მონოგრაფია Nº 04103 ურეცეპტო
ჰიალოგინი
Hyalo Gyn
ვაგინალური სანთელი #10
- მოქმედი ნივთიერება
- hyaluronate sodium (Hyaluronic acid sodium)
- მწარმოებელი
- Fidia farmaceutici, იტალია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- საშოს მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლის გამააქტიურებელი, ტროფიკის გამაუმჯობესებელი და რეგენერაციის პროცესის მასტიმულირებელი პრეპარატები
- იმპორტიორი საქართველოში
- ინოთიმი - ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: hyaluronate sodium. ჯერ ყველაზე იაფი.
ოკუთეარსი
Ocutears
0.15% 10მლ თვალის წვეთი
ქსილოიალი
Xiloial
10 მლ-იანი ფლაკონი, თვალის წვეთები
ხილო-კომოდი
10მლ წვეთები 1 ფლაკონი №1 10 მლ
ჰაი 0.4% 0.5მლ. თვალის წვეთები 20 მინიფლაკონი
0.004 წვეთები 20 ფლაკონი №20 0.5 მლ
ოპტიკოლი Gl Osd
10მლ წვეთები 1 ფლაკონი №1 10 მლ
ოკუთეარსი ალო+
0.2% წვეთები №1 10 მლ
ნებიანაქსი 3%
Nebianax 3%
ფორმა: #20 5 მლ.იანი ერთჯერადი ფლაკონი
ჰიალოგინი
HYALO GYN
30 გრ. ტუბი 10 ერთჯერადი აპლიკატორით.
ადანტი
Adant
25მგ/2.5მლ მზა შპრიცი #1
არტოქსი 2%
Artox 2%
2% არტოქსის შპრიცი #3
გენგიგელი
GENGIGEL
სავლები 150მლ
გენგიგელი
GENGIGEL
გელი 20მლ
გენგიგელი® პროფი
GENGIGEL® PROF
მზა შპრიცი 1მლ №1
კრესპინ გელი
CRESPINE gel
2 მლ შპრიცი სტერილური ნემსით
ნებიალ კიტი 3%
Nebial Kit 3%
ფორმა: #20 5 მლ.იანი ერთჯერადი ფლაკონი
ნებიანაქსის სპრეი
NEBIANAX 3% SPRAY
აეროზოლი 100მლ. #1
რინოიალი
Rhinoial
ცხვირის სპრეი
სუპლაზინი (სახსარშიდა ინექციისთვის)
SUPLAZYNE
20მგ/2მლ საინექციო ხსნარი მზა შპრიცი # 1
ციკატრიდინა
Cicatridina
ვაგინალური სანთლები #10
ცისტისტატი შარდის ბუშტის ინსტილაციისათვის
Cystistat
40მგ ხსნარი 50მლ ფლაკონი #1
ჰირუანი
Hyruan
1% (10მგ/მლ) 2.5მლ ინტრაარტიკულარული საინექციო ხსნარი ერთჯერადი გამოყენებისათვის, წინასწარ შევსებული შპრიცი №1
ინსტრუქცია
შემადგენლობა
Hydeal-D-ით 0.2%-ჰიდეალ-დ, გახანგრძლივებული მოქმედების ჰიალურონის მჟავა.
სხვა კომპონენტები: მცენარეული წარმოშობის გლიცერიდები, მეთილპროპანდიოლი, 1,2 - ჰექსანდიოლი, კაპრილგლიკოლი, გამოხდილი წყალი, რძემჟავა. სანთელი არ შეიცავს არც პარაბენს და არც სხვა კონსერვანტებს.
ინფორმაცია პროდუქტის შესახებ
საშოს ეპითელიუმი რბილი და ელასტიურია, რომელიც ინარჩუნებს ჰიდრატაციისა და ლუბრიკაციის სათანადო დონეს.
ქალის ცხოვრების ზოგიერთ ფაზაში (მშობიარობის შემდეგ, ძუძუთი კვების განმავლობაში, მენოპაუზის დროს), მედიკამენტოზური მკურნალობის ან პათოლოგიების შემდეგ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საშოს სიმშრალე ან სტრესი კონკრეტულ პერიოდებში, ეს ბალანსი ხელს უწყობს საშოს სიმშრალით, წვითა და გაღიზიანებით გამოწვეული მდგომარეობის შემსუბუქებას.
წვა და გაღიზიანება, ხშირად ასოცირდება ეპითელიუმის მიკრო დაზიანებებთან, ისინი გამოწვეულია ფრიქციით ლუბრიკაციის ნაკლებობის გამო.
ასეთ შემთხვევებში ლორწოვანის ჰიდრატაციის უზრუნველყოფის მიზნით მიზანშეწონილია პროდუქტის ლოკალურად გამოყენება, რომელიც ეხმარება მას ბუნებრივი ელასტიურობისა და სირბილის აღდგენაში.
HYALO GYN არის Hydeal-D-ს შემცველი სანთელი, წარმოებული ჰიალურონის მჟავასგან, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივად მის ხანგრძლივ გამოთავისუფლებას.
ჰიალურონის მჟავა არის ქსოვილების ჰიდრატაციის სათანადო დონის შენარჩუნებაზე პასუხისმგებელი ნივთიერება. გარდა ამისა, გადამწყვეტ როლს ასრულებს საშოს ეპითელიუმის აღდგენით პროცესებში.
Hydeal-D უზრუნველყოფს საშოს ლორწოვანზე მუკოადჰეზიურ მოქმედებას, ხანგრძლივ დამატენიანებელ მოქმედებას და ხელს უწყობს მიკრო დაზიანებების ბუნებრივი მკურნალობის პროცესებს.
გამოყენების რეკომენდაცია:
· ვაგინალური სიმშრალე ნებისმიერი წარმოშობის (მშობიარობის შემდგომ, ძუძუთი კვების პერიოდში, მენოპაუზა, სტრესი, ორალური კონტრაცეპტივების მიღება, სხივური და ქიმიოთერაპია, საკვერცხეების ამოკვეთის შემდგომ (პოსტკასტრაციული სინდრომი), შაქრიანი დიაბეტი)
· ატროფიული ვაგინიტი
· საშოს სიმშრალით განპირობებული წვა, ქავილი
· საშოსშიდა ჭრილობები, მიკრონახეთქები
· დისპარეუნია (ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს)
· ჰიალოგინი აჩქარებს ლორწოვანის რეგენერაციას საშვილოსნოს ყელის დესტრუქციული მეთოდებით მკურნალობის შემდგომ.
ჰიალოგინი არ შეიცავს ჰორმონს, ამიტომ მისი გამოყენება უსაფრთხოა და რეკომენდებულია ასევე ონკოლოგიურ პაციენტებში.
მიღების წესი და დოზირება
გამოყენება რეკომენდირებულია საღამოს ძილის წინ შემდეგი თანმიმდევრობით:
1) ხელების საფუძვლიანად დაბანა და ინტიმური ჰიგიენის სათანადო უზრუნველყოფა;
2) მოხსენით სანთელი ბლისტერიდან, მოსატეხი ხაზის გასწვრივ (სურათი 1);
3) მოკიდეთ ხელი პლასტმასის ორივე ნახევარს და ამოიღეთ ის ნაზად, გარსაცმის მთლიანად გაუხსნელად (სურათი 2);
4) ნაზად ამოიღეთ სანთელი გარსაცმიდან;
5) დაიჭირეთ სანთელი თითის წვერებით (სურათი 3)
6) სასურველია ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში, ნაზად შეიყვანეთ სანთელი საშოში, რაც შეიძლება ღრმად (სურათი 4). რეკომენდირებულია დარჩეთ ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში, რათა სათანადოდ იმოქმედოს პრეპარატმა
გამოყენების სიხშირე:
მისი გამოყენება რეკომენდირებულია ყოველ 3 დღეში ერთჯერ 1 თვის განმავლობაში, გარდა ექიმის მიერ მიღებული სხვა გადაწყვეტილებისა. მკურნალობის შეწყვეტა საჭირო არ არის მენსტრუაციის დროს.
უკუჩვენებები
პრეპარატზე დადასტურებული ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები
პროდუქტი არის მხოლოდ ვაგინალური გამოყენებისათვის;
ვაგინალური ინფექციის შემთხვევაში პროდუქტი გამოიყენება ექიმის შეხედულებისამებრ.
განსაკუთრებული ინდივიდუალური მგრძნობელობის მქონე პაციენტებში სანთელის ზოგიერთი კომპონენტის მიმართ ან / და მკურნალობის დაწყებისას შეიძლება გამოიწვიოს ტრანზიტული წვის შეგრძნებები. მუდმივი წვის შემთხვევაში, რეკომენდირებულია მკურნალობის შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია.
ორსულობის და ძუძუთი კვების შემთხვევაში გამოყენებამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს.
პროდუქტი შეიძლება გამოყენებულ იქნას ლატექსის საცხიან, უსაცხო ან პოლიზოპრენით პრეზერვატივთან ერთად.
ერთდროულად არ გამოიყენოთ ამონიუმის მარილების ბაზაზე დამზადებული ვაგინალური პროდუქტი (მაგალითად ბენზალკონიუმის ქლორიდი), რომლებმაც შეიძლება შეცვალონ ჰიალურონის მჟავა.
არ გამოიყენოთ პროდუქტი, თუ შეფუთვა დაზიანებულია ისე, რომ არღვევს ბლისტერის პაკეტის მთლიანობას.
არ გადაყაროთ ცარიელი კონტეინერები გარემოში.
არ გამოიყენოთ პროდუქტი შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
შეინახეთ ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილზე.
შენახვა:
შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
არ გაყინოთ.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
ყუთი შეიცავს 10 ცალ სანთელს (ორი 5 სანთლიანი ბლისტერი).
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
გენგიგელი პერიო სავლები
Gengigel Perio Mouthrinse
200 მლ. პირის ღრუს სავლები
ლოტამილი
Lotamile
#5 ვაგინალური სანთელი
აპივაგინალი
Apivaginal
ვაგინალური ოვულა №5
გენგიგელი პერიო სპრეი
Gengigel Perio spray
20 მლ. პირის ღრუს სპრეი
ელლადენტი
ELLADENT CARE
სავლები ხსნარი
ელლადენტი გელი
ELLADENT Plus
0,3% გელი
სინოვიუმი
Synovium
სტერილური ვისკოელასტიკური ხსნარი
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.