებისაგან.
შემადგენლობა
ძირითადი მოქმედი ნივთიერება: : Hydeal-D D 0,2 % (ჰიალურონის მჟავას ეთერული ნაერთი)
სხვა კომპონენტები: პროპილენგლიკოლი, კარბომერი, მეთილ-პ-ჰიდროქსიბენზოატი, პროპილ-პ-ჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი.
ჩვენებები
- ვაგინალური სიმშრალე ნებისმიერი წარმოშობის (მშობიარობის შემდგომ, ძუძუთი კვების პერიოდში, მენოპაუზა, სტრესი, ორალური კონტრაცეპტივების მიღება, სხივური და ქიმიოთერაპია, საკვერცხეების ამოკვეთის შემდგომ (პოსტკასტრაციული სინდრომი), შაქრიანი დიაბეტი)
- ატროფიული ვაგინიტი
- საშოს სიმშრალით განპირობებული წვა, ქავილი
- საშოსშიდა ჭრილობები, მიკრონახეთქები
- დისპარეუნია (ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს)
- ჰიალოგინი აჩქარებს ლორწოვანის რეგენერაციას საშვილოსნოს ყელის დესტრუქციული მეთოდებით მკურნალობის შემდგომ.
ჰიალოგინი არ შეიცავს ჰორმონს, ამიტომ მისი გამოყენება უსაფრთხოა და რეკომენდებულია ასევე ონკოლოგიურ პაციენტებში.
მიღების წესი და დოზირება
1. კარგად მიახრახნეთ აპლიკატორი ტუბის პირს.
2. მოუჭირეთ ტუბს და შეავსეთ აპლიკატორი, სანამ დგუში არ გაჩერდება (დგუშს აქვს ნიშნული, რაც გააჩერებს მის მოძრაობას).
3. მოხსენით აპლიკატორი და შეიყვანეთ საშოში, იყავით მჯდომარე მდგომარეობაში ან დაწექით ზურგზე.
4. გელი მთლიანად შეიყვანეთ საშოში.
5. მკვეთრად გამოხატული სიმშრალის შემთხვევაში სასურველია აპლიკატორი გაპოხოთ გელით მის შეყვანამდე.
გამოყენების სიხშირე:
ჰიალოგინი გამოიყენება 3 დღეში ერთხელ 1 თვის განმავლობაში
უკუჩვენება: ნებისმიერ შემადგენელ კომპონენტზე ჰიპერმგრძნობელობა
განსაკუთრებული მითითებები: ყოველი აპლიკატორი გამოიყენეთ მხოლოდ ერთხელ
ვაგინალური ინფექციის დროს პრეპარატის დანიშვნა ხდება ექიმის მიერ.
ჰიალოგინის გამოყენება შესაძლებელია ასევე მენსტრუაციის დროს. პრეპარატი გავლენას არ ახდენს გინეკოლოგიურ კვლევაზე.
გელი შეთავსებადია პრეზერვატივთან მისი გამოყენების დროს
იმავდროულად ნუ გამოიყენებთ ამონიუმის მარილების შემცველ სადეზინფექციო საშუალებებს, მაგ. ბენზალკონიუმის ქლორიდს.
შეინახეთ არაუმეტეს 30 °C ტემპერატურისა
შეინახეთ ბავშვებისაგან ხელმიუწვდომელ ადგილას
ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ
გვერდითი მოვლენები
არ აღნიშნულა
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
გენგიგელი პერიო სავლები
Gengigel Perio Mouthrinse
200 მლ. პირის ღრუს სავლები
ლოტამილი
Lotamile
#5 ვაგინალური სანთელი
აპივაგინალი
Apivaginal
ვაგინალური ოვულა №5
გენგიგელი პერიო სპრეი
Gengigel Perio spray
20 მლ. პირის ღრუს სპრეი
ელლადენტი
ELLADENT CARE
სავლები ხსნარი
ელლადენტი გელი
ELLADENT Plus
0,3% გელი
სინოვიუმი
Synovium
სტერილური ვისკოელასტიკური ხსნარი
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.